მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ვაკის პარკში (+25 ფოტო)
მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ვაკის პარკში (+25 ფოტო)

19 იან­ვარს ვა­კის პარკში მშვი­დო­ბი­ა­ნი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია, სა­ხელ­წო­დე­ბით - "და­ვი­კა­ვოთ ვა­კის პარ­კი!" გა­ი­მარ­თა.

ვა­კის პარკში შეკ­რე­ბი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ. მო­ქა­ლა­ქე­თა ჯგუფს მი­ტა­ნი­ლი ჰქონ­და აპა­რა­ტუ­რა და აქ­ცია მუ­სი­კის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

რო­გორც აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა, მა­რი­ამ ბაქ­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, აქ­ცი­ე­ბი მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა, სა­ნამ შე­დეგს არ მი­აღ­წე­ვენ.

"აქ­ცი­ის მი­ზა­ნია, ჩვენ­მა პრო­ტეს­ტმა, სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­დე­გი გა­მო­ი­ღოს. ამ სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბით ვა­კის პარკს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა; საფრ­თხე ემუქ­რე­ბა ხე­ებს. ასე­ვე, დიდი ზი­ა­ნი მი­ად­გე­ბა პარკს, სას­ტუმ­როს გარ­და, პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლის სა­ჭი­რო­ე­ბი­თაც", - გა­ნა­ცხა­და ბაქ­რა­ძემ.

ვა­კის პარკში გა­მარ­თულ აქ­ცი­ას "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე, ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

":)))))))))))) ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ასე­თი რა­მე­ე­ბის ნახ­ვა ჩვენს ბავ­შვებს სხვა სამ­ყა­რო­ში აგ­რძნო­ბი­ნებს თავს, სი­კე­თის, შე­მოქ­მე­დე­ბის, ზღაპ­რე­ბის... და ჩვენ თუ ვერ და­ვიმ­სა­ხუ­რეთ, მათ მა­ინც ექ­ნე­ბათ ჰარ­მო­ნი­უ­ლი სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

ჩი­ტუ­ნას სას­ტუმ­რო თა­მა­ში და სი­ხა­რუ­ლი მო­მინ­და და ბევრ ბავ­შვებ­ში ჩამ­დგარს ზღაპ­რის შე­თხზვა და გრძნო­ბით მო­ყო­ლა, ცოტა შენც რომ გჯე­რა :))) ოღონდ იმ ჩი­ო­რა­სი არა, მე­ლი­ას რომ ბარ­ტყებს უყ­რი­და", - და­წე­რა ნა­თია ფან­ჯი­კი­ძემ.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ვაკის პარკში (+25 ფოტო)

მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ვაკის პარკში (+25 ფოტო)

19 იანვარს ვაკის პარკში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სახელწოდებით - "დავიკავოთ ვაკის პარკი!" გაიმართა.

ვაკის პარკში შეკრებილი მოქალაქეები სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებდნენ. მოქალაქეთა ჯგუფს მიტანილი ჰქონდა აპარატურა და აქცია მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მარიამ ბაქრაძემ განაცხადა, აქციები მომავალშიც გაგრძელდება, სანამ შედეგს არ მიაღწევენ.

"აქციის მიზანია, ჩვენმა პროტესტმა, სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით შედეგი გამოიღოს. ამ სასტუმროს მშენებლობით ვაკის პარკს საფრთხე ემუქრება; საფრთხე ემუქრება ხეებს. ასევე, დიდი ზიანი მიადგება პარკს, სასტუმროს გარდა, პარკირების ადგილის საჭიროებითაც", - განაცხადა ბაქრაძემ.

ვაკის პარკში გამართულ აქციას "ფეისბუქის" პირად გვერდზე თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე გამოეხმაურა.

":)))))))))))) ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეთი რამეების ნახვა ჩვენს ბავშვებს სხვა სამყაროში აგრძნობინებს თავს, სიკეთის, შემოქმედების, ზღაპრების... და ჩვენ თუ ვერ დავიმსახურეთ, მათ მაინც ექნებათ ჰარმონიული სულიერი მდგომარეობა.

ჩიტუნას სასტუმრო თამაში და სიხარული მომინდა და ბევრ ბავშვებში ჩამდგარს ზღაპრის შეთხზვა და გრძნობით მოყოლა, ცოტა შენც რომ გჯერა :))) ოღონდ იმ ჩიორასი არა, მელიას რომ ბარტყებს უყრიდა", - დაწერა ნათია ფანჯიკიძემ.

იხილეთ ფოტოგალერეა

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო