სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უსუფაშვილმა "ხუმრობა 2014"-ის გამარჯვებული გამოავლინა
უსუფაშვილმა "ხუმრობა 2014"-ის გამარჯვებული გამოავლინა

ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "ხუმ­რო­ბა 2014" ზუ­რაბ ტყე­მა­ლა­ძე ლი­დე­რობს, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა ტვ"-ის გა­და­ცე­მა "ემას შო­უ­ში" თბი­ლის­ში მდე­ბა­რე პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის ქუ­თა­ი­სის­თვის მი­კუთ­ვნე­ბის სა­კი­თხის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის შე­ფა­სე­ბით, ზუ­რაბ ტყე­მა­ლა­ძის ამ მო­საზ­რე­ბამ სა­ინ­ტე­რე­სო დე­ბა­ტე­ბი გა­მო­იწ­ვია. "ბა­ტო­ნი ზუ­რა­ბი ამ­ბობს, რომ ხუმ­რობს, მაგ­რამ ამ ხუმ­რო­ბა­ში სი­მარ­თლის ნა­წი­ლიც არის. კერ­ძოდ ის, რომ ჩვენ ვა­პი­რებთ რუს­თა­ვე­ლის შე­ნო­ბა­ში მუ­შა­ო­ბას, მაგ­რამ ქუ­თა­ი­სი-თბი­ლი­სის გაც­ვლა არ იგეგ­მე­ბა. ნო­მი­ნა­ცი­ა­ში, "ხუმ­რო­ბა 2014", გა­მარ­ჯვე­ბა ეკუთ­ვნის ზუ­რაბ ტყე­მა­ლა­ძეს", - გა­ნა­ცხა­და და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ იმ სი­ახ­ლე­ებ­ზეც ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც ხმის მი­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ი­ნერ­გე­ბა. კერ­ძოდ, და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხმის მი­ცე­მა მოხ­დე­ბა ეკ­რან­ზე და არა ღი­ლა­კით, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა შემ­თხვე­ვით ან გან­გებ გა­ი­ჭე­დოს.

"კომ­პა­ნი­ამ, რო­მელ­თა­ნაც გვქონ­და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, თი­თის ანა­ბეჭ­დის სის­ტე­მა არ გვირ­ჩია. ვფიქ­რობ, ჩვენ მიერ შერ­ჩე­უ­ლი სის­ტე­მა გა­მო­რი­ცხავს გა­უ­გებ­რო­ბებს, რად­გან ეკ­რან­ზე თი­თის და­დე­ბის გა­რე­შე ხმის მი­ცე­მა ვერ მოხ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, ჩვენ მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი გვაქვს პრობ­ლე­მა ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით – იმ დე­პუ­ტა­ტე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც არ არი­ან სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში და ახერ­ხე­ბენ ხმის მი­ცე­მას და ასე­ვე იმ დე­პუ­ტა­ტე­ბის, რომ­ლე­ბიც დარ­ბაზ­ში არი­ან და რე­გის­ტრა­ცი­ას არ გა­დი­ან", - გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

უსუფაშვილმა "ხუმრობა 2014"-ის გამარჯვებული გამოავლინა

უსუფაშვილმა "ხუმრობა 2014"-ის გამარჯვებული გამოავლინა

ნომინაციაში "ხუმრობა 2014" ზურაბ ტყემალაძე ლიდერობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "პალიტრა ტვ"-ის გადაცემა "ემას შოუში" თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის ქუთაისისთვის მიკუთვნების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ზურაბ ტყემალაძის ამ მოსაზრებამ საინტერესო დებატები გამოიწვია. "ბატონი ზურაბი ამბობს, რომ ხუმრობს, მაგრამ ამ ხუმრობაში სიმართლის ნაწილიც არის. კერძოდ ის, რომ ჩვენ ვაპირებთ რუსთაველის შენობაში მუშაობას, მაგრამ ქუთაისი-თბილისის გაცვლა არ იგეგმება. ნომინაციაში, "ხუმრობა 2014", გამარჯვება ეკუთვნის ზურაბ ტყემალაძეს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმ სიახლეებზეც ისაუბრა, რომელიც ხმის მიცემასთან დაკავშირებით დაინერგება. კერძოდ, დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, ხმის მიცემა მოხდება ეკრანზე და არა ღილაკით, რომელიც შეიძლება შემთხვევით ან განგებ გაიჭედოს.

"კომპანიამ, რომელთანაც გვქონდა კონსულტაციები, თითის ანაბეჭდის სისტემა არ გვირჩია. ვფიქრობ, ჩვენ მიერ შერჩეული სისტემა გამორიცხავს გაუგებრობებს, რადგან ეკრანზე თითის დადების გარეშე ხმის მიცემა ვერ მოხდება. გარდა ამისა, ჩვენ მოსაგვარებელი გვაქვს პრობლემა ორი მიმართულებით – იმ დეპუტატებისა, რომლებიც არ არიან სხდომათა დარბაზში და ახერხებენ ხმის მიცემას და ასევე იმ დეპუტატების, რომლებიც დარბაზში არიან და რეგისტრაციას არ გადიან", - განაცხადა უსუფაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა