მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატარა ნაბიჯები... ზედ მდინარესთან წყდებოდა" - ვანში 6 წლის გოგონა დაიკარგა
"პატარა ნაბიჯები... ზედ მდინარესთან წყდებოდა" - ვანში 6 წლის გოგონა დაიკარგა

ვა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ შუ­ამ­თა­ში მომ­ხდარ­მა უბე­დუ­რე­ბამ მთე­ლი სო­ფე­ლი და­ზაფ­რა, - სო­ფელ­მა პა­ტა­რა გო­გო­ნა, მე­დეა ადე­იშ­ვი­ლი და­კარ­გა. ის მხო­ლოდ 6 წლის არის. ტრა­გე­დი­ას, რო­მე­ლიც გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი შემ­თხვე­ვის გამო მოხ­და, არც მი­ზე­ზი აქვს, არც სა­ბა­ბი. რაც მით უფრო აღ­რმა­ვებს დრა­მას. და­კარ­გუ­ლი გო­გო­ნას ოჯახს არც აქამ­დე ულ­ხინ­და და ახლა სულ გა­უ­ბე­დურ­დნენ - ადე­იშ­ვი­ლე­ბი აფხა­ზე­თი­დან ლტოლ­ვი­ლე­ბი არი­ან და წლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვან­ში ფე­ხის მყა­რად მო­კი­დე­ბა ვერ შეძ­ლეს, - ჯერ სო­ფელ ყუ­მურ­ში ცხოვ­რობ­დნენ, მერე კი შუ­ამ­თა­ში გა­და­სახ­ლდნენ იქ კი მი­წის და­მუ­შა­ვე­ბით ირ­ჩე­ნენ თავს. დევ­ნი­ლე­ბის ოჯახს 6 წლის მე­დე­ას გარ­და კი­დევ ორი შვი­ლი ჰყავს, მე­ო­თხე­ზე ბავ­შვე­ბის დედა ფეხ­მძი­მედ არის.

უბე­დუ­რე­ბის დღეს, 15 დე­კემ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით 2 სა­ათ­ზე ოჯა­ხის მა­მამ უფ­როს შვილს, 7 წლის ლე­ვანს სთხო­ვა, - ფულს გა­გა­ტან, სოფ­ლის ცენ­ტრში წადი და მა­ღა­ზი­ა­ში სი­გა­რე­ტი მი­ყი­დეო. სახ­ლი­დან წას­ვლით სა­ბა­ბით გა­ხა­რე­ბულ­მა ბავ­შვმა მა­მას ფული გა­მო­არ­თვა და და­ვა­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად გა­იქ­ცა. ამ დროს მისი უმ­ცრო­სი დაც გა­მოჩ­ნდა და ძმას გა­ე­დევ­ნა, - მეც მინ­და მა­ღა­ზი­ა­ში წას­ვლაო. ბავ­შვე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარ კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე სოფ­ლის მა­ღა­ზი­ა­ში და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში მი­ვიდ­ნენ, სა­ი­და­ნაც გამ­ყიდ­ველ­მა უა­რით გა­მო­ის­ტუმ­რა, - მა­მათ­ქვენს უთხა­რით, რომ სი­გა­რეტს არ გა­ტანთ, რად­გან პა­ტა­რე­ბი ხართ, თა­ვად მო­ვი­დეს და სი­გა­რე­ტიც თა­ვად წა­ი­ღო­სო. რო­გორც ჩანს, უარ­მა და-ძმა დი­დად არ და­ა­დარ­დი­ა­ნა, - სახ­ლის ნაც­ვლად მა­ღა­ზი­ას­თან დახ­ლო­ე­ბით 50 მეტ­რის მან­ძილ­ზე მდე­ბა­რე მდი­ნა­რე ყუ­მუ­რის­კენ გა­და­უხ­ვი­ეს სა­თა­მა­შოდ. სა­უ­ბე­დუ­როდ, ეს თა­მა­ში სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა...

სოფ­რომ მამ­ფო­რია, ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი:

- რა ვთქვა... მთე­ლი სო­ფე­ლი გონ­ზე ვერ მო­სუ­ლა ამ უბე­დუ­რე­ბი­სა­გან, ბავ­შვის დედ-მა­მას ახლა თით­ქოს რა­ღაც ფუნ­ქცია აქვს, ელო­დე­ბი­ან მათი შვი­ლის ცხე­დარს რო­დის აღ­მო­ა­ჩე­ნენ და მა­ნამ­დე ვი­თომ მაგ­რად არი­ან, რო­გო­რი ამ­ბა­ვია, - დედა ფეხ­მძი­მედ არის... რო­გო­რია ასე­თი უბე­დუ­რე­ბის გა­და­ტა­ნა ფეხ­მძი­მე ქა­ლის­თვის! ბავ­შვის მა­მაც შოკ­შია, თავ­ჩა­ქინ­დრულ­მა რამ­დენ­ჯერ ყრუდ თქვა, ეს რა მო­მი­ვი­დაო. მტერ­საც არ ვუ­სურ­ვებ ასეთ უბე­დუ­რე­ბას. როცა და-ძმი­დან სახ­ლში მარ­ტო ბიჭი დაბ­რუნ­და და­ახ­ლო­ე­ბით 4 სა­ა­თი იყო. ბავ­შვი შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო და გა­ი­ძა­ხო­და, - ჩემი და დავ­კარ­გე, არ ვიცი სად წა­ვი­და, მდი­ნა­რე­ზე კი ჩა­ვე­დით, მაგ­რამ რომ ამო­ვე­დით და უკან მი­ვი­ხე­დე, აღარ მომ­ყვე­ბო­დაო. სა­ცო­და­ვი მა­მა­მი­სი მა­შინ­ვე გა­მო­ვარ­და შვი­ლის სა­ძებ­ნე­ლად და სწო­რედ ამ დროს შევ­ხვდით გზა­ზე. მარ­ტო რას გა­ვუშ­ვებ­დით და ჩვენც გავ­ყე­ვით. მა­შინ­ვე ვნა­ხეთ პა­ტა­რა ნა­ბი­ჯე­ბი მდი­ნა­რის პი­რას... ზედ მდი­ნა­რეს­თან წყდე­ბო­და.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"პატარა ნაბიჯები... ზედ მდინარესთან წყდებოდა" - ვანში 6 წლის გოგონა დაიკარგა

"პატარა ნაბიჯები... ზედ მდინარესთან წყდებოდა" - ვანში 6 წლის გოგონა დაიკარგა

ვანის რაიონის სოფელ შუამთაში მომხდარმა უბედურებამ მთელი სოფელი დაზაფრა, - სოფელმა პატარა გოგონა, მედეა ადეიშვილი დაკარგა. ის მხოლოდ 6 წლის არის. ტრაგედიას, რომელიც გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო მოხდა, არც მიზეზი აქვს, არც საბაბი. რაც მით უფრო აღრმავებს დრამას. დაკარგული გოგონას ოჯახს არც აქამდე ულხინდა და ახლა სულ გაუბედურდნენ - ადეიშვილები აფხაზეთიდან ლტოლვილები არიან და წლების მიუხედავად, ვანში ფეხის მყარად მოკიდება ვერ შეძლეს, - ჯერ სოფელ ყუმურში ცხოვრობდნენ, მერე კი შუამთაში გადასახლდნენ იქ კი მიწის დამუშავებით ირჩენენ თავს. დევნილების ოჯახს 6 წლის მედეას გარდა კიდევ ორი შვილი ჰყავს, მეოთხეზე ბავშვების დედა ფეხმძიმედ არის.

უბედურების დღეს, 15 დეკემბერს, დაახლოებით 2 საათზე ოჯახის მამამ უფროს შვილს, 7 წლის ლევანს სთხოვა, - ფულს გაგატან, სოფლის ცენტრში წადი და მაღაზიაში სიგარეტი მიყიდეო. სახლიდან წასვლით საბაბით გახარებულმა ბავშვმა მამას ფული გამოართვა და დავალების შესასრულებლად გაიქცა. ამ დროს მისი უმცროსი დაც გამოჩნდა და ძმას გაედევნა, - მეც მინდა მაღაზიაში წასვლაო. ბავშვები დაახლოებით ნახევარ კილომეტრში მდებარე სოფლის მაღაზიაში დაახლოებით ნახევარ საათში მივიდნენ, საიდანაც გამყიდველმა უარით გამოისტუმრა, - მამათქვენს უთხარით, რომ სიგარეტს არ გატანთ, რადგან პატარები ხართ, თავად მოვიდეს და სიგარეტიც თავად წაიღოსო. როგორც ჩანს, უარმა და-ძმა დიდად არ დაადარდიანა, - სახლის ნაცვლად მაღაზიასთან დახლოებით 50 მეტრის მანძილზე მდებარე მდინარე ყუმურისკენ გადაუხვიეს სათამაშოდ. საუბედუროდ, ეს თამაში საბედისწერო აღმოჩნდა...

სოფრომ მამფორია, ოჯახის ახლობელი:

- რა ვთქვა... მთელი სოფელი გონზე ვერ მოსულა ამ უბედურებისაგან, ბავშვის დედ-მამას ახლა თითქოს რაღაც ფუნქცია აქვს, ელოდებიან მათი შვილის ცხედარს როდის აღმოაჩენენ და მანამდე ვითომ მაგრად არიან, როგორი ამბავია, - დედა ფეხმძიმედ არის... როგორია ასეთი უბედურების გადატანა ფეხმძიმე ქალისთვის! ბავშვის მამაც შოკშია, თავჩაქინდრულმა რამდენჯერ ყრუდ თქვა, ეს რა მომივიდაო. მტერსაც არ ვუსურვებ ასეთ უბედურებას. როცა და-ძმიდან სახლში მარტო ბიჭი დაბრუნდა დაახლოებით 4 საათი იყო. ბავშვი შეშინებული იყო და გაიძახოდა, - ჩემი და დავკარგე, არ ვიცი სად წავიდა, მდინარეზე კი ჩავედით, მაგრამ რომ ამოვედით და უკან მივიხედე, აღარ მომყვებოდაო. საცოდავი მამამისი მაშინვე გამოვარდა შვილის საძებნელად და სწორედ ამ დროს შევხვდით გზაზე. მარტო რას გავუშვებდით და ჩვენც გავყევით. მაშინვე ვნახეთ პატარა ნაბიჯები მდინარის პირას... ზედ მდინარესთან წყდებოდა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ