საზოგადოება
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფილიპ დიმიტროვი - ბუნებრივია, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროპულ ინტეგრაციას
ფილიპ დიმიტროვი - ბუნებრივია, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროპულ ინტეგრაციას

ბუ­ნებ­რი­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან ევ­რო­პულ ინ­ტეგ­რა­ცი­ას, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ფი­ლიპ დი­მიტ­როვ­მა სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­ში" მიმ­დი­ნა­რე "აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფო­რუ­მის", "სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი პლატ­ფორ­მის" მე-5 სა­ერ­თო კრე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ნორ­მა­ლუ­რია, რომ ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სხვა ინ­ტე­რე­სე­ბი და მიდ­გო­მე­ბი აქვთ.

რო­გორც ელჩმა აღ­ნიშ­ნა, ყვე­ლა უნდა შე­ვე­გუ­ოთ ფაქტს, რომ ცი­დან, მზამ­ზა­რე­უ­ლის სა­ხით არა­ფე­რი ვარ­დე­ბა და ყო­ვე­ლი­ვეს თან ახ­ლავს მო­თხოვ­ნე­ბი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლომ უნდა შე­ას­რუ­ლოს.

ელ­ჩის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო დიდ სარ­გე­ბელს მი­ი­ღებს, თუ ეს პრო­ცე­სი რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­ივ­ლის.

ამას­თან, ფი­ლიპ დი­მიტ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბით, გარ­კვე­ულ­წი­ლად, იყო სა­უბ­რე­ბი, რომ კო­ჰა­ბი­ტა­ცია საფრ­თხე­ე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი იყო და ის წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო თით­ქოს დიდი დრა­კო­ნი.

მი­სი­ვე მო­საზ­რე­ბით, ყო­ვე­ლი­ვე ამან კარ­გი სამ­სა­ხუ­რი გა­უ­წია სა­ქარ­თვე­ლოს, შე­იქ­მნა ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სტრუქ­ტუ­რა და სა­ქარ­თვე­ლომ მი­ი­ღო სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მელ­შიც ახლა ცხოვ­რობს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ფილიპ დიმიტროვი - ბუნებრივია, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროპულ ინტეგრაციას

ფილიპ დიმიტროვი - ბუნებრივია, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროპულ ინტეგრაციას

ბუნებრივია, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროპულ ინტეგრაციას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ფილიპ დიმიტროვმა სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის", "საქართველოს ეროვნული პლატფორმის" მე-5 საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნორმალურია, რომ ყველა ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სხვა ინტერესები და მიდგომები აქვთ.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ყველა უნდა შევეგუოთ ფაქტს, რომ ციდან, მზამზარეულის სახით არაფერი ვარდება და ყოველივეს თან ახლავს მოთხოვნები, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს.

ელჩის განცხადებით, საქართველო დიდ სარგებელს მიიღებს, თუ ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად გაივლის.

ამასთან, ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, გარკვეულწილად, იყო საუბრები, რომ კოჰაბიტაცია საფრთხეების მატარებელი იყო და ის წარმოდგენილი იყო თითქოს დიდი დრაკონი.

მისივე მოსაზრებით, ყოველივე ამან კარგი სამსახური გაუწია საქართველოს, შეიქმნა ახალი კონსტიტუციური სტრუქტურა და საქართველომ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელშიც ახლა ცხოვრობს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა