პოლიტიკა
საზოგადოება

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის ინტერესში შედის ე.წ. ვირის ხორცის სკანდალი და რა ბედი ელის ზოოპარკის ტენდერში გამარჯვებულს
ვის ინტერესში შედის ე.წ. ვირის ხორცის სკანდალი და რა ბედი ელის ზოოპარკის ტენდერში გამარჯვებულს

სო­ფელ ვაშ­ლო­ვან­თან აღ­მო­ჩე­ნი­ლი ე.წ. ვი­რე­ბის სა­საკ­ლაო ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ნა­გავ­საყ­რე­ლია, რო­მე­ლიც ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ­სე­ბობს და აქამ­დე არ­ცერ­თი მთავ­რო­ბის შეშ­ფო­თე­ბის მი­ზე­ზი არ გამ­ხდა­რა. 16 იან­ვარს "რუს­თა­ვი 2"-ის მიერ მომ­ზა­დე­ბულ სი­უ­ჟეტ­ში უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ კუ­მი­სის ხევ­ში (ასე­თი ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს) და­უნ­დობ­ლად ხო­ცა­ვენ პი­რუ­ტყვს და ხორცს სა­შა­ურ­მე­ებ­სა და რეს­ტორ­ნებს აბა­რე­ბენ.

ნა­გავ­საყ­რე­ლად ქცე­უ­ლი ხე­ვის ორ მო­სა­ზღვრე სო­ფელ­ში - ერტის­სა და ვაშ­ლო­ვან­ში, ჯერ კი­დევ კო­მუ­ნის­ტე­ბის დრო­ი­დან ვაჭ­რო­ბენ ხორ­ცით. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ე.წ. ვი­რე­ბის სა­საკ­ლა­ოს აღ­მო­ჩე­ნა ორ ოჯახს შო­რის ბიზ­ნეს სფე­რო­ე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

"არა­ნა­ი­რი სა­საკ­ლაო არ არ­სე­ბობს და არც არა­ვის მოს­ვლია აზ­რად ვი­რის და ცხე­ნის ხორ­ცის სა­შა­ურ­მე­ებ­ში ჩა­ბა­რე­ბა. საქ­მე იმა­შია, რომ ჩვენს სო­ფელ­ში ცხოვ­რობს ინდმე­წარ­მე არ­ჩილ და­ლა­ქიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც წლე­ბია ზო­ო­პარ­კის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერებ­ში იმარ­ჯვებს და ვი­რი­სა და სა­ქონ­ლის ხორ­ცით ამა­რა­გებს. ცოტა ხნის წინ არ­ჩილს რა­ღაც გა­უ­გებ­რო­ბა მო­უხ­და თა­ვის პარტნი­ორ­თან და მარ­ტომ გა­აგ­რძე­ლა საქ­მი­ა­ნო­ბა. ტენ­დერებს ჩა­მო­ცი­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი იბ­რძვის და ყვე­ლა ხერ­ხით ცდი­ლობს ამ კა­ცის ჩა­ძირ­ვას.

იმ დღეს არ­ჩილს კაცი მი­უგ­ზავ­ნეს და სთხო­ვეს, ხორ­ცის ნარ­ჩე­ნე­ბი ხევ­ზე და­ყა­რე, ძაღ­ლე­ბის­თვის გვინ­დაო. აა­ტა­ნი­ნეს, და­აყ­რე­ვი­ნეს და მა­შინ­ვე "რუს­თა­ვი 2" გა­მო­ი­ძა­ხეს. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ნა­დი­რე­ებს, რომ­ლე­ბიც ვი­თომ ხში­რად და­დი­ან აქეთ სა­ნა­დი­როდ და ხე­და­ვენ რო­გორ იკ­ვლე­ბა ხევ­ზე პი­რუ­ტყვი, აქეთ სა­ნა­დი­რო ად­გი­ლე­ბი სა­ერ­თოდ არ არის და მით უმე­ტეს წე­ლი­წა­დის ამ დროს. ეს ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ იყო დად­გმუ­ლი", - ამ­ბობს სო­ფელ ერტი­სის მა­ცხოვ­რე­ბე­ლი თა­მაზ. ს.

აღ­მოჩ­ნდა, რომ ინდმე­წარ­მე არ­ჩილ და­ლა­ქიშ­ვილს ზო­ო­პარ­კის უკა­ნას­კნე­ლი ტენ­დე­რი 10 იან­ვარს მარ­თლაც აქვს მო­გე­ბუ­ლი, რაც თხის, ქათ­მის, ცხე­ნის და ვი­რის ხორ­ცის მი­წო­დე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. "გუ­რია ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­ჩილ და­ლა­ქიშ­ვი­ლის ოჯახს, მო­პა­რუ­ლი პი­რუ­ტყვის აღ­მოჩ­ნის გამო, მე­ო­რე დღეა პო­ლი­ცი­ა­ში და­კი­თხვებ­ზე და­ა­ტა­რე­ბენ. პო­ლი­ცია არ­ჩილ და­ლა­ქიშ­ვი­ლის­გან და­ნა­შა­უ­ლის აღი­ა­რე­ბას ითხოვს.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

ვის ინტერესში შედის ე.წ. ვირის ხორცის სკანდალი და რა ბედი ელის ზოოპარკის ტენდერში გამარჯვებულს

ვის ინტერესში შედის ე.წ. ვირის ხორცის სკანდალი და რა ბედი ელის ზოოპარკის ტენდერში გამარჯვებულს

სოფელ ვაშლოვანთან აღმოჩენილი ე.წ. ვირების სასაკლაო ერთი ჩვეულებრივი ნაგავსაყრელია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არსებობს და აქამდე არცერთი მთავრობის შეშფოთების მიზეზი არ გამხდარა. 16 იანვარს "რუსთავი 2"-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში უცნობი ადამიანები ამტკიცებდნენ, რომ კუმისის ხევში (ასეთი ბუნებაში არ არსებობს) დაუნდობლად ხოცავენ პირუტყვს და ხორცს საშაურმეებსა და რესტორნებს აბარებენ.

ნაგავსაყრელად ქცეული ხევის ორ მოსაზღვრე სოფელში - ერტისსა და ვაშლოვანში, ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან ვაჭრობენ ხორცით. ადგილობრივების განცხადებით, ე.წ. ვირების სასაკლაოს აღმოჩენა ორ ოჯახს შორის ბიზნეს სფეროების გადანაწილებას უკავშირდება.

"არანაირი სასაკლაო არ არსებობს და არც არავის მოსვლია აზრად ვირის და ცხენის ხორცის საშაურმეებში ჩაბარება. საქმე იმაშია, რომ ჩვენს სოფელში ცხოვრობს ინდმეწარმე არჩილ დალაქიშვილი, რომელიც წლებია ზოოპარკის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში იმარჯვებს და ვირისა და საქონლის ხორცით ამარაგებს. ცოტა ხნის წინ არჩილს რაღაც გაუგებრობა მოუხდა თავის პარტნიორთან და მარტომ გააგრძელა საქმიანობა. ტენდერებს ჩამოცილებული ოჯახი იბრძვის და ყველა ხერხით ცდილობს ამ კაცის ჩაძირვას.

იმ დღეს არჩილს კაცი მიუგზავნეს და სთხოვეს, ხორცის ნარჩენები ხევზე დაყარე, ძაღლებისთვის გვინდაო. აატანინეს, დააყრევინეს და მაშინვე "რუსთავი 2" გამოიძახეს. რაც შეეხება მონადირეებს, რომლებიც ვითომ ხშირად დადიან აქეთ სანადიროდ და ხედავენ როგორ იკვლება ხევზე პირუტყვი, აქეთ სანადირო ადგილები საერთოდ არ არის და მით უმეტეს წელიწადის ამ დროს. ეს ყველაფერი წინასწარ იყო დადგმული", - ამბობს სოფელ ერტისის მაცხოვრებელი თამაზ. ს.

აღმოჩნდა, რომ ინდმეწარმე არჩილ დალაქიშვილს ზოოპარკის უკანასკნელი ტენდერი 10 იანვარს მართლაც აქვს მოგებული, რაც თხის, ქათმის, ცხენის და ვირის ხორცის მიწოდებას ითვალისწინებს. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, არჩილ დალაქიშვილის ოჯახს, მოპარული პირუტყვის აღმოჩნის გამო, მეორე დღეა პოლიციაში დაკითხვებზე დაატარებენ. პოლიცია არჩილ დალაქიშვილისგან დანაშაულის აღიარებას ითხოვს.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია