მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანა ნებიერიძის ცხოვრებისეული სურპრიზები
ნანა ნებიერიძის ცხოვრებისეული სურპრიზები

სპორ­ტსმე­ნი ნანა ნე­ბი­ე­რი­ძე ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ბამ პრო­ექ­ტი­დან, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" გა­იც­ნო. აქ­ტი­ურ სპორ­ტულ ცხოვ­რე­ბას რამ­დე­ნი­მე წე­ლია, თავი და­ა­ნე­ბა. ეს ლა­მა­ზი და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სი­ურპრი­ზებ­სა და გა­მოწ­ვე­ვებს არ ერი­დე­ბა, ყვე­ლა­ფერს სპორ­ტუ­ლი ჟი­ნით უმკლავ­დე­ბა. ცეკ­ვა არ იცო­და და იცეკ­ვა, მსა­ხი­ო­ბი არ გახ­ლავთ და მა­ინც - სცე­ნა­ზე ითა­მა­შა. მი­აჩ­ნია, რომ 2013 მის­თვის კარ­გი წელი იყო და იმე­დი აქვს, რომ 2014-შიც მრა­ვალ სა­სი­ა­მოვ­ნო შე­მო­თა­ვა­ზე­ბას მი­ი­ღებს.

- ახალ წელს რო­გორ შეხ­ვდით?

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს ახა­ლი წელი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 2013 წლის ბო­ლოს დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მი მქონ­და და შე­სა­ბა­მი­სად, გა­დაღ­ლი­ლიც ვი­ყა­ვი, სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბი­ლე­ბა მა­ინც არ და­მი­კარ­გავს. დამ­დეგს შინ, ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად, დიდი ენერ­გი­ი­თა და კარ­გი გან­წყო­ბი­ლე­ბით შევ­ხვდი. 2013 წელი სი­ურპრი­ზე­ბით აღ­სავ­სე იყო ჩემ­თვის. წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოს­ვლა მქონ­და პრო­ექ­ტში - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი", მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი სი­ურპრი­ზი სპექ­ტაკლში - "ყი­ნუ­ლის დე­დო­ფა­ლი" მთა­ვა­რი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა გახ­ლდათ. მინ­და, 2014 წელი ჩემ­თვის ისე­თი­ვე კარ­გი იყოს, რო­გო­რიც 2013 გახ­ლდათ. მზად ვარ და ვე­ლო­დე­ბი ახალ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტი­დან.

- "ფე­ის­ბუკ­ზე" ბევ­რი სუ­რა­თი გი­დევს. გე­ტყო­ბა, რომ ფო­ტო­კა­მე­რის წინ პო­ზი­რე­ბა მოგ­წონს.

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლი, ასე­ვე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბა. ბო­ლოს და ბო­ლოს, მათ­ზე ხომ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის სა­სი­ა­მოვ­ნო წუ­თე­ბი აღი­ბეჭ­დე­ბა. ასე­ვე მიყ­ვარს კა­მე­რებ­თან მუ­შა­ო­ბა. ასეთ დროს თავს ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად და ლა­ღად ვგრძნობ. გარ­და იმი­სა, რომ სუ­რა­თე­ბი "ფე­ის­ბუ­კის" სა­კუ­თარ გვერ­დზე მი­დევს, სა­ო­ჯა­ხო ალ­ბო­მიც მაქვს.

- მა­შინ, თვა­ლი გა­და­ვავ­ლოთ თქვენს სა­ო­ჯა­ხო ალ­ბომს. მო­მი­ყე­ვით, რო­გო­რი ბავ­შვიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! იყა­ვით?

- მშობ­ლე­ბის წყა­ლო­ბით, ბედ­ნი­ე­რი და კარ­გი ბავ­შვო­ბა მქონ­და. ძა­ლი­ან ცელ­ქი და აქ­ტი­უ­რი გახ­ლდით, ენერ­გი­უ­ლი, სულ აქეთ-იქით დავ­ხტო­დი. ჰოდა, სი­ცელ­ქის გამო, მშობ­ლებს ბევ­რჯერ და­ვუს­ჯი­ვარ. მუხ­ლე­ბი სულ გა­და­ტყა­ვე­ბუ­ლი მქონ­და. აი, ამ ფო­ტო­ზე 5 წლის ვარ და მე მგო­ნი, მე­ტყო­ბა, რო­გო­რი ცელ­ქიც ვარ (იცი­ნის).

- პრან­ჭია არ იყა­ვით?

- არა, პრან­ჭია არას­დროს ვყო­ფილ­ვარ. ბავ­შვო­ბი­დან სპორ­ტით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მუდ­მე­ბით სპორ­ტუ­ლად მეც­ვა, გაპ­რან­ჭვა­ზე არც ვფიქ­რობ­დი. სპორ­ტის გარ­და, მუ­სი­კა­ზეც დავ­დი­ო­დი, კერ­ძოდ - ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე. ვი­ნა­ი­დან ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი გახ­ლდით, მე­სა­მე კლა­სი­დან ეგ­რე­ვე მე­ხუ­თე­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს.

- მშობ­ლებ­ზე მი­ამ­ბეთ...

- მა­მა­ჩე­მი - იური ნე­ბი­ე­რი­ძე ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნი და მწვრთნე­ლია ძა­ლოს­ნო­ბა­ში. მას არა­ერ­თი ნი­ჭი­ე­რი თა­ო­ბა ჰყავს აღ­ზრდი­ლი. ახლა 68 წლის არის და არ მუ­შა­ობს, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის აღ­ზრდი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. დედა - ალა ნე­ბი­ე­რი­ძე-კა­ლა­გი­ნა წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნია. სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნია წყალ­ში ხტო­მა­ში. მყავს ერთი და-ძმა. მათ თა­ვი­ან­თი ოჯა­ხე­ბი აქვთ და ხში­რად ვიკ­რი­ბე­ბით ხოლ­მე. აი, ამ ფო­ტო­ზე დე­დას­თან და და-ძმას­თან ერ­თად ვარ. ჩემ­თვის ეს ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი ფო­ტო­სუ­რა­თია.

- ალ­ბათ მშობ­ლებ­მა მო­ახ­დი­ნეს თქვენს პრო­ფე­სი­ულ არ­ჩე­ვან­ზე გავ­ლე­ნა, არა?

- რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნეს, მაგ­რამ ნიჭი და მონ­დო­მე­ბა რომ არ მქო­ნო­და, წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­ვაღ­წევ­დი. აი, ამ სუ­რათ­ზე 12 წლის ვარ. ეს ფოტო ვე­ნა­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. აქ თა­ნა­გუნ­დელ ანა როს­ტი­აშ­ვილ­თან ერ­თად ვარ. მა­შინ პირ­ვე­ლად გა­ვემ­გზავ­რე სა­ზღვარ­გა­რეთ, სა­დაც გა­ი­მარ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რი წყალ­ში ხტო­მა­ში.

- პირ­ველ წარ­მა­ტე­ბას რა ასაკ­ში მი­აღ­წი­ეთ?

- 12 წლის გახ­ლდით, როცა ჩი­ნეთ­ში გა­მარ­თულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ში მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მე­სა­მე ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე. აი, ეს ფოტო სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. აქ თა­ნა­გუნ­დელ დი­ა­ნა მჭედ­ლი­ძეს­თან ერ­თად ვარ.

- შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე მშობ­ლე­ბი დაგ­ყვე­ბოდ­ნენ?

- არა, ყველ­გან მარ­ტო, მშობ­ლე­ბის გა­რე­შე დავ­დი­ო­დი. ძა­ლი­ან რთუ­ლია, როცა პა­ტა­რა გოგო ისე შრო­მობ, რო­გორც დიდი ადა­მი­ა­ნი. დღე­ში 8 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვვარ­ჯი­შობ­დი. ამას ისიც ემა­ტე­ბო­და, რომ ოჯახს მო­წყვე­ტი­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ჩემი საქ­მე ისე მიყ­ვარ­და, ყვე­ლა­ფერს ვით­მენ­დი. 14 წლი­სა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხდი. მა­შინ­დე­ლი გან­ცდა არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა.

- სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ გო­გო­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა იმიჯს იც­ვლის. თქვენ რა შე­იც­ვა­ლეთ?

-

სპორ­ტით ისე ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი, რომ იმიჯ­სა და მსგავს რა­ღა­ცებ­ზე ნამ­დვი­ლად არ ვფიქ­რობ­დი. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სტუ­დენ­ტი გავ­ხდი და მა­ში­ნაც სპორ­ტუ­ლად, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად ჩაც­მუ­ლი დავ­დი­ო­დი. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გე­მოვ­ნე­ბა შე­მეც­ვა­ლა და ადრე თუ მარ­ტო სპორ­ტუ­ლი სტი­ლის სა­მოსს ვა­ტა­რებ­დი, ახლა ჩემს გარ­დე­რობ­ში კლა­სი­კუ­რი ტან­საც­მე­ლიც გაჩ­ნდა. ასე­ვე მიყ­ვარს ორი სტი­ლის სა­მო­სის ერ­თმა­ნეთ­თან შე­თავ­სე­ბა. სა­მოსს იმის­და მი­ხედ­ვით ვირ­ჩევ, თუ სად მივ­დი­ვარ.

- ყო­ველ­თვის გე­მოვ­ნე­ბით გაც­ვი­ათ. სა­ინ­ტე­რე­სოა, ჩაც­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვის აზრს ით­ვა­ლის­წი­ნებთ?

- დიდი მად­ლო­ბა კომ­პლი­მენ­ტის­თვის. ყო­ველ­თვის ვიც­ვამ იმას, რაც მომ­წონს და მიხ­დე­ბა. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, სა­მო­სი ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რის მიერ არის შექ­მნი­ლი თუ - არა. ძა­ლი­ან მიყ­ვარს შო­პინ­გი რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ისე სა­ზღვარ­გა­რეთ. მა­ღა­ზი­ებ­ში სი­ა­რუ­ლით არას­დროს ვიღ­ლე­ბი... და კი­დევ, გე­ტყვით იმა­საც, რომ ჩემი შვი­ლის და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის აზრს ყო­ველ­თვის ვით­ვა­ლის­წი­ნებ.

- მა­კი­ა­ჟი პირ­ვე­ლად რა ასაკ­ში გა­ი­კე­თეთ?

- 19 წლის ვი­ყა­ვი, როცა გავ­თხოვ­დი. ჰოდა, სწო­რედ ამ პე­რი­ო­დი­დან და­ვი­წყე მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბა. მაგ­რამ ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში მა­კი­აჟს ხში­რად არ ვი­ყე­ნებ. ბუ­ნებ­რი­ო­ბა ყვე­ლა­ფერს მირ­ჩევ­ნია. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­შიც კი ბუ­ნებ­რივ მა­კი­აჟს მი­კე­თებ­დნენ. ჩემ­თვის მთა­ვა­რი სა­ხის კა­ნის მოვ­ლაა: დავ­დი­ვარ კოს­მე­ტო­ლოგ­თან, ვი­კე­თებ ნიღ­ბებს და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, - არ მაქვს მავ­ნე ჩვე­ვე­ბი: არ ვე­წე­ვი სი­გა­რეტს და არ ვსვამ ალ­კოჰო­ლურ სას­მელს. ხომ იცით, სი­გა­რე­ტი და ალ­კოჰო­ლი სა­ხის კანს დიდ ზი­ანს აყე­ნებს.

- თმა რა ასაკ­ში შე­ი­ღე­ბეთ?

- 32 წლის ვი­ყა­ვი, როცა თმის შე­ღებ­ვა გა­დავ­წყვი­ტე. ვარ­ცხნი­ლო­ბა­საც იშ­ვი­ა­თად ვიც­ვლი.

- გა­რეგ­ნო­ბა­ში რა­ი­მეს შეც­ვლა არას­დროს გი­ფიქ­რი­ათ?

- ჯერ არა­ფე­რი მაქვს შე­საც­ვლე­ლი, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ში რა­ი­მე თუ არ მო­მე­წო­ნე­ბა, დახ­მა­რე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად ვთხოვ პრო­ფე­სი­ო­ნალს.

- პირ­ვე­ლი ოჯა­ხი და­გენგრათ. ამას ხომ არ ნა­ნობთ?

- სიყ­ვა­რუ­ლით გავ­თხოვ­დი, თან - ამ სიყ­ვა­რუ­ლის ნა­ყო­ფი ანუ შვი­ლი, ნინა ჯა­ფა­რი­ძე მყავს. ჰოდა, მას რომ ვუ­ყუ­რებ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, რა­ი­მე ვი­ნა­ნო?!

- შვილ­ზე მო­მი­ყე­ვით რამე...

- ნი­ნა­ზე ვგიჟ­დე­ბი. ის ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი და კარ­გი შვი­ლია. სტუ­დენ­ტი გახ­ლავთ, ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე სწავ­ლობს. ცოტა ხნის წინ, თა­ვი­სი და ჩემი ბავ­შვო­ბის სუ­რა­თე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნა. მას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ყვე­ლა ფოტო მიყ­ვარს.

- ეს "ფორტ ბო­ი­არ­დში" გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოა. ვხე­დავ, ცხოვ­რე­ბა­ში ექ­სპე­რი­მენ­ტებს არ ერი­დე­ბით...

- დიახ, ასეა. მიყ­ვარს ექ­სპე­რი­მენ­ტები! ადა­მი­ან­მა სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ყვე­ლა­ფერ­ში უნდა გა­მო­ცა­დოს. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში წამ­ყვა­ნად ვმუ­შა­ობ­დი, რეკ­ლა­მა­შიც გა­და­მი­ღეს... რაც შე­ე­ხე­ბა "ბო­ი­არდს", იქა­უ­რო­ბა არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. ძა­ლი­ან კარ­გი დრო იყო და სხვა­თა შო­რის, მა­შინ "მის ბო­ი­არ­დის" ტი­ტუ­ლიც კი მო­მა­ნი­ჭეს.

- ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ პრო­ექ­ტი­დან - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" გა­გიც­ნოთ.

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს პრო­ექ­ტი. ყვე­ლა საქ­მეს გუ­ლი­ა­ნად ვა­კე­თებ და დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვე­კი­დე­ბი. ასე ვი­ყა­ვი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­შიც". ვცდი­ლობ­დი, თი­თო­ე­უ­ლი ცეკ­ვა კარ­გად გა­მომ­სვლო­და.

- 2013 წლის ბო­ლოს მსა­ხი­ო­ბო­ბაც კი შე­ი­თავ­სეთ. "ყი­ნუ­ლის დე­დო­ფალ­ში" მთა­ვა­რი როლი შე­ას­რუ­ლეთ.

- მსა­ხი­ო­ბო­ბა ჩემი ბავ­შვო­ბის დრო­ინ­დე­ლი ოც­ნე­ბა იყო. ისე მო­მე­წო­ნა სცე­ნა, რომ კი­დევ რო­მე­ლი­მე სპექ­ტაკლში სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­თა­მა­შებ­დი. რაც შე­ე­ხე­ბა "ყი­ნუ­ლის დე­დო­ფალს" - ეს ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! იყო. თა­ვი­დან და­ვი­ბე­ნი და ვი­ფიქ­რე: პრო­ფე­სი­ო­ნალ ხალ­ხთან ერ­თად რო­გორ უნდა ვი­მუ­შაო-მეთ­ქი?! მაგ­რამ იმ­დე­ნად კარ­გი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი იყო, რომ ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. მათ­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. რაც მთა­ვა­რია, კარ­გი მე­გობ­რე­ბი შე­ვი­ძი­ნე.

- რო­გორც ვიცი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხართ. დრო პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის­თვის თუ გრჩე­ბო­დათ?

- მარ­თლაც ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და დრო არაფ­რის­თვის და არა­ვის­თვის მქონ­და. ახლა კი პი­რი­ქით - საკ­მა­ოდ ბევ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო მაქვს და ყვე­ლას­თვის მო­ვი­ცა­ლე (იღი­მის).

- მას არ სწყინ­და, თქვე­ნი ნახ­ვა იშ­ვი­ა­თად რომ უწევ­და?

- პი­რი­ქით - ყვე­ლა­ნა­ი­რად მეხ­მა­რე­ბო­და, მხარ­ში მედ­გა. რაც მთა­ვა­რია, ის ამა­ყობს ჩე­მით.

- ახლო მო­მა­ვალ­ში და­ქორ­წი­ნე­ბას ხომ არ აპი­რებთ?

- დრო გვიჩ­ვე­ნებს, ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში რა და რო­გორ მოხ­დე­ბა. პი­რა­დად მე, დღე­ვან­დე­ლი დღით ვცხოვ­რობ. ხვალ რა იქ­ნე­ბა, მხო­ლოდ უფალ­მა იცის.

მა­რეხ ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ნანა ნებიერიძის ცხოვრებისეული სურპრიზები

ნანა ნებიერიძის ცხოვრებისეული სურპრიზები

სპორტსმენი ნანა ნებიერიძე ფართო საზოგადობამ პროექტიდან, "ცეკვავენ ვარსკვლავები" გაიცნო. აქტიურ სპორტულ ცხოვრებას რამდენიმე წელია, თავი დაანება. ეს ლამაზი და გემოვნებიანი ქალბატონი ცხოვრებისეულ სიურპრიზებსა და გამოწვევებს არ ერიდება, ყველაფერს სპორტული ჟინით უმკლავდება. ცეკვა არ იცოდა და იცეკვა, მსახიობი არ გახლავთ და მაინც - სცენაზე ითამაშა. მიაჩნია, რომ 2013 მისთვის კარგი წელი იყო და იმედი აქვს, რომ 2014-შიც მრავალ სასიამოვნო შემოთავაზებას მიიღებს.

- ახალ წელს როგორ შეხვდით?

- ძალიან მიყვარს ახალი წელი. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის ბოლოს დატვირთული დღის რეჟიმი მქონდა და შესაბამისად, გადაღლილიც ვიყავი, საახალწლო განწყობილება მაინც არ დამიკარგავს. დამდეგს შინ, ოჯახის წევრებთან ერთად, დიდი ენერგიითა და კარგი განწყობილებით შევხვდი. 2013 წელი სიურპრიზებით აღსავსე იყო ჩემთვის. წარმატებული გამოსვლა მქონდა პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები", მაგრამ ყველაზე ლამაზი სიურპრიზი სპექტაკლში - "ყინულის დედოფალი" მთავარი როლის შესრულება გახლდათ. მინდა, 2014 წელი ჩემთვის ისეთივე კარგი იყოს, როგორიც 2013 გახლდათ. მზად ვარ და ველოდები ახალ შემოთავაზებებს სხვადასხვა პროექტიდან.

- "ფეისბუკზე" ბევრი სურათი გიდევს. გეტყობა, რომ ფოტოკამერის წინ პოზირება მოგწონს.

- ძალიან მიყვარს როგორც პროფესიული, ასევე ჩვეულებრივი სურათების გადაღება. ბოლოს და ბოლოს, მათზე ხომ ჩვენი ცხოვრების სასიამოვნო წუთები აღიბეჭდება. ასევე მიყვარს კამერებთან მუშაობა. ასეთ დროს თავს ძალიან კომფორტულად და ლაღად ვგრძნობ. გარდა იმისა, რომ სურათები "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე მიდევს, საოჯახო ალბომიც მაქვს.

- მაშინ, თვალი გადავავლოთ თქვენს საოჯახო ალბომს. მომიყევით, როგორი ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! იყავით?

- მშობლების წყალობით, ბედნიერი და კარგი ბავშვობა მქონდა. ძალიან ცელქი და აქტიური გახლდით, ენერგიული, სულ აქეთ-იქით დავხტოდი. ჰოდა, სიცელქის გამო, მშობლებს ბევრჯერ დავუსჯივარ. მუხლები სულ გადატყავებული მქონდა. აი, ამ ფოტოზე 5 წლის ვარ და მე მგონი, მეტყობა, როგორი ცელქიც ვარ (იცინის).

- პრანჭია არ იყავით?

- არა, პრანჭია არასდროს ვყოფილვარ. ბავშვობიდან სპორტით ვიყავი დაკავებული და აქედან გამომდინარე, გამუდმებით სპორტულად მეცვა, გაპრანჭვაზე არც ვფიქრობდი. სპორტის გარდა, მუსიკაზეც დავდიოდი, კერძოდ - ფორტეპიანოზე. ვინაიდან ძალიან ნიჭიერი გახლდით, მესამე კლასიდან ეგრევე მეხუთეში გადამიყვანეს.

- მშობლებზე მიამბეთ...

- მამაჩემი - იური ნებიერიძე ცნობილი სპორტსმენი და მწვრთნელია ძალოსნობაში. მას არაერთი ნიჭიერი თაობა ჰყავს აღზრდილი. ახლა 68 წლის არის და არ მუშაობს, შვილიშვილების აღზრდითაა დაკავებული. დედა - ალა ნებიერიძე-კალაგინა წარმატებული სპორტსმენია. საქართველოს ჩემპიონია წყალში ხტომაში. მყავს ერთი და-ძმა. მათ თავიანთი ოჯახები აქვთ და ხშირად ვიკრიბებით ხოლმე. აი, ამ ფოტოზე დედასთან და და-ძმასთან ერთად ვარ. ჩემთვის ეს ერთ-ერთი საყვარელი ფოტოსურათია.

- ალბათ მშობლებმა მოახდინეს თქვენს პროფესიულ არჩევანზე გავლენა, არა?

- რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გავლენა მოახდინეს, მაგრამ ნიჭი და მონდომება რომ არ მქონოდა, წარმატებას ვერ მივაღწევდი. აი, ამ სურათზე 12 წლის ვარ. ეს ფოტო ვენაშია გადაღებული. აქ თანაგუნდელ ანა როსტიაშვილთან ერთად ვარ. მაშინ პირველად გავემგზავრე საზღვარგარეთ, სადაც გაიმართა საერთაშორისო ტურნირი წყალში ხტომაში.

- პირველ წარმატებას რა ასაკში მიაღწიეთ?

- 12 წლის გახლდით, როცა ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირში მივიღე მონაწილეობა და მესამე ადგილი დავიკავე. აი, ეს ფოტო სწორედ იმ პერიოდშია გადაღებული. აქ თანაგუნდელ დიანა მჭედლიძესთან ერთად ვარ.

- შეჯიბრებებზე მშობლები დაგყვებოდნენ?

- არა, ყველგან მარტო, მშობლების გარეშე დავდიოდი. ძალიან რთულია, როცა პატარა გოგო ისე შრომობ, როგორც დიდი ადამიანი. დღეში 8 საათის განმავლობაში ვვარჯიშობდი. ამას ისიც ემატებოდა, რომ ოჯახს მოწყვეტილი ვიყავი, მაგრამ ჩემი საქმე ისე მიყვარდა, ყველაფერს ვითმენდი. 14 წლისა ევროპის ჩემპიონი გავხდი. მაშინდელი განცდა არასოდეს დამავიწყდება.

- სკოლის დამთავრების შემდეგ გოგონების უმრავლესობა იმიჯს იცვლის. თქვენ რა შეიცვალეთ?

-

სპორტით ისე ვიყავი გატაცებული, რომ იმიჯსა და მსგავს რაღაცებზე ნამდვილად არ ვფიქრობდი. სკოლის დამთავრების შემდეგ სტუდენტი გავხდი და მაშინაც სპორტულად, მოკრძალებულად ჩაცმული დავდიოდი. დროთა განმავლობაში გემოვნება შემეცვალა და ადრე თუ მარტო სპორტული სტილის სამოსს ვატარებდი, ახლა ჩემს გარდერობში კლასიკური ტანსაცმელიც გაჩნდა. ასევე მიყვარს ორი სტილის სამოსის ერთმანეთთან შეთავსება. სამოსს იმისდა მიხედვით ვირჩევ, თუ სად მივდივარ.

- ყოველთვის გემოვნებით გაცვიათ. საინტერესოა, ჩაცმასთან დაკავშირებით ვის აზრს ითვალისწინებთ?

- დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის. ყოველთვის ვიცვამ იმას, რაც მომწონს და მიხდება. არ აქვს მნიშვნელობა, სამოსი ცნობილი დიზაინერის მიერ არის შექმნილი თუ - არა. ძალიან მიყვარს შოპინგი როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მაღაზიებში სიარულით არასდროს ვიღლები... და კიდევ, გეტყვით იმასაც, რომ ჩემი შვილის და საყვარელი ადამიანის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ.

- მაკიაჟი პირველად რა ასაკში გაიკეთეთ?

- 19 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. ჰოდა, სწორედ ამ პერიოდიდან დავიწყე მაკიაჟის გაკეთება. მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში მაკიაჟს ხშირად არ ვიყენებ. ბუნებრიობა ყველაფერს მირჩევნია. ტელევიზიაში მუშაობის პერიოდშიც კი ბუნებრივ მაკიაჟს მიკეთებდნენ. ჩემთვის მთავარი სახის კანის მოვლაა: დავდივარ კოსმეტოლოგთან, ვიკეთებ ნიღბებს და რაც ყველაზე მთავარია, - არ მაქვს მავნე ჩვევები: არ ვეწევი სიგარეტს და არ ვსვამ ალკოჰოლურ სასმელს. ხომ იცით, სიგარეტი და ალკოჰოლი სახის კანს დიდ ზიანს აყენებს.

- თმა რა ასაკში შეიღებეთ?

- 32 წლის ვიყავი, როცა თმის შეღებვა გადავწყვიტე. ვარცხნილობასაც იშვიათად ვიცვლი.

- გარეგნობაში რაიმეს შეცვლა არას­დროს გიფიქრიათ?

- ჯერ არაფერი მაქვს შესაცვლელი, მაგრამ დროთა განმავლობაში საკუთარ გარეგნობაში რაიმე თუ არ მომეწონება, დახმარებას აუცილებლად ვთხოვ პროფესიონალს.

- პირველი ოჯახი დაგენგრათ. ამას ხომ არ ნანობთ?

- სიყვარულით გავთხოვდი, თან - ამ სიყვარულის ნაყოფი ანუ შვილი, ნინა ჯაფარიძე მყავს. ჰოდა, მას რომ ვუყურებ, როგორ შეიძლება, რაიმე ვინანო?!

- შვილზე მომიყევით რამე...

- ნინაზე ვგიჟდები. ის ძალიან კარგი ადამიანი და კარგი შვილია. სტუდენტი გახლავთ, ჟურნალისტიკაზე სწავლობს. ცოტა ხნის წინ, თავისი და ჩემი ბავშვობის სურათები გააერთიანა. მასთან ერთად გადაღებული ყველა ფოტო მიყვარს.

- ეს "ფორტ ბოიარდში" გადაღებული ფოტოა. ვხედავ, ცხოვრებაში ექსპერიმენტებს არ ერიდებით...

- დიახ, ასეა. მიყვარს ექსპერიმენ­ტები! ადამიანმა საკუთარი შესაძლებლობები ყველაფერში უნდა გამოცადოს. ტელევიზიაში წამყვანად ვმუშაობდი, რეკლამაშიც გადამიღეს... რაც შეეხება "ბოიარდს", იქაურობა არასდროს დამავიწყდება. ძალიან კარგი დრო იყო და სხვათა შორის, მაშინ "მის ბოიარდის" ტიტულიც კი მომანიჭეს.

- ფართო საზოგადოებამ პროექტიდან - "ცეკვავენ ვარსკვლავები" გაგიცნოთ.

- ძალიან მიყვარს ეს პროექტი. ყველა საქმეს გულიანად ვაკეთებ და დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. ასე ვიყავი "ცეკვავენ ვარსკვლავებშიც". ვცდილობდი, თითოეული ცეკვა კარგად გამომსვლოდა.

- 2013 წლის ბოლოს მსახიობობაც კი შეითავსეთ. "ყინულის დედოფალში" მთავარი როლი შეასრულეთ.

- მსახიობობა ჩემი ბავშვობის დრო­ინდელი ოცნება იყო. ისე მომეწონა სცენა, რომ კიდევ რომელიმე სპექტაკლში სიამოვნებით ვითამაშებდი. რაც შეეხება "ყინულის დედოფალს" - ეს ჩემთვის მოულოდნელი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! იყო. თავიდან დავიბენი და ვიფიქრე: პროფესიონალ ხალხთან ერთად როგორ უნდა ვიმუშაო-მეთქი?! მაგრამ იმდენად კარგი შემოქმედებითი ჯგუფი იყო, რომ ყველაფერში მეხმარებოდნენ. მათგან ბევრი რამ ვისწავლე. რაც მთავარია, კარგი მეგობრები შევიძინე.

- როგორც ვიცი, შეყვარებული ხართ. დრო პირადი ცხოვრებისთვის თუ გრჩებოდათ?

- მართლაც ძალიან დაკავებული ვიყავი და დრო არაფრისთვის და არავისთვის მქონდა. ახლა კი პირიქით - საკმაოდ ბევრი თავისუფალი დრო მაქვს და ყველასთვის მოვიცალე (იღიმის).

- მას არ სწყინდა, თქვენი ნახვა იშვიათად რომ უწევდა?

- პირიქით - ყველანაირად მეხმარებოდა, მხარში მედგა. რაც მთავარია, ის ამაყობს ჩემით.

- ახლო მომავალში დაქორწინებას ხომ არ აპირებთ?

- დრო გვიჩვენებს, ჩვენს ცხოვრებაში რა და როგორ მოხდება. პირადად მე, დღევანდელი დღით ვცხოვრობ. ხვალ რა იქნება, მხოლოდ უფალმა იცის.

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება