პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძЬაან ტაკოი" შემფასებლები და კონსტრუქციული კრიტიკის გარეშე დარჩენილი "რამიშვილები" - მოროშკინა პროექტის შესახებ
"ძЬაან ტაკოი" შემფასებლები და კონსტრუქციული კრიტიკის გარეშე დარჩენილი "რამიშვილები" - მოროშკინა პროექტის შესახებ

სო­ზარ სუ­ბა­რის მრჩე­ვე­ლი ლალი მო­როშ­კი­ნა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" სკან­და­ლურ პრო­ექტს "რა­მიშ­ვი­ლებს" აფა­სებს.

"რა არის "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" "რა­მიშ­ვი­ლე­ბი"?

რა­ტომ არ გვეს­მის კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი კრი­ტი­კა ან რე­ცენ­ზია?

რა­ტომ გა­ი­ყო აზრი მხო­ლოდ ორ ნა­წი­ლად?

"ძა­ლი­ან მა­გა­რი­ად" ან "დიდი არა­ფე­რი­ად"?

იქ­ნებ იმი­ტომ, რომ ნამ­დვი­ლი შემ­ფა­სებ­ლე­ბი უბ­რა­ლოდ ვერ მოხ­ვდნენ ამ სა­ნა­ხა­ო­ბა­ზე, ხოლო ვინც მოხ­ვდა ან "ძЬაან ტა­კო­ია" და აზრი არ მო­ე­კი­თხე­ბა, ან უნდა რომ "ძЬაან ტა­კო­ი­ად" ჩან­დეს და აზრი "ტემ­ბო­ლეე" არ მო­ე­კი­თხე­ბა.

მე გუ­შინ ვი­ყა­ვი....

ფი­ლარ­მო­ნი­ე­ბის და თე­ატ­რე­ბის გამ­ყო­ფი რიგი ყო­ველ­თვის მა­ღალ ეშე­ლო­ნებ­ზე ნა­წილ­დე­ბა, რად­გან ეს ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლი ად­გი­ლია. ამ­ჯე­რა­დაც ასე მოხ­და და და­პა­ტი­ჟე­ბულ პო­ლი­ტი­კოს­თა შო­რის მხო­ლოდ მაია ფან­ჯი­კი­ძე და ირაკ­ლი ალა­სა­ნია და­ვი­ნა­ხე და ჩემ­თვის ავღ­ნიშ­ნე, რომ ეს მათი მხრი­დან ძა­ლი­ან კარ­გი ჟეს­ტი იყო, რად­გან და­ა­ფა­სეს დასი და ზო­გა­დად ხე­ლოვ­ნე­ბა.

თქვენ მკი­თხავთ რა ქნეს სხვა და­პა­ტი­ჟე­ბულ­მა მი­ნის­ტრებ­მა? გი­პა­სუ­ხებთ - მდივ­ნე­ბი გა­მო­უშ­ვეს, ისიც იმი­ტომ, რომ სა­ყო­ველ­თაო ანშლაგ­ში ცა­რი­ე­ლი ად­გი­ლე­ბი მი­ნი­მუმ დი­სო­ნან­სუ­რად გა­მოჩ­ნდე­ბო­და.

ახლა მთა­ვა­რი!

რაც შე­ე­ხე­ბა "რა­მიშ­ვი­ლებს"...

ნუ ჩა­მო­მარ­თმევთ მი­კერ­ძო­ე­ბა­ში, რად­გან ოჯა­ხუ­რი სი­ახ­ლო­ვე მა­კავ­ში­რებს "სუ­ხიშ­ვი­ლებ­თან", მაგ­რამ ეს მარ­თლა ფე­ე­რია იყო!

ილუშ­კამ სცე­ნა­ზე სი­უ­რე­ა­ლიზ­მი შექ­მნა, ეს იყო გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი დალი მო­ნეს ფე­რებ­ში, ეს იყო ვან-გოგი და დეგა... და სა­დღაც კი­დევ კან­დინ­სკი...

სი­უ­რე­ა­ლიზ­მი, იმპრე­სი­ო­ნიზ­მი, აბ­სტრაქ­ცია დი­ნა­მი­კა­ში...

ეს იყო ჩემი ქვეც­ნო­ბი­ე­რი

ეს იყო ან­თე­ბუ­ლი ტვი­ნი

ეს იყო სიზ­მა­რი

ეს იყო სის­ხლი

ეს იყო ის რაც მხო­ლოდ შენ­შია, რა­საც ხე­ლით ვერ შე­ე­ხე­ბი, რაც მხო­ლოდ სხე­უ­ლის, კა­ნის სენ­სო­რე­ბით უნდა აღიქ­ვა...

ეს იყო ჰან­გის, პლას­ტი­კის, გე­ნის, წარ­სუ­ლის და მო­მავ­ლის ერ­თობ­ლი­ო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლის მო­ლო­დი­ნი....

ბრა­ვო მა­ესტრო!", - წერს მო­როშ­კი­ნა.

15 და 16 იან­ვარს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში მა­ყუ­რე­ბელს "რა­მიშ­ვი­ლე­ბის" ნახ­ვა გან­მე­ო­რე­ბით შე­ეძ­ლო.

იხი­ლეთ ასე­ვე: "ეს კლი­პი, თუ რა­ღაც შე­უმ­დგა­რი ადა­მი­ა­ნის გა­კე­თე­ბუ­ლია" - მა­ნა­ნა მან­ჯგა­ლა­ძე "რა­მიშ­ვი­ლე­ბის" სკან­დალ­ზე

თავ­დას­ხმა სუ­ხიშ­ვი­ლებ­ზე - ნინო სუ­ხიშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი (ექ­სკლუ­ზი­ვი)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ძЬაან ტაკოი" შემფასებლები და კონსტრუქციული კრიტიკის გარეშე დარჩენილი "რამიშვილები" - მოროშკინა პროექტის შესახებ

"ძЬაან ტაკოი" შემფასებლები და კონსტრუქციული კრიტიკის გარეშე დარჩენილი "რამიშვილები" - მოროშკინა პროექტის შესახებ

სოზარ სუბარის მრჩეველი ლალი მოროშკინა "ფეისბუქის" პირად გვერდზე "სუხიშვილების" სკანდალურ პროექტს "რამიშვილებს" აფასებს.

"რა არის "სუხიშვილების" "რამიშვილები"?

რატომ არ გვესმის კონსტრუქციული კრიტიკა ან რეცენზია?

რატომ გაიყო აზრი მხოლოდ ორ ნაწილად?

"ძალიან მაგარიად" ან "დიდი არაფერიად"?

იქნებ იმიტომ, რომ ნამდვილი შემფასებლები უბრალოდ ვერ მოხვდნენ ამ სანახაობაზე, ხოლო ვინც მოხვდა ან "ძЬაან ტაკოია" და აზრი არ მოეკითხება, ან უნდა რომ "ძЬაან ტაკოიად" ჩანდეს და აზრი "ტემბოლეე" არ მოეკითხება.

მე გუშინ ვიყავი....

ფილარმონიების და თეატრების გამყოფი რიგი ყოველთვის მაღალ ეშელონებზე ნაწილდება, რადგან ეს ყველაზე კომფორტული ადგილია. ამჯერადაც ასე მოხდა და დაპატიჟებულ პოლიტიკოსთა შორის მხოლოდ მაია ფანჯიკიძე და ირაკლი ალასანია დავინახე და ჩემთვის ავღნიშნე, რომ ეს მათი მხრიდან ძალიან კარგი ჟესტი იყო, რადგან დააფასეს დასი და ზოგადად ხელოვნება.

თქვენ მკითხავთ რა ქნეს სხვა დაპატიჟებულმა მინისტრებმა? გიპასუხებთ - მდივნები გამოუშვეს, ისიც იმიტომ, რომ საყოველთაო ანშლაგში ცარიელი ადგილები მინიმუმ დისონანსურად გამოჩნდებოდა.

ახლა მთავარი!

რაც შეეხება "რამიშვილებს"...

ნუ ჩამომართმევთ მიკერძოებაში, რადგან ოჯახური სიახლოვე მაკავშირებს "სუხიშვილებთან", მაგრამ ეს მართლა ფეერია იყო!

ილუშკამ სცენაზე სიურეალიზმი შექმნა, ეს იყო გაცოცხლებული დალი მონეს ფერებში, ეს იყო ვან-გოგი და დეგა... და სადღაც კიდევ კანდინსკი...

სიურეალიზმი, იმპრესიონიზმი, აბსტრაქცია დინამიკაში...

ეს იყო ჩემი ქვეცნობიერი

ეს იყო ანთებული ტვინი

ეს იყო სიზმარი

ეს იყო სისხლი

ეს იყო ის რაც მხოლოდ შენშია, რასაც ხელით ვერ შეეხები, რაც მხოლოდ სხეულის, კანის სენსორებით უნდა აღიქვა...

ეს იყო ჰანგის, პლასტიკის, გენის, წარსულის და მომავლის ერთობლიობა და სიყვარულის მოლოდინი....

ბრავო მაესტრო!", - წერს მოროშკინა.

15 და 16 იანვარს რუსთაველის თეატრში მაყურებელს "რამიშვილების" ნახვა განმეორებით შეეძლო.

იხილეთ ასევე: "ეს კლიპი, თუ რაღაც შეუმდგარი ადამიანის გაკეთებულია" - მანანა მანჯგალაძე "რამიშვილების" სკანდალზე

თავდასხმა სუხიშვილებზე - ნინო სუხიშვილის პირველი კომენტარი (ექსკლუზივი)

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს