მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე პრობლემური ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ყველაზე პრობლემური ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ძა­ლი­ან ხში­რად, როცა მეს­მის გა­მოთ­ქმა – "პრობ­ლე­მუ­რი ხა­სი­ა­თის ქალი" და ვცდი­ლობ, გა­ვარ­კვიო კონ­კრე­ტუ­ლი ინ­დი­ვი­დის და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი, რო­გორც წესი ად­რე­სა­ტი აუ­ცი­ლებ­ლად მო­რი­ე­ლი, ვერ­ძი, კირჩხი­ბი ან ლომი ქალი აღ­მოჩ­ნდე­ბა ხოლ­მე. თუმ­ცა მა­ნამ, სა­ნამ ვინ­მე­ზე ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბებთ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას და მის უხა­სი­ა­თო­ბა­საც მყა­რი შტამ­პით: "ასე ამ­ბობს ხალ­ხი" გა­ვამ­ყა­რებთ, ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში მოვ­ნა­ხოთ მი­ზე­ზი იმი­სა, თუ რა შემ­თხვე­ვა­ში ახერ­ხე­ბენ ისი­ნი "პრობ­ლე­მუ­რის" იარ­ლი­ყი მი­ა­წე­ბონ სა­კუ­თარ პერ­სო­ნას...

მო­რი­ე­ლი ქალი

ას­ტრო­ლო­გი­ა­ში მეტ-ნაკ­ლე­ბად ჩა­ხე­დუ­ლი თუ ხართ, გე­ცო­დი­ნე­ბათ, რომ ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის მმარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცუ­რი ენერ­გე­ტი­კის მქო­ნე, ტრანსფორ­მა­ცი­ის, სუ­ლი­ე­რი წმენ­დის და კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის პლა­ნე­ტა პლუ­ტო­ნია, თა­ნამ­მარ­თვე­ლი კი არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი ასე­ვე მა­მა­კა­ცუ­რი ენერ­გე­ტი­კის მფლო­ბე­ლი პლა­ნე­ტა – მარ­სი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მითი ქალი მო­რი­ე­ლე­ბის მძი­მე ხა­სი­ა­თის შე­სა­ხებ დი­ა­ხაც, რომ ახ­ლოა ჭეშ­მა­რი­ტე­ბას­თან. მაგ­რამ, მოდი და ნუ გა­გი­ჭირ­დე­ბა იყო ჭეშ­მა­რი­ტი ქა­ლი­ვით ნაზი, დამ­ყო­ლი და ფა­ფუ­კი, როცა ამ­გვა­რი პლა­ნე­ტე­ბის ტან­დე­მი მარ­თავს შენს ქვეც­ნო­ბი­ერს. თუმ­ცა, ყვე­ლა მე­დალს ხომ ორი მხა­რე აქვს, ამ სტა­ტი­ის მი­ზა­ნიც სწო­რედ ის არის მო­რი­ე­ლი ქა­ლის ხა­სი­ა­თის ჩრდი­ლო­ვან მხა­რე­ებ­თან ერ­თად, მისი და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბიც და­გა­ნახ­ვოთ.

პირ­ვე­ლი და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რაც ამ ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, არის ის, რომ იგი ბუ­ნე­ბით მაქ­სი­მა­ლის­ტია. ამი­ტომ "პა­ლიტ­რა­ში" მხო­ლოდ ორი ფერი აქვს – შავი და თეთ­რი. შე­სა­ბა­მი­სად, ადა­მი­ა­ნებს მტრე­ბად და მე­გობ­რე­ბად რომ ჰყოფს ეს ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ. მარ­თა­ლია, მისი ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა მარ­ტი­ვი საქ­მე არ არის და ნაც­ნო­ბო­ბი­დან ხან­გრძლი­ვი დრო­ის მან­ძილ­ზეც კი ვერ მის­ცემთ თავს უფ­ლე­ბას მისი მე­გო­ბა­რი უწო­დოთ. თუმ­ცა, თუკი მო­რი­ელ­თან გულ­წრფე­ლი, გო­ნივ­რულ დო­ნე­ზე დის­ტან­ცი­უ­რი (მო­რი­ე­ლი ვერ იტანს, როცა ვინ­მე სულ­ში ხე­ლებს უფა­თუ­რებს) და სა­მარ­თლი­ა­ნი იქ­ნე­ბით, მისი მხრი­დან აუ­ცი­ლებ­ლად და­იმ­სა­ხუ­რებთ კე­თილ­გან­წყო­ბას, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, სა­მო­მავ­ლოდ კარგ მე­გობ­რო­ბა­შიც გა­და­ი­ზარ­დოს. თა­მა­შის წე­სე­ბი ამ ქალ­თან მარ­ტი­ვია – ითა­მა­შეთ მას­თან სა­მარ­თლი­ა­ნად!

ვერ­ძი ქალი

მო­რი­ე­ლის მსგავ­სად, ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის პრობ­ლე­მაც ზო­მა­ზე მეტი მა­მა­კა­ცუ­რი თვი­სე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბაა ხა­სი­ათ­ში. ეს იმას როდი ნიშ­ნავს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი ვერ­ძი ქალი კა­ცი­ვით უხე­ში და ტლან­ქია, ან მა­გი­და­ზე მუშ­ტე­ბის ბრა­ხუ­ნით იწყებს ურ­თი­ერ­თო­ბას გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. თუმ­ცა, გა­რეგ­ნუ­ლად სიფ­რი­ფა­ნა თო­ჯი­ნა ბარ­ბი­საც რომ წა­ა­გავ­დეს, სა­კუ­თა­რი ზო­დი­ა­ქოს მმარ­თვე­ლი ომი­სა და ნგრე­ვის პლა­ნე­ტა მარ­სის წყა­ლო­ბით ნე­ბის­მი­ე­რი ვერ­ძი ქალი ავ­ლენს საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნას, თუკი ვინ­მე მის თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას, პირ­ვე­ლო­ბის სურ­ვილ­სა და ლი­დე­რულ პო­ზი­ცი­ებს შე­ე­ხო. ლი­დე­რო­ბის სურ­ვი­ლი და მო­თხოვ­ნი­ლე­ბა კი თუ ყვე­ლა ვერძ ქალ­ში არა, მათ 98%-ში მძლავ­რობს. ამას­თან ერ­თად, ისი­ნი სა­ჯა­რო­დაც არ ერი­დე­ბი­ან სა­კუ­თა­რი უპი­რა­ტე­სო­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბას, რაც და­მე­თან­ხმე­ბით არ­ცთუ სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტია იმ ხალ­ხის­თვის, ვი­საც ვერ­ძის­ნა­ი­რი სი­თა­მა­მე და თვითრწმე­ნა არ დაჰ­ყვა თან და­ბა­დე­ბი­დან. ან უბ­რა­ლოდ მეტი თავ­მდაბ­ლო­ბა მი­აჩ­ნია ადა­მი­ან­ში მო­სა­წონ თვი­სე­ბად.

ვერ­ძი ქა­ლის პირ­ვე­ლი მტრე­ბი, სწო­რედ კონ­სერ­ვა­ტო­რუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბის მქო­ნე, რე­ა­ლის­ტი და მი­წა­ზე მყა­რად მდგო­მი ტი­პე­ბი არი­ან. ვერ­ძის ფსი­ქო­ლო­გია კი მსგავ­სად დო­ბი­ლი მო­რი­ე­ლი­სა მარ­ტივ ბა­ზისს ემ­ყა­რე­ბა – ან ხართ მისი მე­გო­ბა­რი და თქვენ მი­მართ იგი ლო­ი­ა­ლუ­რი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე და თბი­ლია, ან მტრად მი­აჩ­ნი­ხართ კრი­ტი­კის (თუნ­დაც სა­ფუძ­ვლი­ა­ნი და ობი­ექ­ტურ მო­საზ­რე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლის) გამო და გა­მო­რი­ცხუ­ლია, თქვენ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში მან თავს რბი­ლად და ტაქ­ტი­ა­ნად მოქ­ცე­ვის უფ­ლე­ბა მის­ცეს.

იხი­ლეთ სრუ­ლი ვერ­სია

ყველაზე პრობლემური ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ყველაზე პრობლემური ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ძალიან ხშირად, როცა მესმის გამოთქმა – "პრობლემური ხასიათის ქალი" და ვცდილობ, გავარკვიო კონკრეტული ინდივიდის დაბადების თარიღი, როგორც წესი ადრესატი აუცილებლად მორიელი, ვერძი, კირჩხიბი ან ლომი ქალი აღმოჩნდება ხოლმე. თუმცა მანამ, სანამ ვინმეზე ერთმნიშვნელოვნად ჩამოვაყალიბებთ შთაბეჭდილებას და მის უხასიათობასაც მყარი შტამპით: "ასე ამბობს ხალხი" გავამყარებთ, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალების ფსიქოლოგიაში მოვნახოთ მიზეზი იმისა, თუ რა შემთხვევაში ახერხებენ ისინი "პრობლემურის" იარლიყი მიაწებონ საკუთარ პერსონას...

მორიელი ქალი

ასტროლოგიაში მეტ-ნაკლებად ჩახედული თუ ხართ, გეცოდინებათ, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველი მამაკაცური ენერგეტიკის მქონე, ტრანსფორმაციის, სულიერი წმენდის და კატაკლიზმების პლანეტა პლუტონია, თანამმართველი კი არც მეტი, არც ნაკლები ასევე მამაკაცური ენერგეტიკის მფლობელი პლანეტა – მარსი. აქედან გამომდინარე, მითი ქალი მორიელების მძიმე ხასიათის შესახებ დიახაც, რომ ახლოა ჭეშმარიტებასთან. მაგრამ, მოდი და ნუ გაგიჭირდება იყო ჭეშმარიტი ქალივით ნაზი, დამყოლი და ფაფუკი, როცა ამგვარი პლანეტების ტანდემი მართავს შენს ქვეცნობიერს. თუმცა, ყველა მედალს ხომ ორი მხარე აქვს, ამ სტატიის მიზანიც სწორედ ის არის მორიელი ქალის ხასიათის ჩრდილოვან მხარეებთან ერთად, მისი დადებითი თვისებებიც დაგანახვოთ.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამ ქალთან ურთიერთობაში უნდა გაითვალისწინოთ, არის ის, რომ იგი ბუნებით მაქსიმალისტია. ამიტომ "პალიტრაში" მხოლოდ ორი ფერი აქვს – შავი და თეთრი. შესაბამისად, ადამიანებს მტრებად და მეგობრებად რომ ჰყოფს ეს ნუ გაგიკვირდებათ. მართალია, მისი ნდობის მოპოვება მარტივი საქმე არ არის და ნაცნობობიდან ხანგრძლივი დროის მანძილზეც კი ვერ მისცემთ თავს უფლებას მისი მეგობარი უწოდოთ. თუმცა, თუკი მორიელთან გულწრფელი, გონივრულ დონეზე დისტანციური (მორიელი ვერ იტანს, როცა ვინმე სულში ხელებს უფათურებს) და სამართლიანი იქნებით, მისი მხრიდან აუცილებლად დაიმსახურებთ კეთილგანწყობას, რომელიც შესაძლოა, სამომავლოდ კარგ მეგობრობაშიც გადაიზარდოს. თამაშის წესები ამ ქალთან მარტივია – ითამაშეთ მასთან სამართლიანად!

ვერძი ქალი

მორიელის მსგავსად, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალების პრობლემაც ზომაზე მეტი მამაკაცური თვისებების არსებობაა ხასიათში. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ნებისმიერი ვერძი ქალი კაცივით უხეში და ტლანქია, ან მაგიდაზე მუშტების ბრახუნით იწყებს ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. თუმცა, გარეგნულად სიფრიფანა თოჯინა ბარბისაც რომ წააგავდეს, საკუთარი ზოდიაქოს მმართველი ომისა და ნგრევის პლანეტა მარსის წყალობით ნებისმიერი ვერძი ქალი ავლენს საბრძოლო მზადყოფნას, თუკი ვინმე მის თავმოყვარეობას, პირველობის სურვილსა და ლიდერულ პოზიციებს შეეხო. ლიდერობის სურვილი და მოთხოვნილება კი თუ ყველა ვერძ ქალში არა, მათ 98%-ში მძლავრობს. ამასთან ერთად, ისინი საჯაროდაც არ ერიდებიან საკუთარი უპირატესობის დემონსტრირებას, რაც დამეთანხმებით არცთუ სასიამოვნო მომენტია იმ ხალხისთვის, ვისაც ვერძისნაირი სითამამე და თვითრწმენა არ დაჰყვა თან დაბადებიდან. ან უბრალოდ მეტი თავმდაბლობა მიაჩნია ადამიანში მოსაწონ თვისებად.

ვერძი ქალის პირველი მტრები, სწორედ კონსერვატორული შეხედულების მქონე, რეალისტი და მიწაზე მყარად მდგომი ტიპები არიან. ვერძის ფსიქოლოგია კი მსგავსად დობილი მორიელისა მარტივ ბაზისს ემყარება – ან ხართ მისი მეგობარი და თქვენ მიმართ იგი ლოიალური, მოსიყვარულე და თბილია, ან მტრად მიაჩნიხართ კრიტიკის (თუნდაც საფუძვლიანი და ობიექტურ მოსაზრებაზე დაფუძნებულის) გამო და გამორიცხულია, თქვენთან დამოკიდებულებაში მან თავს რბილად და ტაქტიანად მოქცევის უფლება მისცეს.

იხილეთ სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს