სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუმარიტაშვილის საფლავთან ატრაქციონის მშენებლობა შეჩერდა
ქუმარიტაშვილის საფლავთან ატრაქციონის მშენებლობა შეჩერდა

ვან­კუ­ვე­რის ზამ­თრის ოლიმ­პი­ურ თა­მაშ­ზე ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვლი­ლი მო­ცი­გუ­რა­ვის ნო­დარ ქუ­მა­რი­ტაშ­ვი­ლის საფ­ლავ­თან ახ­ლოს და­გეგ­მი­ლი გა­სარ­თო­ბი ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია. ბორ­ჯო­მის გამ­გე­ო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­წის მფლო­ბელს, რო­მე­ლიც კონ­სტრუქ­ცი­ის მშე­ნებ­ლო­ბას გეგ­მავ­და, მათ­თვის შე­სა­ბა­მი­სი ნე­ბარ­თვის მო­თხოვ­ნით არ მი­უ­მარ­თავს.

ბორ­ჯო­მის გამ­გებ­ლის დი­მიტ­რი ბე­რი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ეკ­ლე­სი­ას­თან, სა­დაც ნო­დარ ქუ­მა­რი­ტაშ­ვი­ლი გა­ნის­ვე­ნებს, მი­მარ­თვის შემ­თხვე­ვა­შიც არა­ნა­ი­რი ნე­ბარ­თვის გა­ცე­მა არ იგეგ­მე­ბა. მი­სი­ვე თქმით, ბორ­ჯო­მის ბი­უ­ჯე­ტი­დან ქუ­მა­რი­ტაშ­ვი­ლის საფ­ლავ­თან მისი სა­ხე­ლო­ბის სკვე­რის მო­სა­წყო­ბად თან­ხა გა­მო­ი­ყო­ფა.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ატ­რაქ­ცი­ო­ნის მშე­ნებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ნო­დარ ქუ­მა­რი­ტაშ­ვი­ლის მშობ­ლე­ბი ცხედ­რის საგ­ვა­რე­უ­ლო სა­საფ­ლა­ო­ზე გა­დას­ვე­ნე­ბას გეგ­მავ­დნენ. ამას­თან ერ­თად, გარ­დაც­ვლი­ლი სპორ­ტსმე­ნის მამა, და­ვით ქუ­მა­რი­ტაშ­ვი­ლი სხვა პობ­ლე­მა­ზეც სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც 4 წე­ლია აწუ­ხებს.

"ელე­მენ­ტა­რუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ირ­გვლივ ღობე ვერ გა­ა­კე­თეს, ზა­ფხუ­ლო­ბით ნა­ხი­რი შე­მო­დის და ნა­კე­ლის გრო­ვაა, რო­გორც ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში, ასე­ვე საფ­ლა­ვის ირ­გვლივ. არა­ვის ადარ­დებს, მო­უ­ა­როს ამ ტე­რი­ტო­რი­ას. ტუ­რის­ტე­ბი რომ მო­დი­ან, მრცხვე­ნია. რა­ტომ და­მას­ვე­ნე­ბი­ნეს ამ ად­გილ­ზე, თუ არა­ვინ მი­ხე­დავ­და? იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ, მო­ვიწ­ვიო ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა და მათ თვალ­წინ ამო­ვას­ვე­ნო ჩემი შვი­ლი", - აცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლის მამა.

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ქუმარიტაშვილის საფლავთან ატრაქციონის მშენებლობა შეჩერდა

ქუმარიტაშვილის საფლავთან ატრაქციონის მშენებლობა შეჩერდა

ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიურ თამაშზე ტრაგიკულად გარდაცვლილი მოციგურავის ნოდარ ქუმარიტაშვილის საფლავთან ახლოს დაგეგმილი გასართობი ატრაქციონების მშენებლობა შეჩერებულია. ბორჯომის გამგეობის ინფორმაციით, მიწის მფლობელს, რომელიც კონსტრუქციის მშენებლობას გეგმავდა, მათთვის შესაბამისი ნებართვის მოთხოვნით არ მიუმართავს.

ბორჯომის გამგებლის დიმიტრი ბერიძის განმარტებით, ეკლესიასთან, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილი განისვენებს, მიმართვის შემთხვევაშიც არანაირი ნებართვის გაცემა არ იგეგმება. მისივე თქმით, ბორჯომის ბიუჯეტიდან ქუმარიტაშვილის საფლავთან მისი სახელობის სკვერის მოსაწყობად თანხა გამოიყოფა.

ზემოაღნიშნული ატრაქციონის მშენებლობის შემთხვევაში, ნოდარ ქუმარიტაშვილის მშობლები ცხედრის საგვარეულო სასაფლაოზე გადასვენებას გეგმავდნენ. ამასთან ერთად, გარდაცვლილი სპორტსმენის მამა, დავით ქუმარიტაშვილი სხვა პობლემაზეც საუბრობს, რომელიც 4 წელია აწუხებს.

"ელემენტარული ეკლესიის ირგვლივ ღობე ვერ გააკეთეს, ზაფხულობით ნახირი შემოდის და ნაკელის გროვაა, როგორც ეკლესიის ეზოში, ასევე საფლავის ირგვლივ. არავის ადარდებს, მოუაროს ამ ტერიტორიას. ტურისტები რომ მოდიან, მრცხვენია. რატომ დამასვენებინეს ამ ადგილზე, თუ არავინ მიხედავდა? იძულებული ვარ, მოვიწვიო ჟურნალისტები, საზოგადოება და მათ თვალწინ ამოვასვენო ჩემი შვილი", - აცხადებს გარდაცვლილის მამა.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა