მსოფლიო
სპორტი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
Faceამბები
სამართალი
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი საპრეზიდენტო კანდიდატისა და აფხაზი ქალის სიყვარულის ისტორია - რატომ გახდა შეუძლებელი ირაკლი კაკაბაძის მწერლობა საქართველოში
ქართველი საპრეზიდენტო კანდიდატისა და აფხაზი ქალის სიყვარულის ისტორია - რატომ გახდა შეუძლებელი ირაკლი კაკაბაძის მწერლობა საქართველოში

ახ­ლა­ხანს გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-მა ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძის ახა­ლი წიგ­ნი გა­მოს­ცა. "მარ­გი­ნა­ლუ­რი ბოდ­ვე­ბი" უჩ­ვე­უ­ლო ფორ­მი­თა და სტი­ლით, ჟან­რის თვალ­საზ­რი­სით დღი­უ­რია, იმავდრო­უ­ლად - დო­კუ­მენ­ტუ­რი პრო­ზის ნი­მუ­ში და მხატ­ვრუ­ლი ტექ­სტი.

ფი­ლო­სო­ფო­სი მა­მის, ზუ­რაბ კა­კა­ბა­ძი­სა და კი­ნოკ­რი­ტი­კო­სი ნა­თია ამი­რე­ჯი­ბის ოჯახ­ში და­ბა­დე­ბულ­მა ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძემ თბი­ლი­სის 1-ლი სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სწავ­ლა უნი­ვერ­სის­ტეტ­ში ფი­ლო­სო­ფია-ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­ნაგ­რძო. თა­ვი­სი პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი 18 წლის ასაკ­ში შექ­მნა. ამას მოჰ­ყვა სხვა მო­თხრო­ბე­ბი და მისი ცნო­ბი­ლი ნო­ვე­ლა "ალეგ­რო, ანუ ერთი წლის ქრო­ნი­კა", რო­მე­ლიც 1990 წელს ამ ავ­ტო­რის დე­ბი­უ­ტად ით­ვლე­ბა ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ პე­რი­ო­დი­კა­ში. მან ამ ნო­ვე­ლა­ში ჟურ­ნალ "ცის­კრის" მიერ და­წე­სე­ბუ­ლი პრი­ზი მი­ი­ღო - სა­უ­კე­თე­სო დე­ბი­უ­ტი­სათ­ვის. ირაკ­ლი ამე­რი­კა­შიც აქ­ტი­უ­რად წერ­და და მას შემ­დეგ დღემ­დე, მისი კი­დევ რამ­დე­ნი­მე ნა­წარ­მო­ე­ბი გა­მო­ი­ცა. სა­ნამ ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი ახალ წიგნს შე­ე­ხე­ბო­და, "წიგ­ნის მოყ­ვა­რულ­თა კლუ­ბის" სტუ­მარს უპირ­ვე­ლე­სად ვთხო­ვე გა­ეხ­სე­ნე­ბი­ნა ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ურ­ჩევ­დნენ, რა წა­ე­კი­თხა ბავ­შვო­ბა­ში და მისი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე ზრუ­ნავ­დნენ.

- ჩემს გარ­შე­მო ბევ­რი ასე­თი ადა­მი­ა­ნი იყო. ცხა­დია, ესე­ნი, პირ­ველ რიგ­ში, ჩემი მშობ­ლე­ბი იყ­ვნენ. ასე­ვე - ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გო­გი ას­მათ ჯი­ქია. ბი­ძე­ბი, ბი­ცო­ლა­ჩე­მი, მა­მას მე­გობ­რე­ბი და მათ შო­რის უპირ­ვე­ლე­სად თა­მაზ ბუ­ა­ჩი­ძე - დიდი ქარ­თვე­ლი ფი­ლო­სო­ფო­სი. 12 წლის ვი­ყა­ვი, მამა რომ გარ­და­იც­ვა­ლა. წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცია მის­გან მქონ­და. მა­მა­ჩე­მი ფი­ლო­სო­ფო­სი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც მოღ­ვა­წე­ობ­და ე.წ. პოსტმო­დერ­ნის ფი­ლო­სო­ფი­ის ხა­ნა­ში, ლი­ტე­რა­ტუ­რის დიდი მოყ­ვა­რუ­ლი იყო და თა­ვა­დაც წერ­და. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დე, რჩე­ვის თვალ­საზ­რი­სით, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ბი­ძე­ბი - ნო­დარ კა­კა­ბა­ძე და ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი გახ­დნენ. თაზო ბუ­ა­ჩი­ძემ დიდი როლი ითა­მა­შა ჩვენს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. ის გვირ­ჩევ­და, რა გვე­კი­თხა. სხვა­თა შო­რის, აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბის დროს მას­თან დავ­დი­ო­დით მე, დიმა მა­მუ­ლია და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი. შემ­დეგ­ში პირ­ვე­ლი­ვე კურ­სი­დან მის არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ლექ­ცი­ებს ვეს­წრე­ბო­დით. მე და გი­ორ­გი დავ­დი­ო­დით ვახ­ტანგ ბე­რი­ძის ლექ­ცი­ებ­ზეც, რო­მე­ლიც კი­თხუ­ლობ­და ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის ის­ტო­რი­ას...

- დღეს უმ­თავ­რე­სად რა ჟანრს კი­თხუ­ლობთ?

- ერთ-ერთი ბოლო, რაც წა­ვი­კი­თხე, ტონი ნეგ­რის პი­ე­სე­ბი იყო. ახლა აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობ ტრანსფორ­მა­ცი­უ­ლი თე­ატ­რი­სა და პო­ლი­ფო­ნი­უ­რი დის­კურ­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ამი­ტომ ჩემი ინ­ტე­რე­სიც ამ სა­კითხს უკავ­შირ­დე­ბა. დღეს ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო მწე­რა­ლია: ჯაკ რან­სი­ე­რი, ალენ ბა­დიუ, მა­იკლ ჰარ­ტი, ჟი­ჟი­ე­კი...

- უამ­რა­ვი ავ­ტო­რის მიერ ხელ­მო­წე­რი­ლი წიგ­ნი გექ­ნე­ბათ ოჯახ­ში და თქვენ თუ უკე­თებთ ერ­თმა­ნეთს ასეთ სა­ჩუქ­რებს?

- რა თქმა უნდა, დღემ­დე ასეა და ახ­ლაც ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვის რა წიგნს ვუ­ყი­დი. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ სახ­ლში მაქვს სხვა­დას­ხვა სა­ინ­ტე­რე­სო ავ­ტო­რის მიერ ხელ­მო­წე­რი­ლი წიგ­ნე­ბი.

- თქვენს შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე ვი­სა­უბ­როთ, რა პე­რი­ო­დუ­ლო­ბით გა­მო­ი­ცე­მო­და თქვე­ნი წიგ­ნე­ბი?

- ჩემს პირ­ველ წიგნს "თაიმ სკვე­რი, დრო­თა მო­ე­და­ნი" ერ­ქვა. მე­ო­რე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი წიგ­ნი იყო "ალეგ­რო, ანუ ერთი წლის ქრო­ნი­კა", რო­მელ­მაც ჟურ­ნალ "ცის­კრის" პრე­მია მი­ი­ღო სა­უ­კე­თე­სო დე­ბი­უ­ტის­თვის. ეს წიგ­ნი ასა­ხავ­და ჩვე­ნი თა­ო­ბის ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­ულ პრობ­ლე­მას – ნარ­კო­მა­ნი­ას და სა­ზო­გა­ო­დე­ბა ორგვა­რად შეხ­ვდა. მას რეზო ინა­ნიშ­ვი­ლის ცი­ტა­ტა ახ­ლდა, სა­დაც წერ­და, ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე ნამ­დვი­ლი მწე­რა­ლია, გა­ბე­რი­ლი გუ­ლით და აკან­კა­ლე­ბუ­ლი ხე­ლე­ბი­თო. ეს ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი და კომ­პლი­მენ­ტი იყო... ამას მოჰ­ყვა, "თა­ნაგ­რძნო­ბის სიმ­ღე­რა", რო­მელ­შიც ამე­რი­კა­ში და­წე­რი­ლი მო­თხრო­ბე­ბი შე­ვი­და. შემ­დე­გი წიგ­ნი

2005 წელს გა­მო­ვი­და - პი­ე­სა "კან­დი­და­ტი ჯო­ყო­ლა". ეს იყო ქარ­თვე­ლი პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი კა­ცი­სა და აფხა­ზი ქა­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ცუ­დად შეხ­ვდა მა­შინ­დე­ლი მთავ­რო­ბი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტებ­ლიშ­მენ­ტი. ამის შემ­დეგ ჩავ­თვა­ლე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემი მწერ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა რთუ­ლი იყო და მე­ტიც, შე­უძ­ლე­ბე­ლი. წიგ­ნი პა­ტა­რა ტი­რა­ჟით გა­მო­ი­ცა, დახ­ლებ­ზე და­ი­დო, მაგ­რამ მა­ლე­ვე გაქ­რა. მას­ზე ლა­პა­რა­კის ჩა­მოგ­დე­ბაც კი შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ამის შემ­დეგ "კან­დი­და­ტი ჯო­ყო­ლა" 2009 წელს ამე­რი­კე­ლებ­მა გა­მოს­ცეს

იხი­ლეთ სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ქართველი საპრეზიდენტო კანდიდატისა და აფხაზი ქალის სიყვარულის ისტორია - რატომ გახდა შეუძლებელი ირაკლი კაკაბაძის მწერლობა საქართველოში

ქართველი საპრეზიდენტო კანდიდატისა და აფხაზი ქალის სიყვარულის ისტორია - რატომ გახდა შეუძლებელი ირაკლი კაკაბაძის მწერლობა საქართველოში

ახლახანს გამომცემლობა "პალიტრა L"-მა ირაკლი კაკაბაძის ახალი წიგნი გამოსცა. "მარგინალური ბოდვები" უჩვეულო ფორმითა და სტილით, ჟანრის თვალსაზრისით დღიურია, იმავდროულად - დოკუმენტური პროზის ნიმუში და მხატვრული ტექსტი.

ფილოსოფოსი მამის, ზურაბ კაკაბაძისა და კინოკრიტიკოსი ნათია ამირეჯიბის ოჯახში დაბადებულმა ირაკლი კაკაბაძემ თბილისის 1-ლი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა უნივერსისტეტში ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო. თავისი პირველი ნაწარმოებები 18 წლის ასაკში შექმნა. ამას მოჰყვა სხვა მოთხრობები და მისი ცნობილი ნოველა "ალეგრო, ანუ ერთი წლის ქრონიკა", რომელიც 1990 წელს ამ ავტორის დებიუტად ითვლება ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში. მან ამ ნოველაში ჟურნალ "ცისკრის" მიერ დაწესებული პრიზი მიიღო - საუკეთესო დებიუტისათვის. ირაკლი ამერიკაშიც აქტიურად წერდა და მას შემდეგ დღემდე, მისი კიდევ რამდენიმე ნაწარმოები გამოიცა. სანამ ჩვენი საუბარი ახალ წიგნს შეეხებოდა, "წიგნის მოყვარულთა კლუბის" სტუმარს უპირველესად ვთხოვე გაეხსენებინა ის ადამიანები, რომლებიც ურჩევდნენ, რა წაეკითხა ბავშვობაში და მისი ლიტერატურული გემოვნების ჩამოყალიბებაზე ზრუნავდნენ.

- ჩემს გარშემო ბევრი ასეთი ადამიანი იყო. ცხადია, ესენი, პირველ რიგში, ჩემი მშობლები იყვნენ. ასევე - ლიტერატურის პედაგოგი ასმათ ჯიქია. ბიძები, ბიცოლაჩემი, მამას მეგობრები და მათ შორის უპირველესად თამაზ ბუაჩიძე - დიდი ქართველი ფილოსოფოსი. 12 წლის ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა. წიგნების შესახებ პირველადი ინფორმაცია მისგან მქონდა. მამაჩემი ფილოსოფოსი გახლდათ, რომელიც მოღვაწეობდა ე.წ. პოსტმოდერნის ფილოსოფიის ხანაში, ლიტერატურის დიდი მოყვარული იყო და თავადაც წერდა. მისი გარდაცვალების შემდე, რჩევის თვალსაზრისით, ეს ადამიანები ბიძები - ნოდარ კაკაბაძე და ჭაბუა ამირეჯიბი გახდნენ. თაზო ბუაჩიძემ დიდი როლი ითამაშა ჩვენს ჩამოყალიბებაში. ის გვირჩევდა, რა გვეკითხა. სხვათა შორის, აბიტურიენტობის დროს მასთან დავდიოდით მე, დიმა მამულია და გიორგი მარგველაშვილი. შემდეგში პირველივე კურსიდან მის არაჩვეულებრივ ლექციებს ვესწრებოდით. მე და გიორგი დავდიოდით ვახტანგ ბერიძის ლექციებზეც, რომელიც კითხულობდა ქართული ხელოვნების ნიმუშების ისტორიას...

- დღეს უმთავრესად რა ჟანრს კითხულობთ?

- ერთ-ერთი ბოლო, რაც წავიკითხე, ტონი ნეგრის პიესები იყო. ახლა აქტიურად ვმუშაობ ტრანსფორმაციული თეატრისა და პოლიფონიური დისკურსის მიმართულებით და ამიტომ ჩემი ინტერესიც ამ საკითხს უკავშირდება. დღეს ბევრი საინტერესო მწერალია: ჯაკ რანსიერი, ალენ ბადიუ, მაიკლ ჰარტი, ჟიჟიეკი...

- უამრავი ავტორის მიერ ხელმოწერილი წიგნი გექნებათ ოჯახში და თქვენ თუ უკეთებთ ერთმანეთს ასეთ საჩუქრებს?

- რა თქმა უნდა, დღემდე ასეა და ახლაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვის რა წიგნს ვუყიდი. ბედნიერი ვარ, რომ სახლში მაქვს სხვადასხვა საინტერესო ავტორის მიერ ხელმოწერილი წიგნები.

- თქვენს შემოქმედებაზე ვისაუბროთ, რა პერიოდულობით გამოიცემოდა თქვენი წიგნები?

- ჩემს პირველ წიგნს "თაიმ სკვერი, დროთა მოედანი" ერქვა. მეორე გამოქვეყნებული წიგნი იყო "ალეგრო, ანუ ერთი წლის ქრონიკა", რომელმაც ჟურნალ "ცისკრის" პრემია მიიღო საუკეთესო დებიუტისთვის. ეს წიგნი ასახავდა ჩვენი თაობის ყველაზე მტკივნეულ პრობლემას – ნარკომანიას და საზოგაოდება ორგვარად შეხვდა. მას რეზო ინანიშვილის ციტატა ახლდა, სადაც წერდა, ირაკლი კაკაბაძე ნამდვილი მწერალია, გაბერილი გულით და აკანკალებული ხელებითო. ეს ჩემთვის დიდი პატივი და კომპლიმენტი იყო... ამას მოჰყვა, "თანაგრძნობის სიმღერა", რომელშიც ამერიკაში დაწერილი მოთხრობები შევიდა. შემდეგი წიგნი

2005 წელს გამოვიდა - პიესა "კანდიდატი ჯოყოლა". ეს იყო ქართველი პრეზიდენტობის კანდიდატი კაცისა და აფხაზი ქალის სიყვარულის ისტორია, რომელსაც ძალიან ცუდად შეხვდა მაშინდელი მთავრობისა და ლიტერატურის ისტებლიშმენტი. ამის შემდეგ ჩავთვალე, რომ საქართველოში ჩემი მწერლობის გაგრძელება რთული იყო და მეტიც, შეუძლებელი. წიგნი პატარა ტირაჟით გამოიცა, დახლებზე დაიდო, მაგრამ მალევე გაქრა. მასზე ლაპარაკის ჩამოგდებაც კი შეუძლებელი იყო. ამის შემდეგ "კანდიდატი ჯოყოლა" 2009 წელს ამერიკელებმა გამოსცეს

იხილეთ სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს