პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯეიმს ინჰოფი - ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას
ჯეიმს ინჰოფი - ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას

ჩვენ მკაც­რად ვგმობთ რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ას, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, სე­ნა­ტორ­მა ჯე­იმს ინჰოფ­მა გუ­შინ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

სე­ნა­ტორ ინჰო­ფის თქმით, ამე­რი­კა ღრმად შეშ­ფო­თე­ბუ­ლია რუ­სე­თის მცდე­ლო­ბით, გა­ზარ­დოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ფარ­თო­ბი.

"ჩვენ მკაც­რად ვგმობთ რუ­სე­თის მიერ და­მა­ტე­ბი­თი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ას, რა­საც ად­გი­ლი ჰქონ­და ბოლო პე­რი­ოდ­ში. ეს საფრ­თხეს უქ­მნის სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტს. 2008 წლის სამ­ხედ­რო შე­მოჭ­რის ხუთი წლი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი ემ­ბარ­გოს შემ­დეგ რუ­სე­თის ეს ქმე­დე­ბე­ბი საფრ­თხეს უქ­მნის სა­ქარ­თვე­ლოს და მისი ხალ­ხის თა­ვი­სუ­ფალ არ­ჩე­ვანს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით. ეს წარ­მო­ად­გენს საფრ­თხეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნი­სა, ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ. ჩვენ მტკი­ცედ ვუ­ჭერთ მხარს სა­ქარ­თვე­ლოს მის­წრა­ფე­ბას ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­კენ და მად­ლი­ე­რე­ბი ვართ იმ წვლი­ლის­თვის, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ღა­ნე­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ა­ში შე­აქვს. ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ რუ­სეთს, შე­წყვი­ტოს აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ, იმ ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­მაც უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში ჩა­ა­ტა­რა ორი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. ჩვენ ასე­ვე მო­ვუ­წო­დებთ რუ­სეთს, ჩა­ერ­თოს ჟე­ნე­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში. ჩვენ მსოფ­ლი­ო­ში არ გვყავს სა­ქარ­თვე­ლო­ზე უკე­თე­სი მე­გო­ბა­რი", - გა­ნა­ცხა­და სე­ნა­ტორ­მა ინჰოფ­მა.

ამე­რი­კელ სე­ნა­ტორ­თა და კონ­გრეს­მენ­თა შეხ­ვედ­რა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბით ერთ სა­ათს გაგ­რძელ­და. შეხ­ვედ­რას სა­ქარ­თვე­ლოს მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის რამ­დე­ნი­მე წევ­რიც ეს­წრე­ბო­და, მათ შო­რის სა­გა­რეო საქ­მე­თა, თავ­დაც­ვის, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრე­ბი და სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ჯეიმს ინჰოფი - ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას

ჯეიმს ინჰოფი - ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას

ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, - ამის შესახებ აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სენატორმა ჯეიმს ინჰოფმა გუშინ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

სენატორ ინჰოფის თქმით, ამერიკა ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მცდელობით, გაზარდოს ოკუპირებული ტერიტორიების ფართობი.

"ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ დამატებითი ტერიტორიების ოკუპაციას, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში. ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს. 2008 წლის სამხედრო შემოჭრის ხუთი წლისა და ეკონომიკური ემბარგოს შემდეგ რუსეთის ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს და მისი ხალხის თავისუფალ არჩევანს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. ეს წარმოადგენს საფრთხეს ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანისა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას ნატო-ში გაწევრიანებისკენ და მადლიერები ვართ იმ წვლილისთვის, რომელიც საქართველოს ავღანეთის საერთაშორისო მისიაში შეაქვს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აგრესიული ქმედება საქართველოს წინააღმდეგ, იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელმაც უკანასკნელ პერიოდში ჩაატარა ორი დემოკრატიული არჩევნები. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, ჩაერთოს ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში. ჩვენ მსოფლიოში არ გვყავს საქართველოზე უკეთესი მეგობარი", - განაცხადა სენატორმა ინჰოფმა.

ამერიკელ სენატორთა და კონგრესმენთა შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. შეხვედრას საქართველოს მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრიც ესწრებოდა, მათ შორის საგარეო საქმეთა, თავდაცვის, იუსტიციის მინისტრები და სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?