პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯესიკა ბილი ვარსკვლავებისა და მათი შვილებისთვის რესტორანს ხსნის
ჯესიკა ბილი ვარსკვლავებისა და მათი შვილებისთვის რესტორანს ხსნის

მსა­ხი­ობ­მა ჯე­სი­კა ბილ­მა ძა­ლე­ბის მო­სინ­ჯვა სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნეს­ში გა­და­წყვი­ტა. 31 წლის ვარ­სკვლა­ვი სან­ტა-მო­ნი­კა­ში ბავ­შვე­ბის რეს­ტორ­ნის გახ­სნას გეგ­მავს, სა­დაც ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს შვი­ლებ­თან ერ­თად სა­დი­ლის მომ­ზა­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ.

რეს­ტო­რანს მსა­ხი­ო­ბი Au Fudge-ს და­არ­ქმევს.

"ის Soho House Club-ის მსგავ­სი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ბავ­შვე­ბის­თვის. (Soho House Club მე­დი­ი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და­ხუ­რუ­ლი კლუ­ბია. კლუ­ბის ფი­ლი­ა­ლე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­შია გა­ფან­ტუ­ლი, მათ შო­რის ლონ­დონ­ში, ნიუ-იორკში, კა­ლი­ფორ­ნი­ა­სა და ა.შ-ში). აქ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ბავ­შვე­ბის მოყ­ვა­ნას შეძ­ლე­ბენ, ამას­თან, თავს კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნო­ბენ, საკ­ვებს და­ა­გე­მოვ­ნე­ბენ და თა­ვად შეძ­ლე­ბენ მათ მომ­ზა­დე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას", - ამ­ბობს ჯე­სი­კა.

მსა­ხი­ობ­მა რეს­ტორ­ნის­თვის იდე­ა­ლუ­რი ად­გი­ლი უკვე იპო­ვა და ამ­ჟა­მად ყვე­ლა სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტის გა­ფორ­მე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი.

ბილი ამ­ბობს, რომ იგი სი­ა­მოვ­ნე­ბით გახ­სნი­და სა­ცხობს ან რა­ი­მე ამ­დაგ­ვარს, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ ცხო­ბა არ იცის. სა­კუ­თა­რი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი კუ­ლი­ნა­რი­ულ ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის შე­სა­ხებ ჯე­სი­კა ხში­რად სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­უბ­რობს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია contactmusic.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

ჯესიკა ბილი ვარსკვლავებისა და მათი შვილებისთვის რესტორანს ხსნის

ჯესიკა ბილი ვარსკვლავებისა და მათი შვილებისთვის რესტორანს ხსნის

მსახიობმა ჯესიკა ბილმა ძალების მოსინჯვა სარესტორნო ბიზნესში გადაწყვიტა. 31 წლის ვარსკვლავი სანტა-მონიკაში ბავშვების რესტორნის გახსნას გეგმავს, სადაც ცნობილ ადამიანებს შვილებთან ერთად სადილის მომზადების შესაძლებლობა ექნებათ.

რესტორანს მსახიობი Au Fudge-ს დაარქმევს.

"ის Soho House Club-ის მსგავსი იქნება, მაგრამ ბავშვებისთვის. (Soho House Club მედიისა და ხელოვნების წარმომადგენლების დახურული კლუბია. კლუბის ფილიალები მთელ მსოფლიოშია გაფანტული, მათ შორის ლონდონში, ნიუ-იორკში, კალიფორნიასა და ა.შ-ში). აქ ცნობილი ადამიანები ბავშვების მოყვანას შეძლებენ, ამასთან, თავს კომფორტულად იგრძნობენ, საკვებს დააგემოვნებენ და თავად შეძლებენ მათ მომზადებაში მონაწილეობას", - ამბობს ჯესიკა.

მსახიობმა რესტორნისთვის იდეალური ადგილი უკვე იპოვა და ამჟამად ყველა საჭირო დოკუმენტის  გაფორმებითაა დაკავებული.

ბილი ამბობს, რომ იგი სიამოვნებით გახსნიდა საცხობს ან რაიმე ამდაგვარს, მაგრამ სამწუხაროდ ცხობა არ იცის. საკუთარი წარუმატებელი კულინარიულ ექსპერიმენტების შესახებ ჯესიკა ხშირად სოციალურ ქსელში საუბრობს.

მომზადებულია contactmusic.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება