პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიზნესმენმა "თიბისი ბანკის"ოფისთან პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა
ბიზნესმენმა "თიბისი ბანკის"ოფისთან პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

მარ­ჯა­ნიშ­ვილ­ზე, "თი­ბი­სი ბან­კის" სა­თა­ვო ოფის­თან ბიზ­ნეს­მენ­მა ზაზა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად პირი ამო­ი­კე­რა.

ად­გილ­ზე შეკ­რე­ბი­ლე­ბი არი­ან რო­გორც ბიზ­ნეს­მე­ნის ახ­ლობ­ლე­ბი, ასე­ვე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი; ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბა ბან­კის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მე­ლიც ზა­ქა­რე­იშ­ვილს სთხოვს, რომ გაყ­ვეს და პრობ­ლე­მა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გზით გა­და­წყვი­ტონ.

ბიზ­ნეს­მენ ზაზა ზა­ქა­რე­იშ­ვილს ბან­კი­დან გა­მო­ტა­ნი­ლი ჰქონ­და სეს­ხი 430 000 დო­ლა­რი, 10 წლი­ა­ნი ვა­დით, თუმ­ცა, რო­გორც მისი ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, მას სეს­ხის გა­დახ­დის ვადა შე­უმ­ცი­რეს და აი­ძუ­ლე­ბენ, რომ ეს სეს­ხი 5 წე­ლი­წად­ში და­ფა­როს.

ად­ვო­კატ ირაკ­ლი ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, აღე­ბუ­ლი სეს­ხი­დან ბიზ­ნეს­მენს გა­და­სახ­დე­ლი დარ­ჩა მხო­ლოდ 260 000 დო­ლა­რი. გარ­და ამი­სა, ზაზა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი ასე­ვე ითხოვს, რომ და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­ონ­ნა­ხევ­რის ქო­ნე­ბა, რო­მე­ლიც მას ჩა­დე­ბუ­ლი აქვს ბან­კში, გა­მო­უ­თა­ვი­სუფ­ლდეს.

ად­ვო­კა­ტის შე­ფა­სე­ბით, ბან­კი არ არის და­ინ­ტერ­სე­ბუ­ლი, რომ სეს­ხი და­ფა­როს. მისი თქმით, ბან­კი და­ინ­ტერ­სე­ბუ­ლია ქო­ნე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა­ში.

ბიზ­ნეს­მე­ნის ად­ვო­კატ­მა გა­ავ­რცე­ლა ზაზა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც მისი მო­თხოვ­ნე­ბი ხუთ პუნ­ქტად არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. გან­ცხა­დე­ბა­ში ბიზ­ნეს­მე­ნი მო­ი­თხოვს შე­პი­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას და შე­პი­რე­ბუ­ლი ფარ­თე­ბის გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, კერ­ძოდ კი, რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მას ამ სეს­ხის­თვის ჩა­დე­ბუ­ლი აქვს სას­ტუმ­რო ქუ­თა­ის­ში, სა­ო­ფი­სე ფარ­თი თბი­ლის­ში, სას­ტუმ­რო დაბა ურეკ­ში და სხვა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა. შე­პი­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, რომ გა­მო­თა­ვი­სუფ­ლდე­ბო­და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა სას­ტუმ­რო დაბა ურეკ­ში და ორი ფარ­თი ბა­თუმ­ში, პუშ­კი­ნის ქუ­ჩა­ზე.

"ჩემი 430 დო­ლა­რი­ა­ნი სეს­ხი, რო­მე­ლიც 10 წლი­ა­ნი იყო და მი­უ­ხე­და­ვად ჩემი თხოვ­ნი­სა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ ისევ 10 წლი­ა­ნად, შე­მიმ­ცი­რეს 5 წლამ­დე. მო­ვი­თხოვ ისევ 10 წლი­ან­ზე გა­და­ტა­ნას, დღემ­დე არ მაქვს გარ­კვე­უ­ლი არც მე და არც ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლებს რამ­დე­ნია ყო­ველ­თვი­უ­რი გა­და­სა­ხა­დი", - აცხა­დებს ბიზ­ნეს­მე­ნი.

ასე­ვე იხი­ლეთ: "თი­ბი­სი ბან­კი" ბიზ­ნეს­მე­ნის მიერ პი­რის ამო­კერ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ბიზნესმენმა "თიბისი ბანკის"ოფისთან პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

ბიზნესმენმა "თიბისი ბანკის"ოფისთან პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

მარჯანიშვილზე, "თიბისი ბანკის" სათავო ოფისთან ბიზნესმენმა ზაზა ზაქარეიშვილმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

ადგილზე შეკრებილები არიან როგორც ბიზნესმენის ახლობლები, ასევე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები; ადგილზე იმყოფება ბანკის წარმომადგენელი, რომელიც ზაქარეიშვილს სთხოვს, რომ გაყვეს და პრობლემა მოლაპარაკებების გზით გადაწყვიტონ.

ბიზნესმენ ზაზა ზაქარეიშვილს ბანკიდან გამოტანილი ჰქონდა სესხი 430 000 დოლარი, 10 წლიანი ვადით, თუმცა, როგორც მისი ადვოკატი განმარტავს, მას სესხის გადახდის ვადა შეუმცირეს და აიძულებენ, რომ ეს სესხი 5 წელიწადში დაფაროს.

ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის განმარტებით, აღებული სესხიდან ბიზნესმენს გადასახდელი დარჩა მხოლოდ 260 000 დოლარი. გარდა ამისა, ზაზა ზაქარეიშვილი ასევე ითხოვს, რომ დაახლოებით მილიონნახევრის ქონება, რომელიც მას ჩადებული აქვს ბანკში, გამოუთავისუფლდეს.

ადვოკატის შეფასებით, ბანკი არ არის დაინტერსებული, რომ სესხი დაფაროს. მისი თქმით, ბანკი დაინტერსებულია ქონების ჩამორთმევაში.

ბიზნესმენის ადვოკატმა გაავრცელა ზაზა ზაქარეიშვილის განცხადება, სადაც მისი მოთხოვნები ხუთ პუნქტად არის ჩამოყალიბებული. განცხადებაში ბიზნესმენი მოითხოვს შეპირებული პირობების შესრულებას და შეპირებული ფართების გამოთავისუფლებას, კერძოდ კი, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მას ამ სესხისთვის ჩადებული აქვს სასტუმრო ქუთაისში, საოფისე ფართი თბილისში, სასტუმრო დაბა ურეკში და სხვა უძრავი ქონება. შეპირებულები იყვნენ, რომ გამოთავისუფლდებოდა უძრავი ქონება სასტუმრო დაბა ურეკში და ორი ფართი ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე.

"ჩემი 430 დოლარიანი სესხი, რომელიც 10 წლიანი იყო და მიუხედავად ჩემი თხოვნისა დაეტოვებინათ ისევ 10 წლიანად, შემიმცირეს 5 წლამდე. მოვითხოვ ისევ 10 წლიანზე გადატანას, დღემდე არ მაქვს გარკვეული არც მე და არც ბანკის თანამშრომლებს რამდენია ყოველთვიური გადასახადი", - აცხადებს ბიზნესმენი.

ასევე იხილეთ: "თიბისი ბანკი" ბიზნესმენის მიერ პირის ამოკერვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია