პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გრიფით "საიდუმლოდ" - ჰილარი კლინტონისა და და ჯონ ტეფტის სკანდალური მიმოწერა კეზერაშვილის საქმეზე
გრიფით "საიდუმლოდ" - ჰილარი კლინტონისა და და ჯონ ტეფტის სკანდალური მიმოწერა კეზერაშვილის საქმეზე

ვინ არის და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი - ბიზ­ნეს­მე­ნი თუ მა­ფი­ო­ზი? რო­გორ იქცა ის "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დამ­ფი­ნან­სებ­ლად? მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის კო­რუფ­ცი­ას­თან მებ­რძო­ლი კე­ზე­რაშ­ვი­ლი რო­გორ გახ­და 4 წე­ლი­წად­ში მი­ლი­არ­დე­რი? სა­ქარ­თვე­ლოს ომ­წა­გე­ბუ­ლი თავ­დაც­ვის ექსმი­ნის­ტრის ირ­გვლივ რა­ტომ ატყდა სა­ერ­თა­შო­რი­სო სკან­და­ლი? რა­ტომ გაჩ­ნდა ეჭვი, რომ ის ია­რა­ღის კონ­ტრა­ბან­და­შია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი? სად წა­ვი­და ბი­უ­ჯე­ტი­დან გა­მო­ყო­ფი­ლი მი­ლი­არ­დით შე­ძე­ნი­ლი უახ­ლე­სი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა და რა­ტომ შეხ­ვდა აგ­ვის­ტოს ომს ქარ­თუ­ლი ჯარი ხელ­ცა­რი­ე­ლი?

თუ სა­ა­კაშ­ვი­ლის ცნო­ბი­ლი წე­რი­ლით ვიმ­სჯე­ლებთ, უც­ნა­უ­რია ისიც, რა­ტომ უნდა ებ­რძო­დეს რუ­სე­თი კე­ზე­რაშ­ვილს, როცა მან პრაქ­ტი­კუ­ლად უბ­რძოლ­ვე­ლად ჩა­ა­ბა­რა ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თი, მე­ტიც, ის სპეც­რე­ი­სით ჩა­მო­იყ­ვა­ნეს საფ­რან­გე­თი­დან, ომის და­წყე­ბის დღეს ქვე­ყა­ნა­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და, როცა მას­თან კა­ბი­ნეტ­ში ადა­მი­ან­თა გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი შე­ვი­და, კონ­კრე­ტუ­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მით, კე­ზე­რაშ­ვილ­მა მათ გა­ნუ­ცხა­და, სულ ფე­ხებ­ზე მკი­დია თქვე­ნი გეგ­მაც და ეს ომი­ცო. სა­ა­კაშ­ვილს თა­ვის წე­რილ­ში კე­ზე­რაშ­ვი­ლი წმინ­და­ნად გა­მოჰ­ყავს, თუმ­ცა ყვე­ლას გვახ­სოვს კო­დუ­ას დაკ­ვე­თით გა­კე­თე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის მა­შინ­დე­ლი შეფი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი გან­გრე­ულ კა­იფ­შია და თა­ვის მძღოლს კი­დევ ერთი "ბა­ი­ა­ნის" ამო­ტა­ნას ავა­ლებს, თუმ­ცა კი­დევ უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი ბრა­ლი პირ­ვე­ლად სწო­რედ ამ ჩა­ნა­წე­რი­დან გა­მო­იკ­ვე­თა, როცა კე­ზე­რაშ­ვი­ლი მან­ქა­ნე­ბის არას­წორ ტენ­დერებ­ში გა­მო­ი­ჭი­რა კო­დუ­ას უწყე­ბამ და მის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში კო­რუფ­ცი­ის ნიშ­ნე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, კე­ზე­რაშ­ვი­ლი არა­ვის და­უს­ჯია, მისი კა­რი­ე­რა გე­ო­მეტ­რი­უ­ლი სის­წრა­ფით იზ­რდე­ბო­და და მის­გან მი­ლი­არ­დე­რი ბიზ­ნეს­მე­ნიც მი­ვი­ღეთ. 9 წლის მან­ძილ­ზე ჩვე­ნი გა­ზე­თით უამ­რა­ვი კომ­პრო­მა­ტი ქვეყ­ნდე­ბო­და მას­ზე, თუ რო­გორ "ახევ­და" ის ადა­მი­ა­ნებს ბიზ­ნე­სებს, რო­გორ ჩა­იგ­დო ხელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბი... მისი "მოღ­ვა­წე­ო­ბის" პიკს კი ია­რა­ღით უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბას უკავ­ში­რე­ბენ. რო­გორც გე­ნე­რა­ლი ტრის­ტან წი­თე­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებს, აგ­ვის­ტოს ომმა ყვე­ლა­ფე­რი ჩა­მო­წე­რა, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რეს­ში იყო ამ ომის წა­მო­წყე­ბა, მე­ტიც, "ნაც­მოძ­რა­ო­ბა" რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, კი­დევ ერთი ომი გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბო­და. და მა­ინც, რა­ტომ იყო სა­ჭი­რო ომი? სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო კვო­ტის მი­ხედ­ვით იძენ­და ძვი­რა­დღი­რე­ბულ ია­რაღს. ერთ-ერთი სქე­მის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო ია­რაღს ყი­დუ­ლობ­და უკ­რა­ი­ნი­დან, "უკს­პე­ცექ­სპორ­ტი­დან", თან­ხე­ბი კი ირი­ცხე­ბო­და ოფ­შორ­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის "ბელთრე­ი­დინ­გის" გავ­ლით, შუ­ა­მა­ვა­ლი კომ­პა­ნია სა­ჭი­რო იყო ფუ­ლის გა­სა­თეთ­რებ­ლად. გე­ნე­რა­ლი წი­თე­ლაშ­ვი­ლის თქმით, ერთ ოპე­რა­ცი­ა­ში გა­და­ი­რი­ცხა 100 მი­ლი­ო­ნი, აქე­დან "ბელთრე­ი­დინ­გში" დარ­ჩა 80 მი­ლი­ო­ნი და 20 მი­ლი­ო­ნი გა­და­ი­რი­ცხა "უკს­პე­ცექ­სპორ­ტში". ოფ­შორ­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ეს კომ­პა­ნია ასე­ვე სა­ჭი­რო იყო იმის­თვის, რომ მე­სა­მე ქვეყ­ნებ­ზე, ანუ იმ ქვეყ­ნებ­ზე, რო­მელ­თაც ია­რა­ღის შე­ძე­ნა­ზე ემ­ბარ­გო ედოთ, გა­და­ყი­დუ­ლი ია­რა­ღის თან­ხე­ბი ჩა­რი­ცხუ­ლი­ყო "ბელთრე­ი­დინ­გში". არის ეჭვი, რომ ამ გზით ია­რა­ღი ხვდე­ბო­და ტე­რო­რის­ტე­ბის ხელ­ში, ომი კი სა­ჭი­რო იყო იმის­თვის, რომ ია­რა­ღი ჩა­მო­წე­რი­ლი­ყო, მხო­ლოდ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში და­ი­კარ­გე­ბო­და შე­ძე­ნი­ლი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ია­რა­ღის კვა­ლი, - ასე­თია სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბის აზრი. კე­ზე­რაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბი პო­ლი­ტი­კურ ზე­წო­ლა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ, რომ ის ია­რა­ღით უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბა­შია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლია, თუმ­ცა ფიცი მწამს, ბოლო მაკ­ვირ­ვებს, იქ­ნებ სა­ა­კაშ­ვი­ლის თვი­თა­ღი­ა­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რომ კე­ზე­რაშ­ვი­ლი მათი პარ­ტი­ის მთა­ვა­რი დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი იყო, და­ი­წყოს გა­მო­ძი­ე­ბა, რო­გორ გახ­და კე­ზე­რაშ­ვი­ლი მი­ლი­არ­დე­რი? სა­ა­კაშ­ვილ­მა ამ წე­რი­ლით ჩვე­ნე­ბა მის­ცა საფ­რან­გე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რას, მისი ან­გა­რი­შე­ბი ასე­ვე შე­ის­წავ­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო აუ­დიტ­მა "დე­ლო­იტ­მა", სა­ი­და­ნაც ირ­კვე­ვა, რომ კე­ზე­რაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე ოფ­შორ­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის ან­გა­რიშ­ზე მი­ლი­არ­დი­ა­ნი ბრუნ­ვა ფიქ­სირ­დე­ბა 2009 წლი­დან 2012 წლამ­დე. უც­ნა­უ­რია, თავ­დაც­ვის ომ­წა­გე­ბულ­მა მი­ნის­ტრმა ამ­დე­ნი ფული რო­გორ და­აგ­რო­ვა?!

სა­ქარ­თვე­ლო­ში ია­რა­ღის კონ­ტრა­ბან­დას­თან და­კავ­ში­რე­ბით ეჭვს ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტიც გა­მოთ­ქვამ­და, აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის დას­კვნა­ში პირ­და­პირ ეწე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო იქცა ია­რა­ღის კონ­ტრა­ბან­დის ად­გი­ლად და ნარ­კო­ტი­კე­ბის სატ­რან­ზი­ტო დე­რეფ­ნად. წლე­ბის წი­ნათ ექ­სპერ­ტმა მა­მუ­კა არე­ში­ძემ ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გაკ­ვრით ისიც ახ­სე­ნა, რომ ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნი აღ­შფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამ­და და თა­ვად იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, გა­ერ­კვია, რე­ა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი იყ­ვნენ თუ არა ჩარ­თუ­ლი ია­რა­ღის კონ­ტრა­ბან­და­ში. სწო­რედ ამ პე­რი­ოდს და­ემ­თხვა ტე­რო­რის­ტე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, ამე­რი­კა-ირა­ნის კონ­ფლიქ­ტის გამ­წვა­ვე­ბა... ამი­ტომ და­ინ­ტე­რეს­დნენ, რო­გორ აღ­მოჩ­ნდა ტე­რო­რის­ტე­ბის ხელ­ში ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კა. სწო­რედ ამ მიზ­ნით ამე­რი­კის მხა­რემ მო­ნი­ტო­რინ­გის ჩა­ტა­რე­ბა და­ი­წყო. "ქრო­ნი­კამ" მო­ი­პო­ვა აშშ-ს მა­შინ­დე­ლი სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი წე­რი­ლი და სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ს იმ­დრო­ინ­დე­ლი ელ­ჩის ჯონ ტეფ­ტის პა­სუ­ხი.

ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნის წე­რილ­ში ვკი­თხუ­ლობთ:

"მივ­მარ­თავ ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო სამ­დივ­ნოს, ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს კი­ევ­ში, სო­ფი­ა­ში, ამე­რი­კის ცენ­ტრა­ლურ დაზ­ვერ­ვას ვა­შინგტონ­ში, "ეფ-ბი-აი"-ს, წე­რი­ლი არის სენ­სი­ტი­უ­რი და ყვე­ლას გაფრ­თხი­ლებთ, რომ ეს არის შიდა მოხ­მა­რე­ბის­თვის. თბი­ლის­ში ნი­კოლ ობ­რა­ი­ენს ("ეფ-ბი-აი"-ს წარ­მომ­დე­ა­გე­ნელს - ნ.ს.), პორტლუ­ის­ში კვენ­ტინ ბარ­ბერს, თავ­დაც­ვის ოფი­სის დე­პარ­ტა­მენტს მო­ე­თხო­ვა სა­ვაჭ­რო წი­ნა­სა­ლი­ცენ­ზიო კონ­ტო­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, შემ­დეგ ლი­ცენ­ზი­ა­ზე 050180371, ჭურ­ვე­ბი­სა და შაშ­ხა­ნე­ბის ექ­სპორტზე სა­ქარ­თვე­ლო­ში. შე­მოწ­მე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს მიმ­დი­ნა­რე და სა­მო­მავ­ლო ლი­ცენ­ზი­ებ­ზე. ამ მო­თხოვ­ნის მი­ზა­ნია სე­ი­შე­ლის კუნ­ძუ­ლებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნია "ბელთრე­ი­დინ­გი­სა" და "კონ­სალ­ტინ­გის" გა­და­მოწ­მე­ბა, რო­მე­ლიც მუ­შა­ობ­და ბულ­გა­რე­თის ინ­დუსტრი­ულ კომ­პა­ნია "ბი-ეი-ემ"-თან, რათა შე­ეს­ყი­და შაშ­ხა­ნე­ბი "ემ-4" და "ემ-203" ჭურ­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­ხე­ლით. შე­ნიშ­ვნა: "ბელთრე­ი­დინ­გი" და "კონ­სალ­ტინ­გი" ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რო­გორც საქ­მის მწარ­მო­ე­ბე­ლი უკ­რა­ი­ნა­ში, კომ­პა­ნია სა­კო­მი­სი­ოს იღებს თა­ვი­სი მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის ამ ტრან­ზაქ­ცი­ა­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმ ფაქ­ტი­სა, რომ კომ­პა­ნია არ არის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, რო­გორც ექ­სპორ­ტის ლი­ცენ­ზი­ის მომ­თხოვ­ნი. ის არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს ია­რა­ღის რე­გუ­ლა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მებს, არის ეჭვი, რომ კომ­პა­ნია და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ია­რა­ღით უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბას­თან და მას კავ­ში­რე­ბი აქვს ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­თან. სე­ი­შე­ლის მთავ­რო­ბა მი­იჩ­ნევს, რომ "ბელთრე­ი­დინგზე" სა­ჭი­როა მეტი ინ­ფორ­მა­ცია იყოს მო­ძი­ე­ბუ­ლი ამ ტრან­ზაქ­ცი­ე­ბი­სა და მხა­რე­თა ჩარ­თუ­ლო­ბის შე­სა­ხებ. სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს უფ­ლე­ბა­მო­სილ­მა პი­რებ­მა უნდა და­ა­დას­ტუ­რონ სა­ჭი­რო­ე­ბა მო­თხოვ­ნა­ში ჩა­მოთ­ვლილ შაშ­ხა­ნებ­სა და ჭურ­ვებ­ზე, 2007-2008 წლებ­ში და­თა­რი­ღე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი კვლავ არის თუ არა მოქ­მე­დი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თვის? რა როლს ას­რუ­ლებ­და სე­ი­შელ­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი "ბელთრე­ი­დინ­გი" და "კონ­სალ­ტინ­გი" ამ ტრან­საქ­ცი­ებ­ში? რა პი­რო­ბე­ბია იმ კონ­ტრაქ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც და­ი­დო სა­ქარ­თვე­ლოს სა­მი­ნის­ტრო­სა და "ბელთრე­ი­დინ­გის" შო­რის ამ კონ­კრე­ტულ ტრან­ზაქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ი­და­ნაც ირ­კვე­ვა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ შაშ­ხა­ნე­ბი და ჭურ­ვე­ბი შე­ი­ძი­ნა. იღებს თუ არა სა­კო­მი­სი­ოს "ბელთრე­ი­დინ­გი" და "კონ­სალ­ტინ­გი" ამ მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვი­სას? იყო თუ არა სხვა კომ­პა­ნი­ე­ბი ჩარ­თუ­ლი ამ ტრან­ზაქ­ცი­ებ­ში, არის თუ არა მე­სა­მე მხა­რე სა­კო­მი­სი­ოს მიმ­ღე­ბი?

მო­გე­თხო­ვე­ბათ, "ბელთრე­ი­დინ­გი­სა" და "კონ­სალ­ტინ­გის" შე­სა­ხებ მაქ­სი­მა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა. ჩვენ ვა­მოწ­მებთ იმ პი­რე­ბის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბას, ვინც ჩარ­თუ­ლია ია­რა­ღის ექ­სპორ­ტსა და იმ­პორ­ტში. გთხოვთ, მოგ­ვა­წო­დოთ ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რაც და­ეხ­მა­რე­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბას, გას­წი­ოს მო­ნი­ტო­რინ­გი ამე­რი­კუ­ლი თავ­დაც­ვის კუ­თხით. ეს კი­დევ გა­ამ­ყა­რებს ჩვენს ნდო­ბას, ია­რა­ღით სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. რა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­აჩ­ნია "ბელთრე­ი­დინგს" სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან. რა პი­რო­ბე­ბით მუ­შა­ობთ სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან ამ ტრან­ზაქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ვინ არის სა­კონ­ტაქ­ტო პირი სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან?.. არის თუ არა "ბელთრე­ი­დინ­გის­თვის" ცნო­ბი­ლი აშშ-ს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წე­სე­ბი, მათ შო­რის იმ შე­ზღუდ­ვე­ბის შე­სა­ხებ, რა­საც ჰქვია ექ­სპორ­ტი. არის თუ არა "ბელთრე­ი­დინ­გი" და "კონ­სალ­ტინ­გი" მარ­თე­ბუ­ლად რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სე­ი­შე­ლის მთავ­რო­ბის მიერ გა­ყიდ­ვე­ბის სფე­რო­ში?.. რამ­დე­ნად იცავს იმ თავ­დაც­ვის წე­სებს, რაც სე­ი­შელ­ზე და და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბობს".

კლინ­ტო­ნის წე­რი­ლის და­სას­რულს მი­თი­თე­ბუ­ლია საქ­მის ნო­მე­რი, 7000 "ემ-5", "ა-1" შაშ­ხა­ნა, 5, 56 მმ. 2000 "ემ-2, "03"... ლი­ცენ­ზი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 6 მი­ლი­ონ 600 ათას დო­ლარს შე­ად­გენს, საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს, "ბელთრე­ი­დინ­გი" და "კონ­სალ­ტინ­გი", რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს სე­ი­შე­ლის კუნ­ძუ­ლებ­ზე, სამ­ხედ­რო შე­ი­ა­რა­ღე­ბის სა­ბო­ლოო მომ­ხმა­რე­ბე­ლი არის სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო. გა­და­რი­ცხვას ხელს აწერს მა­მუ­კა მუ­ჯი­რი, 11 აპ­რი­ლი, 2008, ზაზა გო­გა­ვა, 11 აპ­რი­ლი, 2008 წელი და ალ­მენ­დი­ე­ვი არ­კა­დი. "ბელთრე­ი­დინ­გი" და "კონ­სალ­ტინ­გი" 2008 წლის 11 აპ­რი­ლი".

ჰი­ლა­რი კლინ­ტონს, სა­ქარ­თვე­ლო­დან ეგ­ზავ­ნე­ბა აშშ-ს ყო­ფი­ლი ელ­ჩის ჯონ ტეფ­ტის სა­ი­დუმ­ლო პა­სუ­ხი:

"თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და "ბელთრე­ი­დინგს" შო­რის და­დე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­ზე დას­მუ­ლია რამ­დე­ნი­მე კი­თხვა. რო­გორც თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ოთარ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი გან­მი­მარ­ტავს, "ბელთრე­ი­დინ­გი" არის უკ­რა­ი­ნუ­ლი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც და­ფუძ­ნე­ბუ­ლია სე­ი­შელ­ში. "ბელთრე­ი­დინგსა" და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შო­რის არ­სე­ბობ­და საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ჯერ კი­დევ 2006 წლი­დან, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ დადო არა­ერ­თი კონ­ტრაქ­ტი ამ კომ­პა­ნი­ას­თან, ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი არ არის კმა­ყო­ფი­ლი "ბელთრე­ი­დინ­გის" მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­თი. მას სურს, შე­წყვი­ტოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ამ კომ­პა­ნი­ას­თან საქ­მი­ა­ნო­ბა, ოღონდ ისე, რომ არ და­ი­კარ­გოს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის თან­ხე­ბი, რაც უკვე გა­დახ­დი­ლია. ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამს "ბელთრე­ი­დინგსა" და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შო­რის გა­ფორ­მე­ბულ კონ­ტრაქ­ტებ­ზე, კერ­ძოდ, ის შეშ­ფო­თე­ბუ­ლია, თუ რო­გორ არის გა­ფორ­მე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტე­ბი. ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ეს საქ­მი­ა­ნო­ბა არ არის გამჭვირ­ვა­ლე, ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბაა, "ბელთრე­ი­დინ­გში" და­წე­სე­ბუ­ლია მა­ღა­ლი სა­კო­მი­სიო გა­ნაკ­ვე­თი, რაც სტან­დარ­ტებს სცილ­დე­ბა. ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ეჭ­ვობს, რომ "ბელთრე­ი­დინ­გში" ილე­ქე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­სუ­ლი დიდი თან­ხე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­ყიდ­ვე­ბის კონ­ტრაქ­ტე­ბი წინ არ წა­სუ­ლა. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში ლი­ცენ­ზი­ე­ბიც კი უარ­ყო­ფი­ლი იქნა. "ბელთრე­ი­დინ­გში" მა­ინც დარ­ჩე­ბა თან­ხე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ტვირ­თი მი­წო­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თუ არა ად­რე­სა­ტამ­დე".

რო­გორც ხე­დავთ, ეს კი­დევ ახა­ლი სკან­და­ლია "ბელთრე­ი­დინ­გის" მი­მარ­თუ­ლე­ბით. იქ­ნებ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" აგ­ვიხ­სნას, რის­თვის სჭირ­დე­ბო­დათ ეს კომ­პა­ნია, სა­დაც სა­ეჭ­ვო გა­და­რი­ცხვე­ბი ხდე­ბო­და? ან იქ­ნებ ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნის კი­თხვებს გას­ცენ პა­სუ­ხი და აგ­ვიხ­სნან, რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­და თა­ვის დრო­ზე ამე­რი­კა ამ თე­მით? რო­გორც გე­ნე­რა­ლი ტრის­ტან წი­თე­ლაშ­ვი­ლი ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს, "ბელთრე­ი­დინ­გის" უკან იდგა სა­ა­კაშ­ვი­ლის ბიძა თე­მურ ალა­სა­ნია, რო­მე­ლიც გა­რე­დან ეხ­მა­რე­ბო­და კე­ზე­რაშ­ვილს და მის დაჯ­გუ­ფე­ბას ია­რა­ღით უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბა­ში. კი­თხვე­ბი და­ის­ვა, სი­ა­დუმ­ლო მი­მო­წე­რა გამ­ჟღავ­ნდა, იქ­ნებ ჰი­ლა­რი კლინ­ტონს ჰკი­თხოთ, რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­და ის სა­ქარ­თვე­ლო­სა და ოფ­შორ­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით? სა­დაც ის ეჭვს გა­მოთ­ქვამს, რომ ია­რა­ღის გა­და­ყიდ­ვის გზით ამ კომ­პა­ნი­ა­ში ფული ილე­ქე­ბა...

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" სა­თა­ვე და­უ­დო ელი­ტურ კო­რუფ­ცი­ას. კარ­გად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი კო­რუფ­ცი­უ­ლი საქ­მე­ე­ბის წყა­ლო­ბით, 2008 წელს, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ, ოფი­ცი­ა­ლუ­რად აა­წყო ბიზ­ნე­სი კე­ზე­რაშ­ვილ­მა. და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ ოლი­გარ­ქად იქცა. მან 4 წე­ლი­წად­ში იშო­ვა იმ­დე­ნი, რა­საც სხვე­ბი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ოც­ნე­ბო­ბენ. კე­ზე­რაშ­ვი­ლი ზე­მომ­გე­ბი­ან, ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ბიზ­ნესს აკონ­ტრო­ლებ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ის კომ­პა­ნია "გალფ-ჯორ­ჯი­ას" მე­წი­ლე იყო, რო­მე­ლიც ამე­რი­კულ კომ­პა­ნია "გალფს" წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლო­ში. სხვა­თა შო­რის, "გალ­ფის" სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის­თა­ნა­ვე, კომ­პა­ნია "ლუ­კო­ილ­მა" მას 65 ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი მიჰ­ყი­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­მა, უშუ­ა­ლოდ პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან შე­თან­ხმე­ბით, "ლუ­კო­ი­ლი" სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ბერ­კე­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ა­ძე­ვა ბაზ­რი­დან. "გალ­ფის" სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, კე­ზე­რაშ­ვი­ლის ხელ­ში გა­და­ვი­და სამი კომ­პა­ნი­ის - "სენ­ტას", "მაგ­ნა­ტი­სა" და "ეკოს" ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბი, მათი მფლო­ბე­ლე­ბი კე­ზე­რაშ­ვილ­მა და მის­მა პარტნი­ო­რებ­მა, უბ­რა­ლოდ, აი­ძუ­ლეს, და­ბალ, არა­სა­ბაზ­რო ფა­სად და­ეთ­მოთ მათ­თვის ბიზ­ნე­სი.

და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი პა­რა­ლე­ლუ­რად ფლობ­და ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის სა­დის­ტრი­ბუ­ციო კომ­პა­ნია "უნიგ­რუპს". ეს კომ­პა­ნია მისი ცო­ლისძმის, ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნის სა­ხელ­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი. "უნიგ­რუპ­მა" 3 წლის მან­ძილ­ზე არა­ერ­თი სა­ხელ­მწი­ფო ტენ­დე­რი მო­ი­გო. ეს კომ­პა­ნია სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს სა­ბაზ­რო ფას­ზე მა­ღალ ფას­ში აწ­ვდი­და ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტებს, მაგ­რამ სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­აქ­ცია სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან არ ყო­ფი­ლა. კე­ზე­რაშ­ვი­ლი სრუ­ლი მო­ნო­პო­ლის­ტი გახ­და სა­რეკ­ლა­მო ბიზ­ნე­სის, თუმ­ცა ის ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნის სა­ხელ­ზე ფიქ­სირ­დე­ბო­და. სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნია "აუტ­დორ­გე"-ს სრუ­ლი მო­ნო­პო­ლის­ტი იყო ე.წ. გარე რეკ­ლა­მის ბა­ზარ­ზე.

2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ გა­ბიზ­ნეს­მე­ნე­ბუ­ლი კე­ზე­რაშ­ვი­ლი ფლობ­და სა­ტე­ლე­ვი­ზიო კომ­პა­ნი­ე­ბის "რუს­თა­ვი 2"-ისა და "მზის" 40-40%-ს. "რუს­თა­ვი 2"-ში თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი კომ­პა­ნია "მე­დია ჯორ­ჯი­ა­თი" იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, "მზე­ში" - "ჯორ­ჯი­ან მე­დია კომ­პა­ნით". კე­ზე­რაშ­ვი­ლი იყო ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში, მისი ბიზ­ნეს­წი­ლე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა ძა­ლი­ან შორს წაგ­ვიყ­ვანს, აქ მა­ინც მთა­ვა­რი ისაა, გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ წა­მო­ი­წყო, გავა თუ არა იმ სა­ერ­თა­შო­რი­სო და­ნა­შა­უ­ლის კვალ­ზე, რა­საც ია­რა­ღით უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბა ჰქვია და რა­შიც კე­ზე­რაშ­ვი­ლია ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი. და თუკი კვა­ლი გა­მო­იკ­ვე­თა და და­დას­ტურ­და, რომ ის ამა­რა­გებ­და ტე­რო­რის­ტებს, მა­შინ ეს სა­კი­თხი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­საც გა­და­ი­ყო­ლებს და მის "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­საც" უკვე სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზეც.

ნინო სამ­ხა­რა­ძე

გა­ზე­თი "ქრო­ნი­კა"

გრიფით "საიდუმლოდ" - ჰილარი კლინტონისა და და ჯონ ტეფტის სკანდალური მიმოწერა კეზერაშვილის საქმეზე

გრიფით "საიდუმლოდ" - ჰილარი კლინტონისა და და ჯონ ტეფტის სკანდალური მიმოწერა კეზერაშვილის საქმეზე

ვინ არის დავით კეზერაშვილი - ბიზნესმენი თუ მაფიოზი? როგორ იქცა ის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამფინანსებლად? მიხეილ სააკაშვილისთვის კორუფციასთან მებრძოლი კეზერაშვილი როგორ გახდა 4 წელიწადში მილიარდერი? საქართველოს ომწაგებული თავდაცვის ექსმინისტრის ირგვლივ რატომ ატყდა საერთაშორისო სკანდალი? რატომ გაჩნდა ეჭვი, რომ ის იარაღის კონტრაბანდაშია ეჭვმიტანილი? სად წავიდა ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიარდით შეძენილი უახლესი სამხედრო ტექნიკა და რატომ შეხვდა აგვისტოს ომს ქართული ჯარი ხელცარიელი?

თუ სააკაშვილის ცნობილი წერილით ვიმსჯელებთ, უცნაურია ისიც, რატომ უნდა ებრძოდეს რუსეთი კეზერაშვილს, როცა მან პრაქტიკულად უბრძოლველად ჩააბარა ე.წ. სამხრეთ ოსეთი, მეტიც, ის სპეცრეისით ჩამოიყვანეს საფრანგეთიდან, ომის დაწყების დღეს ქვეყანაში არ იმყოფებოდა, როცა მასთან კაბინეტში ადამიანთა გარკვეული ჯგუფი შევიდა, კონკრეტული სამოქმედო გეგმით, კეზერაშვილმა მათ განუცხადა, სულ ფეხებზე მკიდია თქვენი გეგმაც და ეს ომიცო. სააკაშვილს თავის წერილში კეზერაშვილი წმინდანად გამოჰყავს, თუმცა ყველას გვახსოვს კოდუას დაკვეთით გაკეთებული ფარული ჩანაწერი, სადაც ფინანსური პოლიციის მაშინდელი შეფი დავით კეზერაშვილი განგრეულ კაიფშია და თავის მძღოლს კიდევ ერთი "ბაიანის" ამოტანას ავალებს, თუმცა კიდევ უფრო სერიოზული ბრალი პირველად სწორედ ამ ჩანაწერიდან გამოიკვეთა, როცა კეზერაშვილი მანქანების არასწორ ტენდერებში გამოიჭირა კოდუას უწყებამ და მის საქმიანობაში კორუფციის ნიშნები აღმოაჩინა. ამის მიუხედავად, კეზერაშვილი არავის დაუსჯია, მისი კარიერა გეომეტრიული სისწრაფით იზრდებოდა და მისგან მილიარდერი ბიზნესმენიც მივიღეთ. 9 წლის მანძილზე ჩვენი გაზეთით უამრავი კომპრომატი ქვეყნდებოდა მასზე, თუ როგორ "ახევდა" ის ადამიანებს ბიზნესებს, როგორ ჩაიგდო ხელში საქართველოს სტრატეგიული ობიექტები... მისი "მოღვაწეობის" პიკს კი იარაღით უკანონო ვაჭრობას უკავშირებენ. როგორც გენერალი ტრისტან წითელაშვილი აცხადებს, აგვისტოს ომმა ყველაფერი ჩამოწერა, საქართველოს ხელისუფლების ინტერესში იყო ამ ომის წამოწყება, მეტიც, "ნაცმოძრაობა" რომ ხელისუფლებაში დარჩენილიყო, კიდევ ერთი ომი გარდაუვალი იქნებოდა. და მაინც, რატომ იყო საჭირო ომი? საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კვოტის მიხედვით იძენდა ძვირადღირებულ იარაღს. ერთ-ერთი სქემის მიხედვით, საქართველო იარაღს ყიდულობდა უკრაინიდან, "უკსპეცექსპორტიდან", თანხები კი ირიცხებოდა ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიის "ბელთრეიდინგის" გავლით, შუამავალი კომპანია საჭირო იყო ფულის გასათეთრებლად. გენერალი წითელაშვილის თქმით, ერთ ოპერაციაში გადაირიცხა 100 მილიონი, აქედან "ბელთრეიდინგში" დარჩა 80 მილიონი და 20 მილიონი გადაირიცხა "უკსპეცექსპორტში". ოფშორში დარეგისტრირებული ეს კომპანია ასევე საჭირო იყო იმისთვის, რომ მესამე ქვეყნებზე, ანუ იმ ქვეყნებზე, რომელთაც იარაღის შეძენაზე ემბარგო ედოთ, გადაყიდული იარაღის თანხები ჩარიცხულიყო "ბელთრეიდინგში". არის ეჭვი, რომ ამ გზით იარაღი ხვდებოდა ტერორისტების ხელში, ომი კი საჭირო იყო იმისთვის, რომ იარაღი ჩამოწერილიყო, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დაიკარგებოდა შეძენილი ძვირადღირებული იარაღის კვალი, - ასეთია სამხედრო ექსპერტების აზრი. კეზერაშვილის ადვოკატები პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებენ ხელისუფლებას და კატეგორიულად უარყოფენ, რომ ის იარაღით უკანონო ვაჭრობაშია ეჭვმიტანილია, თუმცა ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, იქნებ სააკაშვილის თვითაღიარების საფუძველზე, რომ კეზერაშვილი მათი პარტიის მთავარი დამფინანსებელი იყო, დაიწყოს გამოძიება, როგორ გახდა კეზერაშვილი მილიარდერი? სააკაშვილმა ამ წერილით ჩვენება მისცა საფრანგეთის პროკურატურას, მისი ანგარიშები ასევე შეისწავლა საერთაშორისო აუდიტმა "დელოიტმა", საიდანაც ირკვევა, რომ კეზერაშვილის სახელზე ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიის ანგარიშზე მილიარდიანი ბრუნვა ფიქსირდება 2009 წლიდან 2012 წლამდე. უცნაურია, თავდაცვის ომწაგებულმა მინისტრმა ამდენი ფული როგორ დააგროვა?!

საქართველოში იარაღის კონტრაბანდასთან დაკავშირებით ეჭვს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც გამოთქვამდა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში პირდაპირ ეწერა, რომ საქართველო იქცა იარაღის კონტრაბანდის ადგილად და ნარკოტიკების სატრანზიტო დერეფნად. წლების წინათ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ჩვენთან ინტერვიუში გაკვრით ისიც ახსენა, რომ ჰილარი კლინტონი აღშფოთებას გამოთქვამდა და თავად იყო დაინტერესებული, გაერკვია, რეალურად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ თუ არა ჩართული იარაღის კონტრაბანდაში. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ტერორისტების გააქტიურება, ამერიკა-ირანის კონფლიქტის გამწვავება... ამიტომ დაინტერესდნენ, როგორ აღმოჩნდა ტერორისტების ხელში ძვირადღირებული საბრძოლო ტექნიკა. სწორედ ამ მიზნით ამერიკის მხარემ მონიტორინგის ჩატარება დაიწყო. "ქრონიკამ" მოიპოვა აშშ-ს მაშინდელი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის გასაიდუმლოებული წერილი და საქართველოში აშშ-ს იმდროინდელი ელჩის ჯონ ტეფტის პასუხი.

ჰილარი კლინტონის წერილში ვკითხულობთ:

"მივმართავ ამერიკის სახელმწიფო სამდივნოს, ამერიკის საელჩოს საქართველოში, ამერიკის საელჩოს კიევში, სოფიაში, ამერიკის ცენტრალურ დაზვერვას ვაშინგტონში, "ეფ-ბი-აი"-ს, წერილი არის სენსიტიური და ყველას გაფრთხილებთ, რომ ეს არის შიდა მოხმარებისთვის. თბილისში ნიკოლ ობრაიენს ("ეფ-ბი-აი"-ს წარმომდეაგენელს - ნ.ს.), პორტლუისში კვენტინ ბარბერს, თავდაცვის ოფისის დეპარტამენტს მოეთხოვა სავაჭრო წინასალიცენზიო კონტოლის განხორციელება, შემდეგ ლიცენზიაზე 050180371, ჭურვებისა და შაშხანების ექსპორტზე საქართველოში. შემოწმება განხორციელდეს 30 დღის განმავლობაში, რაც გავლენას მოახდენს მიმდინარე და სამომავლო ლიცენზიებზე. ამ მოთხოვნის მიზანია სეიშელის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანია "ბელთრეიდინგისა" და "კონსალტინგის" გადამოწმება, რომელიც მუშაობდა ბულგარეთის ინდუსტრიულ კომპანია "ბი-ეი-ემ"-თან, რათა შეესყიდა შაშხანები "ემ-4" და "ემ-203" ჭურვები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით. შენიშვნა: "ბელთრეიდინგი" და "კონსალტინგი" ასევე ცნობილია, როგორც საქმის მწარმოებელი უკრაინაში, კომპანია საკომისიოს იღებს თავისი მომსახურებისთვის ამ ტრანზაქციაში, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ კომპანია არ არის ჩამონათვალში, როგორც ექსპორტის ლიცენზიის მომთხოვნი. ის არ აკმაყოფილებს იარაღის რეგულაციის საერთაშორისო ნორმებს, არის ეჭვი, რომ კომპანია დაკავშირებულია იარაღით უკანონო ვაჭრობასთან და მას კავშირები აქვს ორგანიზებულ დანაშაულთან. სეიშელის მთავრობა მიიჩნევს, რომ "ბელთრეიდინგზე" საჭიროა მეტი ინფორმაცია იყოს მოძიებული ამ ტრანზაქციებისა და მხარეთა ჩართულობის შესახებ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილმა პირებმა უნდა დაადასტურონ საჭიროება მოთხოვნაში ჩამოთვლილ შაშხანებსა და ჭურვებზე, 2007-2008 წლებში დათარიღებული დოკუმენტები კვლავ არის თუ არა მოქმედი თავდაცვის სამინისტროსთვის? რა როლს ასრულებდა სეიშელში დარეგისტრირებული "ბელთრეიდინგი" და "კონსალტინგი" ამ ტრანსაქციებში? რა პირობებია იმ კონტრაქტით გათვალისწინებული, რომელიც დაიდო საქართველოს სამინისტროსა და "ბელთრეიდინგის" შორის ამ კონკრეტულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველომ შაშხანები და ჭურვები შეიძინა. იღებს თუ არა საკომისიოს "ბელთრეიდინგი" და "კონსალტინგი" ამ მომსახურების გაწევისას? იყო თუ არა სხვა კომპანიები ჩართული ამ ტრანზაქციებში, არის თუ არა მესამე მხარე საკომისიოს მიმღები?

მოგეთხოვებათ, "ბელთრეიდინგისა" და "კონსალტინგის" შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება. ჩვენ ვამოწმებთ იმ პირების კეთილსინდისიერებას, ვინც ჩართულია იარაღის ექსპორტსა და იმპორტში. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ყველა ინფორმაცია, რაც დაეხმარება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, გასწიოს მონიტორინგი ამერიკული თავდაცვის კუთხით. ეს კიდევ გაამყარებს ჩვენს ნდობას, იარაღით სავაჭრო ურთიერთობებში. რა ურთიერთობები გააჩნია "ბელთრეიდინგს" საქართველოს მთავრობასთან და თავდაცვის სამინისტროსთან. რა პირობებით მუშაობთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ამ ტრანზაქციასთან დაკავშირებით. ვინ არის საკონტაქტო პირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან?.. არის თუ არა "ბელთრეიდინგისთვის" ცნობილი აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს წესები, მათ შორის იმ შეზღუდვების შესახებ, რასაც ჰქვია ექსპორტი. არის თუ არა "ბელთრეიდინგი" და "კონსალტინგი" მართებულად რეგისტრირებული სეიშელის მთავრობის მიერ გაყიდვების სფეროში?.. რამდენად იცავს იმ თავდაცვის წესებს, რაც სეიშელზე და დანარჩენ მსოფლიოში არსებობს".

კლინტონის წერილის დასასრულს მითითებულია საქმის ნომერი, 7000 "ემ-5", "ა-1" შაშხანა, 5, 56 მმ. 2000 "ემ-2, "03"... ლიცენზიის ღირებულება 6 მილიონ 600 ათას დოლარს შეადგენს, საქმეში ფიგურირებს, "ბელთრეიდინგი" და "კონსალტინგი", რომელიც მდებარეობს სეიშელის კუნძულებზე, სამხედრო შეიარაღების საბოლოო მომხმარებელი არის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. გადარიცხვას ხელს აწერს მამუკა მუჯირი, 11 აპრილი, 2008, ზაზა გოგავა, 11 აპრილი, 2008 წელი და ალმენდიევი არკადი. "ბელთრეიდინგი" და "კონსალტინგი" 2008 წლის 11 აპრილი".

ჰილარი კლინტონს, საქართველოდან ეგზავნება აშშ-ს ყოფილი ელჩის ჯონ ტეფტის საიდუმლო პასუხი:

"თავდაცვის სამინისტროსა და "ბელთრეიდინგს" შორის დადებულ ხელშეკრულებებზე დასმულია რამდენიმე კითხვა. როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილე ოთარ ბერძენიშვილი განმიმარტავს, "ბელთრეიდინგი" არის უკრაინული კომპანია, რომელიც დაფუძნებულია სეიშელში. "ბელთრეიდინგსა" და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებობდა საქმიანი ურთიერთობა ჯერ კიდევ 2006 წლიდან, თავდაცვის სამინისტრომ დადო არაერთი კონტრაქტი ამ კომპანიასთან, ბერძენიშვილი არ არის კმაყოფილი "ბელთრეიდინგის" მიერ შესრულებული სამუშაოთი. მას სურს, შეწყვიტოს თავდაცვის სამინისტრომ ამ კომპანიასთან საქმიანობა, ოღონდ ისე, რომ არ დაიკარგოს საქართველოს მთავრობის თანხები, რაც უკვე გადახდილია. ბერძენიშვილი შეშფოთებას გამოთქვამს "ბელთრეიდინგსა" და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულ კონტრაქტებზე, კერძოდ, ის შეშფოთებულია, თუ როგორ არის გაფორმებული კონტრაქტები. ბერძენიშვილი ამბობს, რომ ეს საქმიანობა არ არის გამჭვირვალე, ანგარიშვალდებულებების ნაკლებობაა, "ბელთრეიდინგში" დაწესებულია მაღალი საკომისიო განაკვეთი, რაც სტანდარტებს სცილდება. ბერძენიშვილი ეჭვობს, რომ "ბელთრეიდინგში" ილექება საქართველოდან წასული დიდი თანხები, მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვების კონტრაქტები წინ არ წასულა. ზოგიერთ შემთხვევაში ლიცენზიებიც კი უარყოფილი იქნა. "ბელთრეიდინგში" მაინც დარჩება თანხები, მიუხედავად იმისა, ტვირთი მიწოდებული იქნება თუ არა ადრესატამდე".

როგორც ხედავთ, ეს კიდევ ახალი სკანდალია "ბელთრეიდინგის" მიმართულებით. იქნებ "ნაციონალურმა მოძრაობამ" აგვიხსნას, რისთვის სჭირდებოდათ ეს კომპანია, სადაც საეჭვო გადარიცხვები ხდებოდა? ან იქნებ ჰილარი კლინტონის კითხვებს გასცენ პასუხი და აგვიხსნან, რატომ დაინტერესდა თავის დროზე ამერიკა ამ თემით? როგორც გენერალი ტრისტან წითელაშვილი ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს, "ბელთრეიდინგის" უკან იდგა სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია, რომელიც გარედან ეხმარებოდა კეზერაშვილს და მის დაჯგუფებას იარაღით უკანონო ვაჭრობაში. კითხვები დაისვა, სიადუმლო მიმოწერა გამჟღავნდა, იქნებ ჰილარი კლინტონს ჰკითხოთ, რატომ დაინტერესდა ის საქართველოსა და ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიის ურთიერთობებით? სადაც ის ეჭვს გამოთქვამს, რომ იარაღის გადაყიდვის გზით ამ კომპანიაში ფული ილექება...

"ნაციონალურმა მოძრაობამ" სათავე დაუდო ელიტურ კორუფციას. კარგად დამუშავებული კორუფციული საქმეების წყალობით, 2008 წელს, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ოფიციალურად ააწყო ბიზნესი კეზერაშვილმა. დავით კეზერაშვილი საქართველოში ყველაზე წარმატებულ ოლიგარქად იქცა. მან 4 წელიწადში იშოვა იმდენი, რასაც სხვები მთელი ცხოვრება ოცნებობენ. კეზერაშვილი ზემომგებიან, ნავთობპროდუქტების ბიზნესს აკონტროლებდა საქართველოში. ის კომპანია "გალფ-ჯორჯიას" მეწილე იყო, რომელიც ამერიკულ კომპანია "გალფს" წარმოადგენს საქართველოში. სხვათა შორის, "გალფის" საქართველოში შემოსვლისთანავე, კომპანია "ლუკოილმა" მას 65 ავტოგასამართი სადგური მიჰყიდა. გავრცელებული ინფორმაციით, დავით კეზერაშვილმა, უშუალოდ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით, "ლუკოილი" სახელისუფლებო ბერკეტების საშუალებით გააძევა ბაზრიდან. "გალფის" საქართველოში გამოჩენისთანავე, კეზერაშვილის ხელში გადავიდა სამი კომპანიის - "სენტას", "მაგნატისა" და "ეკოს" ავტოგასამართი სადგურები, მათი მფლობელები კეზერაშვილმა და მისმა პარტნიორებმა, უბრალოდ, აიძულეს, დაბალ, არასაბაზრო ფასად დაეთმოთ მათთვის ბიზნესი.

დავით კეზერაშვილი პარალელურად ფლობდა ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია "უნიგრუპს". ეს კომპანია მისი ცოლისძმის, ირაკლი ჩიქოვანის სახელზეა გაფორმებული. "უნიგრუპმა" 3 წლის მანძილზე არაერთი სახელმწიფო ტენდერი მოიგო. ეს კომპანია სახელმწიფო დაწესებულებებს საბაზრო ფასზე მაღალ ფასში აწვდიდა ნავთობპროდუქტებს, მაგრამ სამართლებრივი რეაქცია სახელმწიფოს მხრიდან არ ყოფილა. კეზერაშვილი სრული მონოპოლისტი გახდა სარეკლამო ბიზნესის, თუმცა ის ირაკლი ჩიქოვანის სახელზე ფიქსირდებოდა. სარეკლამო კომპანია "აუტდორგე"-ს სრული მონოპოლისტი იყო ე.წ. გარე რეკლამის ბაზარზე.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაბიზნესმენებული კეზერაშვილი ფლობდა სატელევიზიო კომპანიების "რუსთავი 2"-ისა და "მზის" 40-40%-ს. "რუსთავი 2"-ში თავდაცვის ყოფილი მინისტრი კომპანია "მედია ჯორჯიათი" იყო წარმოდგენილი, "მზეში" - "ჯორჯიან მედია კომპანით". კეზერაშვილი იყო ყველგან და ყველაფერში, მისი ბიზნესწილების დასახელება ძალიან შორს წაგვიყვანს, აქ მაინც მთავარი ისაა, გამოძიება, რომელიც საქართველოს პროკურატურამ წამოიწყო, გავა თუ არა იმ საერთაშორისო დანაშაულის კვალზე, რასაც იარაღით უკანონო ვაჭრობა ჰქვია და რაშიც კეზერაშვილია ეჭვმიტანილი. და თუკი კვალი გამოიკვეთა და დადასტურდა, რომ ის ამარაგებდა ტერორისტებს, მაშინ ეს საკითხი მიხეილ სააკაშვილსაც გადაიყოლებს და მის "ნაციონალურ მოძრაობასაც" უკვე საერთაშორისო დონეზეც.

ნინო სამხარაძე

გაზეთი "ქრონიკა"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა