საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეცვლის თუ არა ლელა მებურიშვილის ფეხმძიმობა "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი სეზონის სცენარს
შეცვლის თუ არა ლელა მებურიშვილის ფეხმძიმობა "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი სეზონის სცენარს

"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" მა­ყუ­რე­ბელ­მა უკვე დიდი ხა­ნია შე­იყ­ვა­რა. სე­რი­ალ­ში ასა­ხულ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ამ­ბებ­ში ზოგი თა­ვის თავს ხე­დავს, ზოგი მე­ზო­ბელს და ან მე­გო­ბარს. სწო­რედ ეს გახ­ლავთ ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რომ სე­რი­ა­ლის ყვე­ლა გმირს გან­სა­კუთ­რე­ბით გულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ ჩვე­უ­ლებ­რივ ცხოვ­რე­ბა­შიც. გა­ნიც­დი­ან მათ ოი­რად ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდარ სი­ახ­ლე­ებს, აინ­ტე­რე­სებთ რო­გო­რია თი­ნას, კა­ტოს, და­თოს ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა.

მსა­ხი­ობ ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლის მი­მართ ინ­ტე­რე­სიო მას შემ­დეგ გა­ი­ზარ­და, რაც სე­რი­ალ­ში კა­ტოს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე შეც­ვა­ლა. მა­ყუ­რებ­ლის ნა­წილს ისევ ძვე­ლი კატო ენატ­რე­ბა, თუმ­ცა მე­ო­რე ნა­წილს ახა­ლი კატო უფრო მოს­წონს. თა­ვად მსა­ხი­ო­ბე­ბი ხში­რად აღ­ნიშ­ნა­ვენ და მა­ყუ­რებ­ლის­თვი­საც აშ­კა­რაა, რომ ნი­ნო­სა და ლე­ლას კატო ერ­თმა­ნე­თის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი არი­ან. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ფაქ­ტია, რომ ლელა მე­ბუ­რიშ­ვი­ლი სე­რი­ა­ლის შემ­დეგ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და.

სე­რი­ალ­ში გა­მო­ჩე­ნამ­დე ლელა ყვი­თე­ლი პრე­სის საყ­ვა­რე­ლი სტუ­მა­რი გახ­ლდათ, თუმ­ცა მისი ცხოვ­რე­ბა სკან­და­ლე­ბით არა­სო­დეს გა­მო­ირ­ჩე­ო­და. "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" თა­მა­შის შემ­დეგ კი პრე­სას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ერი­დე­ბო­და. მი­ზე­ზი ამ­ჯე­რად სე­რი­ა­ლი კი არა, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა აღ­მოჩ­ნდა. მსა­ხი­ო­ბი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლავ­და, რომ ის და ბაჩო სა­გა­ნე­ლი­ძე შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. თუმ­ცა ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე თვის წინ პირ­ვე­ლი "რე­ი­ტინ­გი" გახ­ლდათ, რო­მელმნაც ამ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ამ­ბის შე­სა­ხებ გაც­ნო­ბათ.

მა­შინ ჩვენ ლე­ლას და­ვუ­კავ­შირ­დით და კი­თხვა­ზე, რა ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­და პარ­ლა­მენ­ტარ და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძის ძმის­შვილ­თან, სი­ცი­ლით გვი­პა­სუ­ხა, მას მხო­ლოდ ვიც­ნო­ბო. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან მოკ­ლე ხან­ში სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­მოჩ­ნდა ლე­ლა­სა და ბა­ჩოს ერ­თობ­ლი­ვი ფოტო, რო­მელ­საც სულ არ ეტყო­ბო­და, რომ წყვი­ლი მხო­ლოდ და მხო­ლოდ უბ­რა­ლო ნაც­ნო­ბე­ბი იყ­ვნენ. მა­ლე­ვე შე­ვი­ტყვეთ, რომ ბა­ჩომ და ლე­ლამ და­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვი­ტეს. ორი თვის წინ ხელი მო­ა­წე­რეს, ჯვა­რი და­ი­წე­რეს და თაფ­ლო­ბის თვის გა­სა­ტა­რებ­ლად პა­რიზს მი­ა­შუ­რეს.

ლე­ლას მე­უღ­ლე ბაჩო სა­გა­ნე­ლი­ძე ახალ­გაზ­რდა მე­ნე­ჯე­რია, რო­მე­ლიც და­ზღვე­ვის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობს. მარ­თა­ლია, ხე­ლოვ­ნე­ბის­გან შორს დგას, მაგ­რამ თბი­ლი­სურ ბო­მონ­დურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ყვე­ლა იც­ნობს და რო­გორც გა­ვი­გეთ, ჯერ კი­დევ ლე­ლას გაც­ნო­ბამ­დე პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­სი­ძო გახ­ლდათ.

ლელა მე­ბუ­რიშ­ვილს ქორ­წი­ნე­ბის შემ­დე­გაც კი პრე­სა­ში ამ თე­მა­ზე არა­ფე­რი უთ­ქვამს და არც სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია მო­უ­ყო­ლია. გა­თხო­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ლე­ლას კა­რი­ე­რა­ზე უარი არ უთ­ქვამს და პი­რი­ქით, მას შემ­დეგ გა­მოჩ­ნდა ფილმში, რო­მე­ლიც სე­რი­ა­ლის შე­მოქ­მე­დე­ბით­მა ჯგუფ­მა გა­და­ი­ღო.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

რუბრიკის სხვა სიახლეები

შეცვლის თუ არა ლელა მებურიშვილის ფეხმძიმობა "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი სეზონის სცენარს

შეცვლის თუ არა ლელა მებურიშვილის ფეხმძიმობა "ჩემი ცოლის დაქალების" ახალი სეზონის სცენარს

"ჩემი ცოლის დაქალები" მაყურებელმა უკვე დიდი ხანია შეიყვარა. სერიალში ასახულ ცხოვრებისეულ ამბებში ზოგი თავის თავს ხედავს, ზოგი მეზობელს და ან მეგობარს. სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი, რომ სერიალის ყველა გმირს განსაკუთრებით გულშემატკივრობენ ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც. განიცდიან მათ ოირად ცხოვრებაში მომხდარ სიახლეებს, აინტერესებთ როგორია თინას, კატოს, დათოს ყოველდღიური ცხოვრება.

მსახიობ ლელა მებურიშვილის მიმართ ინტერესიო მას შემდეგ გაიზარდა, რაც სერიალში კატოს როლის შემსრულებელი ნინო გაჩეჩილაძე შეცვალა. მაყურებლის ნაწილს ისევ ძველი კატო ენატრება, თუმცა მეორე ნაწილს ახალი კატო უფრო მოსწონს. თავად მსახიობები ხშირად აღნიშნავენ და მაყურებლისთვისაც აშკარაა, რომ ნინოსა და ლელას კატო ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პერსონაჟები არიან. ნებისმიერ შემთხვევაში ფაქტია, რომ ლელა მებურიშვილი სერიალის შემდეგ უფრო პოპულარული გახდა.

სერიალში გამოჩენამდე ლელა ყვითელი პრესის საყვარელი სტუმარი გახლდათ, თუმცა მისი ცხოვრება სკანდალებით არასოდეს გამოირჩეოდა. "ჩემი ცოლის დაქალებში" თამაშის შემდეგ კი პრესასთან ურთიერთობას განსაკუთრებულად ერიდებოდა. მიზეზი ამჯერად სერიალი კი არა, პირადი ცხოვრება აღმოჩნდა. მსახიობი დიდი ხნის განმავლობაში საგულდაგულოდ მალავდა, რომ ის და ბაჩო საგანელიძე შეყვარებულები იყვნენ. თუმცა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ პირველი "რეიტინგი" გახლდათ, რომელმნაც ამ სასიყვარულო ამბის შესახებ გაცნობათ.

მაშინ ჩვენ ლელას დავუკავშირდით და კითხვაზე, რა ურთიერთობა აკავშირებდა პარლამენტარ დავით საგანელიძის ძმისშვილთან, სიცილით გვიპასუხა, მას მხოლოდ ვიცნობო. ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მოკლე ხანში სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ლელასა და ბაჩოს ერთობლივი ფოტო, რომელსაც სულ არ ეტყობოდა, რომ წყვილი მხოლოდ და მხოლოდ უბრალო ნაცნობები იყვნენ. მალევე შევიტყვეთ, რომ ბაჩომ და ლელამ დაქორწინება გადაწყვიტეს. ორი თვის წინ ხელი მოაწერეს, ჯვარი დაიწერეს და თაფლობის თვის გასატარებლად პარიზს მიაშურეს.

ლელას მეუღლე ბაჩო საგანელიძე ახალგაზრდა მენეჯერია, რომელიც დაზღვევის სფეროში საქმიანობს. მართალია, ხელოვნებისგან შორს დგას, მაგრამ თბილისურ ბომონდურ საზოგადოებაში ყველა იცნობს და როგორც გავიგეთ, ჯერ კიდევ ლელას გაცნობამდე პოპულარული სასიძო გახლდათ.

ლელა მებურიშვილს ქორწინების შემდეგაც კი პრესაში ამ თემაზე არაფერი უთქვამს და არც სიყვარულის ისტორია მოუყოლია. გათხოვების მიუხედავად ლელას კარიერაზე უარი არ უთქვამს და პირიქით, მას შემდეგ გამოჩნდა ფილმში, რომელიც სერიალის შემოქმედებითმა ჯგუფმა გადაიღო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება