სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანუკი არეშიძის ძმა კალაძის ახალშობილის დაბადების შესახებ ყვება
ანუკი არეშიძის ძმა კალაძის ახალშობილის დაბადების შესახებ ყვება

9 იან­ვარს ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრ კახა კა­ლა­ძე­სა და დი­ზა­ი­ნერ ანუ­კი არე­ში­ძეს მე­სა­მე შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ. ახალ­შო­ბილს ვაჩე და­არ­ქვეს.

გი­ორ­გი არე­ში­ძე, ანუ­კი არე­ში­ძის ძმა:

- ანუ­კიმ მი­ლან­ში იმ­შო­ბი­ა­რა. უფ­ლის წყა­ლო­ბით, ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა. პა­ტა­რა ვაჩე და მისი დე­დი­კოც თავს კარ­გად გრძნო­ბენ. ანუ­კი მი­ლან­ში მშო­ბი­ა­რო­ბამ­დე 2-3 კვი­რით ადრე გა­ემ­გზავ­რა.

- მშო­ბი­ა­რო­ბას კახა და­ეს­წრო?

- დიახ. კახა სა­მი­ვე შვი­ლის და­ბა­დე­ბას ეს­წრე­ბო­და. ბავ­შვი სა­კე­ის­რო კვე­თის შე­დე­გად და­ი­ბა­და. ვაჩე 2 კი­ლოგ­რამ­სა და 900 გრამს იწო­ნის, 52 სან­ტი­მეტ­რია. პა­ტა­რა კა­ხაც იმა­ვე სამ­შო­ბი­ა­რო­შია და­ბა­დე­ბუ­ლი, რო­მელ­შიც - ვაჩე. თურ­მე, მა­შინ ანუ­კი 412-ე პა­ლა­ტა­ში იწვა და ახ­ლაც, ვა­ჩე­ზე სამ­შო­ბი­ა­როდ რომ მი­ვი­და, იმა­ვე პა­ლა­ტა­ში აღ­მოჩ­ნდა - აი, ასე­თი უც­ნა­უ­რი დამ­თხვე­ვა მოხ­და.

- ბავ­შვს სა­ხე­ლი ვინ შე­ურ­ჩია?

- ანუ­კიმ. სა­ხე­ლი - ვაჩე კა­ხას­თვის სი­ურპრი­ზი იყო. ვიდ­რე ბავ­შვი არ და­ი­ბა­და, არ იცო­და, ანუ­კის შვი­ლის­თვის რა სა­ხე­ლი ჰქონ­და შერ­ჩე­უ­ლი. ვაჩე ძვე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლია და მეც მომ­წონს. ქარ­თლის ერთ-ერთ მე­ფეს ერ­ქვა.

- მის და­ბა­დე­ბას ძმე­ბი რო­გორ შეხ­ვდნენ?

- სამ­შო­ბი­ა­რო­ში იყ­ვნენ და მო­ი­ნა­ხუ­ლეს. ამ სი­ხა­რულს უფ­რო­სი - ლე­ვა­ნი­კო უფრო მე­ტად აღიქ­ვამს. ორი­ვეს უნდა, რომ პა­ტა­რა ძმა რაც შე­იძ­ლე­ბა მალე წა­იყ­ვა­ნონ სახ­ლში. ვიდ­რე ანუ­კის სამ­შო­ბი­ა­რო­ში წა­იყ­ვან­დნენ, ლე­ვა­ნი­კოს მთე­ლი ღამე არ სძი­ნე­ბია, - დი­ლით დე­დას მეც უნდა გავ­ყვეო. მარ­თლაც წა­უყ­ვა­ნი­ათ. შინ რომ დაბ­რუნ­და, თა­ვი­სი სა­ჩუქ­რე­ბი შე­ურ­ჩე­ვია და უთ­ქვამს, - ესე­ნი ვა­ჩეს უნდა წა­ვუ­ღოო.

- კახა უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შია. ანუ­კი და ბავ­შვე­ბი რო­დის ჩა­მოვ­ლენ?

- დედა-შვი­ლი ჯერ ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ არი­ან. რო­გორც კი ნე­ბას დარ­თა­ვენ, ჩა­მოვ­ლენ. სა­ვა­რა­უ­დოდ, 2 კვი­რა­ში დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბი­ან.

- ვაჩე ოჯა­ხის მე­სა­მე შვი­ლია. ის პატ­რი­არ­ქის ნათ­ლუ­ლი იქ­ნე­ბა?

- გა­მი­ხარ­დე­ბა, თუკი ჩემს დის­შვილს პატ­რი­არ­ქი მო­ნათ­ლავს. არ ვიცი, ანუ­კიმ და კა­ხამ ჯერ ამა­ზე ილა­პა­რა­კეს თუ არა.

- მად­ლო­ბა ინ­ტერ­ვი­უს­თვის.

- მად­ლო­ბა თქვენ, ჩვე­ნი სი­ხა­რუ­ლის გა­ზი­ა­რე­ბის­თვის.

P.S. ჟურ­ნალ "გზის" რე­დაქ­ცია ულო­ცავს ოჯახს მე­სა­მე შვი­ლის და­ბა­დე­ბას და პა­ტა­რა ვა­ჩეს ჯან­მრთე­ლო­ბას უსურ­ვებს!

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ანუკი არეშიძის ძმა კალაძის ახალშობილის დაბადების შესახებ ყვება

ანუკი არეშიძის ძმა კალაძის ახალშობილის დაბადების შესახებ ყვება

9 იანვარს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესა და დიზაინერ ანუკი არეშიძეს მესამე შვილი შეეძინათ. ახალშობილს ვაჩე დაარქვეს.

გიორგი არეშიძე, ანუკი არეშიძის ძმა:

- ანუკიმ მილანში იმშობიარა. უფლის წყალობით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. პატარა ვაჩე და მისი დედიკოც თავს კარგად გრძნობენ. ანუკი მილანში მშობიარობამდე 2-3 კვირით ადრე გაემგზავრა.

- მშობიარობას კახა დაესწრო?

- დიახ. კახა სამივე შვილის დაბადებას ესწრებოდა. ბავშვი საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადა. ვაჩე 2 კილოგრამსა და 900 გრამს იწონის, 52 სანტიმეტრია. პატარა კახაც იმავე სამშობიაროშია და­ბადებული, რომელშიც - ვაჩე. თურმე, მაშინ ანუკი 412-ე პალატაში იწვა და ახლაც, ვაჩეზე სამშობიაროდ რომ მივიდა, იმავე პალატაში აღმოჩნდა - აი, ასეთი უცნაური დამთხვევა მოხდა.

- ბავშვს სახელი ვინ შეურჩია?

- ანუკიმ. სახელი - ვაჩე კახასთვის სიურპრიზი იყო. ვიდრე ბავშვი არ დაიბადა, არ იცოდა, ანუკის შვილისთვის რა სახელი ჰქონდა შერჩეული. ვაჩე ძველი ქართული სახელია და მეც მომწონს. ქართლის ერთ-ერთ მეფეს ერქვა.

- მის დაბადებას ძმები როგორ შეხვდნენ?

- სამშობიაროში იყვნენ და მოინახულეს. ამ სიხარულს უფროსი - ლევანიკო უფრო მეტად აღიქვამს. ორივეს უნდა, რომ პატარა ძმა რაც შეიძლება მალე წაიყვანონ სახლში. ვიდრე ანუკის სამშობიაროში წაიყვანდნენ, ლევანიკოს მთელი ღამე არ სძინებია, - დილით დედას მეც უნდა გავყვეო. მართლაც წაუყვანიათ. შინ რომ დაბრუნდა, თავისი საჩუქრები შეურჩევია და უთქვამს, - ესენი ვაჩეს უნდა წავუღოო.

- კახა უკვე საქართველოშია. ანუკი და ბავშვები როდის ჩამოვლენ?

- დედა-შვილი ჯერ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. როგორც კი ნებას დართავენ, ჩამოვლენ. სავარაუდოდ, 2 კვირაში დაგვიბრუნდებიან.

- ვაჩე ოჯახის მესამე შვილია. ის პატრიარქის ნათლული იქნება?

- გამიხარდება, თუკი ჩემს დისშვილს პატრიარქი მონათლავს. არ ვიცი, ანუკიმ და კახამ ჯერ ამაზე ილაპარაკეს თუ არა.

- მადლობა ინტერვიუსთვის.

- მადლობა თქვენ, ჩვენი სიხარულის გაზიარებისთვის.

P.S. ჟურნალ "გზის" რედაქცია ულოცავს ოჯახს მესამე შვილის დაბადებას და პატარა ვაჩეს ჯანმრთელობას უსურვებს!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია