პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიყმაწვილის რომელი სიმღერა გაახსენა დარჩიაშვილს ღარიბაშვილის გამოსვლამ
სიყმაწვილის რომელი სიმღერა გაახსენა დარჩიაშვილს ღარიბაშვილის გამოსვლამ

დო­კუ­მენ­ტის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოჯა­ხის სურ­ვი­ლით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა და­ვით დარ­ჩი­აშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა.

"პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის და­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ისე­თი­ვე მითი და ბლე­ფია, რო­გო­რი გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლიც ვი­თომ იყო ის, რომ კე­ზე­რაშ­ვილს თავ­დე­ბად ვუდ­გე­ბო­დით. აი ასე­თი დო­კუ­მენ­ტე­ბი, თა­ვი­სი გო­ნებ­რი­ვი გამ­ჭრი­ა­ხო­ბის დი­ა­პა­ზო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბულ კომ­პრო­მა­ტად მი­აჩ­ნი­ათ. იგი­ვე არის პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოჯახ­თან და­კავ­ში­რე­ბით. დიახ, ის და­ობ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­ბიტ­რაჟ­ში ქო­ნე­ბის სა­კი­თხებ­ზე სა­ხელ­მწი­ფოს­თან. ოჯა­ხის სურ­ვი­ლით იყო ეს დო­კუ­მენ­ტი გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო და ეს დო­კუ­მენ­ტი გვე­უბ­ნე­ბა, რომ მას ჰქონ­და დავა. სა­ხელ­მწი­ფომ მას შეს­თა­ვა­ზა მო­რი­გე­ბა იმის გამო, რომ სა­ხელ­მწი­ფო სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე ფი­ნან­სუ­რად არ ყო­ფი­ლი­ყო რის­კის ქვეშ და ოჯა­ხი და­თან­ხმდა მი­ე­ღო გარ­კვე­უ­ლი, ასე ვთქვათ ქო­ნებ­რი­ვი ობი­ექ­ტე­ბი პი­რად სა­კუთ­რე­ბა­ში და გარ­კვე­უ­ლი ვა­ლე­ბის ჩა­მო­წე­რა მოხ­და. აქ არ იყო ლა­პა­რა­კი კონ­კრე­ტუ­ლად "იმედ­ზე" მა­ინ­ცდა­მა­ინც. იყო ლა­პა­რა­კი ზო­გა­დად სა­ხელ­მწი­ფო­სა და ოჯახს შო­რის და­ვა­ზე. სა­ხელ­მწი­ფომ ამ ოჯახს გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბი და­უკ­მა­ყო­ფი­ლა და ოჯახ­მა შე­წყვი­ტა დავა. სად არის აქ რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც სხვა ქვე­ყა­ნა­ში არ მომ­ხდა­რა, ან სად არის აქ ზე­წო­ლა, ზე­წო­ლის მა­გა­ლი­თე­ბი", - აღ­ნიშ­ნა დარ­ჩი­აშ­ვილ­მა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გუ­შინ გა­მარ­თულ ბრი­ფინგსაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მისი თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ის­მის ბრალ­დე­ბე­ბი და ამით ხდე­ბა მცდე­ლო­ბა, რომ რი­ტო­რი­კის მიღ­მა მი­მა­ლოს ის ძა­ლი­ან სა­ვა­ლა­ლო ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ა­ლო­ბა, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია.

"ამის ნა­თე­ლი ნი­მუ­ში იყო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­მოს­ვლა, რო­მელ­მაც გა­მახ­სე­ნა ჩემს სიყ­მაწ­ვი­ლე­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც როკ-ენ-რო­ლის მო­ტი­ვებ­ზე იმ­ღე­რე­ბა, "სწავ­ლობს გიგ­ლა ტი­ტი­ნა, მზემ შე­მო­უ­ჭყი­ტი­ნა, გიგ­ლა, გე­ყო­ფა სწავ­ლა, ახლა კარ­გია გავ­ლა". რო­გორც ჩანს, მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში იმ­ყო­ფე­ბა, ძა­ლი­ან არას­წორ გაკ­ვე­თი­ლებს ეუბ­ნე­ბა და მოს­წავ­ლეც იმე­ო­რებს", - გა­ნა­ცხა­და და­ვით დარ­ჩი­აშ­ვილ­მა.

ამას­თან, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­თან" და­კავ­ში­რე­ბით ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ოჯახ­სა და წინა მთავ­რო­ბას შო­რის გა­ფორ­მე­ბულ დო­კუ­მენტს გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო" მო­ეხ­სნა და მე­მო­რან­დუ­მის ინ­გლი­სუ­რი ვერ­სია იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

რუბრიკის სხვა სიახლეები

სიყმაწვილის რომელი სიმღერა გაახსენა დარჩიაშვილს ღარიბაშვილის გამოსვლამ

სიყმაწვილის რომელი სიმღერა გაახსენა დარჩიაშვილს ღარიბაშვილის გამოსვლამ

დოკუმენტის გასაიდუმლოება პატარკაციშვილის ოჯახის სურვილით იყო განპირობებული, - ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა გააკეთა.

"პატარკაციშვილების ოჯახის დავასთან დაკავშირებული დოკუმენტის გასაიდუმლოება სახელმწიფოს მხრიდან ისეთივე მითი და ბლეფია, როგორი გასაიდუმლოებულიც ვითომ იყო ის, რომ კეზერაშვილს თავდებად ვუდგებოდით. აი ასეთი დოკუმენტები, თავისი გონებრივი გამჭრიახობის დიაპაზონიდან გამომდინარე, რაღაც განსაკუთრებულ კომპრომატად მიაჩნიათ. იგივე არის პატარკაციშვილის ოჯახთან დაკავშირებით. დიახ, ის დაობდა საერთაშორისო არბიტრაჟში ქონების საკითხებზე სახელმწიფოსთან. ოჯახის სურვილით იყო ეს დოკუმენტი გასაიდუმლოებული ყოფილიყო და ეს დოკუმენტი გვეუბნება, რომ მას ჰქონდა დავა. სახელმწიფომ მას შესთავაზა მორიგება იმის გამო, რომ სახელმწიფო საერთაშორისო დონეზე ფინანსურად არ ყოფილიყო რისკის ქვეშ და ოჯახი დათანხმდა მიეღო გარკვეული, ასე ვთქვათ ქონებრივი ობიექტები პირად საკუთრებაში და გარკვეული ვალების ჩამოწერა მოხდა. აქ არ იყო ლაპარაკი კონკრეტულად "იმედზე" მაინცდამაინც. იყო ლაპარაკი ზოგადად სახელმწიფოსა და ოჯახს შორის დავაზე. სახელმწიფომ ამ ოჯახს გარკვეული პირობები დაუკმაყოფილა და ოჯახმა შეწყვიტა დავა. სად არის აქ რაიმე განსაკუთრებული, რომელიც სხვა ქვეყანაში არ მომხდარა, ან სად არის აქ ზეწოლა, ზეწოლის მაგალითები", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

"ნაციონალების" ერთ-ერთი ლიდერი პრემიერ-მინისტრის გუშინ გამართულ ბრიფინგსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლებისგან ისმის ბრალდებები და ამით ხდება მცდელობა, რომ რიტორიკის მიღმა მიმალოს ის ძალიან სავალალო ეკონომიკური რეალობა, რომელიც შექმნილია.

"ამის ნათელი ნიმუში იყო პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, რომელმაც გამახსენა ჩემს სიყმაწვილეში პოპულარული სიმღერა, რომელიც როკ-ენ-როლის მოტივებზე იმღერება, "სწავლობს გიგლა ტიტინა, მზემ შემოუჭყიტინა, გიგლა, გეყოფა სწავლა, ახლა კარგია გავლა". როგორც ჩანს, მასწავლებელი, რომელიც სამოქალაქო სექტორში იმყოფება, ძალიან არასწორ გაკვეთილებს ეუბნება და მოსწავლეც იმეორებს", - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

ამასთან, ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებით ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და წინა მთავრობას შორის გაფორმებულ დოკუმენტს გრიფი "საიდუმლო" მოეხსნა და მემორანდუმის ინგლისური ვერსია იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა