პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაშიშვლებული ახალგაზრდები, ნაცემი ჟურნლისტები და დაშავებული ასობით მოქალაქე - მძიმე ღამის დეტალები
გაშიშვლებული ახალგაზრდები, ნაცემი ჟურნლისტები და დაშავებული ასობით მოქალაქე - მძიმე ღამის დეტალები

დღეს კი­ევ­ში, გრუ­შევ­სკის ქუ­ჩა­ზე მი­სუ­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლოვ­ნებ­მა გაზი გა­უშ­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს. ბერ­კუტ­თან მომ­ხდა­რი შე­ტა­კე­ბის შემ­დეგ, ამ დრო­ის­თვის გრუ­შევ­სკის ქუ­ჩა­ზე სამი ათა­სამ­დე დე­მონ­სტრან­ტი იმ­ყო­ფე­ბა, რომ­ლე­ბიც სპეც­რაზ­მე­ლებს ქვებ­სა და "მო­ლო­ტო­ვის კოქ­ტე­ი­ლებს" უშე­ნენ.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­სულ ღა­მეს, გუ­შინ კი­ე­ვის ცენ­ტრში, გრუ­შევ­სკის ქუ­ჩა­ზე დე­მონ­სტრან­ტებ­სა და "ბერ­კუტს" შო­რის შე­ტა­კე­ბა მოხ­და. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ტა­კე­ბის დროს 200-მდე ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. აქე­დან, რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია წერს, 103 ადა­მი­ა­ნი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლეა, და­ნარ­ჩე­ნი კი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი არი­ან. მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ტა­კე­ბე­ბი 15 სა­ათ­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და.

და­შა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც. რო­გორც liga.net ჟურ­ნა­ლისტ მი­როს­ლა­ვა ღონ­ღა­ძე­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, და­შა­ვე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან.

შე­ტა­კე­ბის დროს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია ორი ახალ­გაზ­რდის და­კა­ვე­ბის ფაქ­ტმა. ტე­ლე­არხ "5 канал"-ის ჟურ­ნა­ლის­ტმა ან­დერეი კო­ვა­ლი­ოვ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მად, "ბერ­კუტ­მა" ორი ახალ­გაზ­რდა ჯერ და­ა­კა­ვა, შემ­დეგ სცე­მა და ბო­ლოს აი­ძუ­ლა, ევ­რო­მა­იდ­ნამ­დე შიშ­ვე­ლი ერ­ბი­ნათ. "ახალ­გაზ­რდე­ბი გა­ა­შიშ­ვლეს, სცე­მეს, ცივი წყა­ლი გა­და­ას­ხეს, შემ­დეგ კი აი­ძუ­ლეს შიშ­ვლებს ერ­ბი­ნათ ევ­რო­მა­იდ­ნის ბა­რი­კა­დე­ბამ­დე", - და­წე­რა კო­ვა­ლი­ოვ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე.

იხი­ლეთ: პირ­და­პი­რი ჩარ­თვა | უკი­დუ­რე­სად და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა კი­ევ­ში

სი­ტუ­ა­ცი­ის გამ­წვა­ვე­ბას­თან ერ­თად, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია "უდა­რის" ლი­დერ­მა ვი­ტა­ლი კლი­ჩკომ სა­მო­ქა­ლა­ქო ომის და­წყე­ბა არ გა­მო­რი­ცხა. "არ გა­მოვ­რი­ცხავ სა­მო­ქა­ლა­ქო ომის და­წყე­ბას. მაგ­რამ ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვი­ღო­ნებთ, რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ სის­ხლისღვრა", - გა­ნა­ცხა­და ვი­ტა­ლი კლი­ჩკომ Hromadske TV-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ აშშ-ში. აშშ უკ­რა­ი­ნას კი­ე­ვის ცენ­ტრი­დან სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის გაყ­ვა­ნას სთხოვს და სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა­ზე სა­უბ­რობს.

ევ­რო­მა­ი­დან­ზე შეკ­რე­ბი­ლე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა რა­დას მიერ 16 იან­ვარს მი­ღე­ბულ­მა კა­ნო­ნებ­მა გა­მო­იწ­ვია, რო­მე­ლიც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის გა­მარ­თვის წე­სებს ამ­კაც­რებს. უშუ­ა­ლოდ შე­ტა­კე­ბის და­წყე­ბის მი­ზე­ზი გახ­და დაც­ვის კორ­დო­ნის მიერ მო­მი­ტინ­გე­ე­ბის შე­კა­ვე­ბა. მო­მი­ტინ­გე­ე­ბი მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნის გა­საპ­რო­ტეს­ტებ­ლად და კა­ნო­ნის გა­უქ­მე­ბის მო­თხოვ­ნით უმაღ­ლე­სი რა­დას შე­ნო­ბა­ში შეს­ვლას ცდი­ლობ­დნენ, რა­საც შე­ტა­კე­ბა მოჰ­ყვა.

გაშიშვლებული ახალგაზრდები, ნაცემი ჟურნლისტები და დაშავებული ასობით მოქალაქე - მძიმე ღამის დეტალები

გაშიშვლებული ახალგაზრდები, ნაცემი ჟურნლისტები და დაშავებული ასობით მოქალაქე - მძიმე ღამის დეტალები

დღეს კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე მისული აქტივისტების წინააღმდეგ ძალოვნებმა გაზი გაუშვეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.  ბერკუტთან მომხდარი შეტაკების შემდეგ, ამ დროისთვის გრუშევსკის ქუჩაზე სამი ათასამდე დემონსტრანტი იმყოფება, რომლებიც სპეცრაზმელებს ქვებსა და "მოლოტოვის კოქტეილებს" უშენენ.

რაც შეეხება გასულ ღამეს, გუშინ კიევის ცენტრში, გრუშევსკის ქუჩაზე დემონსტრანტებსა და "ბერკუტს" შორის შეტაკება მოხდა. ბოლო ინფორმაციით, შეტაკების დროს 200-მდე ადამიანი დაშავდა. აქედან, როგორც რუსული მედია წერს, 103 ადამიანი აქციის მონაწილეა, დანარჩენი კი სამართალდამცავები არიან. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკებები 15 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

დაშავებულებს  შორის არიან ჟურნალისტებიც. როგორც liga.net ჟურნალისტ მიროსლავა ღონღაძეზე დაყრდნობით წერს, დაშავებული ჟურნალისტები საავადმყოფოში იმყოფებიან.

შეტაკების დროს ჟურნალისტების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ორი ახალგაზრდის დაკავების ფაქტმა. ტელეარხ "5 канал"-ის ჟურნალისტმა ანდერეი კოვალიოვმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, "ბერკუტმა" ორი ახალგაზრდა ჯერ დააკავა, შემდეგ სცემა და ბოლოს აიძულა, ევრომაიდნამდე შიშველი ერბინათ. "ახალგაზრდები გააშიშვლეს, სცემეს, ცივი წყალი გადაასხეს, შემდეგ კი აიძულეს შიშვლებს ერბინათ ევრომაიდნის ბარიკადებამდე", - დაწერა კოვალიოვმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

იხილეთ: პირდაპირი ჩართვა | უკიდურესად დაძაბული ვითარება კიევში

სიტუაციის გამწვავებასთან ერთად, ოპოზიციური პარტია "უდარის" ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ სამოქალაქო ომის დაწყება არ გამორიცხა. "არ გამოვრიცხავ სამოქალაქო ომის დაწყებას. მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რათა თავიდან ავიცილოთ სისხლისღვრა", - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ Hromadske TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ აშშ-ში. აშშ უკრაინას კიევის ცენტრიდან სპეცდანიშნულების რაზმის გაყვანას სთხოვს და სანქციების დაწესებაზე საუბრობს.

ევრომაიდანზე შეკრებილების უკმაყოფილება რადას მიერ 16 იანვარს მიღებულმა კანონებმა გამოიწვია, რომელიც საპროტესტო აქციების გამართვის წესებს ამკაცრებს. უშუალოდ შეტაკების დაწყების მიზეზი გახდა დაცვის კორდონის მიერ მომიტინგეების შეკავება. მომიტინგეები მიღებული კანონის გასაპროტესტებლად და კანონის გაუქმების მოთხოვნით უმაღლესი რადას შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რასაც შეტაკება მოჰყვა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა