სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვება ნატა გულიაშვილი შორენა ბეგაშვილის პირად ცხოვრებაზე
რას ყვება ნატა გულიაშვილი შორენა ბეგაშვილის პირად ცხოვრებაზე

სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნატა გუ­ლი­აშ­ვი­ლი რე­ა­ლი­თი შო­უ­დან - "ამ­ტა­ნი" გა­იც­ნო, ახლა კი მას რო­გორც მსა­ხი­ობ­სა და მომ­ღე­რალს, ისე იც­ნო­ბენ. ნატა მი­იჩ­ნევს, რომ სა­სურ­ვე­ლი სა­პა­ტარ­ძლოა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით, ოჯა­ხის შექ­მნა ვერ მო­ა­ხერ­ხა. ის ბედ­ნი­ე­რი და გა­ხა­რე­ბუ­ლია იმ ფაქ­ტით, რომ მისი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი - შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია და ალ­ბათ ოჯახ­საც მალე შექ­მნის.

- პირ­ველ რიგ­ში, შენი მშობ­ლე­ბი გაგ­ვა­ცა­ნი. ვინ არი­ან ისი­ნი?

- მამა - გივი გუ­ლი­აშ­ვი­ლი ინ­ჟი­ნე­რია. მას გა­ნათ­ლე­ბა რუ­სეთ­ში აქვს მი­ღე­ბუ­ლი. დედა - ნანა კო­ბე­რი­ძე მსა­ხი­ო­ბი და ამა­ვე დროს, რე­ჟი­სო­რიც არის. დედა 25 წელი პირ­ველ არხზე, მუ­სი­კა­ლურ რე­დაქ­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მეც ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­ვი­ზარ­დე. სკო­ლის შემ­დეგ დე­დას სამ­სა­ხურ­ში მივ­ყავ­დი და იქ, სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ბავ­შვებ­თან ერ­თად, სპე­ცი­ა­ლუ­რად პა­ტა­რე­ბის­თვის მო­წყო­ბილ ოთახ­ში ვთა­მა­შობ­დი. 6 წლი­დან უკვე გა­და­წყვე­ტი­ლი მქონ­და, რომ მსა­ხი­ო­ბი უნდა გავმხდა­რი­ყა­ვი. დე­დას გა­და­ღე­ბებ­ზე დავ­ყავ­დი. ის "დონ-კი­ხოტ­ში", "ნერ­გებ­ში" და სხვა ქარ­თულ ფილ­მებ­ში თა­მა­შობ­და. პირ­ვე­ლად დე­დას მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კონ­ცერ­ტი წა­ვიყ­ვა­ნე, სა­დაც ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლე­ბი მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლი და ირმა სო­ხა­ძე გა­მო­დი­ოდ­ნენ. მშობ­ლე­ბი ყო­ველ­თვის მხარ­ში მიდ­გა­ნან, ისი­ნი ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი არი­ან. როცა რე­ა­ლი­თი შო­უ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, მამა ღა­მე­ებს ათე­ნებ­და, ტე­ლე­ეკ­რანს იყო მი­ჯაჭ­ვუ­ლი. ისე, სი­მარ­თლე გი­თხრა, მამა ცო­ტა არ იყოს, მკაც­რი ადა­მი­ა­ნია, მაგ­რამ ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს არა­სო­დეს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. ქარ­თულ ტრა­დი­ციულ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე და ყვე­ლა­ფერ ქარ­თულს პა­ტივს ვცემ.

- შე­გიძ­ლია, სა­კუ­თარ და­დე­ბით და უარ­ყო­ფით თვი­სე­ბებ­ზე გვე­სა­უბ­რო?

- ხან­და­ხან სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი ძა­ლი­ან მი­ჭირს, მაგ­რამ ახლა შე­ვეც­დე­ბი, ჩემი და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბი მკა­ფი­ოდ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბო. ჰო­როს­კო­პით ლომი ვარ და პირ­ვე­ლო­ბა მიყ­ვარს. თბი­ლი, ტკბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნი ვარ. ძა­ლი­ან კი მე­რი­დე­ბა ამის თქმა, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად, კე­თი­ლი გული მაქვს, უცხო­საც რომ დას­ჭირ­დეს ჩემი დახ­მა­რე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად ამო­ვუდ­გე­ბი მხარ­ში. არა­სო­დეს და არა­ვი­სი არ მშურს. ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ფერს სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით მი­ვაღ­წიო. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კი ის არის, რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი პრო­ფე­სია და კი­ნო­გა­და­ღე­ბა­ზე ერაყ­ში წას­ვლაც რომ შე­მომ­თა­ვა­ზონ, იქაც და­უ­ფიქ­რებ­ლად წა­ვალ. პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში კი­ნო­გა­და­ღე­ბა­ზე უკვე ვი­ყა­ვი. ჩეჩ­ნურ მხატ­ვრულ ფილმში ჩე­ჩე­ნი გო­გო­ნა გან­ვა­სა­ხი­ე­რე.

- მხო­ლოდ სა­კუ­თარ და­დე­ბით თვი­სე­ბებ­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბი. უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბა არ გაქვს?

- რო­გორ არა! ცოტა არ იყოს, ზარ­მა­ცი ვარ. თუმ­ცა, მე­გობ­რე­ბი ხში­რად მე­უბ­ნე­ბი­ან: ამ­დე­ნი რა­მის ერ­თდრო­უ­ლად გა­კე­თე­ბას რო­გორ ას­წრე­ბო?

- შენი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი, შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი რჩე­ვას ხში­რად გაძ­ლევს?

- მე და შო­რე­ნა მარ­თლაც, კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვართ. ისე­თი ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, რომ თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია მი­თხრას, რა არ მოს­წონს ჩემ­ში. ზოგ­ჯერ ერ­თმა­ნეთს რჩე­ვა­საც ვაძ­ლევთ.

- ერ­თმა­ნე­თი სად გა­ი­ცა­ნით?

- თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ჯგუ­ფე­ლე­ბი ვი­ყა­ვით. თა­ნაც, ადრე მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან ერ­თად, ჩემს მე­ზობ­ლად, მიც­კე­ვი­ჩის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­და. უკვე 10 წე­ლია, ვმე­გობ­რობთ.

- ამ­ბო­ბენ, შო­რე­ნა ბიზ­ნეს­მენ ირაკ­ლი ნა­ნა­ძეს მიჰ­ყვე­ბა ცო­ლა­დო. ეს სი­მარ­თლეა?

- მე და შო­რე­ნამ ერ­თმა­ნე­თის ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა დე­ტა­ლი ვი­ცით. რა დროს სად მი­დის, რას აკე­თებს და ა.შ. უბ­რა­ლოდ, გე­ტყვით იმას, რომ ის ამ ეტაპ­ზე ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია.

- იმა­საც ამ­ბო­ბენ, სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში გა­და­დი­სო.

- ვიცი მხო­ლოდ ის, რომ უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ ვერ გე­ტყვი, სა­ცხოვ­რებ­ლად მოს­კოვ­ში მი­დის თუ არა.

- მის საქმროს იც­ნობ?

- რო­გორ არა! ის ძა­ლი­ან თბი­ლი ადა­მი­ა­ნია. როცა შო­რე­ნას­თან სტუმ­რად ვარ, ყო­ველ 5 წუთ­ში ურე­კავს. მი­ხა­რია, რომ ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი ასე­თი ბედ­ნი­ე­რია. ის ახალ წელს ჩემი სან­ტა კლა­უ­სი იყო და 9 წყვი­ლი სა­უ­კე­თე­სო ფეხ­საც­მე­ლი მა­ჩუ­ქა. ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა.

- რო­გორც ვიცი, შენ და შო­რე­ნას გა­რეგ­ნუ­ლა­დაც გამ­სგავ­სე­ბენ ერ­თმა­ნეთს.

- თით­ქმის ყო­ვე­ლი მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი მე­უბ­ნე­ბა, რომ შო­რე­ნას ძა­ლი­ან ვგა­ვარ. მი­ხა­რია, რომ მას მამ­სგავ­სე­ბენ. ჩემი აზ­რით, ის ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გო­გოა.

- შენ თუ გყავს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი?

- მყავ­და, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე და­შო­რე­ბუ­ლე­ბი ვართ. ჩვენ ვი­ჩხუ­ბეთ. ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლი ვარ. თუ რა­ღა­ცას გა­დავ­წყვეტ, არა­სო­დეს გა­და­ვი­ფიქ­რებ. ალ­ბათ ძა­ლი­ან უნდა მიყ­ვარ­დეს ადა­მი­ა­ნი, რომ მის გამო სა­კუ­თარ პრინ­ცი­პებს ვუ­ღა­ლა­ტო. ჩემს რჩე­ულს ისე­თი უნდა ვუყ­ვარ­დე, რო­გო­რიც ვარ. რა ვქნა, ვე­რა­ვის გამო ვერ შე­ვიც­ვლე­ბი. სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სია ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მომ­წონს ის, რა­საც ვა­კე­თებ.

- ამ ეტაპ­ზე რას საქ­მი­ა­ნობ?

- ამ ეტაპ­ზე თბი­ლის­ში 2 კლუ­ბის პიარ-მე­ნე­ჯე­რი ვარ. კლუ­ბებ­ში სა­ინ­ტე­რე­სო "ივენ­თებ­სა" და კონ­ცერ­ტებს ვა­წყობ.

- ამა­ყი ხარ?

- ლო­მის სიძ­ლი­ე­რე და სი­ა­მა­ყე მაქვს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ზედ­მე­ტად ამა­ყიც კი ვარ. ბა­ტო­ნი მიშა ცა­გა­რე­ლი ჩემი ახლო მე­გო­ბა­რია და სულ მე­უბ­ნე­ბა, რომ ტი­პუ­რი ლომი ვარ.

- სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა თუ გე­ხერ­ხე­ბა? მა­გა­ლი­თად, სა­დი­ლის მომ­ზა­დე­ბა, სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რის გაშ­ლა, და­ლა­გე­ბა?

- ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ო­ჯა­ხო საქ­მის გა­კე­თე­ბა მშვე­ნივ­რად გა­მომ­დის, ოღონდ, მთა­ვა­რია, მო­ვინ­დო­მო. კერ­ძე­ბი­დან ყველ­ზე მე­ტად, "ბაჟე" მიყ­ვარს და ამი­ტო­მაც, ხში­რად ვამ­ზა­დებ. სა­ა­ხალ­წლო სუფ­რის­თვის გო­ზი­ნა­ყი და სა­ცი­ვი თა­ვად მო­ვამ­ზა­დე.

- რო­გორც მო­მა­ვალ პა­ტარ­ძალს, თუ წარ­მო­გიდ­გე­ნია, სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებს თავს რო­გორ გა­არ­თმევ?

- რა­ტომ­ღაც, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ყვე­ლა­ნა­ირ სა­ო­ჯა­ხო საქ­მეს თავს კარ­გად გა­ვარ­თმევ. ისე კი, ვერ ვი­ტყვი, - სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სი და სახ­ლის და­ლა­გე­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს-მეთ­ქი. პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა უფრო დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს, ვიდ­რე სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა. მინ­და, ისე­თი ქმა­რი შემ­ხვდეს, რო­მე­ლიც საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხელს შე­მი­წყობს.

- მა­მა­კა­ცის პე­რან­გის და­უ­თო­ე­ბა თუ შე­გიძ­ლია?

- რა თქმა უნდა, შე­მიძ­ლია. მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს პე­რანგს აუ­ცი­ლებ­ლად და­ვუ­უ­თო­ებ (იღი­მის).

- რო­გო­რი მა­მა­კა­ცე­ბი მოგ­წონს?

- ოოო... მომ­წონს გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და ჭკვი­ა­ნი მა­მა­კა­ცე­ბი. ჩემ­მა რჩე­ულ­მა, პირ­ველ რიგ­ში, უნდა იცო­დეს, რა უნდა ცხოვ­რე­ბის­გან. იუ­მო­რის გრძნო­ბა, მე­ტყვე­ლი თვა­ლე­ბი და ლა­მა­ზი თი­თე­ბი უნდა ჰქონ­დეს. აუ­ცი­ლებ­ლად და­საქ­მე­ბუ­ლი უნდა იყოს და სა­კუ­თა­რი საქ­მე უყ­ვარ­დეს. და კი­დევ, მის მხარ­ში დგო­მას, ყუ­რა­დღე­ბას ყო­ველ­თვის უნდა ვგრძნობ­დე.

- თუ გი­ფიქ­რია იმა­ზე, რომ შენი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე აუ­ცი­ლებ­ლად ფუ­ლი­ა­ნი უნდა იყოს?

- თუ ფუ­ლი­ა­ნი იქ­ნე­ბა, რა თქმა უნდა, კარ­გია, მაგ­რამ ჩემ­თვის მთა­ვა­რი ეს არ არის! ძა­ლი­ან ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. თუ ვინ­მე შე­ვიყ­ვა­რე, მერე მისი და­ვი­წყე­ბა მიძ­ნელ­დე­ბა. თუ სიყ­ვა­რუ­ლი მყა­რია, წყვი­ლი კომ­ფორ­ტულ ცხოვ­რე­ბას მო­ი­წყობს. თუმ­ცა, ცხა­დია, ყვე­ლა­ფე­რი მონ­დო­მე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ჩემ­თვის მი­ლი­ო­ნე­ბი არა­ფერს წყვეტს. თუ მო­ვინ­დო­მებ, მი­ლი­ო­ნე­რი თა­ვა­დაც გავ­ხდე­ბი (იცი­ნის).

- ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბის თუ გჯე­რა?

- ერთი ნახ­ვით სიყ­ვა­რუ­ლის არ მჯე­რა! ერთი ნახ­ვით შე­იძ­ლე­ბა, პი­როვ­ნე­ბა ძა­ლი­ან მო­გე­წო­ნოს და მას­ზე ფიქ­რი და­ი­წყო. თუკი ეს მო­წო­ნე­ბა არ გან­ვი­თარ­დე­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბა ვერ აე­წყო­ბა.

- ოდეს­მე მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში თუ აღ­მო­ჩე­ნილ­ხარ?

- ერთხელ ვი­ღა­ცას მარ­თლაც, ერთი ნახ­ვით შე­ვუყ­ვარ­დი (ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, თვი­თონ ასე ამ­ბობ­და). ის ბიჭი სამი წელი დამ­დევ­და, მოს­ვე­ნე­ბას არ მაძ­ლევ­და. ჩემ შე­სა­ხებ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი იცო­და - რა დროს სად მივ­დი­ო­დი, ვის­თან ერ­თად და ა.შ. ძა­ლი­ან დიდი ხანი დამ­ჭირ­და იმის­თვის, რომ მო­მე­შო­რე­ბი­ნა. მუდ­მი­ვად მი­რე­კავ­და, ყუ­რა­დღე­ბის მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევ­და და უფრო მე­ტიც - დე­და­ჩე­მის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზეც კი მი­რე­კავ­და. დღემ­დე არ ვიცი, დე­დას ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი სა­ი­დან გა­ი­გო.

- რა უნდა გა­ა­კე­თოს მა­მა­კაც­მა იმის­თვის, რომ შენი გული მო­ი­ნა­დი­როს?

- სა­კუ­თა­რი ვაჟ­კა­ცუ­რი ხა­სი­ა­თი­თა და მა­ნე­რე­ბით უნდა მო­მა­წო­ნოს თავი.

- მა­მა­კაც­ში გა­რეგ­ნო­ბაა მთა­ვა­რი თუ მისი ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი?

- მთა­ვა­რი ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბია. ვი­მე­ო­რებ, ის თბი­ლი, ერ­თგუ­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე უნდა იყოს. საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს ღა­ლატს, ორ­გუ­ლო­ბას, ტყუ­ილს ვე­რა­სო­დეს ვა­პა­ტი­ებ. სა­ერ­თოდ, ადა­მი­ა­ნებს შეც­დო­მებს ძა­ლი­ან ძნე­ლად ვპა­ტი­ობ. ჩემი წყე­ნი­ნე­ბა ად­ვი­ლია, ბუ­ტია ვარ. თუ ადა­მი­ა­ნის­გან ვერ ვიგ­რძნობ, რომ ის თა­ვის და­ნა­შა­ულს ბო­ლომ­დე აც­ნო­ბი­ე­რებს და დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მას ნა­ნობს, მის პა­ტი­ე­ბას ვერ მო­ვა­ხერ­ხებ.

- ოდეს­მე სა­კუ­თარ ქორ­წილ­ზე თუ გი­ოც­ნე­ბია?

- რა თქმა უნდა, მი­ოც­ნე­ბია! მინ­და, ძა­ლი­ან დიდი და ლა­მა­ზი ქორ­წი­ლი მქონ­დეს. რა უნდა მეც­ვას? - ლა­მა­ზი თეთ­რი კაბა, დიდი შლე­ი­ფით.

- ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ქორ­წილი თუ მოგ­წონს?

- მომ­წონს. ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ულ ქორ­წილს თა­ვი­სე­ბუ­რი ხიბ­ლი აქვს.

- საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად, თაფ­ლო­ბის თვეს სად გა­ა­ტა­რებ­დი?

- პა­რიზ­ში ან ვე­ნე­ცი­ა­ში - ორი­ვე ძა­ლი­ან მომ­წონს. ალ­ბათ ამ სა­კითხს მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს­თან შე­ვა­თან­ხმებ (იცი­ნის).

- მო­მა­ვალ­მა მე­უღ­ლემ მის მშობ­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა რომ შე­მოგ­თა­ვა­ზოს, მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას რო­გორ შეხ­ვდე­ბი?

- ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არ მექ­ნე­ბა.

- მზი­თე­ვი თუ გაქვს?

- კი, მაქვს (იცი­ნის).

- დე­დამ­თილს "დე­დას" თუ და­უ­ძა­ხებ?

- შე­იძ­ლე­ბა, "დედა" ვერ და­ვუ­ძა­ხო, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად თქვე­ნო­ბით მივ­მარ­თავ.

- რო­გო­რი ნიშ­ნო­ბის ბე­ჭე­დი მოგ­წონს - ტრა­დი­ცი­უ­ლი ბა­ჯაღ­ლოს რგო­ლი თუ მისი თა­ნა­მედ­რო­ვე ვა­რი­ან­ტი?

- ძა­ლი­ან მომ­წონს ტრა­დი­ცი­უ­ლი ბა­ჯაღ­ლოს რგო­ლი და როცა გავ­თხოვ­დე­ბი, მას აუ­ცი­ლებ­ლად ყო­ველ­თვის ვა­ტა­რებ. ბო­ლოს და ბო­ლოს, ამ გზით აბე­ზარ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მო­ვი­შო­რებ (იცი­ნის).

- ოჯა­ხი თუ კა­რი­ე­რა - ასე­თი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე რომ აღ­მოჩ­ნდე, პირ­ველ ად­გილ­ზე რო­მელს და­ა­ყე­ნებ?

- ჩემ­თვის ორი­ვე ერ­თნა­ი­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია! ქა­ლის­თვის ოჯა­ხიც და კა­რი­ე­რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ამი­ტომ მო­მა­ვალ­მა მე­უღ­ლემ ასე­თი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე არ უნდა და­მა­ყე­ნოს.

სოფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რას ყვება ნატა გულიაშვილი შორენა ბეგაშვილის პირად ცხოვრებაზე

რას ყვება ნატა გულიაშვილი შორენა ბეგაშვილის პირად ცხოვრებაზე

საზოგადოებამ ნატა გულიაშვილი რეალითი შოუდან - "ამტანი" გაიცნო, ახლა კი მას როგორც მსახიობსა და მომღერალს, ისე იცნობენ. ნატა მიიჩნევს, რომ სასურველი საპატარძლოა, მაგრამ ჯერჯერობით, ოჯახის შექმნა ვერ მოახერხა. ის ბედნიერი და გახარებულია იმ ფაქტით, რომ მისი უახლოესი მეგობარი - შორენა ბეგაშვილი შეყვარებულია და ალბათ ოჯახსაც მალე შექმნის.

- პირველ რიგში, შენი მშობლები გაგვაცანი. ვინ არიან ისინი?

- მამა - გივი გულიაშვილი ინჟინერია. მას განათლება რუსეთში აქვს მიღებული. დედა - ნანა კობერიძე მსახიობი და ამავე დროს, რეჟისორიც არის. დედა 25 წელი პირველ არხზე, მუსიკალურ რედაქციაში მუშაობდა და შეიძლება ითქვას, მეც ტელევიზიაში გავიზარდე. სკოლის შემდეგ დედას სამსახურში მივყავდი და იქ, სხვა თანამშრომლების ბავშვებთან ერთად, სპეციალურად პატარებისთვის მოწყობილ ოთახში ვთამაშობდი. 6 წლიდან უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ მსახიობი უნდა გავმხდარიყავი. დედას გადაღებებზე დავყავდი. ის "დონ-კიხოტში", "ნერგებში" და სხვა ქართულ ფილმებში თამაშობდა. პირველად დედას მიერ ორგანიზებული კონცერტი წავიყვანე, სადაც ცნობილი მომღერლები მერაბ სეფაშვილი და ირმა სოხაძე გამოდიოდნენ. მშობლები ყოველთვის მხარში მიდგანან, ისინი ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან. როცა რეალითი შოუში ვმონაწილეობდი, მამა ღამეებს ათენებდა, ტელეეკრანს იყო მიჯაჭვული. ისე, სიმართლე გითხრა, მამა ცო­ტა არ იყოს, მკაცრი ადამიანია, მაგრამ ჩემს გადაწყვეტილებებს არასოდეს ეწინააღმდეგება. ქართულ ტრადი­ციულ ოჯახში გავიზარდე და ყველაფერ ქართულს პატივს ვცემ.

- შეგიძლია, საკუთარ დადებით და უარყოფით თვისებებზე გვესაუბრო?

- ხანდახან საკუთარ თავზე ლაპარაკი ძალიან მიჭირს, მაგრამ ახლა შევეცდები, ჩემი დადებითი და უარყოფითი თვისებები მკაფიოდ ჩამოვაყალიბო. ჰოროსკოპით ლომი ვარ და პირველობა მიყვარს. თბილი, ტკბილი და მოსიყვარულე ადამიანი ვარ. ძალიან კი მერიდება ამის თქმა, მაგრამ ნამდვილად, კეთილი გული მაქვს, უცხოსაც რომ დასჭირდეს ჩემი დახმარება, აუცილებლად ამოვუდგები მხარში. არასოდეს და არავისი არ მშურს. ვცდილობ, ყველაფერს საკუთარი ძალებით მივაღწიო. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და კინოგადაღებაზე ერაყში წასვლაც რომ შემომთავაზონ, იქაც დაუფიქრებლად წავალ. პანკისის ხეობაში კინოგადაღებაზე უკვე ვიყავი. ჩეჩნურ მხატვრულ ფილმში ჩეჩენი გოგონა განვასახიერე.

- მხოლოდ საკუთარ დადებით თვისებებზე მელაპარაკები. უარყოფითი თვისება არ გაქვს?

- როგორ არა! ცოტა არ იყოს, ზარმაცი ვარ. თუმცა, მეგობრები ხშირად მეუბნებიან: ამდენი რამის ერთდროულად გაკეთებას როგორ ასწრებო?

- შენი უახლოესი მეგობარი, შორენა ბეგაშვილი რჩევას ხშირად გაძლევს?

- მე და შორენა მართლაც, კარგი მეგობრები ვართ. ისეთი ახლო ურთიერთობა გვაქვს, რომ თავისუფლად შეუძლია მითხრას, რა არ მოსწონს ჩემში. ზოგჯერ ერთმანეთს რჩევასაც ვაძლევთ.

- ერთმანეთი სად გაიცანით?

- თეატრალურ უნივერსიტეტში, ჯგუფელები ვიყავით. თანაც, ადრე მეუღლესთან და შვილთან ერთად, ჩემს მეზობლად, მიცკევიჩის ქუჩაზე ცხოვ­რობდა. უკვე 10 წელია, ვმეგობრობთ.

- ამბობენ, შორენა ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს მიჰყვება ცოლადო. ეს სიმართლეა?

- მე და შორენამ ერთმანეთის ცხოვრების ყველა დეტალი ვიცით. რა დროს სად მიდის, რას აკეთებს და ა.შ. უბრალოდ, გეტყვით იმას, რომ ის ამ ეტაპზე ძალიან ბედნიერია.

- იმასაც ამბობენ, საცხოვრებლად მოსკოვში გადადისო.

- ვიცი მხოლოდ ის, რომ უზომოდ შეყვარებულია, მაგრამ ვერ გეტყვი, საცხოვრებლად მოსკოვში მიდის თუ არა.

- მის საქმროს იცნობ?

- როგორ არა! ის ძალიან თბილი ადამიანია. როცა შორენასთან სტუმრად ვარ, ყოველ 5 წუთში ურეკავს. მიხარია, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი ასეთი ბედნიერია. ის ახალ წელს ჩემი სანტა კლაუსი იყო და 9 წყვილი საუკეთესო ფეხსაცმელი მაჩუქა. ძალიან გამახარა.

- როგორც ვიცი, შენ და შორენას გარეგნულადაც გამსგავსებენ ერთმანეთს.

- თითქმის ყოველი მეორე ადამიანი მეუბნება, რომ შორენას ძალიან ვგავარ. მიხარია, რომ მას მამსგავსებენ. ჩემი აზრით, ის ძალიან ლამაზი გოგოა.

- შენ თუ გყავს შეყვარებული?

- მყავდა, მაგრამ ამ ეტაპზე დაშორებულები ვართ. ჩვენ ვიჩხუბეთ. ძალიან პრინციპული ვარ. თუ რაღაცას გადავწყვეტ, არასოდეს გადავიფიქრებ. ალბათ ძალიან უნდა მიყვარდეს ადამიანი, რომ მის გამო საკუთარ პრინციპებს ვუღალატო. ჩემს რჩეულს ისეთი უნდა ვუყვარდე, როგორიც ვარ. რა ვქნა, ვერავის გამო ვერ შევიცვლები. საკუთარი პროფესია ძალიან მიყვარს და მომწონს ის, რასაც ვაკეთებ.

- ამ ეტაპზე რას საქმიანობ?

- ამ ეტაპზე თბილისში 2 კლუბის პიარ-მენეჯერი ვარ. კლუბებში საინტერესო "ივენთებსა" და კონცერტებს ვაწყობ.

- ამაყი ხარ?

- ლომის სიძლიერე და სიამაყე მაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ზედმეტად ამაყიც კი ვარ. ბატონი მიშა ცაგარელი ჩემი ახლო მეგობარია და სულ მეუბნება, რომ ტიპური ლომი ვარ.

- საოჯახო საქმეების კეთება თუ გეხერხება? მაგალითად, სადილის მომზადება, სადღესასწაულო სუფრის გაშლა, დალაგება?

- ყველანაირი საოჯახო საქმის გაკეთება მშვენივრად გამომდის, ოღონდ, მთავარია, მოვინდომო. კერძებიდან ყველზე მეტად, "ბაჟე" მიყვარს და ამიტომაც, ხშირად ვამზადებ. საახალწლო სუფრისთვის გოზინაყი და საცივი თავად მოვამზადე.

- როგორც მომავალ პატარძალს, თუ წარმოგიდგენია, საოჯახო საქმეებს თავს როგორ გაართმევ?

- რატომღაც, დარწმუნებული ვარ, რომ ყველანაირ საოჯახო საქმეს თავს კარგად გავართმევ. ისე კი, ვერ ვიტყვი, - სამზარეულოში ფუსფუსი და სახლის დალაგება ძალიან მიყვარს-მეთქი. პროფესიული საქმიანობა უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ვიდრე საოჯახო საქმეების კეთება. მინდა, ისეთი ქმარი შემხვდეს, რომელიც საქმიანობაში ხელს შემიწყობს.

- მამაკაცის პერანგის დაუთოება თუ შეგიძლია?

- რა თქმა უნდა, შემიძლია. მომავალ მეუღლეს პერანგს აუცილებლად დავუუთოებ (იღიმის).

- როგორი მამაკაცები მოგწონს?

- ოოო... მომწონს გაწონასწორებული და ჭკვიანი მამაკაცები. ჩემმა რჩეულმა, პირველ რიგში, უნდა იცოდეს, რა უნდა ცხოვრებისგან. იუმორის გრძნობა, მეტყველი თვალები და ლამაზი თითები უნდა ჰქონდეს. აუცილებლად დასაქმებული უნდა იყოს და საკუთარი საქმე უყვარდეს. და კიდევ, მის მხარში დგომას, ყურადღებას ყოველთვის უნდა ვგრძნობდე.

- თუ გიფიქრია იმაზე, რომ შენი მომავალი მეუღლე აუცილებლად ფულიანი უნდა იყოს?

- თუ ფულიანი იქნება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ჩემთვის მთავარი ეს არ არის! ძალიან ერთგული ადამიანი ვარ. თუ ვინმე შევიყვარე, მერე მისი დავიწყება მიძნელდება. თუ სიყვარული მყარია, წყვილი კომფორტულ ცხოვრებას მოიწყობს. თუმცა, ცხადია, ყველაფერი მონდომებაზეა დამოკიდებული. ჩემთვის მილიონები არაფერს წყვეტს. თუ მოვინდომებ, მილიონერი თავადაც გავხდები (იცინის).

- ერთი ნახვით შეყვარების თუ გჯერა?

- ერთი ნახვით სიყვარულის არ მჯერა! ერთი ნახვით შეიძლება, პიროვნება ძალიან მოგეწონოს და მასზე ფიქრი დაიწყო. თუკი ეს მოწონება არ განვითარდება, ურთიერთობა ვერ აეწყობა.

- ოდესმე მსგავს სიტუაციაში თუ აღმოჩენილხარ?

- ერთხელ ვიღაცას მართლაც, ერთი ნახვით შევუყვარდი (ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ამბობდა). ის ბიჭი სამი წელი დამდევდა, მოსვენებას არ მაძლევდა. ჩემ შესახებ აბსოლუტურად ყველაფერი იცოდა - რა დროს სად მივდიოდი, ვისთან ერთად და ა.შ. ძალიან დიდი ხანი დამჭირდა იმისთვის, რომ მომეშორებინა. მუდმივად მირეკავდა, ყურადღების მოდუნების საშუალებას არ მაძლევდა და უფრო მეტიც - დედაჩემის მობილურ ტელეფონზეც კი მირეკავდა. დღემდე არ ვიცი, დედას ტელეფონის ნომერი საიდან გაიგო.

- რა უნდა გააკეთოს მამაკაცმა იმისთვის, რომ შენი გული მოინადიროს?

- საკუთარი ვაჟკაცური ხასიათითა და მანერებით უნდა მომაწონოს თავი.

- მამაკაცში გარეგნობაა მთავარი თუ მისი ადამიანური თვისებები?

- მთავარი ადამიანური თვისებებია. ვიმეორებ, ის თბილი, ერთგული და მოსიყვარულე უნდა იყოს. საყვარელ ადამიანს ღალატს, ორგულობას, ტყუილს ვერასოდეს ვაპატიებ. საერთოდ, ადამიანებს შეცდომებს ძალიან ძნელად ვპატიობ. ჩემი წყენინება ადვილია, ბუტია ვარ. თუ ადამიანისგან ვერ ვიგრძნობ, რომ ის თავის დანაშაულს ბოლომდე აცნობიერებს და დაშვებულ შეცდომას ნანობს, მის პატიებას ვერ მოვახერხებ.

- ოდესმე საკუთარ ქორწილზე თუ გიოცნებია?

- რა თქმა უნდა, მიოცნებია! მინდა, ძალიან დიდი და ლამაზი ქორწილი მქონდეს. რა უნდა მეცვას? - ლამაზი თეთრი კაბა, დიდი შლეიფით.

- ქართული ტრადიციული ქორ­წილი თუ მოგწონს?

- მომწონს. ქართულ ტრადიციულ ქორწილს თავისებური ხიბლი აქვს.

- საყვარელ ადამიანთან ერთად, თაფლობის თვეს სად გაატარებდი?

- პარიზში ან ვენეციაში - ორივე ძალიან მომწონს. ალბათ ამ საკითხს მომავალ მეუღლესთან შევათანხმებ (იცინის).

- მომავალმა მეუღლემ მის მშობლებთან ერთად ცხოვრება რომ შემოგთავაზოს, მის გადაწყვეტილებას როგორ შეხვდები?

- ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ მექნება.

- მზითევი თუ გაქვს?

- კი, მაქვს (იცინის).

- დედამთილს "დედას" თუ დაუძახებ?

- შეიძლება, "დედა" ვერ დავუძახო, მაგრამ აუცილებლად თქვენობით მივმართავ.

- როგორი ნიშნობის ბეჭედი მოგწონს - ტრადიციული ბაჯაღლოს რგოლი თუ მისი თანამედროვე ვარიანტი?

- ძალიან მომწონს ტრადიციული ბაჯაღლოს რგოლი და როცა გავთხოვდები, მას აუცილებლად ყოველთვის ვატარებ. ბოლოს და ბოლოს, ამ გზით აბეზარ თაყვანისმცემლებს საბოლოოდ ჩამოვიშორებ (იცინის).

- ოჯახი თუ კარიერა - ასეთი არჩევანის წინაშე რომ აღმოჩნდე, პირველ ადგილზე რომელს დააყენებ?

- ჩემთვის ორივე ერთნაირად მნიშვნელოვანია! ქალისთვის ოჯახიც და კარიერაც აუცილებელია, ამიტომ მომავალმა მეუღლემ ასეთი არჩევანის წინაშე არ უნდა დამაყენოს.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება