მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მოზაიკა
პოლიტიკა
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნათ­ლის­ღე­ბის ხა­ტი და სადღე­სას­წა­უ­ლოდ აღ­ს­რუ­ლე­ბუ­ლი დი­დი აიაზ­მა
ნათ­ლის­ღე­ბის ხა­ტი და სადღე­სას­წა­უ­ლოდ აღ­ს­რუ­ლე­ბუ­ლი დი­დი აიაზ­მა

19 იან­ვარს მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლე­ბი ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ვ­ნიშ­ნავთ. მკითხ­ვე­ლებ­მა უამ­რა­ვი შე­კითხ­ვა გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნეს ამ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. შე­ვე­ცა­დეთ, მა­თი ინ­ტე­რე­სი სრუ­ლად დაგ­ვეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა.

- რა არის გა­მო­სა­ხუ­ლი ნათ­ლის­ღე­ბის ხატ­ზე?

არ­ქი­მან­დ­რი­ტი მა­კა­რი:

- ნათ­ლის­ღე­ბის ხატ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია მა­ცხოვ­რის ნათ­ლის­ღე­ბა. რო­დე­საც მა­ცხო­ვა­რი 30 წლის შე­იქ­ნა, მი­ვი­და იო­ა­ნეს­თან ნათ­ლის­ღე­ბის­თ­ვის და ნა­თელ იღო იორ­და­ნე­ში. ვი­ცით, რომ ამ დრომ­დე ცო­ტა ხნით ად­რე იო­ა­ნე უდაბ­ნო­დან გა­მო­ვი­და და ადა­მი­ა­ნებს სი­ნა­ნუ­ლის­კენ მო­უ­წო­დებ­და, ვინც მას­თან სი­ნა­ნუ­ლით მი­დი­ო­და, აღი­ა­რებ­დ­ნენ თა­ვი­ათ ცოდ­ვებს და იორ­და­ნე­ში ნათ­ლის­ღე­ბით გა­ნიწ­მინ­დე­ბოდ­ნენ. იო­ა­ნეს მი­ერ აღ­ს­რუ­ლე­ბუ­ლი ნათ­ლის­ღე­ბა არ იყო ის ნათ­ლის­ღე­ბა, რა­საც ამ­ჟა­მად წმინ­და ეკ­ლე­სია აღას­რუ­ლებს. ეს იყო ცოდ­ვა­თა მი­სა­ტე­ვე­ბე­ლი ნათ­ლის­ღე­ბა, - ძვე­ლაღ­თ­ქ­მი­სე­უ­ლი გან­წ­მენ­და. სწო­რედ მას­თან მი­ვი­და მა­ცხო­ვა­რი ნათ­ლის­ღე­ბის­თ­ვის, რი­თაც სა­კუ­თარ თავ­ზეც აღას­რუ­ლა სჯუ­ლი და მოგ­ვ­ცა მა­გა­ლი­თი ნათ­ლო­ბი­სა. ამ დროს აღეს­რუ­ლა უდი­დე­სი სა­ი­დუმ­ლო. თა­ვად უფალს ნათ­ლის­ღე­ბა არ სჭირ­დე­ბო­და, რო­გორც ეს სჭირ­დე­ბა ყვე­ლა ადა­მი­ანს, რა­მე­თუ მას­ზე არ იყო ადა­მის ცოდ­ვა (რო­მე­ლიც მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბით გა­და­დის ყვე­ლა ადა­მი­ან­ზე). ის იყო სრუ­ლი­ად უცოდ­ვე­ლი, მაგ­რამ რო­გორც მა­მე­ბი გვას­წავ­ლი­ან, რო­დე­საც უფალ­მა ნა­თელ იღო იორ­და­ნე­ში, მას­ში ნა­თელ იღო მთელ­მა კა­ცობ­რი­ო­ბამ. ქრის­ტეს ნათ­ლის­ღე­ბით მოხ­და ადა­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბის, კა­ცობ­რი­ო­ბის გან­წ­მენ­და. ეს არ ნიშ­ნავს, რომ ჩვენ ნათ­ლის­ღე­ბა აღარ გვჭირ­დე­ბა. სა­კუ­თა­რი ნათ­ლის­ღე­ბით უნ­და შე­ვუ­ერ­თ­დეთ ამ ნათ­ლის­ღე­ბას. სწო­რედ ეს მოვ­ლე­ნაა გა­მო­სა­ხუ­ლი ნათ­ლის­ღე­ბის ხატ­ზე. მას­ზე ვხე­დავთ, რომ მა­ცხო­ვა­რი დგას იორ­და­ნე­ში და ნა­თელს სცემს იო­ა­ნე. ასე­ვე გა­მო­სა­ხუ­ლია მტრე­დი. რო­გორც სა­ხა­რე­ბა გვე­უბ­ნე­ბა, მა­ცხოვ­რის ნათ­ლის­ღე­ბის დროს სუ­ლიწ­მი­და გარ­და­მო­ვი­და ვი­თარ­ცა მტრე­დი და ეს იყო კაც­თათ­ვის სა­ხილ­ვე­ლი. ის ადა­მი­ან­თა თვალ­თათ­ვის შე­სა­ხე­დად რო­გორც მტრე­დი, ისე გა­მოჩ­ნ­და. ნათ­ლის­ღე­ბის ხატ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია ან­გე­ლო­ზე­ბიც. სა­ხა­რე­ბა არ მო­იხ­სე­ნი­ებს, რომ მა­ცხოვ­რის ნათ­ლის­ღე­ბის დროს ვინ­მეს ან­გე­ლო­ზე­ბი ეხი­ლოს, მაგ­რამ ცხა­დია, იქ მყო­ფობ­დ­ნენ, რად­გან ან­გე­ლო­ზე­ბი თა­ვი­ანთ მა­რა­დი­ულ, და­უ­სა­ბა­მო და და­უს­რუ­ლე­ბელ მე­უ­ფეს ყველ­გან ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან და ცხა­დია, ქრის­ტეს ნათ­ლის­ღე­ბის დრო­საც ან­გე­ლოზ­თა უამ­რა­ვი წყე­ბა და და­სი იქ­ნე­ბო­და, რა­მე­თუ მა­თი მე­უ­ფე, მთე­ლი სამ­ყა­როს მე­უ­ფე იდ­გა იორ­და­ნე­ში ნათ­ლის­ღე­ბის­თ­ვის.

ხა­ტის ზე­მო ნა­წილ­ში გა­მო­სა­ხუ­ლი წრის მო­ნაკ­ვე­თი სიმ­ბო­ლუ­რად, ცას აღ­ნიშ­ნავს, რო­მე­ლიც, რო­გორც წმინ­და გრი­გოლ ღვთის­მეტყ­ვე­ლი ბრძა­ნებს: "ა­დამ­მა და­ახ­შო, რო­გორც სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის, ასე­ვე შთა­მო­მავ­ლო­ბის­თ­ვის. წრის ეს მო­ნაკ­ვე­თი მი­ა­ნიშ­ნებს "ცა­თა ში­ნა" ღმერ­თის მყო­ფო­ბა­ზე". საღ­ვ­თის­მ­სა­ხუ­რო ტექ­ს­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ნათ­ლის­ღე­ბის ამ­სახ­ველ ხატ­ზე მა­ცხო­ვა­რი უმე­ტეს­წი­ლად, შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლით გა­მო­ი­სა­ხე­ბა, რა­მე­თუ ხორ­ცის სი­შიშ­ვ­ლით (ი­გუ­ლის­ხ­მე­ბა ჯვარ­ზე გაკ­ვ­რა) მა­ცხო­ვა­რი დი­დე­ბი­სა და უხ­რ­წნე­ლო­ბის სა­მო­სით შე­მო­სავ­და ადა­მი­სა და მი­სი მოდ­გ­მის, - მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის სუ­ლი­ერ სი­შიშ­ვ­ლეს. იო­ა­ნე ნათ­ლის­მ­ცე­მელს, რო­მე­ლიც ხელს ას­ხამს - ნა­თელს სცემს მა­ცხო­ვარს, მარ­ცხე­ნა ხელ­ში გრაგ­ნი­ლი უჭი­რავს, სიმ­ბო­ლოდ მი­სი ქა­და­გე­ბი­სა.

- რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს სა­დღე­სას­წა­უ­ლო მოვ­ლე­ნე­ბის ხატ­წე­რით გა­მო­ხატ­ვას?

- ხა­ტის უმ­თავ­რე­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ის არის, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა უფ­რო ად­ვი­ლად აღიქ­ვან საღ­მ­რ­თო მად­ლი, რად­გან ჩვე­ნი გა­მი­წი­ე­რე­ბუ­ლი გო­ნე­ბა ძნე­ლად აკე­თებს მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას, რომ უფალ­თან მყო­ფო­ბას მი­აღ­წი­ოს. ხა­ტე­ბი არის სარ­კ­მე­ლე­ბი მიღ­მ­ურ, ზე­ცი­ურ სამ­ყა­რო­ში და ის სიწ­მინ­დე­ე­ბი, რო­მელ­თა ხილ­ვი­თაც ჩვე­ნი გო­ნე­ბა უფ­რო კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი ხდე­ბა. რო­დე­საც ხა­ტე­ბის წი­ნა­შე ვლო­ცუ­ლობთ, გვახ­სენ­დე­ბა უფა­ლი, წმინ­და მოვ­ლე­ნე­ბი, წმინ­და­ნე­ბი და ამ დროს ჩვე­ნი გო­ნე­ბა და გუ­ლი ღვთის­კენ მი­იდ­რი­კე­ბა. რაც უფ­რო გუ­ლის­ყუ­რი­თა და ყუ­რა­დღე­ბით ვლო­ცუ­ლობთ, მით მე­ტად ვართ მიმ­ღებ­ნი იმ მად­ლი­სა, რაც და­უს­რუ­ლებ­ლად მო­ე­დი­ნე­ბა უფ­ლის­გან მთელ სამ­ყა­რო­ზე. ხა­ტე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით - სა­დღე­სას­წა­უ­ლო ხა­ტე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ადა­მი­ან­თა სა­სუ­ლი­ე­რო გა­ნათ­ლე­ბა­საც. ქრის­ტი­ა­ნო­ბის პირ­ველ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, რო­დე­საც სა­დღე­სას­წა­უ­ლო მოვ­ლე­ნე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ხა­ტე­ბი იქ­მ­ნე­ბო­და, უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა არ იცო­და წე­რა-კითხ­ვა. მხო­ლოდ სმე­ნით, ეკ­ლე­სი­ა­ში ქა­და­გე­ბით იღებ­დ­ნენ სწავ­ლე­ბებს, ხო­ლო რო­დე­საც მოს­მე­ნილ საღ­მ­რ­თო მოვ­ლე­ნას ხა­ტებ­ზე გა­მო­სა­ხულს ხე­დავ­დ­ნენ, უფ­რო იო­ლად იმახ­სოვ­რებ­დ­ნენ ამ ყვე­ლა­ფერს. თუმ­ცა, ეს არის უფ­რო ქრის­ტი­ა­ნო­ბის პირ­ველ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ხა­ტე­ბის­თ­ვის თა­ნამ­დე­ვი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, რად­გან ხა­ტის უპირ­ვე­ლე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ის გახ­ლავთ, რომ მიგ­ვა­ახ­ლოს უფალ­თან, უფ­რო ხში­რად გაგ­ვახ­სე­ნოს უფა­ლი და მათ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი პირ­ველ­სა­ხე­ე­ბი.

- რა­ტომ აღეს­რუ­ლე­ბა ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე დი­დი აიაზ­მა?

მა­მა და­ვით ქვლი­ვი­ძე:

- ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით წმინ­და ეკ­ლე­სია წყლის კურ­თხე­ვას აღას­რუ­ლებს, რა­საც დი­დი აიაზ­მა - წყლის კურ­თხე­ვა ეწო­დე­ბა. არ­სე­ბობს დი­დი და მცი­რე აიაზ­მა. დი­დი აიაზ­მა მხო­ლოდ ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­უ­ლის წი­ნა­დღეს და თა­ვად ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე აღეს­რუ­ლე­ბა; ქრის­ტი­ა­ნებ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კრძალ­ვა, სა­სო­ე­ბა და რწმე­ნა აქვთ მის­და­მი. წყლის კურ­თხე­ვის დროს ღვთის­მ­სა­ხურ­ნი სამ­ჯერ შთაფ­ლა­ვენ ჯვარს წყალ­ში და ჯვარს გა­მო­სა­ხა­ვენ, რაც სიმ­ბო­ლუ­რად გა­ნა­სა­ხი­ე­რებს უფ­ლის სამ­ჯერ შთაფ­ვ­ლას მდი­ნა­რე იორ­და­ნე­ში... უფა­ლი ნათ­ლო­ბას უწო­დებს სუ­ლი­ერ შო­ბას და ბრძა­ნებს: "რო­მე­ლი არა იშ­ვას წყლი­თა და სუ­ლით, მას ვერ ხე­ლე­წი­ფე­ბის ხილ­ვად სა­სუ­ფევ­ლი­სა ღვთი­სა". აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნათ­ლო­ბას ჰქვია სუ­ლი­ე­რი შო­ბა, რო­მე­ლიც აღეს­რუ­ლე­ბა წყლი­თა და სუ­ლით, სუ­ლიწ­მი­დის მად­ლით. ამ­დე­ნად, წყალს აქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. თა­ვად უფალ­მა წყალ­ში შთას­ვ­ლით ინე­ბა ნათ­ლის­ღე­ბა, - წყალ­ში ჩა­ვი­და და ნა­თელ იღო. უფალს ნათ­ლის­ღე­ბა არ სჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ ნათ­ლის­ღე­ბით მოგ­ვ­ცა მა­გა­ლი­თი ნათ­ლო­ბი­სა. ნათ­ლო­ბის დროს წყალ­ში შთას­ვ­ლით მა­ცხო­ვარ­მა მთე­ლი სამ­ყა­როს წყლე­ბი აკურ­თხა, წყლის ბუ­ნე­ბა შეც­ვა­ლა, მას მა­კურ­ნე­ბე­ლი ძა­ლა მი­ე­ცა, ამი­ტო­მაც აღეს­რუ­ლე­ბა ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე წყლის კურ­თხე­ვა - წყალ­კურ­თხე­ვის სა­ი­დუმ­ლო.

რო­გორც ვთქვით, დი­დი აიაზ­მა აღეს­რუ­ლე­ბა მხო­ლოდ ერ­თხელ, ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე. მცი­რე აიაზ­მა კი ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა აღეს­რუ­ლოს. დი­დი აიაზ­მის კურ­თხე­ვის დროს ლოც­ვე­ბიც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იკი­თხე­ბა და ამ დროს ნა­კურ­თხი წყა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბულ სიწ­მინ­დეს წარ­მო­ად­გენს. იგი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ინა­ხე­ბა და რო­გორც უდი­დეს სიწ­მინ­დეს, ისე იხ­მე­ვენ ადა­მი­ა­ნე­ბი - გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში, სუ­ლი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი სნე­უ­ლე­ბის ჟამს. დიდი აიაზ­მის აღ­ს­რუ­ლე­ბის დროს წარ­მოთ­ქ­მულ ლოც­ვებ­შიც ევედ­რე­ბა ღვთის­მ­სა­ხუ­რი უფალს, რომ ის იქ­ცეს სა­კურ­ნებ­ლად სუ­ლი­სა და ხორ­ცი­სა. მცი­რე აიაზ­მაც დიდ სიწ­მინ­დეს წარ­მო­ად­გენს, მისი მი­ღე­ბა ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა, - დი­ლით უზ­მო­ზე, საზ­რ­დე­ლის მი­ღე­ბის წინ, ძი­ლის წინ, აპ­კუ­რე­ბენ სხვა­დას­ხ­ვა ნივთს... უზ­მო­ზე შეგ­ვიძ­ლია მი­ვი­ღოთ დი­დი აიაზ­მაც. ნა­კურთხ წყალს უდი­დე­სი მო­წი­წე­ბით უნ­და მო­ვექ­ცეთ. უდი­ე­რად მოპყ­რო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­იხ­რ­წ­ნე­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა ბა­გით შე­ვე­ხოთ ბოთ­ლს, რო­მელ­შიც ნა­კურ­თხი წყა­ლია მო­თავ­სე­ბუ­ლი ან თავ­და­უ­ხუ­რა­ვი დავ­ტო­ვოთ. ნა­კურ­თხი წყლის გამ­რავ­ლე­ბა შეგ­ვიძ­ლია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წყლის და­მა­ტე­ბით.

- რო­გორ ვიხ­მი­ოთ ნა­კურ­თხი წყა­ლი, რომ მის­გან კურ­ნე­ბა მი­ვი­ღოთ?

- რო­დე­საც მა­ცხო­ვარ­თან მი­დი­ოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი და გან­კურ­ნე­ბას სთხოვ­დ­ნენ, უფა­ლი მი­უ­გებ­და, - მო­გე­ტე­ოს შენ შე­ცო­დე­ბა­ნი შე­ნი და სარ­წ­მუ­ნე­ბა­მან შენ­მან გა­ცხოვ­ნოს შენ. ნა­კურ­თხი წყლი­სა თუ სხვა სა­ხის სიწ­მინ­დე­ე­ბის მი­ღე­ბა უნ­და მოხ­დეს რწმე­ნით. რო­გო­რი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბი­თაც მი­ვი­ღებთ, ისე­ვე მოგ­ვე­გე­ბა.

- ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე მდი­ნა­რე იორ­და­ნე­ზე ყო­ველ­წ­ლი­უ­რად სას­წა­უ­ლი აღეს­რუ­ლე­ბა...

- რო­დე­საც ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე იერუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქი მდი­ნა­რე იორ­და­ნეს აკურ­თხებს, მდი­ნა­რე წა­მი­ე­რად ჩერ­დე­ბა და აღ­მა იწყებს სვლას, - წყა­ლი თა­ვის ბუ­ნე­ბა­სა და ფი­ზი­კის კა­ნო­ნებს ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა და იწყებს აღ­მას­ვ­ლას, შემ­დეგ კვლავ ჩვე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით დი­ნე­ბას გა­ნაგ­რ­ძობს. ეს არის ხი­ლუ­ლი დას­ტუ­რი იმი­სა, რაც უხი­ლა­ვად ხდე­ბო­და, უხი­ლა­ვად გვწამს. ნათ­ლის­ღე­ბის მსა­ხუ­რე­ბის ლოც­ვებ­შიც წე­რია, - რო­დე­საც წყალ­ში შთა­მა­ვა­ლი ღმერ­თი და­ი­ნა­ხეს, წყლე­ბიც კი შეძ­რ­წუნ­დ­ნენ და იქ­ც­ნენ მარ­თ­ლუ­კუო.

აქ­ტუ­ა­ლუ­რი კითხ­ვე­ბი

- ხში­რად შე­მიმ­ჩ­ნე­ვია, რომ რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, ცუდ ხა­სი­ათ­ზეა, ცდი­ლობს, სხვე­ბიც გა­მო­იყ­ვა­ნოს მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ერ­თ­მა გო­გო­ნამ პირ­და­პირ მითხ­რა ამის შე­სა­ხებ. რო­გორ უნ­და მო­ვიქ­ცეთ ასეთ დროს? სა­ერ­თოდ, რა­ტომ იქ­ცე­ვი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი ასე?

- შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი ასე შეგ­ნე­ბუ­ლად არ იქ­ცე­ო­დეს. რო­დე­საც გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი ვართ, ხში­რად ჩვენც ასე ვმოქ­მე­დებთ. ადა­მი­ა­ნი მუ­დამ იმა­ზე არ ფიქ­რობს - რად­გან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა ცუ­დად უნ­და იყო­სო. ხან­და­ხან ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბა სუ­ლი­ე­რად ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ობა­ში და ამის გა­მო პა­სუ­ხი არ უნ­და მოვ­თხო­ვოთ. პი­რი­ქით, გვერ­დით უნ­და და­ვუდ­გეთ და ვე­ცა­დოთ, სტრე­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან სა­უბ­რით, შე­გო­ნე­ბით, ლოც­ვით გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ.

- მა­ინ­ტე­რე­სებს, რა დატ­ვირ­თ­ვა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს შო­ბი­დან მე­ორ­მო­ცე დღეს ყრმის ტა­ძარ­ში მიყ­ვა­ნას? ვი­ცი, რომ ახალ­შო­ბი­ლის შო­ბი­დან მე­ორ­მო­ცე დღეს ტაძ­რად მიყ­ვა­ნე­ბის წე­სი ძვე­ლი აღ­თ­ქ­მის პე­რი­ოდ­შიც აღეს­რუ­ლე­ბო­და...

- ძვე­ლი აღ­თ­ქ­მის სჯუ­ლის მი­ხედ­ვით, შო­ბი­დან მე­ორ­მო­ცე დღეს ახალ­შო­ბი­ლი ყრმა მიჰ­ყავ­დათ ტა­ძარ­ში და აღას­რუ­ლებ­დ­ნენ მსხვერ­პ­ლ­შე­წირ­ვას, რაც მა­ცხო­ვარ­მა თა­ვის თავ­ზეც აღას­რუ­ლა - შო­ბი­დან მე­ორ­მო­ცე დღეს იერუ­სა­ლი­მის ტა­ძარ­ში წარ­დ­გი­ნე­ბით. ვი­ცით, რომ ეს მოვ­ლე­ნა მირ­ქ­მის სა­ხელ­წო­დე­ბი­თა­ცაა ცნო­ბი­ლი. ეს იყო სა­მად­ლო­ბე­ლის შე­წირ­ვა ღვთი­სად­მი შვი­ლი­ე­რე­ბის მი­ნი­ჭე­ბის გა­მო. ადა­მი­ა­ნებს ყო­ველ­თ­ვის უნ­და ხსო­მე­ბო­დათ, რომ თა­ვი­ან­თი დამ­სა­ხუ­რე­ბი­დან და მცდე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი არ მი­ე­ცათ მათ შვი­ლი, არა­მედ უფალ­მა მის­ცა, - შვი­ლი­ე­რე­ბა ღვთის წყა­ლო­ბაა. შო­ბი­დან მე­ორ­მო­ცე დღეს ყრმის ტაძ­რად მიყ­ვა­ნე­ბის წე­სი ახალ აღ­თ­ქ­მა­შიც აღეს­რუ­ლე­ბა და იგი­ვე დატ­ვირ­თ­ვა აქვს, რაც ძველ აღ­თ­ქ­მა­ში. ამ წე­სის აღ­ს­რუ­ლე­ბით უფ­ლის წი­ნა­შე ვა­ღი­ა­რებთ, რომ "ბავ­შ­ვი არა ჩე­მი, არა­მედ შე­ნია, უფა­ლო". ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ღვთის შვი­ლია, რო­მელ­საც უფა­ლი ხორ­ცი­ელ მშობ­ლებს აძ­ლევს აღ­საზ­რ­დე­ლად. შვი­ლი ისე უნ­და გავ­ზარ­დოთ, რომ თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით უფა­ლი ადი­დოს და უფალ­თან და­იმ­კ­ვიდ­როს. რო­დე­საც შვი­ლე­ბი გვყავს, უნ­და გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რომ ისი­ნი ჩვენ უფალ­მა მოგ­ვ­ცა აღ­საზ­რ­დე­ლად და ისი­ნი არა ჩვე­ნი, არა­მედ უფ­ლის სა­კუთ­რე­ბაა ისე­ვე, რო­გორც თა­ვად ჩვენ. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ამ ქვეყ­ნი­დან გა­ვა, ისე უნ­და ჰქონ­დეს ცხოვ­რე­ბა გავ­ლი­ლი, რომ უფალ­თან და­იმ­კ­ვიდ­როს, - მი­სი არაქ­რის­ტია­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სა და უფალ­თან ვერ­დამ­კ­ვიდ­რე­ბის მი­ზე­ზი მშო­ბე­ლი არ უნ­და გახ­დეს.

ყრმის ტაძ­რად მიყ­ვა­ნე­ბის დროს ძველ აღ­თ­ქ­მა­ში აღეს­რუ­ლე­ბო­და მსხვერ­პ­ლ­შე­წირ­ვა, ახალ აღ­თ­ქ­მა­ში კი იკი­თხე­ბა ლოც­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ახა­ლაღ­თ­ქ­მი­სე­ულ პე­რი­ოდ­შია შექ­მ­ნი­ლი. მოძღ­ვა­რი ლოც­ვით შეს­თხოვს უფალს, რომ ბავ­შ­ვი გა­ი­ზარ­დოს ღვთის სათ­ნო პი­როვ­ნე­ბად, იყოს ღვთის მა­დი­დე­ბე­ლი და ღვთის წყა­ლო­ბა იყოს მას­ზე, პირ­ველ რიგ­ში კი, რო­გორც ვთქვით, ამ წე­სის აღ­ს­რუ­ლე­ბით მად­ლო­ბას ვწი­რავთ უფალს, შვი­ლი­ე­რე­ბის მო­ნი­ჭე­ბის­თ­ვის.

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას

ნათ­ლის­ღე­ბის ხა­ტი და სადღე­სას­წა­უ­ლოდ აღ­ს­რუ­ლე­ბუ­ლი დი­დი აიაზ­მა

ნათ­ლის­ღე­ბის ხა­ტი და სადღე­სას­წა­უ­ლოდ აღ­ს­რუ­ლე­ბუ­ლი დი­დი აიაზ­მა

19 იან­ვარს მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლე­ბი ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ვ­ნიშ­ნავთ. მკითხ­ვე­ლებ­მა უამ­რა­ვი შე­კითხ­ვა გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნეს ამ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. შე­ვე­ცა­დეთ, მა­თი ინ­ტე­რე­სი სრუ­ლად დაგ­ვეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა.

- რა არის გა­მო­სა­ხუ­ლი ნათ­ლის­ღე­ბის ხატ­ზე?

არ­ქი­მან­დ­რი­ტი მა­კა­რი:

- ნათ­ლის­ღე­ბის ხატ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია მაცხოვ­რის ნათ­ლის­ღე­ბა. რო­დე­საც მაცხო­ვა­რი 30 წლის შე­იქ­ნა, მი­ვი­და იოანეს­თან ნათ­ლის­ღე­ბის­თ­ვის და ნა­თელ იღო იორ­და­ნე­ში. ვი­ცით, რომ ამ დრომ­დე ცო­ტა ხნით ად­რე იოანე უდაბ­ნო­დან გა­მო­ვი­და და ადა­მი­ა­ნებს სი­ნა­ნუ­ლის­კენ მო­უ­წო­დებ­და, ვინც მას­თან სი­ნა­ნუ­ლით მი­დი­ო­და, აღი­ა­რებ­დ­ნენ თა­ვი­ათ ცოდ­ვებს და იორ­და­ნე­ში ნათ­ლის­ღე­ბით გა­ნიწ­მინ­დე­ბოდ­ნენ. იოანეს მი­ერ აღ­ს­რუ­ლე­ბუ­ლი ნათ­ლის­ღე­ბა არ იყო ის ნათ­ლის­ღე­ბა, რა­საც ამ­ჟა­მად წმინ­და ეკ­ლე­სია აღას­რუ­ლებს. ეს იყო ცოდ­ვა­თა მი­სა­ტე­ვე­ბე­ლი ნათ­ლის­ღე­ბა, - ძვე­ლაღ­თ­ქ­მი­სე­უ­ლი გან­წ­მენ­და. სწო­რედ მას­თან მი­ვი­და მაცხო­ვა­რი ნათ­ლის­ღე­ბის­თ­ვის, რი­თაც სა­კუ­თარ თავ­ზეც აღას­რუ­ლა სჯუ­ლი და მოგ­ვ­ცა მა­გა­ლი­თი ნათ­ლო­ბი­სა. ამ დროს აღეს­რუ­ლა უდი­დე­სი სა­ი­დუმ­ლო. თა­ვად უფალს ნათ­ლის­ღე­ბა არ სჭირ­დე­ბო­და, რო­გორც ეს სჭირ­დე­ბა ყვე­ლა ადა­მი­ანს, რა­მე­თუ მას­ზე არ იყო ადა­მის ცოდ­ვა (რო­მე­ლიც მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბით გა­და­დის ყვე­ლა ადა­მი­ან­ზე). ის იყო სრუ­ლი­ად უცოდ­ვე­ლი, მაგ­რამ რო­გორც მა­მე­ბი გვას­წავ­ლი­ან, რო­დე­საც უფალ­მა ნა­თელ იღო იორ­და­ნე­ში, მას­ში ნა­თელ იღო მთელ­მა კა­ცობ­რი­ო­ბამ. ქრის­ტეს ნათ­ლის­ღე­ბით მოხ­და ადა­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბის, კა­ცობ­რი­ო­ბის გან­წ­მენ­და. ეს არ ნიშ­ნავს, რომ ჩვენ ნათ­ლის­ღე­ბა აღარ გვჭირ­დე­ბა. სა­კუ­თა­რი ნათ­ლის­ღე­ბით უნ­და შე­ვუ­ერ­თ­დეთ ამ ნათ­ლის­ღე­ბას. სწო­რედ ეს მოვ­ლე­ნაა გა­მო­სა­ხუ­ლი ნათ­ლის­ღე­ბის ხატ­ზე. მას­ზე ვხე­დავთ, რომ მაცხო­ვა­რი დგას იორ­და­ნე­ში და ნა­თელს სცემს იოანე. ასე­ვე გა­მო­სა­ხუ­ლია მტრე­დი. რო­გორც სა­ხა­რე­ბა გვე­უბ­ნე­ბა, მაცხოვ­რის ნათ­ლის­ღე­ბის დროს სუ­ლიწ­მი­და გარ­და­მო­ვი­და ვი­თარ­ცა მტრე­დი და ეს იყო კაც­თათ­ვის სა­ხილ­ვე­ლი. ის ადა­მი­ან­თა თვალ­თათ­ვის შე­სა­ხე­დად რო­გორც მტრე­დი, ისე გა­მოჩ­ნ­და. ნათ­ლის­ღე­ბის ხატ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლია ან­გე­ლო­ზე­ბიც. სა­ხა­რე­ბა არ მო­იხ­სე­ნი­ებს, რომ მაცხოვ­რის ნათ­ლის­ღე­ბის დროს ვინ­მეს ან­გე­ლო­ზე­ბი ეხი­ლოს, მაგ­რამ ცხა­დია, იქ მყო­ფობ­დ­ნენ, რად­გან ან­გე­ლო­ზე­ბი თა­ვი­ანთ მა­რა­დი­ულ, და­უ­სა­ბა­მო და და­უს­რუ­ლე­ბელ მე­უ­ფეს ყველ­გან ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან და ცხა­დია, ქრის­ტეს ნათ­ლის­ღე­ბის დრო­საც ან­გე­ლოზ­თა უამ­რა­ვი წყე­ბა და და­სი იქ­ნე­ბო­და, რა­მე­თუ მა­თი მე­უ­ფე, მთე­ლი სამ­ყა­როს მე­უ­ფე იდ­გა იორ­და­ნე­ში ნათ­ლის­ღე­ბის­თ­ვის.

ხა­ტის ზე­მო ნა­წილ­ში გა­მო­სა­ხუ­ლი წრის მო­ნაკ­ვე­თი სიმ­ბო­ლუ­რად, ცას აღ­ნიშ­ნავს, რო­მე­ლიც, რო­გორც წმინ­და გრი­გოლ ღვთის­მეტყ­ვე­ლი ბრძა­ნებს: "ა­დამ­მა და­ახ­შო, რო­გორც სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის, ასე­ვე შთა­მო­მავ­ლო­ბის­თ­ვის. წრის ეს მო­ნაკ­ვე­თი მი­ა­ნიშ­ნებს "ცა­თა ში­ნა" ღმერ­თის მყო­ფო­ბა­ზე". საღ­ვ­თის­მ­სა­ხუ­რო ტექ­ს­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ნათ­ლის­ღე­ბის ამ­სახ­ველ ხატ­ზე მაცხო­ვა­რი უმე­ტეს­წი­ლად, შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლით გა­მო­ი­სა­ხე­ბა, რა­მე­თუ ხორ­ცის სი­შიშ­ვ­ლით (ი­გუ­ლის­ხ­მე­ბა ჯვარ­ზე გაკ­ვ­რა) მაცხო­ვა­რი დი­დე­ბი­სა და უხ­რ­წნე­ლო­ბის სა­მო­სით შე­მო­სავ­და ადა­მი­სა და მი­სი მოდ­გ­მის, - მთე­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის სუ­ლი­ერ სი­შიშ­ვ­ლეს. იოანე ნათ­ლის­მ­ცე­მელს, რო­მე­ლიც ხელს ას­ხამს - ნა­თელს სცემს მაცხო­ვარს, მარ­ცხე­ნა ხელ­ში გრაგ­ნი­ლი უჭი­რავს, სიმ­ბო­ლოდ მი­სი ქა­და­გე­ბი­სა.

- რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს სადღე­სას­წა­უ­ლო მოვ­ლე­ნე­ბის ხატ­წე­რით გა­მო­ხატ­ვას?

- ხა­ტის უმ­თავ­რე­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ის არის, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა უფ­რო ად­ვი­ლად აღიქ­ვან საღ­მ­რ­თო მად­ლი, რად­გან ჩვე­ნი გა­მი­წი­ე­რე­ბუ­ლი გო­ნე­ბა ძნე­ლად აკე­თებს მო­ბი­ლი­ზა­ცი­ას, რომ უფალ­თან მყო­ფო­ბას მი­აღ­წი­ოს. ხა­ტე­ბი არის სარ­კ­მე­ლე­ბი მიღ­მ­ურ, ზე­ცი­ურ სამ­ყა­რო­ში და ის სიწ­მინ­დე­ე­ბი, რო­მელ­თა ხილ­ვი­თაც ჩვე­ნი გო­ნე­ბა უფ­რო კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი ხდე­ბა. რო­დე­საც ხა­ტე­ბის წი­ნა­შე ვლო­ცუ­ლობთ, გვახ­სენ­დე­ბა უფა­ლი, წმინ­და მოვ­ლე­ნე­ბი, წმინ­და­ნე­ბი და ამ დროს ჩვე­ნი გო­ნე­ბა და გუ­ლი ღვთის­კენ მი­იდ­რი­კე­ბა. რაც უფ­რო გუ­ლის­ყუ­რი­თა და ყუ­რადღე­ბით ვლო­ცუ­ლობთ, მით მე­ტად ვართ მიმ­ღებ­ნი იმ მად­ლი­სა, რაც და­უს­რუ­ლებ­ლად მო­ე­დი­ნე­ბა უფ­ლის­გან მთელ სამ­ყა­რო­ზე. ხა­ტე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით - სადღე­სას­წა­უ­ლო ხა­ტე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ადა­მი­ან­თა სა­სუ­ლი­ე­რო გა­ნათ­ლე­ბა­საც. ქრის­ტი­ა­ნო­ბის პირ­ველ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, რო­დე­საც სადღე­სას­წა­უ­ლო მოვ­ლე­ნე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ხა­ტე­ბი იქ­მ­ნე­ბო­და, უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა არ იცო­და წე­რა-კითხ­ვა. მხო­ლოდ სმე­ნით, ეკ­ლე­სი­ა­ში ქა­და­გე­ბით იღებ­დ­ნენ სწავ­ლე­ბებს, ხო­ლო რო­დე­საც მოს­მე­ნილ საღ­მ­რ­თო მოვ­ლე­ნას ხა­ტებ­ზე გა­მო­სა­ხულს ხე­დავ­დ­ნენ, უფ­რო იოლად იმახ­სოვ­რებ­დ­ნენ ამ ყვე­ლა­ფერს. თუმ­ცა, ეს არის უფ­რო ქრის­ტი­ა­ნო­ბის პირ­ველ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ხა­ტე­ბის­თ­ვის თა­ნამ­დე­ვი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, რად­გან ხა­ტის უპირ­ვე­ლე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ის გახ­ლავთ, რომ მიგ­ვა­ახ­ლოს უფალ­თან, უფ­რო ხში­რად გაგ­ვახ­სე­ნოს უფა­ლი და მათ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი პირ­ველ­სა­ხე­ე­ბი.

- რა­ტომ აღეს­რუ­ლე­ბა ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე დი­დი აიაზ­მა?

მა­მა და­ვით ქვლი­ვი­ძე:

- ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით წმინ­და ეკ­ლე­სია წყლის კურ­თხე­ვას აღას­რუ­ლებს, რა­საც დი­დი აიაზ­მა - წყლის კურ­თხე­ვა ეწო­დე­ბა. არ­სე­ბობს დი­დი და მცი­რე აიაზ­მა. დი­დი აიაზ­მა მხო­ლოდ ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­უ­ლის წი­ნადღეს და თა­ვად ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე აღეს­რუ­ლე­ბა; ქრის­ტი­ა­ნებ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კრძალ­ვა, სა­სო­ე­ბა და რწმე­ნა აქვთ მის­და­მი. წყლის კურ­თხე­ვის დროს ღვთის­მ­სა­ხურ­ნი სამ­ჯერ შთაფ­ლა­ვენ ჯვარს წყალ­ში და ჯვარს გა­მო­სა­ხა­ვენ, რაც სიმ­ბო­ლუ­რად გა­ნა­სა­ხი­ე­რებს უფ­ლის სამ­ჯერ შთაფ­ვ­ლას მდი­ნა­რე იორ­და­ნე­ში... უფა­ლი ნათ­ლო­ბას უწო­დებს სუ­ლი­ერ შო­ბას და ბრძა­ნებს: "რო­მე­ლი არა იშ­ვას წყლი­თა და სუ­ლით, მას ვერ ხე­ლე­წი­ფე­ბის ხილ­ვად სა­სუ­ფევ­ლი­სა ღვთი­სა". აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნათ­ლო­ბას ჰქვია სუ­ლი­ე­რი შო­ბა, რო­მე­ლიც აღეს­რუ­ლე­ბა წყლი­თა და სუ­ლით, სუ­ლიწ­მი­დის მად­ლით. ამ­დე­ნად, წყალს აქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. თა­ვად უფალ­მა წყალ­ში შთას­ვ­ლით ინე­ბა ნათ­ლის­ღე­ბა, - წყალ­ში ჩა­ვი­და და ნა­თელ იღო. უფალს ნათ­ლის­ღე­ბა არ სჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ ნათ­ლის­ღე­ბით მოგ­ვ­ცა მა­გა­ლი­თი ნათ­ლო­ბი­სა. ნათ­ლო­ბის დროს წყალ­ში შთას­ვ­ლით მაცხო­ვარ­მა მთე­ლი სამ­ყა­როს წყლე­ბი აკურ­თხა, წყლის ბუ­ნე­ბა შეც­ვა­ლა, მას მა­კურ­ნე­ბე­ლი ძა­ლა მი­ე­ცა, ამი­ტო­მაც აღეს­რუ­ლე­ბა ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე წყლის კურ­თხე­ვა - წყალ­კურ­თხე­ვის სა­ი­დუმ­ლო.

როგორც ვთქვით, დი­დი აიაზ­მა აღეს­რუ­ლე­ბა მხო­ლოდ ერ­თხელ, ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე. მცი­რე აიაზ­მა კი ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა აღეს­რუ­ლოს. დი­დი აიაზ­მის კურ­თხე­ვის დროს ლოც­ვე­ბიც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იკითხე­ბა და ამ დროს ნა­კურ­თხი წყა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბულ სიწ­მინ­დეს წარ­მო­ად­გენს. იგი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ინა­ხე­ბა და რო­გორც უდი­დეს სიწ­მინ­დეს, ისე იხ­მე­ვენ ადა­მი­ა­ნე­ბი - გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში, სუ­ლი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი სნე­უ­ლე­ბის ჟამს. დიდი აიაზ­მის აღ­ს­რუ­ლე­ბის დროს წარ­მოთ­ქ­მულ ლოც­ვებ­შიც ევედ­რე­ბა ღვთის­მ­სა­ხუ­რი უფალს, რომ ის იქ­ცეს სა­კურ­ნებ­ლად სუ­ლი­სა და ხორ­ცი­სა. მცი­რე აიაზ­მაც დიდ სიწ­მინ­დეს წარ­მო­ად­გენს, მისი მი­ღე­ბა ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა, - დი­ლით უზ­მო­ზე, საზ­რ­დე­ლის მი­ღე­ბის წინ, ძი­ლის წინ, აპ­კუ­რე­ბენ სხვა­დას­ხ­ვა ნივთს... უზ­მო­ზე შეგ­ვიძ­ლია მი­ვი­ღოთ დი­დი აიაზ­მაც. ნა­კურთხ წყალს უდი­დე­სი მო­წი­წე­ბით უნ­და მო­ვექ­ცეთ. უდი­ე­რად მოპყ­რო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­იხ­რ­წ­ნე­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა ბა­გით შე­ვე­ხოთ ბოთ­ლს, რო­მელ­შიც ნა­კურ­თხი წყა­ლია მო­თავ­სე­ბუ­ლი ან თავ­და­უ­ხუ­რა­ვი დავ­ტო­ვოთ. ნა­კურ­თხი წყლის გამ­რავ­ლე­ბა შეგ­ვიძ­ლია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წყლის და­მა­ტე­ბით.

- რო­გორ ვიხ­მი­ოთ ნა­კურ­თხი წყა­ლი, რომ მის­გან კურ­ნე­ბა მი­ვი­ღოთ?

- რო­დე­საც მაცხო­ვარ­თან მი­დი­ოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი და გან­კურ­ნე­ბას სთხოვ­დ­ნენ, უფა­ლი მი­უ­გებ­და, - მო­გე­ტე­ოს შენ შე­ცო­დე­ბა­ნი შე­ნი და სარ­წ­მუ­ნე­ბა­მან შენ­მან გაცხოვ­ნოს შენ. ნა­კურ­თხი წყლი­სა თუ სხვა სა­ხის სიწ­მინ­დე­ე­ბის მი­ღე­ბა უნ­და მოხ­დეს რწმე­ნით. რო­გო­რი სარ­წ­მუ­ნო­ე­ბი­თაც მი­ვი­ღებთ, ისე­ვე მოგ­ვე­გე­ბა.

- ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე მდი­ნა­რე იორ­და­ნე­ზე ყო­ველ­წ­ლი­უ­რად სას­წა­უ­ლი აღეს­რუ­ლე­ბა...

- რო­დე­საც ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე იერუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქი მდი­ნა­რე იორ­და­ნეს აკურ­თხებს, მდი­ნა­რე წა­მი­ე­რად ჩერ­დე­ბა და აღ­მა იწყებს სვლას, - წყა­ლი თა­ვის ბუ­ნე­ბა­სა და ფი­ზი­კის კა­ნო­ნებს ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა და იწყებს აღ­მას­ვ­ლას, შემ­დეგ კვლავ ჩვე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით დი­ნე­ბას გა­ნაგ­რ­ძობს. ეს არის ხი­ლუ­ლი დას­ტუ­რი იმი­სა, რაც უხი­ლა­ვად ხდე­ბო­და, უხი­ლა­ვად გვწამს. ნათ­ლის­ღე­ბის მსა­ხუ­რე­ბის ლოც­ვებ­შიც წე­რია, - რო­დე­საც წყალ­ში შთა­მა­ვა­ლი ღმერ­თი და­ი­ნა­ხეს, წყლე­ბიც კი შეძ­რ­წუნ­დ­ნენ და იქ­ც­ნენ მარ­თ­ლუ­კუო.

აქ­ტუ­ა­ლუ­რი კითხ­ვე­ბი

- ხში­რად შე­მიმ­ჩ­ნე­ვია, რომ რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, ცუდ ხა­სი­ათ­ზეა, ცდი­ლობს, სხვე­ბიც გა­მო­იყ­ვა­ნოს მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ერ­თ­მა გო­გო­ნამ პირ­და­პირ მითხ­რა ამის შე­სა­ხებ. რო­გორ უნ­და მო­ვიქ­ცეთ ასეთ დროს? სა­ერ­თოდ, რა­ტომ იქ­ცე­ვი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი ასე?

- შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი ასე შეგ­ნე­ბუ­ლად არ იქ­ცე­ო­დეს. რო­დე­საც გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი ვართ, ხში­რად ჩვენც ასე ვმოქ­მე­დებთ. ადა­მი­ა­ნი მუ­დამ იმა­ზე არ ფიქ­რობს - რად­გან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა ცუ­დად უნ­და იყო­სო. ხან­და­ხან ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბა სუ­ლი­ე­რად ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ობა­ში და ამის გა­მო პა­სუ­ხი არ უნ­და მოვ­თხო­ვოთ. პი­რი­ქით, გვერ­დით უნ­და და­ვუდ­გეთ და ვე­ცა­დოთ, სტრე­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან სა­უბ­რით, შე­გო­ნე­ბით, ლოც­ვით გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ.

- მა­ინ­ტე­რე­სებს, რა დატ­ვირ­თ­ვა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს შო­ბი­დან მე­ორ­მო­ცე დღეს ყრმის ტა­ძარ­ში მიყ­ვა­ნას? ვი­ცი, რომ ახალ­შო­ბი­ლის შო­ბი­დან მე­ორ­მო­ცე დღეს ტაძ­რად მიყ­ვა­ნე­ბის წე­სი ძვე­ლი აღ­თ­ქ­მის პე­რი­ოდ­შიც აღეს­რუ­ლე­ბო­და...

- ძვე­ლი აღ­თ­ქ­მის სჯუ­ლის მი­ხედ­ვით, შო­ბი­დან მე­ორ­მო­ცე დღეს ახალ­შო­ბი­ლი ყრმა მიჰ­ყავ­დათ ტა­ძარ­ში და აღას­რუ­ლებ­დ­ნენ მსხვერ­პ­ლ­შე­წირ­ვას, რაც მაცხო­ვარ­მა თა­ვის თავ­ზეც აღას­რუ­ლა - შო­ბი­დან მე­ორ­მო­ცე დღეს იერუ­სა­ლი­მის ტა­ძარ­ში წარ­დ­გი­ნე­ბით. ვი­ცით, რომ ეს მოვ­ლე­ნა მირ­ქ­მის სა­ხელ­წო­დე­ბი­თა­ცაა ცნო­ბი­ლი. ეს იყო სა­მად­ლო­ბე­ლის შე­წირ­ვა ღვთი­სად­მი შვი­ლი­ე­რე­ბის მი­ნი­ჭე­ბის გა­მო. ადა­მი­ა­ნებს ყო­ველ­თ­ვის უნ­და ხსო­მე­ბო­დათ, რომ თა­ვი­ან­თი დამ­სა­ხუ­რე­ბი­დან და მცდე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი არ მი­ე­ცათ მათ შვი­ლი, არა­მედ უფალ­მა მის­ცა, - შვი­ლი­ე­რე­ბა ღვთის წყა­ლო­ბაა. შო­ბი­დან მე­ორ­მო­ცე დღეს ყრმის ტაძ­რად მიყ­ვა­ნე­ბის წე­სი ახალ აღ­თ­ქ­მა­შიც აღეს­რუ­ლე­ბა და იგი­ვე დატ­ვირ­თ­ვა აქვს, რაც ძველ აღ­თ­ქ­მა­ში. ამ წე­სის აღ­ს­რუ­ლე­ბით უფ­ლის წი­ნა­შე ვა­ღი­ა­რებთ, რომ "ბავ­შ­ვი არა ჩე­მი, არა­მედ შე­ნია, უფა­ლო". ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ღვთის შვი­ლია, რო­მელ­საც უფა­ლი ხორ­ცი­ელ მშობ­ლებს აძ­ლევს აღ­საზ­რ­დე­ლად. შვი­ლი ისე უნ­და გავ­ზარ­დოთ, რომ თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით უფა­ლი ადი­დოს და უფალ­თან და­იმ­კ­ვიდ­როს. რო­დე­საც შვი­ლე­ბი გვყავს, უნ­და გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რომ ისი­ნი ჩვენ უფალ­მა მოგ­ვ­ცა აღ­საზ­რ­დე­ლად და ისი­ნი არა ჩვე­ნი, არა­მედ უფ­ლის სა­კუთ­რე­ბაა ისე­ვე, რო­გორც თა­ვად ჩვენ. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ამ ქვეყ­ნი­დან გა­ვა, ისე უნ­და ჰქონ­დეს ცხოვ­რე­ბა გავ­ლი­ლი, რომ უფალ­თან და­იმ­კ­ვიდ­როს, - მი­სი არაქ­რის­ტია­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სა და უფალ­თან ვერ­დამ­კ­ვიდ­რე­ბის მი­ზე­ზი მშო­ბე­ლი არ უნ­და გახ­დეს.

ყრმის ტაძ­რად მიყ­ვა­ნე­ბის დროს ძველ აღ­თ­ქ­მა­ში აღეს­რუ­ლე­ბო­და მსხვერ­პ­ლ­შე­წირ­ვა, ახალ აღ­თ­ქ­მა­ში კი იკითხე­ბა ლოც­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ახა­ლაღ­თ­ქ­მი­სე­ულ პე­რი­ოდ­შია შექ­მ­ნი­ლი. მოძღ­ვა­რი ლოც­ვით შეს­თხოვს უფალს, რომ ბავ­შ­ვი გა­ი­ზარ­დოს ღვთის სათ­ნო პი­როვ­ნე­ბად, იყოს ღვთის მა­დი­დე­ბე­ლი და ღვთის წყა­ლო­ბა იყოს მას­ზე, პირ­ველ რიგ­ში კი, რო­გორც ვთქვით, ამ წე­სის აღ­ს­რუ­ლე­ბით მად­ლო­ბას ვწი­რავთ უფალს, შვი­ლი­ე­რე­ბის მო­ნი­ჭე­ბის­თ­ვის.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია