პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯონ მაკ-კეინს კრისტი ყიფშიძის სურათი სამუშაო ოთახში უკიდია...
ჯონ მაკ-კეინს კრისტი ყიფშიძის სურათი სამუშაო ოთახში უკიდია...

ადა­მი­ა­ნის გან­ვლილ ცხოვ­რე­ბას ისე არა­ფე­რი ასა­ხავს, რო­გორც ფო­ტო­ალ­ბო­მი. ყო­ვე­ლი სუ­რა­თი ხომ შე­ჩე­რე­ბუ­ლი წა­მია, რო­მე­ლიც (რო­გო­რიც უნდა იყოს) წლე­ბის შემ­დეგ ამა თუ იმ სი­ტუ­ა­ცი­ას, გან­ვლილ გზას გახ­სე­ნებს. ჰოდა, ვინ იცის, ამ­ქვეყ­ნად რამ­დე­ნი შე­ჩე­რე­ბუ­ლი წამი არ­სე­ბობს?!. მე და ჩემი რეს­პონ­დენ­ტი - მო­დე­ლი კრის­ტი ყიფ­ში­ძე ახლა სწო­რედ ერთ ფო­ტო­ზე გი­ამ­ბობთ, რო­მე­ლიც 2003 წლის 5 ოქ­ტომ­ბერს არის გა­და­ღე­ბუ­ლი. სხვა­თა შო­რის, კრის­ტის ეს ფო­ტო­სუ­რა­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარს.

- ამ ფო­ტო­ზე სე­ნა­ტორ ჯონ მაკ-კე­ინ­თან და სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ყო­ფილ ელჩთან, რი­ჩარდ მა­ილსთან ერ­თად ხარ აღ­ბეჭ­დი­ლი. რო­გორ აღ­მოჩ­ნდი ასე­თი რან­გის პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გვერ­დით?

- სა­ერ­თოდ, აპო­ლი­ტი­კუ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. ვხუმ­რობ ხოლ­მე, - სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­დე­ნი პრე­ზი­დენ­ტი შე­იც­ვა­ლა და მე ისევ ის ვარ, ვინც ვი­ყა­ვი-მეთ­ქი. მი­მაჩ­ნია, რომ პო­ლი­ტი­კამ ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე გავ­ლე­ნა არ უნდა იქო­ნი­ოს... ახლა და­ვუბ­რუნ­დეთ იმ ფო­ტოს, რომ­ლის ამ­ბი­თაც და­ინ­ტე­რეს­დი. სა­ერ­თოდ, ხში­რად ვხვდე­ბი ხოლ­მე კუ­რი­ო­ზულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და ერთ-ერთი ასე­თი შემ­თხვე­ვა 2003 წელს მოხ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია" ჯერ არ იყო მომ­ხდა­რი. ერთ-ერ­თმა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ პრო­ექ­ტის­თვის: "არ­ჩევ­ნე­ბი ძა­ლა­დო­ბის გა­რე­შე" სა­ბა­ნე­რო ფო­ტოს გა­და­სა­ღე­ბად მი­მიწ­ვია. სუ­რა­თე­ბი ზა­ფხულ­ში გა­და­მი­ღეს, 5 ოქ­ტომ­ბერს კი ამ პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია შედ­გა და პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­აც გა­მარ­თეს, სა­დაც ცხა­დია, მეც დამ­პა­ტი­ჟეს.

- აპო­ლი­ტი­კუ­რი ადა­მი­ა­ნი ვარო, - ამ­ბობ და მა­ინც, ასეთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დი?

- ბა­ნე­რის­თვის ფოტო იმი­ტომ გა­და­ვი­ღე, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია იყო და ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და. წა­სუ­ლიყ­ვნენ არ­ჩევ­ნებ­ზე და ვი­საც რო­გორ უნ­დო­და, ისე ემოქ­მე­და... მოკ­ლედ, პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზეც მი­ვე­დი. კე­დელ­ზე ბა­ნე­რი ეკი­და, რო­მელ­ზეც მე ვი­ყა­ვი გა­მო­სა­ხუ­ლი (იღი­მის). მი­თხრეს, ამ ბა­ნერ­თან უნდა დად­გეო. ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნი ვარ და ვიდ­რე პრეს­კონ­ფე­რენ­ცია და­ი­წყე­ბო­და, მა­გი­და­ზე გაშ­ლილ ბუკ­ლე­ტებ­საც გა­ვე­ცა­ნი. სივ­რცე, რო­მელ­შიც ვი­ყა­ვით, თან­და­თან სხვა­დას­ხვა ტე­ლე­არ­ხის კა­მე­რე­ბით ივ­სე­ბო­და. ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გარ­და, იქ იყ­ვნენ "ბი­ბი­სის", "სი­ე­ნე­ნის" და ა.შ. წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მივ­ხვდი, რომ მა­ღა­ლი დო­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა იყო და­გეგ­მი­ლი. უეც­რად, კარი გა­ი­ღო და სე­ნა­ტო­რი ჯონ მაკ-კე­ი­ნი (მო­მი­ტე­ვეთ, მაგ­რამ მა­შინ არც ვი­ცო­დი, ვინ იყო) შე­მო­ვი­და. ყვე­ლა და­ფა­ცურ­და და დიდი ამ­ბა­ვი ატყდა. ვი­ნა­ი­დან ბა­ნე­რი ცენ­ტრში ეკი­და და მეც იქ ვი­დე­ქი, ის ჩემ­კენ წა­მო­ვი­და. რომ მო­მი­ახ­ლოვ­და, მო­მე­სალ­მა და გვერ­დით და­მიდ­გა. მა­ლე­ვე შე­მოგ­ვი­ერ­თდა იმ­ხა­ნად სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელჩი - რი­ჩარდ მა­ილ­სიც. მოკ­ლედ, მე, მაკ-კე­ი­ნი და მა­ილ­სი გვერ­დიგ­ვერდ ვი­დე­ქით... შემ­დეგ გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ რი­ჩარდ მა­ილ­სი სი­ტყვით უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო. გა­ვი­და და სა­უ­ბა­რი და­ი­წყო. ამა­სო­ბა­ში ჯონ მაკ-კე­ინ­მა მკი­თხა: - პრო­ფე­სი­ით ვინ ხარ­თო? - მო­დე­ლი ვარ-მეთ­ქი. - ამას კი მივ­ხვდი, რად­გან ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ხართ. ამ ბა­ნერ­ზე თქვენ ხართ გა­მო­სა­ხუ­ლიო?

- ე.ი. სე­ნა­ტო­რის­გან კომ­პლი­მენ­ტიც და­იმ­სა­ხუ­რე?

- კი, ასე იყო. ძა­ლი­ან უშუ­ა­ლო ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. შემ­დეგ ტრი­ბუ­ნას­თან მაკ-კე­ინ­საც სთხო­ვეს, მერე კი სი­ტყვის სათ­ქმე­ლად მეც მი­მიწ­ვი­ეს. კი­დევ კარ­გი, მა­ნამ­დე ბუკ­ლე­ტე­ბი მქონ­და გა­და­კი­თხუ­ლი და ჩემს სათ­ქმელს რა­ღაც­ნა­ი­რად, თავი მო­ვა­ბი. მოკ­ლედ, იმ დღეს სუ­პერ­პო­პუ­ლა­რუ­ლი ვი­ყა­ვი, რად­გა­ნაც ის კად­რე­ბი ყვე­ლა არ­ხით გა­და­ი­ცე­მო­და, მე კი სა­კუ­თარ თავ­ზე მე­ცი­ნე­ბო­და. ყვე­ლა გა­ო­ცე­ბუ­ლი მი­რე­კავ­და და მე­კი­თხე­ბო­და: - იქ რა გინ­დო­დაო?! იმა­ვე სა­ღა­მოს ეკა ხო­ფე­რი­ამ შო­უ­ში ("რუს­თა­ვი 2"-ზე) მი­მიწ­ვია. მე­კი­თხე­ბო­და, თუ რო­გორ აღ­მოვ­ჩნდი იმ დღეს ჩემ­თვის უჩ­ვე­უ­ლო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში...

მას მერე გა­ვი­და რა­ღაც პე­რი­ო­დი და ჩემი მე­გობ­რე­ბის მე­გობ­რე­ბი ერთ-ერთი სა­მი­ნის­ტრო­დან ჯონ მაკ-კე­ინ­თან, "თეთრ სახ­ლში", რა­ღაც შეხ­ვედ­რა­ზე მოხ­ვდნენ. თურ­მე, მას აქვს ოთა­ხი, სა­დაც კე­დელ­ზე ჩარ­ჩო­ში ჩას­მუ­ლი არა­ერ­თი ფოტო უკი­დია. ერთ-ერთს კი აწე­რია: "ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში" და ეს სწო­რედ ის ფო­ტოა, რო­მელ­ზეც ამ­დე­ნი ვი­ლა­პა­რა­კე... მოკ­ლედ, ასე აღ­მო­მა­ჩი­ნეს ქარ­თვე­ლებ­მა "თეთრ სახ­ლში".

- გა­მო­დის, სა­ქარ­თვე­ლო­ში "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ას" წინ გა­ძღო­ლი­ხარ...

- აბა! არა­და, ცხოვ­რე­ბა­ში არას­დროს ვყო­ფილ­ვარ მი­ტინგზე. ოღონდ, იმი­ტომ კი არა, რომ გული არ შემ­ტკი­ვა ჩემს ქვე­ყა­ნა­ზე, არა­მედ იმი­ტომ, რომ ფო­ბია მაქვს, ხალ­ხმრავ­ლო­ბის მე­ში­ნია. მერ­წმუ­ნეთ, ჩემი ქვეყ­ნის ტკი­ვი­ლი მეც ძა­ლი­ან მტკი­ვა.

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

ჯონ მაკ-კეინს კრისტი ყიფშიძის სურათი სამუშაო ოთახში უკიდია...

ჯონ მაკ-კეინს კრისტი ყიფშიძის სურათი სამუშაო ოთახში უკიდია...

ადამიანის განვლილ ცხოვრებას ისე არაფერი ასახავს, როგორც ფოტოალბომი. ყოველი სურათი ხომ შეჩერებული წამია, რომელიც (როგორიც უნდა იყოს) წლების შემდეგ ამა თუ იმ სიტუაციას, განვლილ გზას გახსენებს. ჰოდა, ვინ იცის, ამქვეყნად რამდენი შეჩერებული წამი არსებობს?!. მე და ჩემი რესპონდენტი - მოდელი კრისტი ყიფშიძე ახლა სწორედ ერთ ფოტოზე გიამბობთ, რომელიც 2003 წლის 5 ოქტომბერს არის გადაღებული. სხვათა შორის, კრისტის ეს ფოტოსურათი განსაკუთრებულად უყვარს.

- ამ ფოტოზე სენატორ ჯონ მაკ-კეინთან და საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩთან, რიჩარდ მაილსთან ერთად ხარ აღბეჭდილი. როგორ აღმოჩნდი ასეთი რანგის პოლიტიკოსების გვერდით?

- საერთოდ, აპოლიტიკური ადამიანი ვარ. ვხუმრობ ხოლმე, - საქართველოში ამდენი პრეზიდენტი შეიცვალა და მე ისევ ის ვარ, ვინც ვიყავი-მეთქი. მიმაჩნია, რომ პოლიტიკამ ხელოვნებაზე გავლენა არ უნდა იქონიოს... ახლა დავუბრუნდეთ იმ ფოტოს, რომლის ამბითაც დაინტერესდი. საერთოდ, ხშირად ვხვდები ხოლმე კურიოზულ სიტუაციაში და ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 2003 წელს მოხდა. საქართველოში "ვარდების რევოლუცია" ჯერ არ იყო მომხდარი. ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პროექტისთვის: "არჩევნები ძალადობის გარეშე" საბანერო ფოტოს გადასაღებად მიმიწვია. სურათები ზაფხულში გადამიღეს, 5 ოქტომბერს კი ამ პროექტის პრეზენტაცია შედგა და პრესკონფერენციაც გამართეს, სადაც ცხადია, მეც დამპატიჟეს.

- აპოლიტიკური ადამიანი ვარო, - ამბობ და მაინც, ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობდი?

- ბანერისთვის ფოტო იმიტომ გადავიღე, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია იყო და ადამიანებს თავისუფალი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებდა. წასულიყვნენ არჩევნებზე და ვისაც როგორ უნდოდა, ისე ემოქმედა... მოკლედ, პრეზენტაციაზეც მივედი. კედელზე ბანერი ეკიდა, რომელზეც მე ვიყავი გამოსახული (იღიმის). მითხრეს, ამ ბანერთან უნდა დადგეო. ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ და ვიდრე პრესკონფერენცია დაიწყებოდა, მაგიდაზე გაშლილ ბუკლეტებსაც გავეცანი. სივრცე, რომელშიც ვიყავით, თანდათან სხვადასხვა ტელეარხის კამერებით ივსებოდა. ქართველი ჟურნალისტების გარდა, იქ იყვნენ "ბიბისის", "სიენენის" და ა.შ. წარმომადგენლები. მივხვდი, რომ მაღალი დონის ოფიციალური შეხვედრა იყო დაგეგმილი. უეცრად, კარი გაიღო და სენატორი ჯონ მაკ-კეინი (მომიტევეთ, მაგრამ მაშინ არც ვიცოდი, ვინ იყო) შემოვიდა. ყველა დაფაცურდა და დიდი ამბავი ატყდა. ვინაიდან ბანერი ცენტრში ეკიდა და მეც იქ ვიდექი, ის ჩემკენ წამოვიდა. რომ მომიახლოვდა, მომესალმა და გვერდით დამიდგა. მალევე შემოგვიერთდა იმხანად საქართველოში აშშ-ის ელჩი - რიჩარდ მაილსიც. მოკლედ, მე, მაკ-კეინი და მაილსი გვერდიგვერდ ვიდექით... შემდეგ გამოაცხადეს, რომ რიჩარდ მაილსი სიტყვით უნდა გამოსულიყო. გავიდა და საუბარი დაიწყო. ამასობაში ჯონ მაკ-კეინმა მკითხა: - პროფესიით ვინ ხართო? - მოდელი ვარ-მეთქი. - ამას კი მივხვდი, რადგან ძალიან ლამაზი ხართ. ამ ბანერზე თქვენ ხართ გამოსახულიო?

- ე.ი. სენატორისგან კომპლიმენტიც დაიმსახურე?

- კი, ასე იყო. ძალიან უშუალო ადამიანი აღმოჩნდა. შემდეგ ტრიბუნასთან მაკ-კეინსაც სთხოვეს, მერე კი სიტყვის სათქმელად მეც მიმიწვიეს. კიდევ კარგი, მანამდე ბუკლეტები მქონდა გადაკითხული და ჩემს სათქმელს რაღაცნაირად, თავი მოვაბი. მოკლედ, იმ დღეს სუპერპოპულარული ვიყავი, რადგანაც ის კადრები ყველა არხით გადაიცემოდა, მე კი საკუთარ თავზე მეცინებოდა. ყველა გაოცებული მირეკავდა და მეკითხებოდა: - იქ რა გინდოდაო?! იმავე საღამოს ეკა ხოფერიამ შოუში ("რუსთავი 2"-ზე) მიმიწვია. მეკითხებოდა, თუ როგორ აღმოვჩნდი იმ დღეს ჩემთვის უჩვეულო სიტუაციაში...

მას მერე გავიდა რაღაც პერიოდი და ჩემი მეგობრების მეგობრები ერთ-ერთი სამინისტროდან ჯონ მაკ-კეინთან, "თეთრ სახლში", რაღაც შეხვედრაზე მოხვდნენ. თურმე, მას აქვს ოთახი, სადაც კედელზე ჩარჩოში ჩასმული არაერთი ფოტო უკიდია. ერთ-ერთს კი აწერია: "ვიზიტი საქართველოში" და ეს სწორედ ის ფოტოა, რომელზეც ამდენი ვილაპარაკე... მოკლედ, ასე აღმომაჩინეს ქართველებმა "თეთრ სახლში".

- გამოდის, საქართველოში "ვარდების რევოლუციას" წინ გაძღოლიხარ...

- აბა! არადა, ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ მიტინგზე. ოღონდ, იმიტომ კი არა, რომ გული არ შემტკივა ჩემს ქვეყანაზე, არამედ იმიტომ, რომ ფობია მაქვს, ხალხმრავლობის მეშინია. მერწმუნეთ, ჩემი ქვეყნის ტკივილი მეც ძალიან მტკივა.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება