პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მცხეთის მაჟორიტარის სიძე სამმართველოს უფროსად - მეჯვარე და ცოლის დაქალები
მცხეთის მაჟორიტარის სიძე სამმართველოს უფროსად - მეჯვარე და ცოლის დაქალები

მცხე­თის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის, დი­მიტ­რი ხუნ­და­ძის სიძე მი­რი­ან ოქ­რო­პი­რი­ძე სა­ტყეო სა­ა­გენ­ტოს მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის რე­გი­ო­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სად 2013 წლის 14 მა­ისს და­ი­ნიშ­ნა. ოქ­რო­პი­რი­ძემ სა­ტყეო სამ­სა­ხუ­რი­დან 27 თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და მათ ნაც­ვლად თა­ვი­სი ახ­ლობ­ლე­ბი და­ა­საქ­მა.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­თა შო­რის ერთ-ერთი, უფ­რო­სი მე­ტყე­ვე, 61 წლის გაბ­რი­ელ იორ­და­ნიშ­ვი­ლი გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა. მისი მე­უღ­ლის, ცი­სა­ნა კუ­კუ­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, იორ­და­ნაშ­ვი­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას და იმ შე­უ­რა­ცხყო­ფას, რაც მი­რი­ან ოქ­რო­პი­რი­ძემ მი­ა­ყე­ნა, ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და. გარ­დაც­ვლილს სა­ტყეო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბის 40 წლი­ა­ნი სტა­ჟი ქონ­და. მას­თან ერ­თად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი კი­დევ ორი თა­ნამ­შრომ­ლის ად­გილ­ზე, სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის ნა­თე­სა­ვე­ბი და­საქმდნენ. მათ შო­რის, ორო­პი­რი­ძის ცო­ლის და­ქა­ლი ნა­თია მა­მა­ლა­ძე სამ­სა­ხუ­რი­დან და­თხო­ვი­ლი ანა­ლი­ტი­კო­სის ნაც­ვლად, ხოლო ცხე­თა-დიდ­გო­რის სა­ტყეო უბ­ნის უფ­რო­სად, მი­სი­ვე მეჯ­ვა­რე არ­ჩილ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და­ნიშ­ნა.

მი­რი­ან ოქ­რო­პი­რი­ძე თა­ნამ­დე­ბობ­ზე და­ნიშ­ნუ­ლი კად­რე­ბის ნა­თე­სა­უ­რი ფაქ­ტო­რით შერ­ჩე­ვას უარ­ყოფს. "მე რომ და­ვი­ნიშ­ნე ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ად­გი­ლი ვა­კან­ტუ­რი იყო. დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე რა შუ­ა­შია? მას აქვს თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის პრო­ფი­ლი და მე ჩემი. ის პარ­ლა­მენ­ტში ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის კო­მი­ტე­ტის წევ­რია, მე­დი­ცი­ნა და სა­ტყეო ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა. ის არის ჩემი სი­მამ­რი, მაგ­რამ სი­მამრს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ჩემს და­ნიშ­ვნას­თან არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ აქვს. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ნამ­შრომ­ლებს, და­ახ­ლო­ე­ბით 30-მდე თა­ნამ­შრო­მე­ლია და ყვე­ლას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი აქვს. კონ­კურ­სი ორ ეტა­პად გა­მო­ცხად­და, მოხ­და თა­ნამ­შრო­მელ­თა შერ­ჩე­ვა. პირ­ვე­ლად მა­ის­ში, როცა ეროვ­ნუ­ლი სა­ტყეო სამ­სა­ხუ­რი გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში გა­და­ვი­და და მე­ო­რედ აგ­ვის­ტო­ში, როცა მე­ტყე­ვე­ე­ბის შერ­ჩე­ვა მოხ­და", - აცხა­დებს ოქ­რო­პი­რი­ძე.

იხ­ლეთ ვრცლად

მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

მცხეთის მაჟორიტარის სიძე სამმართველოს უფროსად - მეჯვარე და ცოლის დაქალები

მცხეთის მაჟორიტარის სიძე სამმართველოს უფროსად - მეჯვარე და ცოლის დაქალები

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის სიძე მირიან ოქროპირიძე სატყეო სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამსახურის უფროსად 2013 წლის 14 მაისს დაინიშნა. ოქროპირიძემ სატყეო სამსახურიდან 27 თანამშრომელი გაათავისუფლა და მათ ნაცვლად თავისი ახლობლები დაასაქმა.

გათავისუფლებულთა შორის ერთ-ერთი, უფროსი მეტყევე, 61 წლის გაბრიელ იორდანიშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა. მისი მეუღლის, ცისანა კუკულაძის განცხადებით, იორდანაშვილი სამსახურიდან გათავისუფლებას და იმ შეურაცხყოფას, რაც მირიან ოქროპირიძემ მიაყენა, ძალიან განიცდიდა. გარდაცვლილს სატყეო სამსახურში მუშაობის 40 წლიანი სტაჟი ქონდა. მასთან ერთად გათავისუფლებული კიდევ ორი თანამშრომლის ადგილზე, სააგენტოს უფროსის ნათესავები დასაქმდნენ. მათ შორის, ოროპირიძის ცოლის დაქალი ნათია მამალაძე სამსახურიდან დათხოვილი ანალიტიკოსის ნაცვლად, ხოლო ცხეთა-დიდგორის სატყეო უბნის უფროსად, მისივე მეჯვარე არჩილ ღარიბაშვილი დანიშნა.

მირიან ოქროპირიძე თანამდებობზე დანიშნული კადრების ნათესაური ფაქტორით შერჩევას უარყოფს. "მე რომ დავინიშნე ამ თანამდებობაზე, სამსახურის უფროსის ადგილი ვაკანტური იყო. დიმიტრი ხუნდაძე რა შუაშია? მას აქვს თავისი საქმიანობის პროფილი და მე ჩემი. ის პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის წევრია, მედიცინა და სატყეო ძალიან განსხვავდება. ის არის ჩემი სიმამრი, მაგრამ სიმამრს თანამდებობაზე ჩემს დანიშვნასთან არავითარი კავშირი არ აქვს. რაც შეეხება თანამშრომლებს, დაახლოებით 30-მდე თანამშრომელია და ყველას ინდივიდუალური მიზეზი აქვს. კონკურსი ორ ეტაპად გამოცხადდა, მოხდა თანამშრომელთა შერჩევა. პირველად  მაისში, როცა ეროვნული სატყეო სამსახური გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა და მეორედ აგვისტოში, როცა მეტყევეების შერჩევა მოხდა", - აცხადებს ოქროპირიძე.

იხლეთ ვრცლად

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"