პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველო აშშ-სგან 62 მილიონ აშშ დოლარზე მეტს მიიღებს
საქართველო აშშ-სგან 62 მილიონ აშშ დოლარზე მეტს მიიღებს

აშშ-ი სა­ქარ­თვე­ლოს 2014 წელს დახ­მა­რე­ბის სა­ხით 62 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარ­ზე მეტს გა­მო­უ­ყოფს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ის კონ­გრე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტამ 2014 წლის 15 იან­ვარს ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით (359 ხმა 67 ხმის წი­ნა­აღ­მდეგ) 2014 ფის­კა­ლუ­რი წლის­თვის ასიგ­ნე­ბე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი აქტი მი­ი­ღო, რომ­ლი­თაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ფი­ნან­სუ­რი სახ­სრე­ბის გა­მო­ყო­ფა "აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რი­ო­ბის" პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი ქვეყ­ნე­ბის, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს და­სახ­მა­რებ­ლად. დო­კუ­მენტს მხა­რი და­უ­ჭი­რა აშშ-ის სე­ნატ­მაც (72 ხმა 26 ხმის წი­ნა­აღ­მდეგ).

ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი ფი­ნან­სუ­რი სახ­სრე­ბი წა­რი­მარ­თე­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის (ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო სივ­რცის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის ჩათ­ვლით) და სა­ვი­ზო რე­ჟი­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის შეს­რუ­ლე­ბის პროგ­რე­სის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

კა­ნონპ­რო­ექ­ტში ასე­ვე მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი აშშ-ის კონ­გრე­სის სა­ბი­უ­ჯე­ტო კო­მი­ტეტს წა­რუდ­გენს ან­გა­რიშს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის და­სახ­მა­რებ­ლად აშშ-ის მთავ­რო­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ.

ამას­თან, კა­ნონპ­რო­ექ­ტი ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მიერ მოხ­სე­ნე­ბის მომ­ზა­დე­ბას რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან "აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის" ქვეყ­ნებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზე­წო­ლის შე­სა­ხებ, რაც ევ­რო­კავ­შირ­თან ამ ქვეყ­ნე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის შე­ფერ­ხე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

2014 წლის ასიგ­ნე­ბე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი აქტი (კა­ნონპ­რო­ექ­ტის #7170 თავი) აშშ-ის სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის 1,012 ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გა­მო­ყო­ფას გუ­ლის­ხმობს.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი 1 582 გვერდს მო­ი­ცავს და 12 კა­ნონპ­რო­ექტს აერ­თი­ა­ნებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

საქართველო აშშ-სგან 62 მილიონ აშშ დოლარზე მეტს მიიღებს

საქართველო აშშ-სგან 62 მილიონ აშშ დოლარზე მეტს მიიღებს

აშშ-ი საქართველოს 2014 წელს დახმარების სახით 62 მილიონ აშშ დოლარზე მეტს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 2014 წლის 15 იანვარს ხმათა უმრავლესობით (359 ხმა 67 ხმის წინააღმდეგ) 2014 ფისკალური წლისთვის ასიგნებების გაერთიანებული აქტი მიიღო, რომლითაც გათვალისწინებულია ფინანსური სახსრების გამოყოფა "აღმოსავლეთ პარტნიორიობის" პროგრამაში ჩართული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს დასახმარებლად. დოკუმენტს მხარი დაუჭირა აშშ-ის სენატმაც (72 ხმა 26 ხმის წინააღმდეგ).

ამასთან, საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური სახსრები წარიმართება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ჩათვლით) და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესის უზრუნველსაყოფად.

კანონპროექტში ასევე მითითებულია, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დასახმარებლად აშშ-ის მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

ამასთან, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ მოხსენების მომზადებას რუსეთის ფედერაციის მხრიდან "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, რაც ევროკავშირთან ამ ქვეყნების ინტეგრაციის პროცესის შეფერხებას ემსახურება.

2014 წლის ასიგნებების გაერთიანებული აქტი (კანონპროექტის #7170 თავი) აშშ-ის სამთავრობო პროგრამების განხორციელებისთვის 1,012 ტრილიონი დოლარის გამოყოფას გულისხმობს.

კანონპროექტი 1 582 გვერდს მოიცავს და 12 კანონპროექტს აერთიანებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა