მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში ბიზნესმენი საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს
ბათუმში ბიზნესმენი საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს

ბა­თუმ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე სა­კუ­თარ ბი­ნა­ში ევ­გე­ნი კოზ­ლო­ვი­ჩი მის­მა ახ­ლობ­ლებ­მა მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. რო­გორც ბი­ნის მიმ­დე­ბა­რედ მშე­ნე­ბა­რე ობი­ექ­ტის თა­ნამ­შრო­მელ­მა ვაჟა თურ­მა­ნი­ძემ აღ­ნიშ­ნა, პი­რად­მა მძღოლ­მა და ბუ­ღალ­ტერ­მა ბიზ­ნეს­მენს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში გვი­ან სა­ღა­მოს მი­ა­კი­თხეს და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს. მი­სი­ვე თქმით, ევ­გე­ნი კოზ­ლო­ვი­ჩი მერ­ვე სარ­თულ­ზე მე­უღ­ლეს­თან და მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა ისი­ნი ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას გას­რო­ლის ხმა არ გა­უ­გი­ათ. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გვი­ან ღა­მემ­დე მუ­შა­ობ­დნენ კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი. მკვლე­ლო­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ, ცივი ია­რა­ღით მოხ­და. ცხე­დარს მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა.

სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის მი­სა­ღებ ოთახ­ში სის­ხლის გუბე რამ­დე­ნი­მე ად­გილ­ზე იყო. სის­ხლის კვა­ლი ასე­ვე შე­სას­ვლელ კარ­თან ფიქ­სირ­დე­ბო­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, მკვლელ­მა ბიზ­ნეს­მენს მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და გა­იქ­ცა, ევ­გე­ნი კოზ­ლო­ვი­ჩი კი გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე კა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გილ­და.

40 წლამ­დე ასა­კის ბიზ­ნეს­მენს ძვე­ლი ბა­თუ­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რეს­ტო­რა­ნი "ბა­თუ­მი" და ლუ­დის ბარი "ლუდი კოზ­ლო­ვი­ჩი" ჰქონ­და.

მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა გა­ნუ­ცხა­და, გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ბათუმში ბიზნესმენი საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს

ბათუმში ბიზნესმენი საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე საკუთარ ბინაში ევგენი კოზლოვიჩი მისმა ახლობლებმა მოკლული იპოვეს. როგორც ბინის მიმდებარედ მშენებარე ობიექტის თანამშრომელმა ვაჟა თურმანიძემ აღნიშნა, პირადმა მძღოლმა და ბუღალტერმა ბიზნესმენს საცხოვრებელ სახლში გვიან საღამოს მიაკითხეს და შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. მისივე თქმით, ევგენი კოზლოვიჩი მერვე სართულზე მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა ისინი ბოლო პერიოდში საქართველოში არ იმყოფებოდნენ.

რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას გასროლის ხმა არ გაუგიათ. შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ კრიმინალისტები და სამართალდამცველები. მკვლელობა სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოხდა. ცხედარს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება.

საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში სისხლის გუბე რამდენიმე ადგილზე იყო. სისხლის კვალი ასევე შესასვლელ კართან ფიქსირდებოდა. სავარაუდოდ, მკვლელმა ბიზნესმენს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და გაიქცა, ევგენი კოზლოვიჩი კი გარდაცვალებამდე კარის მიმართულებით გადაადგილდა.

40 წლამდე ასაკის ბიზნესმენს ძველი ბათუმის ტერიტორიაზე რესტორანი "ბათუმი" და ლუდის ბარი "ლუდი კოზლოვიჩი" ჰქონდა.

მკვლელობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ