პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კვეჟოვიჩის" 20-წლიანი შურისძიება
"კვეჟოვიჩის" 20-წლიანი შურისძიება

2014 წლის 11 იან­ვარს მოს­კო­ვის შე­მო­გა­რენ­ში ქარ­თვე­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" და­ვით მელ­ქა­ძე, მეტ­სა­ხე­ლად "დათო ფო­თინ­სკი" მოკ­ლეს..

კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტს თავ­დამ­სხმელ­მა ცე­ცხლი კრას­ნო­გორსკის ჰი­პერ­მარ­კე­ტის მი­წის­ქვე­შა ავ­ტო­ფა­რეხ­ში გა­უხ­სნა, სა­დაც ის მე­უღ­ლე­სა (მე­ო­რე ვერ­სი­ით, ძი­ძას­თან) და ორ შვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და.

რო­გორც კრი­მი­ნა­ლურ წრე­ებ­ში ამ­ბო­ბენ, დათო მელ­ქა­ძემ ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ უარი თქვა ქურ­დულ ცხოვ­რე­ბა­ზე და კერ­ძო სა­ბავ­შვო ბაღი გახ­სნა. სწო­რედ ამ ბა­ღის­თვის ავე­ჯის სა­ყიდ­ლად იყო მი­სუ­ლი ჰი­პერ­მარ­კეტ­ში. იქი­დან გა­მო­სულს ავ­ტო­მან­ქა­ნამ­დე რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯი აშო­რებ­და, როცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად უც­ნობ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნა. მელ­ქა­ძე ინ­სტინ­ქტუ­რად უმ­ცროს ქა­ლიშ­ვილს გა­და­ე­ფა­რა, ხოლო ცოლს და უფ­როს ვაჟს (10 წლის) და­უყ­ვი­რა, - გა­ი­ქე­ცი­თო. მო­უ­ლოდ­ნე­ლად მკვლე­ლის ია­რაღ­ში ტყვია გა­ი­ჭე­და,"რა­მაც სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა მელ­ქა­ძეს და მის მხლებ­ლებს ჰი­პერ­მარ­კეტ­ში შე­ეღ­წი­ათ, თუმ­ცა კი­ლე­რი არ მო­ეშ­ვა და სრო­ლით და­ე­დევ­ნა... მძი­მედ დაჭ­რი­ლი მელ­ქა­ძე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­რო, რო­მე­ლიც 18 იან­ვარს "დედ ჰა­სა­ნის" (ას­ლან უსო­ი­ა­ნის) მკვლე­ლო­ბის წლის­თა­ვის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ემ­ზა­დე­ბო­და (რო­გორც საქ­მე­ში ჩა­ხე­დულ­ნი ამ­ბო­ბენ, და­გეგ­მი­ლია "ქურ­დუ­ლი შეხ­ვედ­რა", სა­დაც სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ში "ქურ­დუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის" სა­კი­თხიც გა­ნი­ხი­ლე­ბა), ამას არ ელო­და, რად­გან კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის მკვლე­ლო­ბა ყო­ველ­თვის ზედ­მეტ ხმა­ურს იწ­ვევს ხოლ­მე. ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბის წინ კი ხმა­უ­რი ქურ­დულ სამ­ყა­როს ხელს არ აძ­ლევ­და.

"კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" მკვლე­ლო­ბა­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, და­ვით მელ­ქა­ძის მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი უნდა იყოს შუ­რის­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც ოცი წლის წინ მოს­კოვ­ში მომ­ხდარ ერთ გახ­მა­უ­რე­ბულ მკვლე­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

1994 წლის 12 აპ­რილს მოს­კოვ­ში, ჩიხ­ლა­ძე­ე­ბის ბი­ნა­ში ზარი გა­ის­მა. კარი დი­ა­სახ­ლის­მა გა­ა­ღო და სტუმ­რე­ბი (ისი­ნი ორნი იყ­ვნენ) შინ შე­ი­პა­ტი­ჟა. ქალი იქვე, დე­რე­ფან­ში­ვე მოკ­ლეს, ხმა­ურ­ზე გა­მო­სუ­ლი ოჯა­ხის უფ­რო­სი ავთო ჩიხ­ლა­ძეც ჩა­ცხრი­ლეს. ამა­სო­ბა­ში მი­სა­ღებ ოთახ­ში ჩიხ­ლა­ძე­ე­ბის 9 წლის ვაჟი გუ­რა­მი შე­ნიშ­ნეს. შე­ში­ნე­ბუ­ლი ბიჭი ბა­ტა­რე­ას­თან მი­ყუ­ჟუ­ლი­ყო. მკვლელ­მა მა­საც ეს­რო­ლა. ერთი ტყვია გუ­რამს ზურ­გში მოხ­ვდა, მე­ო­რე ბა­ტა­რე­ას. გამსკდა­რი ბა­ტა­რე­ი­დან გა­მო­სულ­მა ორ­თქლმა ოთა­ხი და­ბინ­და. "სტუმ­რებ­მა" იფიქ­რეს, რომ ბავ­შვიც მკვდა­რი იყო და იქა­უ­რო­ბა და­ტო­ვეს.

ჩიხ­ლა­ძე­ე­ბის მკვლე­ლო­ბამ მთე­ლი პოსტსაბ­ჭო­უ­რი სივ­რცე აა­ლა­პა­რა­კა. ეს სა­ხუ­მა­რო ამ­ბა­ვი არ იყო, რად­გან საქ­მე ეხე­ბო­და იმ დრო­ის­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ქურ­დის, ავთო ჩიხ­ლა­ძის, მეტ­სა­ხე­ლად "კვე­ჟოს" მკვლე­ლო­ბას.

პა­ტა­რა გუ­რა­მი ექი­მებ­მა გა­და­არ­ჩი­ნეს, ქურ­დულ­მა სამ­ყა­რომ კი მკვლე­ლე­ბის ძებ­ნა და­ი­წყო.

ავთო ჩიხ­ლა­ძე მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და იმ ძვე­ლი ყა­ი­დის ქურ­დებს, რომ­ლე­ბიც ფიქ­რობ­დნენ, რომ"ქურ­დი "მში­ე­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი" უნდა ყო­ფი­ლი­ყო. მისი დაჯ­გუ­ფე­ბა (ქუ­თა­ი­სუ­რი ფრთა) 50 ქურ­დი­სა და 500 აქ­ტი­უ­რი წევ­რის­გან შედ­გე­ბო­და. "კვე­ჟოს" გავ­ლე­ნა კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ზე იმ­დე­ნად დიდი იყო, რომ 1993 წელს, ერთ-ერთ "სხოდ­კა­ზე" თვით ვი­ა­ჩეს­ლავ ივან­კოვს ("ია­პონ­ჩიკს") თა­მა­მად და­უ­პი­რის­პირ­და, საქ­მე ეხე­ბო­და "ობშ­ჩი­ა­კის" ბიზ­ნეს­ში გა­მო­ყე­ნე­ბას, რო­მელ­საც ძვე­ლი ქურ­დე­ბი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ. ამ­ბო­ბენ, გა­გუ­ლი­სე­ბუ­ლი ავთო ჩიხ­ლა­ძე მა­გი­და­ზე ავარ­და და "ია­პონ­ჩიკს" სა­ხე­ში წიხ­ლი ჩა­ა­ზი­ლაო. მა­შინ "კო­ლე­გე­ბის" შე­რი­გე­ბა შეძ­ლეს. თუმ­ცა, ჩანს, დრო­ე­ბით.... იმ დროს ხმე­ბი და­დი­ო­და, რომ "კვე­ჟოს" მკვლე­ლო­ბა­ში სწო­რედ "ია­პონ­ჩი­კის" ხელი ერია.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

"კვეჟოვიჩის" 20-წლიანი შურისძიება

"კვეჟოვიჩის" 20-წლიანი შურისძიება

2014 წლის 11 იანვარს მოსკოვის შემოგარენში ქართველი "კანონიერი ქურდი" დავით მელქაძე, მეტსახელად "დათო ფოთინსკი" მოკლეს..

კრიმინალურ ავტორიტეტს თავდამსხმელმა ცეცხლი კრასნოგორსკის ჰიპერმარკეტის მიწისქვეშა ავტოფარეხში გაუხსნა, სადაც ის მეუღლესა (მეორე ვერსიით, ძიძასთან) და ორ შვილთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც კრიმინალურ წრეებში ამბობენ, დათო მელქაძემ ციხიდან გამოსვლის შემდეგ უარი თქვა ქურდულ ცხოვრებაზე და კერძო საბავშვო ბაღი გახსნა. სწორედ ამ ბაღისთვის ავეჯის საყიდლად იყო მისული ჰიპერმარკეტში. იქიდან გამოსულს ავტომანქანამდე რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა, როცა მოულოდნელად უცნობმა ცეცხლი გაუხსნა. მელქაძე ინსტინქტურად უმცროს ქალიშვილს გადაეფარა, ხოლო ცოლს და უფროს ვაჟს (10 წლის) დაუყვირა, - გაიქეცითო. მოულოდნელად მკვლელის იარაღში ტყვია გაიჭედა,”რამაც საშუალება მისცა მელქაძეს და მის მხლებლებს ჰიპერმარკეტში შეეღწიათ, თუმცა კილერი არ მოეშვა და სროლით დაედევნა... მძიმედ დაჭრილი მელქაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კრიმინალური სამყარო, რომელიც 18 იანვარს "დედ ჰასანის" (ასლან უსოიანის) მკვლელობის წლისთავის აღსანიშნავად ემზადებოდა (როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობენ, დაგეგმილია "ქურდული შეხვედრა", სადაც სხვა საკითხებთან ერთად, სოჭის ოლიმპიადაში "ქურდული უსაფრთხოების" საკითხიც განიხილება), ამას არ ელოდა, რადგან კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობა ყოველთვის ზედმეტ ხმაურს იწვევს ხოლმე. ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების წინ კი ხმაური ქურდულ სამყაროს ხელს არ აძლევდა.

"კანონიერი ქურდის" მკვლელობაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

გავრცელებული ვერსიით, დავით მელქაძის მკვლელობის მოტივი უნდა იყოს შურისძიება, რომელიც ოცი წლის წინ მოსკოვში მომხდარ ერთ გახმაურებულ მკვლელობას უკავშირდება.

1994 წლის 12 აპრილს მოსკოვში, ჩიხლაძეების ბინაში ზარი გაისმა. კარი დიასახლისმა გააღო და სტუმრები (ისინი ორნი იყვნენ) შინ შეიპატიჟა. ქალი იქვე, დერეფანშივე მოკლეს, ხმაურზე გამოსული ოჯახის უფროსი ავთო ჩიხლაძეც ჩაცხრილეს. ამასობაში მისაღებ ოთახში ჩიხლაძეების 9 წლის ვაჟი გურამი შენიშნეს. შეშინებული ბიჭი ბატარეასთან მიყუჟულიყო. მკვლელმა მასაც ესროლა. ერთი ტყვია გურამს ზურგში მოხვდა, მეორე ბატარეას. გამსკდარი ბატარეიდან გამოსულმა ორთქლმა ოთახი დაბინდა. "სტუმრებმა" იფიქრეს, რომ ბავშვიც მკვდარი იყო და იქაურობა დატოვეს.

ჩიხლაძეების მკვლელობამ მთელი პოსტსაბჭოური სივრცე აალაპარაკა. ეს სახუმარო ამბავი არ იყო, რადგან საქმე ეხებოდა იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქურდის, ავთო ჩიხლაძის, მეტსახელად "კვეჟოს" მკვლელობას.

პატარა გურამი ექიმებმა გადაარჩინეს, ქურდულმა სამყარომ კი მკვლელების ძებნა დაიწყო.

ავთო ჩიხლაძე მიეკუთვნებოდა იმ ძველი ყაიდის ქურდებს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ”ქურდი "მშიერი და სამართლიანი" უნდა ყოფილიყო. მისი დაჯგუფება (ქუთაისური ფრთა) 50 ქურდისა და 500 აქტიური წევრისგან შედგებოდა. "კვეჟოს" გავლენა კრიმინალურ სამყაროზე იმდენად დიდი იყო, რომ 1993 წელს, ერთ-ერთ "სხოდკაზე" თვით ვიაჩესლავ ივანკოვს ("იაპონჩიკს") თამამად დაუპირისპირდა, საქმე ეხებოდა "ობშჩიაკის" ბიზნესში გამოყენებას, რომელსაც ძველი ქურდები ეწინააღმდეგებოდნენ. ამბობენ, გაგულისებული ავთო ჩიხლაძე მაგიდაზე ავარდა და "იაპონჩიკს" სახეში წიხლი ჩააზილაო. მაშინ "კოლეგების" შერიგება შეძლეს. თუმცა, ჩანს, დროებით.... იმ დროს ხმები დადიოდა, რომ "კვეჟოს" მკვლელობაში სწორედ "იაპონჩიკის" ხელი ერია.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ