კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამებაში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდა
სამებაში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდა

ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის ეზო­ში არ­სე­ბულ დიდ აიაზ­მა­ში წყალ­კურ­თხე­ვის რი­ტუ­ა­ლი შეს­რულ­და. წყა­ლი უწ­მინ­დეს­მა, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ აკურ­თხა.

პატ­რი­არ­ქმა ახ­ლად ნა­კურ­თხი წყა­ლი ტა­ძარ­ში მომ­ლოც­ვე­ლებს ას­ხუ­რა. ამის შემ­დეგ მრევლს ნა­კურ­თხი წყლის სახ­ლში წა­ღე­ბა შე­ეძ­ლე­ბა.

ნა­კურთხ წყალს უფ­ლის მიერ კურ­თხე­უ­ლი მდი­ნა­რე იორ­და­ნეს მად­ლი ენი­ჭე­ბა და უხრწნელ თვი­სე­ბებს იძენს. მორ­წმუ­ნე­ებს მისი მი­ღე­ბა უზ­მო­ზე შე­უძ­ლი­ათ, გან­სა­კუთ­რე­ბით - ავად­მყო­ფო­ბი­სა და გან­საც­დე­ლე­ბის დროს.

ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი თორ­მეტ სა­უფ­ლო დღე­სას­წა­ულს შო­რის ერთ-ერ­თია. სხვაგ­ვა­რად ამ დღეს ღვთის გა­მო­ცხა­დე­ბის დღე­სას­წა­ულს უწო­დე­ბენ, რად­გან ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბა გა­ცხად­და. ასე­ვე ნათ­ლო­ბა და­წეს­და. ყო­ვე­ლი წლის ამ დღეს მდი­ნა­რე იორ­და­ნე აღმა იწყებს სვლას, რო­დე­საც იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქი მდი­ნა­რე­ში სამ­ჯერ ჯვარს გა­და­აგ­დებს, რო­გორც ეს მოხ­და უფ­ლის მდი­ნა­რე­ში ჩას­ვლის დოს.

წმინ­და სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, მდი­ნა­რე იორ­და­ნე­ში წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის ხე­ლი­დან იესო ქრის­ტეს ნათ­ლის­ღე­ბი­სას მას­ზე სუ­ლიწ­მინ­და მტრე­დის სა­ხით გად­მო­ვი­და და თავ­ზე და­ად­გა, ხოლო ზე­ცი­დან ხმა გა­ის­მა: "ეს არის ძე ჩემი საყ­ვა­რე­ლი, რო­მე­ლიც მე სათ­ნო ვი­ყავ".

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

სამებაში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდა

სამებაში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდა

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდა. წყალი უწმინდესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.

პატრიარქმა ახლად ნაკურთხი წყალი ტაძარში მომლოცველებს ასხურა. ამის შემდეგ მრევლს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლება.

ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით - ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დოს.

წმინდა სახარების მიხედვით, მდინარე იორდანეში წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან იესო ქრისტეს ნათლისღებისას მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ხოლო ზეციდან ხმა გაისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ".

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია