"ნაციონალების" პირველი კომენტარი პატარკაციშვილებთან გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროების შემდეგ

"ნაციონალების" პირველი კომენტარი პატარკაციშვილებთან გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროების შემდეგ

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და სახელმწიფოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში უკანონო და უჩვეულო არაფერია.

ყოფილი სახელისუფლო პარტია აღნიშნულ თემაზე იუსტიციის სამინისტროში გაკეთებულ განცხადებას სპეკულაციად მიიჩნევს.

"კიდევ ერთხელ, ეს არის სპეკულაცია ხელისუფლების მხრიდან. შეგიძლიათ, ნებისმიერ იურისტს ჰკითხოთ, რომ მორიგება სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის, რომელიც სახელმწიფოს უჩივის, ჩვეულებრივი სამართლებრივი პრაქტიკაა. ეს საკითხი სხვა ფინანსურ საკითხებს ეხება - პატარკაციშვილის ოჯახს საჩივარი შეტანილი ჰქონდა საარბიტრაჟო სასამართლოში, ითხოვდა 400 მილიონის ანაზღაურებას და 400 მილიონიანი ზიანი ხელისუფლებას ან პარტიას კი არ მიადგებოდა, არამედ ზიანი მიადგებოდა სახელმწიფოს, სახელმწიფო ბიუჯეტს და მოქალაქეებს. ამიტომ სახელმწიფომ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ზიანი ამხელა არ ყოფილიყო და ბუნებრივია, მორიგება მოხდა მხარესთან - ოჯახთან და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მათ შორის ის გადაწყვეტილება, რომ გარკვეული კომპანიები გადაეცა ოჯახს", - აცხადებს აკაკი მინაშვილი.

სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ "ხელისუფლება ცდილობს სხვადასხვა მიმართულებით საკუთარი უუნარობის გადაფარვას".

"ამჯერად მან ამ მიზნებისათვის პატარკაციშვილების ოჯახთან დაკავშირებული საქმე გამოიყენა, რაც არ არის განსაკუთრებული და არის ჩვეულებრივი მორიგება სახელმეწოფოსა და კერძო პირს შორის", - აღნიშნა რატიანმა.

მისივე თქმით, პატარკაციშვილებს ერთ-ერთ ქონებას დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ექმნება პრობლემა, რაც რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას უკავშირდება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა