სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საერთაშორისო სკანდალი - იარაღის კონტრაბანდასთან დაკავშირებული სქემები გაშიფრულია?!
საერთაშორისო სკანდალი - იარაღის კონტრაბანდასთან დაკავშირებული სქემები გაშიფრულია?!

გა­სულ კვი­რას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია გა­ახ­მა­უ­რა: "რაც შე­ე­ხე­ბა ია­რა­ღით უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბას, კე­ზე­რაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სკან­და­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია და ფაქ­ტე­ბი იკ­ვე­თე­ბა, რი­თაც არა მხო­ლოდ ჩვე­ნი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბი, არა­მედ უცხო ქვეყ­ნის შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბიც არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი".

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყო­ფილ­მა პო­ლიტ­პა­ტი­მარ­მა ვახ­ტანგ მა­ი­სა­ი­ამ "კვი­რის პა­ლიტ­რის" წინა ნო­მერ­ში უკვე ისა­უბ­რა ია­რა­ღის კონ­ტრა­ბან­დას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ­ჯე­რად მა­ი­სა­ია ამ თე­მას გა­ნავ­რცობს და იმ სქე­მებს გაგ­ვაც­ნობს, რომ­ლი­თაც, მისი აზ­რით, ია­რა­ღის კონ­ტრა­ბან­და ხდე­ბო­და.

- ჩემს საბ­რალ­დე­ბო დას­კვნა­ში (რაც კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ცი­ხე­ში ყოფ­ნი­სას გად­მომ­ცა) პირ­და­პირ წე­რია: "მა­ი­სა­ი­ას მიერ გა­დაგ­ზავ­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი შე­ი­ცავ­დნენ: სა­დაზ­ვერ­ვო, კონ­ტრსა­დაზ­ვერ­ვო, ოპე­რა­ტი­ულ-ტექ­ნი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გეგ­მებ­სა და ან­გა­რი­შებს, ია­რა­ღის, ტყვია-წამ­ლის, სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის უცხო­ე­თის ქვეყ­ნე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ტა­ნი­სა და გა­ტა­ნის, ამ ოპე­რა­ცი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ებს".

ეს იყო ის ინ­ფორ­მა­ცია, რაც წიგნ­ში გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი მქონ­და და ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ "სამ­ხი­ლად" გა­მო­ი­ყე­ნეს, თუმ­ცა ის ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მამ­ხი­ლე­ბე­ლია და არა ჩემი. "კვი­რის პა­ლიტ­რის" წინა ნო­მერ­ში ვამ­ბობ­დი, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, ის, რაც წიგნ­ში ანა­ლი­ზის დო­ნე­ზე მე­წე­რა, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მო­ად­გი­ლე ამი­რან მეს­ხელ­მა ჩემი და­კა­ვე­ბის შემ­დეგ თა­ვად და­მი­დას­ტუ­რა. მან თქვა, რომ ყვე­ლა­ფე­რი სი­მარ­თლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის (და არა მხო­ლოდ ამის) ცოდ­ნის გამო და­მა­კა­ვეს და მოკ­ვლას მი­პი­რებ­დნენ. ამის შემ­დეგ, 2011 წელს (რო­გორც ჩანს, ყო­ფილ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იმ­ხა­ნად უკვე იფიქ­რეს, რომ მათი ძა­ლა­უფ­ლე­ბა სა­მუ­და­მო არ იყო) ჩემს საქ­მე­ზე სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს კო­ლე­გია შე­იკ­რი­ბა, რო­მელ­მაც გა­მო­ი­ტა­ნა სპე­ცი­ა­ლუ­რი დად­გე­ნი­ლე­ბა ჩემი კუთ­ვნი­ლი ლეპ­ტო­პი­სა და ფლეშ­კის გა­ნად­გუ­რე­ბის თა­ო­ბა­ზე. ე.ი. ამ გრი­ფით "სა­ი­დუმ­ლო" საქ­მე­ში ნივთმტკი­ცე­ბა გა­ნად­გურ­და(!), რაც მი­ნი­მუმ 20 წლით მა­ინც უნდა შე­ნა­ხუ­ლი­ყო (ხელთ მაქვს ეს დად­გე­ნი­ლე­ბა). გა­მიჩ­ნდა სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ იქ არ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის ასლი გა­კეთ­და, რაც შემ­დეგ რო­მე­ლი­მე ყო­ფილ­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მიჰ­ყი­და. ჩანს, პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის ცნო­ბი­ლია ია­რა­ღის კონ­ტრა­ბან­დას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მის დე­ტა­ლე­ბი, რაც ამ ეჭვს მიძ­ლი­ე­რებს.…

- და­ა­ზუს­ტეთ, რაზე იყო სა­უ­ბა­რი ანა­ლიზ­ში და რით უკავ­შირ­დე­ბა ის კე­ზე­რაშ­ვი­ლის საქ­მეს?

- ამ­ჯე­რად მხო­ლოდ ერთ ფაქ­ტზე გა­ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რა­დღე­ბას: 2008 წლის ომის და­წყე­ბამ­დე ერთი თვით ადრე სა­ქარ­თვე­ლო­ში ბე­ლო­რუ­სი­ა­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი ია­რა­ღი შე­მო­ვი­და. ეს იყო 5 ერ­თე­უ­ლი ПЭС-100 (ეს არის ელექტრო­სად­გუ­რი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც მო­სას­მენ აპა­რა­ტუ­რად, ასე­ვე, რა­დი­ო­ე­ლექტრო­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის­თვის. ეს სპე­ცი­ფი­კუ­რი ტი­პის შე­ი­ა­რა­ღე­ბაა). თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ბე­ლო­რუ­სი­ის­გან რუ­სუ­ლი "კა­ლაშ­ნი­კო­ვე­ბი" რომ ეყი­და, კი­დევ ახ­სნა ექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ასე­თი რუ­სუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის შე­მო­ტა­ნა მა­შინ, როცა რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბამ პიკს მი­აღ­წია, ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვოა. ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ, რომ ამ დროს პუ­ტინს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სამ­ხედ­რო ემ­ბარ­გო ჰქონ­და და­წე­სე­ბუ­ლი. ეს შე­ი­ა­რა­ღე­ბა სპეც­კონ­ტრაქ­ტით შე­მო­ვი­და ბე­ლო­რუ­სი­ი­დან (მა­შინ, როცა ამ ქვე­ყა­ნას რუ­სეთ­თან ორ­მხრი­ვი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი). 5 ერ­თე­უ­ლი ПЭС-100 კომ­პა­ნია "ბელ თრე­ი­დინგ კონ­სულ­ტინგ ელ­ტე­დემ" შე­მო­ი­ტა­ნა, რო­მე­ლიც ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში, სე­ი­შე­ლის კუნ­ძუ­ლებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. ახლა ჩვე­ნი ქვეყ­ნის უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ედა­ვე­ბი­ან იმა­ზე, რომ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნია შე­იძ­ლე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­თან. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ამ ია­რა­ღის შე­მო­ტა­ნა ვიქ­ტორ შე­ი­მა­ნის გა­რე­შე არ მოხ­დე­ბო­და.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლიც კე­ზე­რაშ­ვი­ლი იყო, მა­შინ ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­მო­ი­ტა­ნა ეს შე­ი­ა­რა­ღე­ბა. შემ­დეგ თვი­თონ მე­რა­ბიშ­ვი­ლი შეხ­ვდა ბე­ლო­რუ­სი­ა­ში ვიქ­ტორ შე­ი­მანს (არა­ერ­თხელ). ეს უკა­ნას­კნე­ლი ლუ­კა­შენ­კოს მარ­ჯვე­ნა ხელი იყო, რო­გორც უკვე იცით, ბე­ლო­რუ­სი­ა­ში კა-გე-ბეს კუ­რი­რებ­და და ამას­თან, არა­ლე­გა­ლუ­რი ია­რა­ღის "შავ დი­ლერ­საც" უწო­დებ­დნენ. ამე­რი­კუ­ლი ანა­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი, რო­მე­ლიც ყო­ფი­ლი მზვე­რა­ვე­ბის მიერ არის შექ­მნი­ლი, პირ­და­პირ წერს, რომ შე­ი­მა­ნი, ისე­ვე, რო­გორც ვიქ­ტორ ბუტი, ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ბიზ­ნეს­ში იყო ჩარ­თუ­ლი და ის რუ­სე­თის ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლის, იგორ სე­ჩი­ნის ახლო მე­გო­ბა­რი გახ­ლდათ. თა­ვის მხრივ, სე­ჩი­ნი პუ­ტი­ნის­თვის ისე­თი­ვე ფუ­ლის ყუ­ლა­ბა იყო, რო­გო­რიც კე­ზე­რაშ­ვი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის. ასე რომ, აშშ-ის­თვის მთე­ლი ეს სქე­მა, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კავ­ში­რე­ბი ვიქ­ტორ ბუტ­სა და მის მე­კავ­ში­რე­ებ­თან (შე­ი­მან­თან, სე­ჩინ­თან, პატ­რუ­შევ­თან) უკვე გა­შიფ­რუ­ლია. ამე­რი­კე­ლე­ბი ია­რა­ღის კონ­ტრა­ბან­დას­თან და­კავ­ში­რე­ბულ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ვიქ­ტორ ბუ­ტის მეშ­ვე­ო­ბით გა­ვიდ­ნენ სე­ჩინ­სა და პატ­რუ­შევ­ზე. 2008 წელს მას 25-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს... ბუტი "თა­ლი­ბებს" ეხ­მა­რე­ბო­და. მათ­თვის არა მხო­ლოდ ია­რა­ღი, ოქრო და ნარ­კო­ტი­კე­ბიც კი გა­დაჰ­ქონ­და. რე­ი­სე­ბი კი, რო­მელ­თაც ბუ­ტის გა­დამ­ზი­დი კომ­პა­ნი­ის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი აკე­თებ­და, ასე­თი იყო: პა­კის­ტა­ნი, ავ­ღა­ნე­თი, აბუ­და­ბი, ბურ­გა­სი და ბელ­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბა. სხვა რე­ი­სი იყო: ბე­ლო­რუ­სია, უკ­რა­ი­ნა, ბურ­გა­სი, აფ­რი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბა და ასე­ვე, რუ­სე­თი, ბე­ლო­რუ­სია, უკ­რა­ი­ნა, ბულ­გა­რე­თი და ლი­ბი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბა. ამ­დე­ნად, ბუ­ტის ინ­ტე­რე­სე­ბის არე­ალ­ში სა­ქარ­თვე­ლოც მო­ექ­ცა. მას სა­ქარ­თვე­ლო სჭირ­დე­ბო­და რო­გორც ყვე­ლა­ზე მოკ­ლე კო­რი­დო­რი ბურ­გა­სამ­დე, რათა ტვირ­თე­ბი ავ­ღა­ნე­თი­დან და­სავ­ლე­თი­სა და შემ­დეგ აშშ-ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ე­ტა­ნა. ამი­ტო­მაც ბუტი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან კავ­შირ­ზე გა­ვი­და.

- ვისი მეშ­ვე­ო­ბით გა­ვი­და?

- შუ­ა­მა­ვა­ლი რგო­ლი თე­მურ ალა­სა­ნია გახ­ლდათ. თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით სხვა პერ­სო­ნა­მაც იკის­რა შუ­ა­მავ­ლო­ბა, რა­ზეც ამ­ჯე­რად არ ვი­ლა­პა­რა­კებ. მოკ­ლედ, ჩე­კისტ თე­მურ ალა­სა­ნი­ა­სა და იგორ სე­ჩინს ერთი და იგი­ვე ინ­სტი­ტუ­ტი ჰქონ­დათ დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ბექგ­რა­უნ­დიც ერთი და იგი­ვე ჰქონ­დათ - სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში მუ­შა­ობ­დნენ. ამე­რი­კის სპეც­სამ­სა­ხურ­მა თე­მურ ალა­სა­ნია გა­შიფ­რა... მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ყო­ფი­ლი ჩე­კის­ტი არ არ­სე­ბობს და ის ბო­ლომ­დე ამ დაჯ­გუ­ფე­ბის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში დარ­ჩა. სხვა­თა შო­რის, მი­მაჩ­ნია, რომ მისი ბოლო პე­რი­ო­დის საქ­მი­ა­ნო­ბა ჟვა­ნი­ას სიკ­ვდი­ლის წინა პი­რო­ბებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საერთაშორისო სკანდალი - იარაღის კონტრაბანდასთან დაკავშირებული სქემები გაშიფრულია?!

საერთაშორისო სკანდალი - იარაღის კონტრაბანდასთან დაკავშირებული სქემები გაშიფრულია?!

გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაახმაურა: "რაც შეეხება იარაღით უკანონო ვაჭრობას, კეზერაშვილთან დაკავშირებული ძალიან საინტერესო სკანდალური ინფორმაცია და ფაქტები იკვეთება, რითაც არა მხოლოდ ჩვენი სამართალდამცავი უწყებები, არამედ უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოებიც არიან დაინტერესებული".

აღსანიშნავია, რომ ყოფილმა პოლიტპატიმარმა ვახტანგ მაისაიამ "კვირის პალიტრის" წინა ნომერში უკვე ისაუბრა იარაღის კონტრაბანდასთან დაკავშირებით. ამჯერად მაისაია ამ თემას განავრცობს და იმ სქემებს გაგვაცნობს, რომლითაც, მისი აზრით, იარაღის კონტრაბანდა ხდებოდა.

- ჩემს საბრალდებო დასკვნაში (რაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ციხეში ყოფნისას გადმომცა) პირდაპირ წერია: "მაისაიას მიერ გადაგზავნილი ინფორმაციები შეიცავდნენ: სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო, ოპერატიულ-ტექნიკური საქმიანობის გეგმებსა და ანგარიშებს, იარაღის, ტყვია-წამლის, სამხედრო ტექნიკის უცხოეთის ქვეყნებიდან საქართველოში შემოტანისა და გატანის, ამ ოპერაციების დაფინანსების შესახებ ინფორმაციებს".

ეს იყო ის ინფორმაცია, რაც წიგნში გაანალიზებული მქონდა და ჩემს წინააღმდეგ "სამხილად" გამოიყენეს, თუმცა ის ყოფილი ხელისუფლების მამხილებელია და არა ჩემი. "კვირის პალიტრის" წინა ნომერში ვამბობდი, რომ ფაქტობრივად, ის, რაც წიგნში ანალიზის დონეზე მეწერა, ვანო მერაბიშვილის მოადგილე ამირან მესხელმა ჩემი დაკავების შემდეგ თავად დამიდასტურა. მან თქვა, რომ ყველაფერი სიმართლეს შეესაბამებოდა. ამ ინფორმაციის (და არა მხოლოდ ამის) ცოდნის გამო დამაკავეს და მოკვლას მიპირებდნენ. ამის შემდეგ, 2011 წელს (როგორც ჩანს, ყოფილ ხელისუფლებაში იმხანად უკვე იფიქრეს, რომ მათი ძალაუფლება სამუდამო არ იყო) ჩემს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს კოლეგია შეიკრიბა, რომელმაც გამოიტანა სპეციალური დადგენილება ჩემი კუთვნილი ლეპტოპისა და ფლეშკის განადგურების თაობაზე. ე.ი. ამ გრიფით "საიდუმლო" საქმეში ნივთმტკიცება განადგურდა(!), რაც მინიმუმ 20 წლით მაინც უნდა შენახულიყო (ხელთ მაქვს ეს დადგენილება). გამიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ იქ არსებული მასალების ასლი გაკეთდა, რაც შემდეგ რომელიმე ყოფილმა მაღალჩინოსანმა დღევანდელ ხელისუფლებას მიჰყიდა. ჩანს, პროკურატურისთვის ცნობილია იარაღის კონტრაბანდასთან დაკავშირებული საქმის დეტალები, რაც ამ ეჭვს მიძლიერებს.…

- დააზუსტეთ, რაზე იყო საუბარი ანალიზში და რით უკავშირდება ის კეზერაშვილის საქმეს?

- ამჯერად მხოლოდ ერთ ფაქტზე გავამახვილებ ყურადღებას: 2008 წლის ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე საქართველოში ბელორუსიაში წარმოებული იარაღი შემოვიდა. ეს იყო 5 ერთეული ПЭС-100 (ეს არის ელექტროსადგური, რომელიც გამოიყენება როგორც მოსასმენ აპარატურად, ასევე, რადიოელექტრონული დაზვერვისთვის. ეს სპეციფიკური ტიპის შეიარაღებაა). თავდაცვის სამინისტროს ბელორუსიისგან რუსული "კალაშნიკოვები" რომ ეყიდა, კიდევ ახსნა ექნებოდა, მაგრამ ასეთი რუსული შეიარაღების შემოტანა მაშინ, როცა რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია, ძალიან საეჭვოა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ დროს პუტინს საქართველოსთვის სამხედრო ემბარგო ჰქონდა დაწესებული. ეს შეიარაღება სპეცკონტრაქტით შემოვიდა ბელორუსიიდან (მაშინ, როცა ამ ქვეყანას რუსეთთან ორმხრივი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული). 5 ერთეული ПЭС-100 კომპანია "ბელ თრეიდინგ კონსულტინგ ელტედემ" შემოიტანა, რომელიც ოფშორულ ზონაში, სეიშელის კუნძულებზეა დაფუძნებული. ახლა ჩვენი ქვეყნის უცხოელი პარტნიორები საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას ედავებიან იმაზე, რომ ზემოხსენებული კომპანია შეიძლება დაკავშირებული იყოს დავით კეზერაშვილთან. ყოველ შემთხვევაში, ამ იარაღის შემოტანა ვიქტორ შეიმანის გარეშე არ მოხდებოდა.

თავდაცვის სამინისტრომ, რომლის ხელმძღვანელიც კეზერაშვილი იყო, მაშინ ოფიციალურად შემოიტანა ეს შეიარაღება. შემდეგ თვითონ მერაბიშვილი შეხვდა ბელორუსიაში ვიქტორ შეიმანს (არაერთხელ). ეს უკანასკნელი ლუკაშენკოს მარჯვენა ხელი იყო, როგორც უკვე იცით, ბელორუსიაში კა-გე-ბეს კურირებდა და ამასთან, არალეგალური იარაღის "შავ დილერსაც" უწოდებდნენ. ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, რომელიც ყოფილი მზვერავების მიერ არის შექმნილი, პირდაპირ წერს, რომ შეიმანი, ისევე, როგორც ვიქტორ ბუტი, იარაღის უკანონო ბიზნესში იყო ჩართული და ის რუსეთის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის, იგორ სეჩინის ახლო მეგობარი გახლდათ. თავის მხრივ, სეჩინი პუტინისთვის ისეთივე ფულის ყულაბა იყო, როგორიც კეზერაშვილი სააკაშვილისთვის. ასე რომ, აშშ-ისთვის მთელი ეს სქემა, სააკაშვილის ხელისუფლების კავშირები ვიქტორ ბუტსა და მის მეკავშირეებთან (შეიმანთან, სეჩინთან, პატრუშევთან) უკვე გაშიფრულია. ამერიკელები იარაღის კონტრაბანდასთან დაკავშირებულ საქმეზე დაკავებული ვიქტორ ბუტის მეშვეობით გავიდნენ სეჩინსა და პატრუშევზე. 2008 წელს მას 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს... ბუტი "თალიბებს" ეხმარებოდა. მათთვის არა მხოლოდ იარაღი, ოქრო და ნარკოტიკებიც კი გადაჰქონდა. რეისები კი, რომელთაც ბუტის გადამზიდი კომპანიის სატრანსპორტო საშუალებები აკეთებდა, ასეთი იყო: პაკისტანი, ავღანეთი, აბუდაბი, ბურგასი და ბელგიის მიმართულება. სხვა რეისი იყო: ბელორუსია, უკრაინა, ბურგასი, აფრიკის მიმართულება და ასევე, რუსეთი, ბელორუსია, უკრაინა, ბულგარეთი და ლიბიის მიმართულება. ამდენად, ბუტის ინტერესების არეალში საქართველოც მოექცა. მას საქართველო სჭირდებოდა როგორც ყველაზე მოკლე კორიდორი ბურგასამდე, რათა ტვირთები ავღანეთიდან დასავლეთისა და შემდეგ აშშ-ის მიმართულებით გადაეტანა. ამიტომაც ბუტი საქართველოს ყოფილ ხელისუფლებასთან კავშირზე გავიდა.

- ვისი მეშვეობით გავიდა?

- შუამავალი რგოლი თემურ ალასანია გახლდათ. თუმცა მოგვიანებით სხვა პერსონამაც იკისრა შუამავლობა, რაზეც ამჯერად არ ვილაპარაკებ. მოკლედ, ჩეკისტ თემურ ალასანიასა და იგორ სეჩინს ერთი და იგივე ინსტიტუტი ჰქონდათ დამთავრებული, ბექგრაუნდიც ერთი და იგივე ჰქონდათ - საგარეო დაზვერვის მთავარ სამმართველოში მუშაობდნენ. ამერიკის სპეცსამსახურმა თემურ ალასანია გაშიფრა... მოგეხსენებათ, ყოფილი ჩეკისტი არ არსებობს და ის ბოლომდე ამ დაჯგუფების დაქვემდებარებაში დარჩა. სხვათა შორის, მიმაჩნია, რომ მისი ბოლო პერიოდის საქმიანობა ჟვანიას სიკვდილის წინა პირობებთან არის დაკავშირებული.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა