სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვობაში შეუხედავი ვიყავი" - მეჭეჭებიანი გოგონას კეთილი ზღაპარი
"ბავშვობაში შეუხედავი ვიყავი" - მეჭეჭებიანი გოგონას კეთილი ზღაპარი

"გა­მარ­ჯო­ბა. ვის ვე­ლა­პა­რა­კე­ბი? - მკი­თხა ქალ­ბა­ტონ­მა და იქვე დას­ძი­ნა: - რა გვა­რი ხარ, გე­ნაც­ვა­ლე?" "ქა­ჯა­ია გახ­ლა­ვართ", - ვპა­სუ­ხობ. "შენ გა­ი­ხა­რე, მეგ­რე­ლი ყო­ფილ­ხარ", - ეტყო­ბა, თა­ვა­დაც მეგ­რე­ლია და ამ ამ­ბავ­მა ასე ძა­ლი­ან ამი­ტო­მაც გა­ა­ხა­რა-მეთ­ქი, - გა­ვი­ფიქ­რე, მაგ­რამ შევ­ცდი.

- იცი, შვი­ლო, მეგ­რე­ლე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ისე, რამ გაყო მეგ­რე­ლი, სვა­ნი, იმე­რე­ლი, რაჭ­ვე­ლი, კა­ხე­ლი და ქარ­თლე­ლი ერ­თმა­ნე­თის­გან, ყვე­ლა­ნი ხომ ქარ­თვე­ლე­ბი ვართ?! მეგ­რე­ლე­ბი კი მარ­თლა ძა­ლი­ან მიყ­ვა­რან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გორ­ში და­ვი­ბად-გა­ვი­ზარ­დე. მე­ზობ­ლე­ბი მყავს მეგ­რე­ლე­ბი, ძა­ლი­ან კარ­გი ხალ­ხია, გა­მუდ­მე­ბით მეხ­მა­რე­ბი­ან, რა თქმა უნდა, თუ დამ­ჭირ­დე­ბა... დედა, რამ­დე­ნი წლის ხარ?

- 32-ის, - ვპა­სუ­ხობ და ას­პა­რეზს ჩემ­თვის ჯერ კი­დევ უც­ნობ ქალ­ბა­ტონს ვუთ­მობ, რო­მელ­მაც არც აცია, არც აცხე­ლა და თა­ვის ბი­ნა­ში მი­მი­პა­ტი­ჟა... უარი ვერ გა­ვუ­ბე­დე ასა­კო­ვან ქალ­ბა­ტონს, რო­მელ­მაც ჩემ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო ლა­პა­რა­კი­სას ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ თა­ვის დრო­ზე მსა­ხი­ო­ბი იყო, კარ­გად ცეკ­ვავ­და, მღე­რო­და და სი­ლა­მა­ზი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ო­და თურ­მე...

სტუმ­რად მი­სულს სან­დო­მი­ა­ნი სა­ხის ქალ­ბა­ტო­ნი, ღი­მი­ლით შემ­ხვდა და პირ­ვე­ლი კი­თხვა, რო­მე­ლიც შე­მო­მა­გე­ბა, ასე­თი იყო:

- რაო, რა მი­თხა­რი, რამ­დე­ნი წლის ხარ?

- 32-ის...

- რომ არ გე­ტყო­ბა? არა, ნამ­დვი­ლად არ გე­ტყო­ბა... აბა, თუ მიხ­ვდე­ბი, მე რამ­დე­ნი წლის ვარ? - მკი­თხა და ეშ­მა­კუ­რად გა­ი­ღი­მა.

ცუდ დღე­ში ჩავ­ვარ­დი. არ ვი­ცო­დი, რა მე­პა­სუ­ხა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ასე­თი ამო­ცა­ნე­ბი დი­დად არც მხიბ­ლავს...

- მა­ინც, მა­ინც? - არ მეშ­ვე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი და რო­დე­საც ჩემ­გან პა­სუ­ხი მო­ის­მი­ნა, თით­ქოს გაბ­რა­ზე­ბულ­მა, მი­თხრა: რა, მე 65 წლის ქალს ვგა­ვარ ახლა?.. ცხა­დია, მისი პა­სუ­ხის­გან სი­მარ­თლის დად­გე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ ამას რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს? მთა­ვა­რი ის არის, რომ ქალ­ბა­ტონ მა­რი­ამ იო­რა­მაშ­ვილ-ჩიკ­ვი­ლა­ძეს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტისტს, ცეკ­ვის სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის წამ­ყვან მო­ცეკ­ვა­ვე­სა და ფი­ლარ­მო­ნი­ის სო­ლისტს დღემ­დე შერ­ჩე­ნია ახალ­გაზ­რდუ­ლი ეშხი და რაც მთა­ვა­რია, ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბიც გა­იხ­სე­ნა....

- წარ­მო­შო­ბით გუ­რი­ი­დან ვარ, მაგ­რამ ჩემი ოჯა­ხი გორ­ში ცხოვ­რობ­და. ჩვენ აზ­ნა­უ­რად წო­დე­ბუ­ლე­ბი ვართ. ბებო ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი იყო. თურ­მე, ბავ­შვო­ბა­ში შე­უ­ხე­და­ვი ვი­ყა­ვი. ამ­ბობ­დნენ: რა გა­ა­თხო­ვებს ამ მო­სას­პობ­სო?! 48 მე­ჭე­ჭი მქონ­და სა­ხე­ზე. ერთხელ დე­დამ ნა­თე­სავ­თან სტუმ­რად წა­მიყ­ვა­ნა. იმ ოჯა­ხის ერთ-ერ­თმა წევ­რმა შე­ი­ცხა­და: ვა­ი­მე, ამ მე­ჭე­ჭებს ეს ბავ­შვი რო­გორ და­უ­უშ­ნო­ე­ბი­აო? მერე, მთე­ლი 2 კვი­რა შე­ლოც­ვებს მი­კი­თხავ­და და მე­ჭე­ჭე­ბიც გა­მიქ­რა... იცი, ძა­ლი­ან ცელ­ქი ვი­ყა­ვი. ყო­ველ დი­ლით 6 სა­ათ­ზე ვდგე­ბო­დი, შე­ვი­პა­რე­ბო­დი სა­ქათ­მე­ში, სა­დაც 100 ფრთა ქა­თა­მი გვყავ­და და ფრინ­ვე­ლებს ვა­წი­ო­კებ­დი. მდიდ­რე­ბი ვი­ყა­ვით. 170 სული პი­რუ­ტყვი გვყავ­და. დიდი ეზო გვქონ­და, ხე­ხი­ლით, ყვე­ლაფ­რით. მახ­სოვს, ბე­ბოს ჰქონ­და დიდი ყუთი, რო­მელ­შიც ლე­ნი­ნის­თა­ვი­ა­ნი თუმ­ნი­ა­ნე­ბი ეწყო. ჰოდა, ერთხე­ლაც ეს ყუთი მოვ­პა­რე და ფული მე­ზობ­ლებს და­ვუ­რი­გე: ჩვენ მდიდ­რე­ბი ვართ, თქვენ ღა­რი­ბე­ბი და დაგ­ჭირ­დე­ბათ-მეთ­ქი...

- ბე­ბომ ფუ­ლის და­კარ­გვა რო­გორ გა­და­ი­ტა­ნა?

- ეს ამ­ბა­ვი რომ გა­ი­გეს, დე­დამ მიმ­ტყე­პა, თმაც და­მა­პუ­ტა. ბე­ბოს ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­დი და ცხა­დია, შე­ვე­ცო­დე. იმის ნაც­ვლად, რომ მე და­ვე­ტუქ­სე, დე­დას გა­უბ­რაზ­და: რა­ტომ სცე­მო? სხვა­თა შო­რის, ბე­ბოც ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ქალი იყო. მე მისი სა­ხე­ლი, მა­რი­ა­მი და­მარ­ქვეს... მერე დედა იმ მე­ზობ­ლებ­თან მი­ვი­და, ვი­საც ფული მი­ვე­ცი, მაგ­რამ აბა, ნა­ჩუ­ქარს უკან ვინ და­აბ­რუ­ნებ­და?.. ერთხელ ბე­ბომ კაბა და ფეხ­საც­მე­ლი და­კარ­გა. ეძებს, ეძებს გა­უ­თა­ვებ­ლად. ვუ­თხა­რი: რა­საც ეძებ, ძაღ­ლმა წა­ათ­რია-მეთ­ქი. - თუ და­ი­ნა­ხე, რა­ტომ არ წა­არ­თვიო? - მე­ში­ნო­და-მეთ­ქი. - რო­დის იყო, ძაღ­ლი ძაღლს კბენ­და? შენი კუბო დავ­დგიო, - გა­მი­ჯავ­რდა. - დად­გი, ბა­ტო­ნო, მე შიგ ჩავ­წვე­ბი, შენ კი და­დე­ქი და მი­ყუ­რე-მეთ­ქი (იღი­მის).

- ალ­ბათ პა­ტა­რას ცეკ­ვა-სიმ­ღე­რაც გიყ­ვარ­დათ...

- ასე იყო! სო­ფელ-სო­ფელ დავ­დი­ო­დი სიმ­ღერ-სიმ­ღე­რი­თა და ცეკ­ვა-ცეკ­ვით. ხელ­ში დიდი ჩან­თა მე­ჭი­რა, რო­მელ­შიც იდო ყვე­ლი, კა­რა­ქი, ათას­ნა­ი­რი სა­სუსნა­ვი და გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ვუ­რი­გებ­დი. ყვე­ლა მლო­ცავ­და.

- სურ­სა­თი ოჯა­ხის წევ­რე­ბის თან­ხმო­ბით მი­გ­ქონ­დათ სახ­ლი­დან თუ ამ ყვე­ლაფ­რის მო­პარ­ვა გიხ­დე­ბო­დათ?

- (იღი­მის) ხან ვი­პა­რავ­დი, ხან - მაძ­ლევ­დნენ. თუ ვე­რა­ფერს ჩა­ვიგ­დებ­დი ხელ­ში, მა­შინ ყვა­ვი­ლებს ვკრეფ­დი და მერე ყვე­ლა შემ­ხვედრს ვუ­რი­გებ­დი... და­ახ­ლო­ე­ბით 6 წლის ვი­ყა­ვი, სტა­ლი­ნის ქუ­ჩა­ზე მივ­სე­ირ­ნობ­დი, რო­დე­საც ვი­ღა­ცამ და­მი­ძა­ხა: გო­გო­ნა, გო­გო­ნა, სტა­ლი­ნის სახ­ლი სად არი­სო? გავ­ბრაზ­დი: ამ­ხე­ლა ქალ­მა რო­გორ არ იცი, სტა­ლი­ნის სახ­ლი სად არის? წა­მო­დი, წა­მო­დი და გაჩ­ვე­ნებ-მეთ­ქი. უც­ნო­ბებს ვუჩ­ვე­ნე სტა­ლი­ნის სახ­ლი, მერე კი ვუ­თხა­რი: ახლა წა­მომ­ყე­ვით, გო­რის ციხე და ედე­მის ბაღი უნდა და­გათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნოთ-მეთ­ქი. სწო­რედ ედე­მის ბაღ­თან ვცხოვ­რობ­დით. ჰოდა, უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი იქ რომ მი­ვიყ­ვა­ნე, დე­დას გავ­ძა­ხე: ჩქა­რა, სოფ­ლი­დან ხალ­ხი ჩა­მო­ვი­და და მშივ­რე­ბი არი­ან-მეთ­ქი. გა­ე­ცი­ნათ. დე­დამ სა­ხელ­და­ხე­ლოდ გა­შა­ლა სუფ­რა. დავ­სხე­დით თუ არა, ჭიქა ავი­ღე ხელ­ში და და­ვი­ლო­ცე: აბა, გა­გი­მარ­ჯოთ, კარ­გად იყა­ვით, იცო­ცხლეთ-მეთ­ქი. - ეს ბავ­შვი აშ­კა­რად, მსა­ხი­ო­ბი გა­მო­ვაო, - აღ­ნიშ­ნეს სტუმ­რებ­მა. თუ კარ­გია, თქვენ გა­მო­დით მსა­ხი­ო­ბე­ბი-მეთ­ქი. გა­ე­ცი­ნათ. მერე დე­დამ სტუმ­რებს ჰკი­თხა: სა­ი­დან ბრძან­დე­ბი­თო? - თბი­ლი­სი­დან ვართ. ეს მსა­ხი­ო­ბი თა­მარ ცი­ციშ­ვი­ლია, ეს - სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძე, მე კი ნატო ვაჩ­ნა­ძე ვარო, - თქვა ულა­მა­ზეს­მა ქალ­ბა­ტონ­მა და გა­ი­ღი­მა, მერე კი დიდი მად­ლო­ბა გა­დაგ­ვი­ხა­დეს მას­პინ­ძლო­ბის­თვის.

- რო­დის მიხ­ვდით, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა ცუდი არ იყო?

- გორ­ში, მე­ო­თხე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. გაკ­ვე­თილ­ზე მას­წავ­ლებ­ლე­ბი ხში­რად მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ: ოღონდ გვიმ­ღე­რე და შენი სწავ­ლა არ გვინ­და, ნი­შანს სიმ­ღე­რა­ში და­გი­წერ­თო. სხვა­თა შო­რის, თა­ვი­დან კარ­გად არ ვსწავ­ლობ­დი, მაგ­რამ მერე ძა­ლი­ან მო­ვინ­დო­მე და სკო­ლა მა­ღალ ნიშ­ნებ­ზე და­ვამ­თავ­რე. ერთ ამ­ბავს გა­ვიხ­სე­ნებ: ჩვენს სკო­ლას მო­შე­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და ფოიე, სა­დაც ბავ­შვე­ბი შეს­ვე­ნე­ბი­სას ვიკ­რი­ბე­ბო­დით, ვერ­თო­ბო­დით ხოლ­მე. ფო­ი­ეს 50-სან­ტი­მეტ­რი­ა­ნი ჯე­ბი­რი ჰქონ­და შე­მოვ­ლე­ბუ­ლი. ჰოდა, ერთხე­ლაც, როცა ამ ჯე­ბირ­ზე ავ­ხტი და სიმ­ღე­რა შე­მოვ­ცხე, ბავ­შვებ­მა წი­ვილ-კი­ვი­ლი ატე­ხეს. ამ დროს გა­მო­ი­ა­რა სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, ვასო ძვე­ლა­ი­ამ და ლა­მის გა­გიჟ­და: რა­ი­მე რომ და­გე­მარ­თოს, პა­სუხს მე მა­გე­ბი­ნე­ბენ. ახ­ლა­ვე ჩა­მო­დიო. ამ სუ­რათს შე­ეს­წრო რე­ჟი­სო­რი ოთარ ალექ­სიშ­ვი­ლიც, რო­მელ­მაც და­მი­ბღვი­რა. მეც და­ვუ­ბღვი­რე. გა­მი­ცი­ნა, მეც გა­ვუ­ცი­ნე. მკი­თხა: სად ის­წავ­ლე სიმ­ღე­რაო? - მე თვი­თონ ვის­წავ­ლე, აბა, სად უნდა მეს­წავ­ლა-მეთ­ქი? - ჩემ­თან წა­მოხ­ვა­ლო? - სად უნდა წა­მო­ვი­დე-მეთ­ქი? ხელი მომ­კი­და და, - თე­ატ­რში წა­გიყ­ვა­ნო. - თე­ატ­რი რა არის-მეთ­ქი? - გა­ვიკ­ვირ­ვე და იქვე დავ­ძი­ნე: რად მინ­და ეგ თე­ატ­რი? თუ კარ­გია, შენ გა­მო­დი თე­ატ­რი-მეთ­ქი. გა­ე­ცი­ნა. მერე სწო­რედ ამ ადა­მი­ან­მა მა­ზი­ა­რა სცე­ნას და ერთ-ერთ სპექ­ტაკლში მთა­ვა­რი გმი­რის როლი მომ­ცა. მა­შინ და­ახ­ლო­ე­ბით 9 წლის ვი­ყა­ვი. მე­რეც სულ კარგ რო­ლებს მაძ­ლევ­დნენ...

- ანუ სკო­ლის მოს­წავ­ლე გო­რის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი გახ­დით?

- არა მარ­ტო გორ­ში, არა­მედ ლა­გო­დე­ხის თე­ატ­რის სცე­ნა­ზეც ვთა­მა­შობ­დი... ერთხელ ლა­გო­დეხ­ში წა­მიყ­ვა­ნეს სტუმ­რად, და­სას­ვე­ნებ­ლად. იქ გა­ვი­ცა­ნი თე­ატ­რის მა­შინ­დე­ლი დი­რექ­ტო­რი გა­ი­ოზ ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო. რომ გა­ი­გო, გო­რის სცე­ნა­ზე წარ­მა­ტე­ბით გა­მოვ­დი­ო­დი, შე­მომ­თა­ვა­ზა: ჩვენ­თა­ნაც ითა­ნამ­შრომ­ლე და მეც კარგ რო­ლებს მოგ­ცე­მო. დავ­თან­ხმდი. ჰოდა, ხან გორ­ში ვი­ყა­ვი, ხან - ლა­გო­დეხ­ში, მერე კი ონში მო­მიხ­და ცხოვ­რე­ბა და სცე­ნას დრო­ე­ბით ჩა­მოვ­შორ­დი.

- ამის მი­ზე­ზი რა იყო?

- ამის მი­ზე­ზი იყო რაჭ­ვე­ლი კაცი, რო­მელ­საც ცო­ლად გავ­ყე­ვი.

- მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე სად გა­ი­ცა­ნით?

- პირ­ვე­ლად ლა­გო­დეხ­ში მნა­ხა. მა­შინ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში იყო და თე­ატ­რში ხში­რად მო­დი­ო­და... ერთხე­ლაც, როცა გორ­ში გო­რის­ჯვრო­ბას აღ­ვნიშ­ნავ­დით და ქა­ლაქ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იყო შეკ­რე­ბი­ლი, ცეკ­ვა-თა­მა­ში­სას ჩემ გარ­შე­მო წრე შე­იკ­რა. სხვა­თა შო­რის, მა­შინ უკვე სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლში ვცეკ­ვავ­დი, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვახ­ტანგ წე­რე­თე­ლი გახ­ლდათ. ცე­ცხლი ვი­ყა­ვი, მარ­თლაც!.. მოკ­ლედ, წრე რომ შე­იკ­რა, სწო­რედ ამ დროს გა­მოჩ­ნდა ორი ცხე­ნო­სა­ნი: ერთი წი­თელ­ზე, მე­ო­რე კი თეთრ რაშ­ზე იყო ამ­ხედ­რე­ბუ­ლი. თეთრ ცხენ­ზე ჩემი მო­მა­ვა­ლი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი იჯდა. ჯერ 24 წლი­საც არ იყო. მი­ი­ხედ-მო­ი­ხე­და, ცხე­ნი ორ ფეხ­ზე შე­ა­ყე­ნა. ცხო­ველს ფა­ფა­რი წა­მო­ე­შა­ლა. ხალ­ხი შე­შინ­და, მე კი ამ ლა­მაზ­მა სა­ნა­ხა­ო­ბამ თით­ქოს გა­მა­შე­შა. ის ჩემ წინ დად­გა, მე კი თავი ავა­რი­დე და ცეკ­ვა და­ვი­წყე. ყუ­რა­დღე­ბას აღარ ვაქ­ცევ­დი, რად­გან მა­შინ სხვა­ზე ვი­ყა­ვი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი... როცა სახ­ლში წა­ვე­დი, უკან გა­მომ­ყვა. შინ შე­ვე­დი. ცოტა ხან­ში ის თა­ვის მე­გო­ბარ­თან ერ­თად გვეს­ტუმ­რა და დე­დას უთხრა: რაჭ­ვე­ლი ვარ, თქვე­ნი გოგო მიყ­ვარს და რო­გორც კი სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი­დან გავ­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი, წა­ვიყ­ვა­ნო. ჩე­მებს სა­სი­ძო მო­ე­წო­ნათ, მე კი ცხა­დია, მისი ცო­ლო­ბა არ მინ­დო­და... იმ პე­რი­ოდ­ში მამა ამ­ბობ­და: გო­რის ქუ­ჩებ­ში დავ­დი­ვარ, დავ­დი­ვარ და ჩემი მა­რი­ა­მის­თა­ნა ლა­მა­ზი ჯერ არა­ვინ შემ­ხვედ­რი­აო.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე არ მოგ­წონ­დათ, ცო­ლად მა­ინც გაჰ­ყე­ვით?

- ვი­ნა­ი­დან შეყ­ვა­რე­ბულ­ზე არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­მა­თხო­ვებ­დნენ, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, ყო­ფი­ლი სამ­ხედ­როს წი­ნა­და­დე­ბას დავ­თან­ხმე­ბო­დი.

- ოჯა­ხის წევ­რე­ბი თქვენს შეყ­ვა­რე­ბულს რა­ტომ იწუ­ნებ­დნენ?

- ბიჭი ბი­ჭად ნამ­დვი­ლად არ და­ი­წუ­ნე­ბო­და, ისიც ლა­მა­ზი რაჭ­ვე­ლი კაცი იყო, მაგ­რამ მისი ოჯა­ხი არ მოს­წონ­დათ. ჩვენ 6 წელი გვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი... მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს­თან ხელი გორ­ში­ვე მო­ვა­წე­რე და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ დარ­თეს ჩემი რა­ჭა­ში წაყ­ვა­ნის უფ­ლე­ბა. ახალ­გა­თხო­ვილს დაც გა­მა­ყო­ლეს. ვფი­ცავ ჩემს შვი­ლებს, 4 დღე, ვიდ­რე ჩემი და იქ იყო, ქმარს არ მივ­კა­რე­ბი­ვარ. ვე­უბ­ნე­ბო­დი: მრცხვე­ნია, ჩემი და ხომ აქ არის-მეთ­ქი?!. სო­ფელ­ში ვცხოვ­რობ­დით. ვამ­ბობ­დი: წყალს მო­ვი­ტან, სა­დილს მო­ვამ­ზა­დებ, დავ­რე­ცხავ, მაგ­რამ სხვას ვე­რა­ფერს გა­ვა­კე­თებ-მეთ­ქი. მე­უღ­ლემ მი­თხრა: თო­ნე­ში პური ჩა­ა­კა­რიო. - ვა­ი­მე, არ ვიცი, ამას ვერ გა­ვა­კე­თებ-მეთ­ქი. ერთხელ, როცა შინ არა­ვინ იყო, თონე გა­ვა­ხუ­რე: მოდი, იქ­ნებ პუ­რის ცხო­ბა გა­მო­მი­ვი­დეს, მოვ­სინ­ჯავ-მეთ­ქი. ცომი თო­ნე­ში ჩა­ვა­კა­რი, მაგ­რამ ერ­თის გარ­და, ყვე­ლა ჩაც­ვივ­და (იღი­მის).

- სცე­ნას მე­უღ­ლის თან­ხმო­ბით და­უბ­რუნ­დით?

- ერთხელ მე­უღ­ლის ბი­ძაშ­ვილ­მა მი­თხრა, - წა­მო­დი, ონში უნდა გა­გა­ტა­როო. თე­ატ­რის წინ გა­ვი­ა­რეთ. გა­რეთ მსა­ხი­ო­ბე­ბი იდ­გნენ და ამ ქალს და­უ­ძა­ხეს: ეს გოგო ვინ არი­სო? იცით, ლა­მა­ზი კი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ რა­ჭა­ში უფრო მე­ტად გავ­ლა­მაზ­დი, ჩემი თა­ვი­სა თა­ვად­ვე მიკ­ვირ­და...

- მო­გიხ­დათ რა­ჭის ჰა­ე­რი?

- კი, ნამ­დვი­ლად ასე იყო (იღი­მის)... მსა­ხი­ო­ბებ­მა რომ გა­ი­გეს, გო­რი­სა და ლა­გო­დე­ხის თე­ატ­რებ­ში რამ­დე­ნი­მე როლი მქონ­და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დათ. მი­თხრეს, ჩვენ­თან მობ­რძან­დით, ითა­ნამ­შრომ­ლე­თო. მათ ვუ­პა­სუ­ხე: ქმარს ვკი­თხავ და პა­სუხს მერე მო­გახ­სე­ნებთ-მეთ­ქი. თე­ატ­რის მა­შინ­დე­ლი დი­რექ­ტო­რი ჩემს ქმარს შეხ­ვდა და და­ე­ლა­პა­რა­კა. მე­უღ­ლემ მუ­შა­ო­ბის ნება დამ­რთო. ერთი როლი მომ­ცეს, სა­დაც ხან ქა­ლის სა­მო­სი მეც­ვა, ხა­ნაც - კა­ცის. მოკ­ლედ, ვაჟ­კა­ცუ­რი როლი მქონ­და. ჩემს გმირს შაჰ-აბა­სი უნდა მო­ეკ­ლა. პი­ე­სა შალ­ვა და­დი­ა­ნის გახ­ლდათ. რე­ჟი­სორს ვთხო­ვე: იქ­ნებ შალ­ვა და­დი­ანს შე­ვა­ტყო­ბი­ნოთ, რომ მისი სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით ვა­პი­რებთ წარ­მოდ­გე­ნის გა­მარ­თვას და პრე­მი­ე­რას და­ეს­წროს-მეთ­ქი. მი­თხრეს: ცუდი გზე­ბია, ბა­ტო­ნი შალ­ვა კი ხან­ში შე­სუ­ლია და ცოდ­ვაა, ძა­ლი­ან და­იღ­ლე­ბაო. მსა­ხი­ო­ბი ბი­ძაშ­ვი­ლი მყავ­და და მას ვთხო­ვე, - საქ­მე ასე და ასეა, იქ­ნებ შენ მა­ინც შე­ა­ტყო­ბი­ნო-მეთ­ქი. მოკ­ლედ, ჩემი გა­ვი­ტა­ნე და სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რას პი­ე­სის ავ­ტო­რიც და­ეს­წრო. წარ­მოდ­გე­ნა რომ დამ­თავ­რდა, ბა­ტო­ნი შალ­ვა სცე­ნა­ზე ამო­ვი­და, გა­დამ­კოც­ნა და მი­თხრა, - ეს როლი შენ­თვის და­მი­წე­რი­აო!.. რა­ი­კო­მის მდი­ვა­ნიც ამო­ვი­და სცე­ნა­ზე და წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოს­ვლა მო­მი­ლო­ცა, მე კი შემ­თხვე­ვით ვი­სარ­გებ­ლე და ვთხო­ვე: რა მოხ­დე­ბა, ბა­ტო­ნი შალ­ვა და­სას­ვე­ნებ­ლად შოვ­ში რომ გა­ვუშ­ვათ, ერთი-ორი კვი­რით-მეთ­ქი? - ძა­ლი­ან კარ­გი აზ­რი­აო, - მი­თხრა და თხოვ­ნა შე­მის­რუ­ლა... სხვა­თა შო­რის, ჩემს პერ­სო­ნაჟს სპექ­ტაკ­ლის ბო­ლოს კლავ­დნენ. თა­მა­ში­სას ყა­ბა­ლა­ხი და ნა­ბა­დი გა­და­მი­ვარ­და, სა­სიკ­ვდი­ლოდ გან­წი­რუ­ლი წა­ვი­ქე­ცი. ჩემ­მა შვილ­მა, რო­მე­ლიც მა­შინ პა­ტა­რა იყო, ეს სუ­რა­თი რომ და­ი­ნა­ხა, აყ­ვირ­და: "დედა, დე­და­აა!" ხალ­ხი სი­ცი­ლის­გან ლა­მის გა­ი­გუ­და. აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბიც არ და­ი­შუ­რეს პა­ტა­რა მო­ტი­რა­ლის­თვის.

- მე­უღ­ლეს არ უჭირ­და მსა­ხი­ო­ბი ცო­ლის სა­მუ­შაო რე­ჟიმ­თან შე­გუ­ე­ბა?

- შე­იძ­ლე­ბა, უჭირ­და კი­დეც, მაგ­რამ ამას არას­დროს მაგ­რძნო­ბი­ნებ­და. ის არაფ­რის გა­კე­თე­ბას არ მიშ­ლი­და. იცო­და, რომ ჩემი ნდო­ბა შე­იძ­ლე­ბო­და... რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დით. მახ­სოვს, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მა­შინ­დელ­მა დი­რექ­ტორ­მა მთხო­ვა: ჩვენ­თან მოდი, ად­გი­ლი არ გვაქვს, მაგ­რამ მი­გი­ღებთ, მარ­ტო შენი სი­ლა­მა­ზის სა­ნა­ხა­ვად მოვ­ლენ თე­ატ­რშიო (იღი­მის)... ერთხელ, წარ­მოდ­გე­ნის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სცე­ნა­ზე ვი­ღაც კაცი ამო­ვი­და, ხელი ჩა­მო­მარ­თვა და მი­თხრა: მე ბო­შა­თა ბა­ნა­კი­დან ვარ. აქ შევ­ჩერ­დით და სპექ­ტაკლმა დაგ­ვა­ინ­ტე­რე­სა. სურ­ვი­ლი მაქვს, 3 დღით ჩვენ­თან წა­მოხ­ვი­დეთ, "ცი­გან­კუ­რი" უნდა შე­გას­წავ­ლო­თო. მათ გავ­ყე­ვი. თა­ვი­ან­თი ტან­საც­მე­ლი მომ­ცეს და ცეკ­ვაც უსას­ყიდ­ლოდ მას­წავ­ლეს.

- რო­გორც მი­თხა­რით, სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლში ცეკ­ვავ­დით...

- დიახ, ვახ­ტანგ წე­რე­თელს გორ­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ჰქონ­და ან­სამ­ბლი, რომ­ლის წევ­რიც გახ­ლდით. სხვა­თა შო­რის, ჩემი ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იქ გა­ვი­ცა­ნი, პარტნი­ო­რე­ბი ვი­ყა­ვით... მას მერე, რაც მე­უღ­ლეს­თან ერ­თად სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დი (მე­უღ­ლე ცე­კავ­შირ­ში, თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და), თე­ატ­რში ცოტა ხანს ვი­მუ­შა­ვე, მერე კი ჯანო ბაგ­რა­ტი­ო­ნის ან­სამ­ბლში გა­და­ვე­დი, შემ­დეგ ჭო­ხო­ნე­ლი­ძის, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი და­რახვე­ლი­ძის ან­სამ­ბლში ვმუ­შა­ობ­დი. მა­შინ არა მარ­ტო კარ­გად ვცეკ­ვავ­დი, არა­მედ შე­სა­ნიშ­ნა­ვად ვმღე­რო­დი კი­დეც და ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში სო­ლის­ტად ვმუ­შა­ობ­დი... სხვა­თა შო­რის, კა­ცის საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბაც მე­ხერ­ხე­ბა. მა­გა­ლი­თად, ერთხელ სახ­ლში ვე­ნა­ხი ჩავ­ყა­რე, ტა­ლა­ვე­რი უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ქმა­რი მე­უბ­ნე­ბო­და, - რად გინ­და, რომ წვა­ლობ, ეს ვე­ნა­ხი ყუ­რძენს მა­ინც არ მო­ის­ხამ­სო. - შენ რას და­ე­ძებ, მე მო­ვუვ­ლი-მეთ­ქი. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ 400 კილო ყუ­რძენს ვკრეფ­დი, ვწუ­რავ­დი, ღვი­ნო­საც თა­ვად ვა­ყე­ნებ­დი და მერე არაყ­საც ვხდი­დი. ვა­კე­ში კერ­ძო სახ­ლი გვქონ­და და იქ ხდე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. კი­დევ ერთ ამ­ბავს გა­ვიხ­სე­ნებ: ერთხელ "ფე­ჩის" სა­ყიდ­ლად წა­ვე­დი ბა­ზარ­ში. იქ, სა­დაც უნდა გა­მევ­ლო, სამი ბიჭი იჯდა. ჩემი და­ნახ­ვი­სას კომ­პლი­მენ­ტე­ბი გად­მო­აფ­რქვი­ეს; დედა, დედა, რა ლა­მა­ზი ბრძან­დე­ბით, თქვე­ნი ქმა­რი მარ­ტოს რო­გორ გიშ­ვებ­თო? ამა­სო­ბა­ში, თურ­მე მათი მე­გო­ბა­რი ჩემს გა­ძარ­ცვას ცდი­ლობ­და: ვიგ­რძე­ნი, მა­ჯა­ზე რო­გორ შემხსნა სა­ა­თი და ხელი ვტა­ცე. ე.წ. ერევ­ნის სა­ა­თი მე­კე­თა, ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი.

- ბავ­შვო­ბის მერე სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძეს, თა­მარ ცი­ციშ­ვილ­სა და ნატო ვაჩ­ნა­ძეს აღარ შეხ­ვედ­რი­ხართ?

- სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძეს­თან, რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძეს­თან და გი­ორ­გი გე­გეჭ­კორ­თან ერ­თად ვსწავ­ლობ­დი "სა­შოფ­რო­ზე". ერთხე­ლაც, ყვე­ლა­ნი ერ­თად, სა­ქე­ი­ფოდ მცხე­თა­ში წა­ვე­დით და კარ­გი დრო ვა­ტა­რეთ, მერე კი ისი­ნი ჩემს სახ­ლში მი­ვიყ­ვა­ნე...

- ანუ ავ­ტო­მან­ქა­ნა­საც მარ­თავ­დით?

- ასეა! სხვა­თა შო­რის, მა­შინ მე­უღ­ლემ "ვოლ­გა" მი­ყი­და. მძღო­ლე­ბი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი მი­ყუ­რებ­დნენ ხოლ­მე, მე კი სულ "გრუ­ბად" ვი­ყუ­რე­ბო­დი, ვინ­მეს ზედ­მე­ტი რომ არ ეკად­რე­ბი­ნა...

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­რი­ამ, კი ამ­ბობთ, მე­უღ­ლე მენ­დო­ბო­დაო, მაგ­რამ თქვენს თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს თუ ენ­დო­ბო­და? სა­ვა­რა­უ­დოდ, მათი რი­ცხვი მცი­რე არ იქ­ნე­ბო­და...

- კა­ცებს კი მოვ­წონ­დი, მაგ­რამ ვერც ერთი ვერ მი­ბე­დავ­და რა­ი­მეს თქმას... მაგ­რამ მას მერე, რაც ქმა­რი გარ­და­მეც­ვა­ლა, ერ­თმა თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­მა შე­მო­მით­ვა­ლა: გთხოვ, ცო­ლად გა­მომ­ყე­ვი და ჩი­ტის რძეს არ მო­გაკ­ლე­ბო. - არც ჩი­ტის რძე მინ­და და არც სხვა რამე, ჩემი ოჯა­ხი და შვი­ლე­ბი ყვე­ლა­ფერს მირ­ჩევ­ნია-მეთ­ქი, - შე­ვუთ­ვა­ლე გაბ­რა­ზე­ბულ­მა...

- თქვენს შვი­ლებ­ზე რას მე­ტყვით?

- ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ქმარ-შვი­ლი მყავ­და... მე­უღ­ლე სიმ­სივ­ნით გარ­და­იც­ვა­ლა, მას ვა­ჟე­ბიც მიჰ­ყვნენ. უმ­ცროს ვაჟს ერთი შვი­ლი დარ­ჩა. ის გა­თხო­ვი­ლია და თა­ვი­სი ოჯა­ხი აქვს. მე­ო­რე ვაჟს 3 გოგო ჰყავ­და, მათ შო­რის ერთ-ერთი - ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი, სოფო ჩიკ­ვი­ლა­ძეა (ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე. - ავტ.)... ლაღი ცხოვ­რე­ბა მქონ­და, მაგ­რამ ქმრი­სა და შვი­ლე­ბის და­კარ­გვამ დიდი ტკი­ვი­ლი მო­მა­ყე­ნა...

- ამას წი­ნათ ლექ­სე­ბის კრე­ბუ­ლი გა­მო­ე­ცით, სა­დაც ამ ტკი­ვილ­ზეც ლა­პა­რა­კობთ...

- ორი შვი­ლის და­კარ­გვა, თან სამ წე­ლი­წად­ში, დე­დის­თვის მე­ხის და­ცე­მაა! ვინ არის სიკ­ვდი­ლი, სა­ი­დან მო­დის? შვი­ლი რომ სახ­ლის კარს აღარ შე­მო­ა­ღებს და არ გე­ტყვის: დედა, რო­გორ ხარო? - რა უნდა ქნას საბ­რა­ლო დე­დამ? მო­გიკ­ვდეთ დედა, ჩემო ვაჟ­კა­ცო ბი­ჭე­ბო... თან გა­ი­ყო­ლეთ დე­დის დამ­წვა­რი გული. ვაი, შენ, წუ­თი­სო­ფე­ლო!

"ცო­ცხა­ლი ძალ­მიძს და­გი­სა­კუთ­რო,/ გული კვნე­სის და ცრემ­ლიც კი სტი­რის,/ დად­გე­ბა დრო და მომ­სპობს სა­წუთ­რო,/ და გა­ი­ღე­ბა სა­მო­თხის კარი.../ მე არა­სო­დეს არ დავ­ბრუნ­დე­ბი,/ წამ­ყვე­ბა თქვე­ნი ფა­რუ­ლი ცრემ­ლი,/ დად­გე­ბა დრო და თქვენს მო­სა­გონ­რად,/ ძეგ­ლად დარ­ჩე­ბა ეს ჩემი ლექ­სი".

ლიკა ქა­ჯა­ია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

"ბავშვობაში შეუხედავი ვიყავი" - მეჭეჭებიანი გოგონას კეთილი ზღაპარი

"ბავშვობაში შეუხედავი ვიყავი" - მეჭეჭებიანი გოგონას კეთილი ზღაპარი

"გამარჯობა. ვის ველაპარაკები? - მკითხა ქალბატონმა და იქვე დასძინა: - რა გვარი ხარ, გენაცვალე?" "ქაჯაია გახლავართ", - ვპასუხობ. "შენ გაიხარე, მეგრელი ყოფილხარ", - ეტყობა, თავადაც მეგრელია და ამ ამბავმა ასე ძალიან ამიტომაც გაახარა-მეთქი, - გავიფიქრე, მაგრამ შევცდი.

- იცი, შვილო, მეგრელები ძალიან მიყვარს. ისე, რამ გაყო მეგრელი, სვანი, იმერელი, რაჭველი, კახელი და ქართლელი ერთმანეთისგან, ყველანი ხომ ქართველები ვართ?! მეგრელები კი მართლა ძალიან მიყვარან, მიუხედავად იმისა, რომ გორში დავიბად-გავიზარდე. მეზობლები მყავს მეგრელები, ძალიან კარგი ხალხია, გამუდმებით მეხმარებიან, რა თქმა უნდა, თუ დამჭირდება... დედა, რამდენი წლის ხარ?

- 32-ის, - ვპასუხობ და ასპარეზს ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობ ქალბატონს ვუთმობ, რომელმაც არც აცია, არც აცხელა და თავის ბინაში მიმიპატიჟა... უარი ვერ გავუბედე ასაკოვან ქალბატონს, რომელმაც ჩემთან სატელეფონო ლაპარაკისას ისიც აღნიშნა, რომ თავის დროზე მსახიობი იყო, კარგად ცეკვავდა, მღეროდა და სილამაზითაც გამოირჩეოდა თურმე...

სტუმრად მისულს სანდომიანი სახის ქალბატონი, ღიმილით შემხვდა და პირველი კითხვა, რომელიც შემომაგება, ასეთი იყო:

- რაო, რა მითხარი, რამდენი წლის ხარ?

- 32-ის...

- რომ არ გეტყობა? არა, ნამდვილად არ გეტყობა... აბა, თუ მიხვდები, მე რამდენი წლის ვარ? - მკითხა და ეშმაკურად გაიღიმა.

ცუდ დღეში ჩავვარდი. არ ვიცოდი, რა მეპასუხა. სიმართლე გითხრათ, ასეთი ამოცანები დიდად არც მხიბლავს...

- მაინც, მაინც? - არ მეშვება ქალბატონი და როდესაც ჩემგან პასუხი მოისმინა, თითქოს გაბრაზებულმა, მითხრა: რა, მე 65 წლის ქალს ვგავარ ახლა?.. ცხადია, მისი პასუხისგან სიმართლის დადგენა შეუძლებელი იყო, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარი ის არის, რომ ქალბატონ მარიამ იორამაშვილ-ჩიკვილაძეს, საქართველოს სახალხო არტისტს, ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წამყვან მოცეკვავესა და ფილარმონიის სოლისტს დღემდე შერჩენია ახალგაზრდული ეშხი და რაც მთავარია, ჩემთვის საინტერესო ამბებიც გაიხსენა....

- წარმოშობით გურიიდან ვარ, მაგ­რამ ჩემი ოჯახი გორში ცხოვრობდა. ჩვენ აზნაურად წოდებულები ვართ. ბებო ბაგრატიონების შთამომავალი იყო. თურმე, ბავშვობაში შეუხედავი ვიყავი. ამბობდნენ: რა გაათხოვებს ამ მოსასპობსო?! 48 მეჭეჭი მქონდა სახეზე. ერთხელ დედამ ნათესავთან სტუმრად წამიყვანა. იმ ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა შეიცხადა: ვაიმე, ამ მეჭეჭებს ეს ბავშვი როგორ დაუუშნოებიაო? მერე, მთელი 2 კვირა შელოცვებს მიკითხავდა და მეჭეჭებიც გამიქრა... იცი, ძალიან ცელქი ვიყავი. ყოველ დილით 6 საათზე ვდგებოდი, შევიპარებოდი საქათმეში, სადაც 100 ფრთა ქათამი გვყავდა და ფრინველებს ვაწიოკებდი. მდიდრები ვიყავით. 170 სული პირუტყვი გვყავდა. დიდი ეზო გვქონდა, ხეხილით, ყველაფრით. მახსოვს, ბებოს ჰქონდა დიდი ყუთი, რომელშიც ლენინისთავიანი თუმნიანები ეწყო. ჰოდა, ერთხელაც ეს ყუთი მოვპარე და ფული მეზობლებს დავურიგე: ჩვენ მდიდრები ვართ, თქვენ ღარიბები და დაგჭირდებათ-მეთქი...

- ბებომ ფულის დაკარგვა როგორ გადაიტანა?

- ეს ამბავი რომ გაიგეს, დედამ მიმტყეპა, თმაც დამაპუტა. ბებოს ძალიან ვუყვარდი და ცხადია, შევეცოდე. იმის ნაცვლად, რომ მე დავეტუქსე, დედას გაუბრაზდა: რატომ სცემო? სხვათა შორის, ბებოც ძალიან ლამაზი ქალი იყო. მე მისი სახელი, მარიამი დამარქვეს... მერე დედა იმ მეზობლებთან მივიდა, ვისაც ფული მივეცი, მაგრამ აბა, ნაჩუქარს უკან ვინ დააბრუნებდა?.. ერთხელ ბებომ კაბა და ფეხსაცმელი დაკარგა. ეძებს, ეძებს გაუთავებლად. ვუთხარი: რასაც ეძებ, ძაღლმა წაათრია-მეთქი. - თუ დაინახე, რატომ არ წაართვიო? - მეშინოდა-მეთქი. - როდის იყო, ძაღლი ძაღლს კბენდა? შენი კუბო დავდგიო, - გამიჯავრდა. - დადგი, ბატონო, მე შიგ ჩავწვები, შენ კი დადექი და მიყურე-მეთქი (იღიმის).

- ალბათ პატარას ცეკვა-სიმღერაც გიყვარდათ...

- ასე იყო! სოფელ-სოფელ დავდიოდი სიმღერ-სიმღერითა და ცეკვა-ცეკვით. ხელში დიდი ჩანთა მეჭირა, რომელშიც იდო ყველი, კარაქი, ათასნაირი სასუსნავი და გაჭირვებულ ადამიანებს ვურიგებდი. ყველა მლოცავდა.

- სურსათი ოჯახის წევრების თანხმობით მიგქონდათ სახლიდან თუ ამ ყველაფრის მოპარვა გიხდებოდათ?

- (იღიმის) ხან ვიპარავდი, ხან - მაძლევდნენ. თუ ვერაფერს ჩავიგდებდი ხელში, მაშინ ყვავილებს ვკრეფდი და მერე ყველა შემხვედრს ვურიგებდი... დაახლოებით 6 წლის ვიყავი, სტალინის ქუჩაზე მივსეირნობდი, როდესაც ვიღაცამ დამიძახა: გოგონა, გოგონა, სტალინის სახლი სად არისო? გავბრაზდი: ამხელა ქალმა როგორ არ იცი, სტალინის სახლი სად არის? წამოდი, წამოდი და გაჩვენებ-მეთქი. უცნობებს ვუჩვენე სტალინის სახლი, მერე კი ვუთხარი: ახლა წამომყევით, გორის ციხე და ედემის ბაღი უნდა დაგათვალიერებინოთ-მეთქი. სწორედ ედემის ბაღთან ვცხოვრობდით. ჰოდა, უცხო ადამიანები იქ რომ მივიყვანე, დედას გავძახე: ჩქარა, სოფლიდან ხალხი ჩამოვიდა და მშივრები არიან-მეთქი. გაეცინათ. დედამ სახელდახელოდ გაშალა სუფრა. დავსხედით თუ არა, ჭიქა ავიღე ხელში და დავილოცე: აბა, გაგიმარჯოთ, კარგად იყავით, იცოცხლეთ-მეთქი. - ეს ბავშვი აშკარად, მსახიობი გამოვაო, - აღნიშნეს სტუმრებმა. თუ კარგია, თქვენ გამოდით მსახიობები-მეთქი. გაეცინათ. მერე დედამ სტუმრებს ჰკითხა: საიდან ბრძანდებითო? - თბილისიდან ვართ. ეს მსახიობი თამარ ციციშვილია, ეს - სერგო ზაქარიაძე, მე კი ნატო ვაჩნაძე ვარო, - თქვა ულამაზესმა ქალბატონმა და გაიღიმა, მერე კი დიდი მადლობა გადაგვიხადეს მასპინძლობისთვის.

- როდის მიხვდით, რომ მსახიობობა ცუდი არ იყო?

- გორში, მეოთხე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. გაკვეთილზე მასწავლებლები ხშირად მეუბნებოდნენ: ოღონდ გვიმღერე და შენი სწავლა არ გვინდა, ნიშანს სიმღერაში დაგიწერთო. სხვათა შორის, თავიდან კარგად არ ვსწავლობდი, მაგრამ მერე ძალიან მოვინდომე და სკოლა მაღალ ნიშნებზე დავამთავრე. ერთ ამბავს გავიხსენებ: ჩვენს სკოლას მოშენებული ჰქონდა ფოიე, სადაც ბავშვები შესვენებისას ვიკრიბებოდით, ვერთობოდით ხოლმე. ფოიეს 50-სანტიმეტრიანი ჯებირი ჰქონდა შემოვლებული. ჰოდა, ერთხელაც, როცა ამ ჯებირზე ავხტი და სიმღერა შემოვცხე, ბავშვებმა წივილ-კივილი ატეხეს. ამ დროს გამოიარა სკოლის დირექტორმა, ვასო ძველაიამ და ლამის გაგიჟდა: რაიმე რომ დაგემართოს, პასუხს მე მაგებინებენ. ახლავე ჩამოდიო. ამ სურათს შეესწრო რეჟისორი ოთარ ალექსიშვილიც, რომელმაც დამიბღვირა. მეც დავუბღვირე. გამიცინა, მეც გავუცინე. მკითხა: სად ისწავლე სიმღერაო? - მე თვითონ ვისწავლე, აბა, სად უნდა მესწავლა-მეთქი? - ჩემთან წამოხვალო? - სად უნდა წამოვიდე-მეთქი? ხელი მომკიდა და, - თეატრში წაგიყვანო. - თეატრი რა არის-მეთქი? - გავიკვირვე და იქვე დავძინე: რად მინდა ეგ თეატრი? თუ კარგია, შენ გამოდი თეატრი-მეთქი. გაეცინა. მერე სწორედ ამ ადამიანმა მაზიარა სცენას და ერთ-ერთ სპექტაკლში მთავარი გმირის როლი მომცა. მაშინ დაახლოებით 9 წლის ვიყავი. მერეც სულ კარგ როლებს მაძლევდნენ...

- ანუ სკოლის მოსწავლე გორის თეატრის მსახიობი გახდით?

- არა მარტო გორში, არამედ ლაგოდეხის თეატრის სცენაზეც ვთამაშობდი... ერთხელ ლაგოდეხში წამიყვანეს სტუმრად, დასასვენებლად. იქ გავიცანი თეატრის მაშინდელი დირექტორი გაიოზ ქართველიშვილი. ძალიან კარგი ადამიანი იყო. რომ გაიგო, გორის სცენაზე წარმატებით გამოვდიოდი, შემომთავაზა: ჩვენთანაც ითანამშრომლე და მეც კარგ როლებს მოგცემო. დავთანხმდი. ჰოდა, ხან გორში ვიყავი, ხან - ლაგოდეხში, მერე კი ონში მომიხდა ცხოვრება და სცენას დროებით ჩამოვშორდი.

- ამის მიზეზი რა იყო?

- ამის მიზეზი იყო რაჭველი კაცი, რომელსაც ცოლად გავყევი.

- მომავალი მეუღლე სად გაიცანით?

- პირველად ლაგოდეხში მნახა. მაშინ სამხედრო სამსახურში იყო და თეატრში ხშირად მოდიოდა... ერთხელაც, როცა გორში გორისჯვრობას აღვნიშნავდით და ქალაქში უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი, ცეკვა-თამაშისას ჩემ გარშემო წრე შეიკრა. სხვათა შორის, მაშინ უკვე სახელმწიფო ანსამბლში ვცეკვავდი, რომლის ხელმძღვანელი ვახტანგ წერეთელი გახლდათ. ცეცხლი ვიყავი, მართლაც!.. მოკლედ, წრე რომ შეიკრა, სწორედ ამ დროს გამოჩნდა ორი ცხენოსანი: ერთი წითელზე, მეორე კი თეთრ რაშზე იყო ამხედრებული. თეთრ ცხენზე ჩემი მომავალი მეორე ნახევარი იჯდა. ჯერ 24 წლისაც არ იყო. მიიხედ-მოიხედა, ცხენი ორ ფეხზე შეაყენა. ცხოველს ფაფარი წამოეშალა. ხალხი შეშინდა, მე კი ამ ლამაზმა სანახაობამ თითქოს გამაშეშა. ის ჩემ წინ დადგა, მე კი თავი ავარიდე და ცეკვა დავიწყე. ყურადღებას აღარ ვაქცევდი, რადგან მაშინ სხვაზე ვიყავი შეყვარებული... როცა სახლში წავედი, უკან გამომყვა. შინ შევედი. ცოტა ხანში ის თავის მეგობართან ერთად გვესტუმრა და დედას უთხრა: რაჭველი ვარ, თქვენი გოგო მიყვარს და როგორც კი სამხედრო სამსახურიდან გავთავისუფლდები, წავიყვანო. ჩემებს სასიძო მოეწონათ, მე კი ცხადია, მისი ცოლობა არ მინდოდა... იმ პერიოდში მამა ამბობდა: გორის ქუჩებში დავდივარ, დავდივარ და ჩემი მარიამისთანა ლამაზი ჯერ არავინ შემხვედრიაო.

- მიუხედავად იმისა, რომ მომავალი მეუღლე არ მოგწონდათ, ცოლად მაინც გაჰყევით?

- ვინაიდან შეყვარებულზე არავითარ შემთხვევაში არ გამათხოვებდნენ, იძულებული გავხდი, ყოფილი სამხედროს წინადადებას დავთანხმებოდი.

- ოჯახის წევრები თქვენს შეყვარებულს რატომ იწუნებდნენ?

- ბიჭი ბიჭად ნამდვილად არ დაიწუნებოდა, ისიც ლამაზი რაჭველი კაცი იყო, მაგრამ მისი ოჯახი არ მოსწონდათ. ჩვენ 6 წელი გვიყვარდა ერთმანეთი... მომავალ მეუღლესთან ხელი გორშივე მოვაწერე და მხოლოდ ამის შემდეგ დართეს ჩემი რაჭაში წაყვანის უფლება. ახალგათხოვილს დაც გამაყოლეს. ვფიცავ ჩემს შვილებს, 4 დღე, ვიდრე ჩემი და იქ იყო, ქმარს არ მივკარებივარ. ვეუბნებოდი: მრცხვენია, ჩემი და ხომ აქ არის-მეთქი?!. სოფელში ვცხოვრობდით. ვამბობდი: წყალს მოვიტან, სადილს მოვამზადებ, დავრეცხავ, მაგრამ სხვას ვერაფერს გავაკეთებ-მეთქი. მეუღლემ მითხრა: თონეში პური ჩააკარიო. - ვაიმე, არ ვიცი, ამას ვერ გავაკეთებ-მეთქი. ერთხელ, როცა შინ არავინ იყო, თონე გავახურე: მოდი, იქნებ პურის ცხობა გამომივიდეს, მოვსინჯავ-მეთქი. ცომი თონეში ჩავაკარი, მაგრამ ერთის გარდა, ყველა ჩაცვივდა (იღიმის).

- სცენას მეუღლის თანხმობით დაუბრუნდით?

- ერთხელ მეუღლის ბიძაშვილმა მითხრა, - წამოდი, ონში უნდა გაგატაროო. თეატრის წინ გავიარეთ. გარეთ მსახიობები იდგნენ და ამ ქალს დაუძახეს: ეს გოგო ვინ არისო? იცით, ლამაზი კი ვიყავი, მაგრამ რაჭაში უფრო მეტად გავლამაზდი, ჩემი თავისა თავადვე მიკვირდა...

- მოგიხდათ რაჭის ჰაერი?

- კი, ნამდვილად ასე იყო (იღიმის)... მსახიობებმა რომ გაიგეს, გორისა და ლაგოდეხის თეატრებში რამდენიმე როლი მქონდა შესრულებული, ძალიან გაუხარდათ. მითხრეს, ჩვენთან მობრძანდით, ითანამშრომლეთო. მათ ვუპასუხე: ქმარს ვკითხავ და პასუხს მერე მოგახსენებთ-მეთქი. თეატრის მაშინდელი დირექტორი ჩემს ქმარს შეხვდა და დაელაპარაკა. მეუღლემ მუშაობის ნება დამრთო. ერთი როლი მომცეს, სადაც ხან ქალის სამოსი მეცვა, ხანაც - კაცის. მოკლედ, ვაჟკაცური როლი მქონდა. ჩემს გმირს შაჰ-აბასი უნდა მოეკლა. პიესა შალვა დადიანის გახლდათ. რეჟისორს ვთხოვე: იქნებ შალვა დადიანს შევატყობინოთ, რომ მისი სცენარის მიხედვით ვაპირებთ წარმოდგენის გამართვას და პრემიერას დაესწროს-მეთქი. მითხრეს: ცუდი გზებია, ბატონი შალვა კი ხანში შესულია და ცოდვაა, ძალიან დაიღლებაო. მსახიობი ბიძაშვილი მყავდა და მას ვთხოვე, - საქმე ასე და ასეა, იქნებ შენ მაინც შეატყობინო-მეთქი. მოკლედ, ჩემი გავიტანე და სპექტაკლის პრემიერას პიესის ავტორიც დაესწრო. წარმოდგენა რომ დამთავრდა, ბატონი შალვა სცენაზე ამოვიდა, გადამკოცნა და მითხრა, - ეს როლი შენთვის დამიწერიაო!.. რაიკომის მდივანიც ამოვიდა სცენაზე და წარმატებული გამოსვლა მომილოცა, მე კი შემთხვევით ვისარგებლე და ვთხოვე: რა მოხდება, ბატონი შალვა დასასვენებლად შოვში რომ გავუშვათ, ერთი-ორი კვირით-მეთქი? - ძალიან კარგი აზრიაო, - მითხრა და თხოვნა შემისრულა... სხვათა შორის, ჩემს პერსონაჟს სპექტაკლის ბოლოს კლავდნენ. თამაშისას ყაბალახი და ნაბადი გადამივარდა, სასიკვდილოდ განწირული წავიქეცი. ჩემმა შვილმა, რომელიც მაშინ პატარა იყო, ეს სურათი რომ დაინახა, აყვირდა: "დედა, დედააა!" ხალხი სიცილისგან ლამის გაიგუდა. აპლოდისმენტებიც არ დაიშურეს პატარა მოტირალისთვის.

- მეუღლეს არ უჭირდა მსახიობი ცოლის სამუშაო რეჟიმთან შეგუება?

- შეიძლება, უჭირდა კიდეც, მაგრამ ამას არასდროს მაგრძნობინებდა. ის არაფრის გაკეთებას არ მიშლიდა. იცოდა, რომ ჩემი ნდობა შეიძლებოდა... რაღაც პერიოდის შემდეგ საცხოვრებლად თბილისში გადმოვედით. მახსოვს, რუსთაველის თეატრის მაშინდელმა დირექტორმა მთხოვა: ჩვენთან მოდი, ადგილი არ გვაქვს, მაგრამ მიგიღებთ, მარტო შენი სილამაზის სანახავად მოვლენ თეატრშიო (იღიმის)... ერთხელ, წარმოდგენის დამთავრების შემდეგ სცენაზე ვიღაც კაცი ამოვიდა, ხელი ჩამომართვა და მითხრა: მე ბოშათა ბანაკიდან ვარ. აქ შევჩერდით და სპექტაკლმა დაგვაინტერესა. სურვილი მაქვს, 3 დღით ჩვენთან წამოხვიდეთ, "ციგანკური" უნდა შეგასწავლოთო. მათ გავყევი. თავიანთი ტანსაცმელი მომცეს და ცეკვაც უსასყიდლოდ მასწავლეს.

- როგორც მითხარით, სახელმწიფო ანსამბლში ცეკვავდით...

- დიახ, ვახტანგ წერეთელს გორში ჩამოყალიბებული ჰქონდა ანსამბლი, რომლის წევრიც გახლდით. სხვათა შორის, ჩემი ყოფილი შეყვარებული იქ გავიცანი, პარტნიორები ვიყავით... მას მერე, რაც მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი (მეუღლე ცეკავშირში, თანამდებობაზე მუშაობდა), თეატრში ცოტა ხანს ვიმუშავე, მერე კი ჯანო ბაგრატიონის ანსამბლში გადავედი, შემდეგ ჭოხონელიძის, მოგვიანებით კი დარახველიძის ანსამბლში ვმუშაობდი. მაშინ არა მარტო კარგად ვცეკვავდი, არამედ შესანიშნავად ვმღეროდი კიდეც და ფილარმონიაში სოლისტად ვმუშაობდი... სხვათა შორის, კაცის საქმეების კეთებაც მეხერხება. მაგალითად, ერთხელ სახლში ვენახი ჩავყარე, ტალავერი უნდა გამეკეთებინა. ქმარი მეუბნებოდა, - რად გინდა, რომ წვალობ, ეს ვენახი ყურძენს მაინც არ მოისხამსო. - შენ რას დაეძებ, მე მოვუვლი-მეთქი. რამდენიმე წლის შემდეგ 400 კილო ყურძენს ვკრეფდი, ვწურავდი, ღვინოსაც თავად ვაყენებდი და მერე არაყსაც ვხდიდი. ვაკეში კერძო სახლი გვქონდა და იქ ხდებოდა ეს ყველაფერი. კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ: ერთხელ "ფეჩის" საყიდლად წავედი ბაზარში. იქ, სადაც უნდა გამევლო, სამი ბიჭი იჯდა. ჩემი დანახვისას კომპლიმენტები გადმოაფრქვიეს; დედა, დედა, რა ლამაზი ბრძანდებით, თქვენი ქმარი მარტოს როგორ გიშვებთო? ამასობაში, თურმე მათი მეგობარი ჩემს გაძარცვას ცდილობდა: ვიგრძენი, მაჯაზე როგორ შემხსნა საათი და ხელი ვტაცე. ე.წ. ერევნის საათი მეკეთა, ძალიან ძვირფასი.

- ბავშვობის მერე სერგო ზაქარიაძეს, თამარ ციციშვილსა და ნატო ვაჩნაძეს აღარ შეხვედრიხართ?

- სერგო ზაქარიაძესთან, რამაზ ჩხიკვაძესთან და გიორგი გეგეჭკორთან ერთად ვსწავლობდი "საშოფროზე". ერთხელაც, ყველანი ერთად, საქეიფოდ მცხეთაში წავედით და კარგი დრო ვატარეთ, მერე კი ისინი ჩემს სახლში მივიყვანე...

- ანუ ავტომანქანასაც მართავდით?

- ასეა! სხვათა შორის, მაშინ მეუღლემ "ვოლგა" მიყიდა. მძღოლები გაკვირვებულები მიყურებდნენ ხოლმე, მე კი სულ "გრუბად" ვიყურებოდი, ვინმეს ზედმეტი რომ არ ეკადრებინა...

- ქალბატონო მარიამ, კი ამბობთ, მეუღლე მენდობოდაო, მაგრამ თქვენს თაყვანისმცემლებს თუ ენდობოდა? სავარაუდოდ, მათი რიცხვი მცირე არ იქნებოდა...

- კაცებს კი მოვწონდი, მაგრამ ვერც ერთი ვერ მიბედავდა რაიმეს თქმას... მაგრამ მას მერე, რაც ქმარი გარდამეცვალა, ერთმა თანამდებობის პირმა შემომითვალა: გთხოვ, ცოლად გამომყევი და ჩიტის რძეს არ მოგაკლებო. - არც ჩიტის რძე მინდა და არც სხვა რამე, ჩემი ოჯახი და შვილები ყველაფერს მირჩევნია-მეთქი, - შევუთვალე გაბრაზებულმა...

- თქვენს შვილებზე რას მეტყვით?

- ძალიან ლამაზი ქმარ-შვილი მყავდა... მეუღლე სიმსივნით გარდაიცვალა, მას ვაჟებიც მიჰყვნენ. უმცროს ვაჟს ერთი შვილი დარჩა. ის გათხოვილია და თავისი ოჯახი აქვს. მეორე ვაჟს 3 გოგო ჰყავდა, მათ შორის ერთ-ერთი - ცნობილი მოდელი, სოფო ჩიკვილაძეა (ცოტნე გამსახურდიას ყოფილი მეუღლე. - ავტ.)... ლაღი ცხოვრება მქონდა, მაგრამ ქმრისა და შვილების დაკარგვამ დიდი ტკივილი მომაყენა...

- ამას წინათ ლექსების კრებული გამოეცით, სადაც ამ ტკივილზეც ლაპარაკობთ...

- ორი შვილის დაკარგვა, თან სამ წელიწადში, დედისთვის მეხის დაცემაა! ვინ არის სიკვდილი, საიდან მოდის? შვილი რომ სახლის კარს აღარ შემოაღებს და არ გეტყვის: დედა, როგორ ხარო? - რა უნდა ქნას საბრალო დედამ? მოგიკვდეთ დედა, ჩემო ვაჟკაცო ბიჭებო... თან გაიყოლეთ დედის დამწვარი გული. ვაი, შენ, წუთისოფელო!

"ცოცხალი ძალმიძს დაგისაკუთრო,/ გული კვნესის და ცრემლიც კი სტირის,/ დადგება დრო და მომსპობს საწუთრო,/ და გაიღება სამოთხის კარი.../ მე არასოდეს არ დავბრუნდები,/ წამყვება თქვენი ფარული ცრემლი,/ დადგება დრო და თქვენს მოსაგონრად,/ ძეგლად დარჩება ეს ჩემი ლექსი".

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დავით ნარმანიამ სემეკ-ის 2020-2021 წლების საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

"ნიუ ჰოსპიტალსში” ჩატარებული პროცედურის შედეგად, იშემიური ინსულტის მქონე პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა

"გვინდა, კრემაციის გარეშე შევძლოთ დედაჩემის გადმოსვენება" - საბერძნეთში გარდაცვლილი ქართველი ქალის ოჯახი დახმარებას ითხოვს