მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილის საიდუმლო წერილი - როგორ ცდილობს ექსპრეზიდენტი კეზერაშვილის დახსნას
სააკაშვილის საიდუმლო წერილი - როგორ ცდილობს ექსპრეზიდენტი კეზერაშვილის დახსნას

და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ირ­გვლივ სკან­და­ლი გრძელ­დე­ბა. გა­ზე­თი "ალია" წერს, რომ მათ ხელ­ში ჩა­უ­ვარ­დათ დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლის მი­ხედ­ვით, გა­ზე­თის თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი საფ­რან­გე­თის მხა­რეს და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ეხ­ვე­წე­ბა. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, სა­ა­კაშ­ვი­ლის ტექ­სტი და­თა­რი­ღე­ბუ­ლი და ხელ­მო­წე­რი­ლია 2013 წლის 21 ნო­ემ­ბრით, პრე­ზი­დენ­ტო­ბის ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე.

გთა­ვა­ზობთ "ალი­ა­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ას:

სა­ა­კაშ­ვი­ლის წე­რილ­ში ვკი­თხუ­ლობთ, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რად­გან ამას გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის", მან უდი­დე­სი როლი ითა­მა­შა "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ა­ში", და­ამ­რა­ცხა კო­რუფ­ცია, უდი­დე­სი წვლი­ლი მი­უ­ძღვის 2008 წლის ომში. სა­ა­კაშ­ვი­ლი საფ­რან­გეთს მი­მარ­თავს თხოვნთი, კე­ზე­რაშ­ვი­ლის საქ­მე პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია და არ გა­ნი­ხი­ლონ მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­და­ცი­ის საქ­მე.

სა­ა­კაშ­ვი­ლის ამ წე­რილს ტოლს არ უდებს "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რე­ბის ხელ­მო­წე­რი­ლი პე­ტი­ცია, სა­დაც 27 "ნა­ცი­ო­ნა­ლი", ითხოვს კე­ზე­რაშ­ვი­ლის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. წე­რილ­ში ნათ­ქვა­მია, რომ და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი არის "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი, და მისი ცი­ხე­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი დღე, ნიშ­ნავს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გა­ნად­გუ­რე­ბას. კა­ტე­გო­რი­უ­ლად ითხო­ვენ, რომ საფ­რან­გე­თის სა­სა­მარ­თლომ არ გა­ნი­ხი­ლოს მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­რე­ბის სა­კი­თხი და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ...

ეს დო­კუ­მენ­ტი კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს, "ალი­ას" ინ­ფორ­მა­ცი­ებს, თუ რა­ტომ დარ­ბოდ­ნენ ისი­ნი საფ­რან­გეთ­ში. ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ჯგუფს კე­ზე­რაშ­ვი­ლის საქ­მე და­მოკ­ლეს მახ­ვი­ლი­ვით ჰკი­დი­ათ თავ­ზე, მათ ზუს­ტად იცი­ან, რომ კე­ზე­რაშ­ვი­ლის სკან­და­ლი გა­და­ი­ყო­ლებთ. მთა­ვა­რი კი ამ საქ­მე­ში ისაა, რომ პირ­და­პირ, მო­უ­რი­დებ­ლად ადე­ბენ ხელს კე­ზე­რაშ­ვილს, რო­გორც მთა­ვარ დამ­ფი­ნან­სე­ბელს, მაგ­რამ იმას არ ხსნი­ან, რო­გორ, რა გზე­ბით აღ­მოჩ­ნდა, მის ან­გა­რი­შებ­ზე მი­ლი­არ­დნა­ხევ­რი­ა­ნი ბრუნ­ვა?!

"ალი­ამ" წინა ნო­მერ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა სკან­და­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი კე­ზე­რაშ­ვი­ლის ოფ­შო­რუ­ლი ფირ­მე­ბი­სა და ან­გა­რი­შე­ბის შე­სა­ხებ.

ახლა კი ირ­კვე­ვა ისიც, რომ გავ­ლე­ნი­ა­ნი ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ის ცდი­ლობ­და, გა­სუ­ლი­ყო აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ მე­ნავ­თო­ბე­ებ­თან და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის წამ­ყვან ფი­გუ­რებ­თან, თუმ­ცა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის არც ერ­თმა მი­ნის­ტრმა სა­ლა­პა­რა­კოდ არ მი­ი­ღო, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში ბო­რო­ტე­ბის მეტი არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია. თუმ­ცა მან მო­ა­ხერ­ხა გავ­ლე­ნი­ა­ნი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის ჩა­ძირ­ვის ხარ­ჯზე აზერ­ბა­ი­ჯან­ში გავ­ლე­ნე­ბი ისე გა­ე­ზარ­და, რომ მხო­ლოდ მას­თან ჰქო­ნო­დათ "დოს­ტუ­პი". ამ ნი­ა­დაგს ის მხო­ლოდ ნავ­თო­ბის გა­და­ზიდ­ვის­თვის არ ამ­ზა­დებ­და, არა­მედ ჰქონ­და ჩა­ნა­ფიქ­რი, ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში სატ­რან­ზი­ტო დე­რე­ფა­ნი მას ეკონ­ტრო­ლე­ბი­ნა. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ია­რა­ღის შე­ძე­ნა 2004 წლი­დან და­ი­წყო. თუმ­ცა მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა პიკს მი­აღ­წია 2007 წლის 5 ივ­ნი­სი­დან და­წყე­ბუ­ლი და სტა­ტის­ტი­კა 2008 წელს ყო­ველ­თვი­უ­რად იზ­რდე­ბო­და.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ყო­ფილ­მა ელჩმა 2013 წლის 25 ნო­ემ­ბერს სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა: მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს რომ არ ეყი­და სა­ი­ე­რი­შო სამ­ხედ­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა თვით­მა­ვა­ლი არ­ტი­ლე­რია, მძი­მე ჯავ­შან­მან­ქა­ნე­ბი, მო­ი­ე­რი­შე შვე­ულმფრე­ნე­ბი და სხვა სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა, მას არ ექ­ნე­ბო­და უგუ­ნუ­რი სი­თა­მა­მე იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და ში­ნა­გა­ნი ძა­ლე­ბი ჩა­ერ­თო საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში და რაც სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა, ეს იყო პო­ლი­ტი­კუ­რი სი­გი­ჟე.

რე­ა­ლუ­რად იყო თუ არა აგ­ვის­ტოს ომი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­გი­ჟე, თუ დიდი ჩა­ნა­ფიქ­რი ია­რა­ღის გა­ყიდ­ვის გზით, მი­ლი­არ­დე­ბის შოვ­ნი­სა?.. ალ­ბათ, გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლია რა მიზ­ნით წა­მო­ი­წყო სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ომი. იყო თუ არა ცხო­ვე­ლი ინ­ტე­რე­სი, რომ ამ ომის გზით ჩა­მო­ე­წე­რათ მი­ლი­არ­დე­ბი. თუკი არ­სე­ბობს ეჭვი, რომ კე­ზე­რაშ­ვი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის ბი­ძას­თან ერ­თად ჩარ­თუ­ლი იყო ია­რა­ღით უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბა­ში და ისი­ნი ძი­რი­თა­დად ამა­რა­გებ­დნენ ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რა­ტომ არ უნდა ვი­ფიქ­როთ, რომ აგ­ვის­ტოს ომი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სწო­რედ იმ მიზ­ნით წა­მო­ი­წყო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კვო­ტით ნა­ყი­დი ია­რა­ღი გა­და­ე­ყი­დათ ტე­რო­რის­ტებ­ზე. მათ­თვის, ხომ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს ფასი არა­სო­დეს ჰქო­ნია. მე­ტიც, ისი­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის ის­ცო­ცხლით ვაჭ­რობ­დნენ.

აფხა­ზე­თის ომის ვე­ტე­რა­ნი საბ­რძო­ლო ქვე­და­ნა­ყოფ "ავა­ზას" მე­თა­უ­რი, აგ­ვის­ტოს ომის მო­ნა­წი­ლე, ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი, გე­ნე­რა­ლი ტრის­ტან წი­თე­ლაშ­ვი­ლი "ალი­ას­თან" კე­ზე­რაშ­ვი­ლის თე­მას გა­ნაგ­რძობს და და­მა­ტე­ბით მა­სა­ლებს გვაძ­ლევს:

- რო­გორ ფიქ­რობთ, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აგ­ვის­ტოს ომი სწო­რედ იმი­ტომ ხომ არ წა­მო­ი­წყო, რომ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა მი­ე­ყი­დათ ტე­რო­რის­ტე­ბის­თვის? ფაქ­ტია, რომ ის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ია­რა­ღი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლომ შე­ი­ძი­ნა, აგ­ვის­ტოს ომის დროს არ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლა.

- მე მაქვს დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც არა მხო­ლოდ და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი ფი­გუ­რი­რებს ამ კრი­მი­ნა­ლურ სქე­მა­ში, არა­მედ ეს არის ერთი დიდი დაჯ­გუ­ფე­ბა. მე თქვენ ჩა­მო­გით­ვლით გვა­რებს: მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, მისი ბიძა - თე­მურ ალა­სა­ნია, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი, ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლი, ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ია, გივი თარ­გა­მა­ძე, გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, ერიკ გუ­დი­სი, ვიქ­ტორ ბუტი. ამ გვა­რე­ბი­დან სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ იც­ნობს ერიკ გუ­დის, ის გახ­ლავთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი, მა­მა­მი­სი მუ­შა­ობ­და ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში, ის იყო სამ­ხედ­რო ვაჭ­რო­ბის უფ­რო­სი. ეს პი­როვ­ნე­ბა არის მი­ლი­არ­დე­რი, ცხოვ­რობს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, წარ­მო­შო­ბით ებ­რა­ე­ლია. ამ საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლია ნი­ნუა, ის იყო თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში შეს­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბუ­ლია. სა­უ­ბა­რია, რომ მას ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი აქვს გიგა ბო­კე­რი­ას­თან. და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ჯგუფ­ში ასე­ვე ჩარ­თუ­ლია სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის სარ­და­ლი ური­დია, ამ­ჟა­მა­დაც მოქ­მე­დია, ასე­ვე ფო­ჩხუა, რო­მე­ლიც სამ­ხედ­რო ატა­შეა უკ­რა­ი­ნა­ში, რო­მელ­საც ევა­ლე­ბა საქ­მე­ე­ბის გა­და­ფარ­ვა. და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ჯგუფ­ში ვა­სა­ხე­ლებ და­ვით მუ­ჯირს, ის იყო მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, ზაზა გო­გა­ვა, გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სი, ესე­ნი არი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და აი, რა­ტომ, ახლა ამა­საც აგისხნით. 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ამ კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის მხრი­დან გა­ქა­ნე­ბუ­ლი ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბა. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბის სქე­მა არ­სე­ბობ­და. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ყი­დუ­ლობ­და ია­რაღს და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კას თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს აღ­ჭურ­ვის მიზ­ნით. სა­ზე­ნი­ტო-სა­რა­კე­ტო კომ­პლექ­ტე­ბი, "ბუ­კე­ბი", "კრუ­გე­ბი", "კუ­ბე­ბი"... სა­ბი­უ­ჯე­ტო ნუს­ხის მი­ხედ­ვით თავ­დაც­ვის სის­ტე­მის აღ­ჭურ­ვის­თვის გა­დახ­დი­ლია მხო­ლოდ ერთ ოპე­რა­ცი­ა­ში 50 მი­ლი­ო­ნი ლარი. ეს ოპე­რა­ცია შეს­რულ­და 2007 წელს, ამის შემ­დეგ ისი­ნი ყი­დუ­ლო­ბენ ნა­ტოს სტან­დარ­ტებ­თან თავ­სე­ბად გა­და­სა­ტან რა­დი­ო­სად­გუ­რებს, ეს არის ძვე­ლი და­ნად­გა­რი, რო­მელ­საც ამე­რი­კე­ლე­ბი ვი­ეტ­ნა­მის ომის დროს ხმა­რობ­დნენ, ამ ოპე­რა­ცი­ა­ში გა­მოყ­ვეს 23 მი­ლი­არ­დი ლარი, მაგ­რამ ამ და­ნად­გარ­მა აგ­ვის­ტოს ომის დროს იმუ­შა­ვა მხო­ლოდ ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი, იმ­დე­ნად მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი იყო ეს ტექ­ნი­კა. ამის გარ­და შე­ი­ძი­ნეს "იგ­ლე­ბი", "სტრე­ლე­ბი", ამა­ში კი­დევ გა­დახ­დი­ლია 50 მი­ლი­ო­ნი ლარი, ამ ტი­პის ოპე­რა­ცი­ებ­მა მი­ი­ღო სის­ტე­მა­ტუ­რი სახე, უკვე 2007 წელს და 2008 წელს უფრო გა­აქ­ტი­ურ­და ია­რა­ღის შე­ძე­ნა. ამ ია­რაღს ყი­დუ­ლობ­დნენ უკ­რა­ი­ნა­ში, ამათ და­ა­რე­გის­ტრი­რეს ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში "ბელთრე­ინ­გი", სა­დაც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან ირი­ცხე­ბო­და თან­ხე­ბი და "ბელთრე­ინ­გი" იყო ფუ­ლის გამ­ტა­რი, სა­ი­და­ნაც თან­ხა უკვე ირი­ცხე­ბო­და უკ­რა­ი­ნა­ში, სპე­ცექ­სპორ­ტში.

- ვინ და­ა­რე­გის­ტრი­რა ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში კომ­პა­ნია "ბელთრე­ინ­გი"?

- ეს კომ­პა­ნია შექ­მნა სა­ა­კაშ­ვი­ლის ბი­ძამ - თე­მურ ალა­სა­ნი­ამ, ამ კომ­პა­ნი­ა­ში ირი­ცხე­ბო­და თან­ხე­ბი, აკე­თებ­დნენ დიდ ფულს. როცა ხდე­ბო­და ია­რა­ღის მე­სა­მე ქვე­ყა­ნა­ში გა­და­ყიდ­ვა, ფუ­ლის ჩა­რი­ცხვა ხდე­ბო­და სწო­რედ "ბელთრე­ინ­გში". ხმა­მაღ­ლა ვა­ცხა­დებ, ია­რა­ღი ხვდებ­და ტე­რო­რის­ტე­ბის ხელ­ში და როცა აქ­ტი­უ­რად და­ი­წყეს ია­რა­ღით უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა, სწო­რედ მა­შინ და­ი­წყო ტე­რო­რის­ტე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბაც. კე­ზე­რაშ­ვი­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­რე­შე თით­საც ვერ გა­ან­ძრევ­და, უშა­ლოდ სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი ბიძა ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ ამ ოპე­რა­ცი­ებს.

- სად­მე არის სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ ხელ­მო­წე­რი­ლი დო­კუ­მენ­ტი, რი­თიც დას­ტურ­დე­ბა, რომ ის ირი­ბად მა­ინც ჩარ­თუ­ლი იყო ია­რა­ღის ბიზ­ნეს­ში?

- ფორმ­დე­ბო­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი, რო­მელ­საც ხელს აწერ­და კე­ზე­რაშ­ვი­ლი, რო­გორც თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, ლი­ცენ­ზი­ას გას­ცემ­და მა­შინ­დე­ლი შტა­ბის უფ­რო­სი ზაზა გო­გა­ვა, ასე­ვე და­ვით მუ­ჯი­რი, მა­შინ­დე­ლი მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს ხელს აწერ­და კე­ზე­რაშ­ვი­ლი. იმ პრინ­ცი­პით ხდე­ბო­და ია­რა­ღის შე­მო­ტა­ნა, თით­ქოს ამ ია­რა­ღით სა­ქარ­თვე­ლოს ჯარს ამა­რა­გებ­დნენ, სი­ნამ­დვი­ლე­ში გა­ე­დი­ნე­ბო­და არა­ბულ ქვეყ­ნებ­ში. არ­სე­ბობს ია­რა­ღის ინ­სპექ­ტი­რე­ბა, ამას მკაც­რად აკონ­ტრო­ლებს გა­ე­რო, რო­მე­ლიც ინ­სპექ­ტი­რე­ბას უწევს იმ ქვეყ­ნებს, ვინც ია­რაღს აწარ­მო­ებს, რათა ია­რა­ღი არ მოხ­ვდეს ტე­რო­რის­ტე­ბის ხელ­ში.

მოდი, ახლა ვთქვათ, რა­ტომ გა­კეთ­და ეს სქე­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში... ქვეყ­ნებს, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო­დან შე­დი­ო­და ია­რა­ღი, ადევთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ემ­ბარ­გო. მათ არა აქვთ უფ­ლე­ბა, იყი­დონ ია­რა­ღი და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა, რად­გან არის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ეს ია­რა­ღი აღ­მოჩ­ნდეს ტე­რო­რის­ტე­ბის ხელ­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პირ­და­პი­რი წე­სით ვერ იყი­დოს ია­რაღს ვერც სი­რია, ვერც ირა­ნი, ვერც ლა­თი­ნო-ამე­რი­კუ­ლი ქვეყ­ნე­ბი, რად­გან ისი­ნი რომ პირ­და­პირ გა­სუ­ლიყ­ვნენ უკ­რა­ი­ნა­ში "უკს­პე­ცექ­სპორტთან", ამას მოჰ­ყვე­ბო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სკან­და­ლი. ამის­თვის სა­ჭი­რო იყო ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც უფ­ლე­ბა ჰქონ­და ია­რა­ღი­სა და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის შეს­ყიდ­ვის. სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ი­ძებ­ნა საყ­რდე­ნი ძალა სა­ა­კაშ­ვი­ლის, მისი ბი­ძი­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­ხით. ერიკ გუ­დი­სი ამ არ­ხებ­ზე იყო გა­სუ­ლი. მოკ­ლედ, სქე­მა მარ­ტი­ვად აა­წყეს. ნუს­ხის მი­ხედ­ვით დი­დძა­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა როცა დაგ­როვ­და, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად იყო გა­და­ყი­დუ­ლი მე­სა­მე ქვეყ­ნებ­ზე, რომ არ მომ­ხდა­რი­ყო ინ­სპექ­ტი­რე­ბა და შე­მოწ­მე­ბა იმი­სა, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბობ­და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში და სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში, სწო­რედ ამი­ტომ გა­ი­თა­მა­შა სა­ა­კაშ­ვილ­მა 2008 წლის აგ­ვის­ტოს საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რად­გან მთლი­ა­ნო­ბა­ში მომ­ხდა­რი­ყო მი­ლი­არ­დე­ბის ჩა­მო­წე­რა.

- თქვენ გად­მო­მე­ცით ია­რა­ღის ნუს­ხა, სა­დაც ვკი­თხუ­ლობთ, რომ "უკს­პე­ცექ­სპორ­ტი­ან" შე­ძე­ნი­ლი ია­რა­ღი შე­მო­დი­ო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი დრო­შის ქვეშ მცუ­რა­ვი გე­მე­ბით. ეს რას ნიშ­ნავს? რუ­სე­ბი გვა­მა­რა­გებ­დნენ ია­რა­ღით? ეს ხომ სკან­და­ლია!.. გა­მო­დის, რომ მათ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე იცოდ­ნენ, რა შე­ი­ა­რა­ღე­ბას ფლობ­და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო.

- რუ­სებ­მა ისიც კარ­გად იცოდ­ნენ, რა ია­რა­ღი შე­მო­დი­ო­და და ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დათ, რომ ის ია­რა­ღი რე­ა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლომ მე­სა­მე ქვეყ­ნებ­ზე გა­და­ყი­და. დიახ, ეს ია­რა­ღი შე­მო­დი­ო­და რუ­სუ­ლი გე­მე­ბით და არა უკ­რა­ი­ნუ­ლით. "რუს­ვა­ა­რუ­ჟე­ნია" აწ­ვდი­და "უკს­პე­ცექ­სპორ­ტს" ია­რაღს, რო­მე­ლიც არის "რუს­ვა­ა­რუ­ჟე­ნი­ას" შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია და ის ია­რა­ღი შე­მო­დი­ო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. მა­გა­ლი­თად, 2008 წლის 12 ივ­ნისს ია­რა­ღი "უკს­პე­ცექ­სპორ­ტი­დან" შე­მო­ი­ტა­ნა რუ­სულ­მა გემ­მა "გე­როი პლა­ვა­ნი", ამა­ვე გემს შე­მო­ტა­ნი­ლი აქვს ია­რა­ღი 2008 წლის 8 აგ­ვის­ტოს. ამ გემს 2007 წელ­საც აქვს შე­მო­ტა­ნი­ლი ია­რა­ღი, ეს არის რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია, რო­მელ­საც შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ჰყავს, რომ­ლის ორი ფი­ლი­ა­ლი არის სა­ქარ­თვე­ლო­შიც, ერთი ფი­ლი­ა­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლია ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ახლო ნა­თე­სა­ვი, გვა­რად მე­რა­ბიშ­ვი­ლი, ხოლო მე­ო­რე ფი­ლი­ა­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლია ვინ­მე ფო­ჩხუა.

- ოდე­სი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­დი­ო­და ია­რა­ღით დატ­ვირ­თუ­ლი გე­მე­ბი, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­დან ია­რა­ღის მარ­შრუ­ტი რო­გო­რი იყო და რა გზით აღ­წევ­და შე­ი­ა­რა­ღე­ბა მე­სა­მე ქვეყ­ნებ­ში?

- ამ დაჯ­გუ­ფე­ბამ, კე­ზე­რაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ხელ­ში ჩა­იგ­დო გა­და­ზიდ­ვე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბი, ტერ­მი­ნა­ლი იყო სა­ჰა­ე­რო კა­რიბ­ჭე, აე­რო­პორ­ტში რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც სა­ჰა­ე­რო გზით გა­დაჰ­ქონ­დათ ია­რა­ღი, აე­რო­პორ­ტი იყო თე­მურ ალა­სა­ნი­ა­სი. ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ჟვა­ნია მოკ­ლეს, ეს თემა გახ­ლავთ. ზუ­რაბ ჟვა­ნია იყო წი­ნა­აღ­მდე­გი, რომ თე­მურ ალა­სა­ნი­ას და ერიკ გუ­დისს ინ­ტე­რე­სი ჰქონ­დათ სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტში, რად­გან მან იცო­და, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს ინ­ტე­რე­სი ჰქონ­დათ ია­რა­ღის ბიზ­ნეს­ში. ჟვა­ნია ამ­ბობ­და, - ესე­ნი არი­ან აფე­რის­ტე­ბი­სა და თაღ­ლი­თე­ბის ჯგუ­ფი, სა­ა­კაშ­ვილს მი­აწ­ვა ბი­ძა­მი­სი, გა­ე­ჩუ­მე­ბი­ნათ ჟვა­ნია, მაგ­რამ მი­შამ უთხრა, ამ სა­კი­თხზე ჟვა­ნი­ას ვერ და­ვი­ყო­ლი­ე­ბო, რა­ზეც თე­მურ ალა­სა­ნი­ამ უპა­სუ­ხა, შენ ვერ და­ი­ყო­ლი­ებ, ჩვენ გა­ვა­ჩუ­მებთ ერთ თვე­შიო. ჟვა­ნი­აც მო­ი­ცი­ლეს და აე­რო­პორ­ტიც ხელ­ში ჩა­იგ­დეს.

თურ­ქუ­ლი კომ­პა­ნია "ტავი" - ეს არის შირ­მა, რე­ა­ლუ­რად კი ამ კომ­პა­ნი­ის მიღ­მა დგას ალა­სა­ნი­ას ინ­ტე­რე­სე­ბი და ამ გზით აწარ­მო­ებ­დნენ ია­რა­ღის გა­და­ზიდ­ვას, რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზღვოა და სახ­მე­ლე­თო გა­და­ზიდ­ვებს, ეს თე­მე­ბი კე­ზე­რაშ­ვილ­მა წა­ი­ღო, ის იყო ბა­თუ­მის ტერ­მი­ნა­ლი, ფო­თის ტერ­მი­ნა­ლი იყო კე­ზე­რაშ­ვი­ლის კონ­ტროლ­ქვეშ, ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ას იყე­ნებ­და თა­ვი­სი ინეტ­რე­სე­ბის­თვის და ბენ­ზი­ნის ცის­ტერ­ნე­ბით კე­ზე­რაშ­ვილს ია­რა­ღი გა­დაჰ­ქონ­და, ეს იყო შირ­მა, თით­ქოს გარ­კვე­უ­ლი ტი­პის ბიზ­ნე­სებს ეწე­ოდ­ნენ, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად, ხში­რად ბენ­ზი­ნის ნაც­ვლად ცის­ტერ­ნე­ბი დატ­ვირ­თუ­ლი იყო ია­რა­ღით. ტვირ­თი იყო და­ლუ­ქუ­ლი და მას ვე­რა­ვინ გახ­სნი­და, ია­რა­ღის მე­სა­მე ქვეყ­ნებ­ში გა­ტა­ნა ხდე­ბო­და რო­გორც თურ­ქე­თი­დან, ასე­ვე აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, იმი­ტომ იყო სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტთან, გა­და­წყვე­ტი­ლი ჰქონ­დათ სა­ქარ­თვე­ლო და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი გახ­სნი­ლი ყო­ფი­ლი­ყო ია­რა­ღის გა­და­ზიდ­ვის კუ­თხით. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, კას­პი­ის ზღვით უმოკ­ლე­სი გზა არის ირა­ნი, სა­ი­და­ნაც ხდე­ბო­და ირა­ნის ია­რა­ღით მო­მა­რა­გე­ბა. იმ­დე­ნად მას­შტა­ბუ­რი სახე მი­ი­ღო ამ ჯგუ­ფის საქ­მი­ა­ნო­ბამ, რომ იყო ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ებ­დნენ, შე­ნიღბვის მიზ­ნით. მა­გა­ლი­თად, ჩა­დი­ოდ­ნენ ლი­ბან­ში, სა­დაც მათ ეს ბიზ­ნე­სი ჰქონ­დათ, უფრო ხში­რად კი ჩა­დი­ოდ­ნენ დუ­ბა­ი­ში, მათ იქ ჰქონ­დათ ოფი­სე­ბი, დუ­ბაი იყო იმი­ტომ შერ­ჩე­უ­ლი, რომ ის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მხრი­დან ვერ კონ­ტროლ­დე­ბა. მაგ­რამ ერთი რამ არ და­გა­ვი­წყდეს, ამ ბიზ­ნეს­ში ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ რუ­სე­ბიც, მათი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო თე­მურ ალა­სა­ნია. მეტ­საც გე­ტყვით, ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თე­მურ ალა­სა­ნი­ამ და­ტო­ვა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, რად­გან მას გა­უჩ­ნდა შიში, რომ "ეფ­ბი­ა­ის" არ და­ე­კა­ვე­ბი­ნა, დღეს ის იმ­ყო­ფე­ბა რუ­სეთ­ში. ია­რა­ღით სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ვაჭ­რის ვიქ­ტორ ბუ­ტის ოფის­ში კი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი რამ­დენ­ჯერ­მეა ნამ­ყო­ფი. და­ნარ­ჩენ დე­ტა­ლებს ექ­სკლუ­ზი­უ­რად მომ­დევ­ნო ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­გიმ­ხელთ.

ნინო სამ­ხა­რა­ძე

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

სააკაშვილის საიდუმლო წერილი - როგორ ცდილობს ექსპრეზიდენტი კეზერაშვილის დახსნას

სააკაშვილის საიდუმლო წერილი - როგორ ცდილობს ექსპრეზიდენტი კეზერაშვილის დახსნას

დავით კეზერაშვილის ირგვლივ სკანდალი გრძელდება. გაზეთი "ალია" წერს, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ დოკუმენტი, რომელის მიხედვით, გაზეთის თქმით, მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის მხარეს დავით კეზერაშვილის გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლებას ეხვეწება. გამოცემის ცნობით, სააკაშვილის ტექსტი დათარიღებული და ხელმოწერილია 2013 წლის 21 ნოემბრით, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე.

გთავაზობთ "ალიაში" გამოქვეყნებულ სტატიას:

სააკაშვილის წერილში ვკითხულობთ, რამდენად მნიშვნელოვანია დავით კეზერაშვილის განთავისუფლება, რადგან ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს "ნაციონალური მოძრაობისთვის", მან უდიდესი როლი ითამაშა "ვარდების რევოლუციაში", დაამრაცხა კორუფცია, უდიდესი წვლილი მიუძღვის 2008 წლის ომში. სააკაშვილი საფრანგეთს მიმართავს თხოვნთი, კეზერაშვილის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და არ განიხილონ მისი საქართველოში ექსტრადაციის საქმე.

სააკაშვილის ამ წერილს ტოლს არ უდებს "ნაცმოძრაობის" ლიდერების ხელმოწერილი პეტიცია, სადაც 27 "ნაციონალი", ითხოვს კეზერაშვილის განთავისუფლებას. წერილში ნათქვამია, რომ დავით კეზერაშვილი არის "ნაცმოძრაობის" დამფინანსებელი, და მისი ციხეში გატარებული ყოველი დღე, ნიშნავს "ნაციონალური მოძრაობის" განადგურებას. კატეგორიულად ითხოვენ, რომ საფრანგეთის სასამართლომ არ განიხილოს მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხი და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ...

ეს დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, "ალიას" ინფორმაციებს, თუ რატომ დარბოდნენ ისინი საფრანგეთში. ამ დანაშაულებრივ ჯგუფს კეზერაშვილის საქმე დამოკლეს მახვილივით ჰკიდიათ თავზე, მათ ზუსტად იციან, რომ კეზერაშვილის სკანდალი გადაიყოლებთ. მთავარი კი ამ საქმეში ისაა, რომ პირდაპირ, მოურიდებლად ადებენ ხელს კეზერაშვილს, როგორც მთავარ დამფინანსებელს, მაგრამ იმას არ ხსნიან, როგორ, რა გზებით აღმოჩნდა, მის ანგარიშებზე მილიარდნახევრიანი ბრუნვა?!

"ალიამ" წინა ნომერში გამოაქვეყნა სკანდალური დოკუმენტი კეზერაშვილის ოფშორული ფირმებისა და ანგარიშების შესახებ.

ახლა კი ირკვევა ისიც, რომ გავლენიანი ქართველი ბიზნესმენების საშუალებით ის ცდილობდა, გასულიყო აზერბაიჯანელ მენავთობეებთან და აზერბაიჯანის წამყვან ფიგურებთან, თუმცა აზერბაიჯანის არც ერთმა მინისტრმა სალაპარაკოდ არ მიიღო, რადგან ქვეყანაში ბოროტების მეტი არაფერი გაუკეთებია. თუმცა მან მოახერხა გავლენიანი ბიზნესმენების ჩაძირვის ხარჯზე აზერბაიჯანში გავლენები ისე გაეზარდა, რომ მხოლოდ მასთან ჰქონოდათ "დოსტუპი". ამ ნიადაგს ის მხოლოდ ნავთობის გადაზიდვისთვის არ ამზადებდა, არამედ ჰქონდა ჩანაფიქრი, ამიერკავკასიაში სატრანზიტო დერეფანი მას ეკონტროლებინა. "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ იარაღის შეძენა 2004 წლიდან დაიწყო. თუმცა მაჩვენებელმა პიკს მიაღწია 2007 წლის 5 ივნისიდან დაწყებული და სტატისტიკა 2008 წელს ყოველთვიურად იზრდებოდა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა 2013 წლის 25 ნოემბერს სკანდალური განცხადება გააკეთა: მიხეილ სააკაშვილს რომ არ ეყიდა საიერიშო სამხედრო აღჭურვილობა თვითმავალი არტილერია, მძიმე ჯავშანმანქანები, მოიერიშე შვეულმფრენები და სხვა სამხედრო ტექნიკა, მას არ ექნებოდა უგუნური სითამამე იმისთვის, რომ საქართველოს შეიარაღებული და შინაგანი ძალები ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში და რაც სააკაშვილმა გააკეთა, ეს იყო პოლიტიკური სიგიჟე.

რეალურად იყო თუ არა აგვისტოს ომი პოლიტიკური სიგიჟე, თუ დიდი ჩანაფიქრი იარაღის გაყიდვის გზით, მილიარდების შოვნისა?.. ალბათ, გამოსაძიებელია რა მიზნით წამოიწყო სააკაშვილის ხელისუფლებამ ომი. იყო თუ არა ცხოველი ინტერესი, რომ ამ ომის გზით ჩამოეწერათ მილიარდები. თუკი არსებობს ეჭვი, რომ კეზერაშვილი სააკაშვილის ბიძასთან ერთად ჩართული იყო იარაღით უკანონო ვაჭრობაში და ისინი ძირითადად ამარაგებდნენ ტერორისტულ ორგანიზაციებს, რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ აგვისტოს ომი წინა ხელისუფლებამ სწორედ იმ მიზნით წამოიწყო, რომ საქართველოს კვოტით ნაყიდი იარაღი გადაეყიდათ ტერორისტებზე. მათთვის, ხომ ადამიანების სიცოცხლეს ფასი არასოდეს ჰქონია. მეტიც, ისინი ადამიანების ისცოცხლით ვაჭრობდნენ.

აფხაზეთის ომის ვეტერანი საბრძოლო ქვედანაყოფ "ავაზას" მეთაური, აგვისტოს ომის მონაწილე, ყოფილი პოლიტპატიმარი, გენერალი ტრისტან წითელაშვილი "ალიასთან" კეზერაშვილის თემას განაგრძობს და დამატებით მასალებს გვაძლევს:

- როგორ ფიქრობთ, სააკაშვილის ხელისუფლებამ აგვისტოს ომი სწორედ იმიტომ ხომ არ წამოიწყო, რომ ძვირადღირებული სამხედრო ტექნიკა მიეყიდათ ტერორისტებისთვის? ფაქტია, რომ ის ძვირადღირებული იარაღი, რომელიც საქართველომ შეიძინა, აგვისტოს ომის დროს არ გამოყენებულა.

- მე მაქვს დოკუმენტური მასალები, რომლის მიხედვითაც არა მხოლოდ დავით კეზერაშვილი ფიგურირებს ამ კრიმინალურ სქემაში, არამედ ეს არის ერთი დიდი დაჯგუფება. მე თქვენ ჩამოგითვლით გვარებს: მიხეილ სააკაშვილი, მისი ბიძა - თემურ ალასანია, დავით კეზერაშვილი, ივანე მერაბიშვილი, ბაჩანა ახალაია, გივი თარგამაძე, გიორგი ბარამიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, ერიკ გუდისი, ვიქტორ ბუტი. ამ გვარებიდან საზოგადოება არ იცნობს ერიკ გუდის, ის გახლავთ საქართველოში დაბადებული და გაზრდილი, მამამისი მუშაობდა ამიერკავკასიაში, ის იყო სამხედრო ვაჭრობის უფროსი. ეს პიროვნება არის მილიარდერი, ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, წარმოშობით ებრაელია. ამ საქმეში ჩართულია ნინუა, ის იყო თავდაცვის სამინისტროში შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი, რომელიც დაკავებულია. საუბარია, რომ მას ნათესაური კავშირი აქვს გიგა ბოკერიასთან. დანაშაულებრივ ჯგუფში ასევე ჩართულია საჰაერო ძალების სარდალი ურიდია, ამჟამადაც მოქმედია, ასევე ფოჩხუა, რომელიც სამხედრო ატაშეა უკრაინაში, რომელსაც ევალება საქმეების გადაფარვა. დანაშაულებრივ ჯგუფში ვასახელებ დავით მუჯირს, ის იყო მინისტრის მოადგილე, ზაზა გოგავა, გენერალური შტაბის უფროსი, ესენი არიან საერთაშორისო დამნაშავეები და აი, რატომ, ახლა ამასაც აგისხნით. 2008 წლის აგვისტოს ომამდე საქართველოში მიმდინარეობდა ამ კრიმინალური დაჯგუფების მხრიდან გაქანებული იარაღით ვაჭრობა. თავდაცვის სამინისტროში იარაღით ვაჭრობის სქემა არსებობდა. თავდაცვის სამინისტრო ყიდულობდა იარაღს და სამხედრო ტექნიკას თავდაცვის სამინისტროს აღჭურვის მიზნით. საზენიტო-სარაკეტო კომპლექტები, "ბუკები", "კრუგები", "კუბები"... საბიუჯეტო ნუსხის მიხედვით თავდაცვის სისტემის აღჭურვისთვის გადახდილია მხოლოდ ერთ ოპერაციაში 50 მილიონი ლარი. ეს ოპერაცია შესრულდა 2007 წელს, ამის შემდეგ ისინი ყიდულობენ ნატოს სტანდარტებთან თავსებად გადასატან რადიოსადგურებს, ეს არის ძველი დანადგარი, რომელსაც ამერიკელები ვიეტნამის ომის დროს ხმარობდნენ, ამ ოპერაციაში გამოყვეს 23 მილიარდი ლარი, მაგრამ ამ დანადგარმა აგვისტოს ომის დროს იმუშავა მხოლოდ ნახევარი საათი, იმდენად მოძველებული იყო ეს ტექნიკა. ამის გარდა შეიძინეს "იგლები", "სტრელები", ამაში კიდევ გადახდილია 50 მილიონი ლარი, ამ ტიპის ოპერაციებმა მიიღო სისტემატური სახე, უკვე 2007 წელს და 2008 წელს უფრო გააქტიურდა იარაღის შეძენა. ამ იარაღს ყიდულობდნენ უკრაინაში, ამათ დაარეგისტრირეს ოფშორულ ზონაში "ბელთრეინგი", სადაც თავდაცვის სამინისტროდან ირიცხებოდა თანხები და "ბელთრეინგი" იყო ფულის გამტარი, საიდანაც თანხა უკვე ირიცხებოდა უკრაინაში, სპეცექსპორტში.

- ვინ დაარეგისტრირა ოფშორულ ზონაში კომპანია "ბელთრეინგი"?

- ეს კომპანია შექმნა სააკაშვილის ბიძამ - თემურ ალასანიამ, ამ კომპანიაში ირიცხებოდა თანხები, აკეთებდნენ დიდ ფულს. როცა ხდებოდა იარაღის მესამე ქვეყანაში გადაყიდვა, ფულის ჩარიცხვა ხდებოდა სწორედ "ბელთრეინგში". ხმამაღლა ვაცხადებ, იარაღი ხვდებდა ტერორისტების ხელში და როცა აქტიურად დაიწყეს იარაღით უკანონო ვაჭრობა საქართველოს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა, სწორედ მაშინ დაიწყო ტერორისტების გააქტიურებაც. კეზერაშვილი სააკაშვილის გარეშე თითსაც ვერ გაანძრევდა, უშალოდ სააკაშვილი და მისი ბიძა ხელმძღვანელობდნენ ამ ოპერაციებს.

- სადმე არის სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რითიც დასტურდება, რომ ის ირიბად მაინც ჩართული იყო იარაღის ბიზნესში?

- ფორმდებოდა ხელშეკრულებები, რომელსაც ხელს აწერდა კეზერაშვილი, როგორც თავდაცვის მინისტრი, ლიცენზიას გასცემდა მაშინდელი შტაბის უფროსი ზაზა გოგავა, ასევე დავით მუჯირი, მაშინდელი მინისტრის მოადგილე, ხელშეკრულებებს ხელს აწერდა კეზერაშვილი. იმ პრინციპით ხდებოდა იარაღის შემოტანა, თითქოს ამ იარაღით საქართველოს ჯარს ამარაგებდნენ, სინამდვილეში გაედინებოდა არაბულ ქვეყნებში. არსებობს იარაღის ინსპექტირება, ამას მკაცრად აკონტროლებს გაერო, რომელიც ინსპექტირებას უწევს იმ ქვეყნებს, ვინც იარაღს აწარმოებს, რათა იარაღი არ მოხვდეს ტერორისტების ხელში.

მოდი, ახლა ვთქვათ, რატომ გაკეთდა ეს სქემა საქართველოში... ქვეყნებს, სადაც საქართველოდან შედიოდა იარაღი, ადევთ საერთაშორისო ემბარგო. მათ არა აქვთ უფლება, იყიდონ იარაღი და სამხედრო ტექნიკა, რადგან არის საშიშროება, რომ ეს იარაღი აღმოჩნდეს ტერორისტების ხელში. აქედან გამომდინარე, პირდაპირი წესით ვერ იყიდოს იარაღს ვერც სირია, ვერც ირანი, ვერც ლათინო-ამერიკული ქვეყნები, რადგან ისინი რომ პირდაპირ გასულიყვნენ უკრაინაში "უკსპეცექსპორტთან", ამას მოჰყვებოდა საერთაშორისო სკანდალი. ამისთვის საჭირო იყო ქვეყანა, რომელსაც უფლება ჰქონდა იარაღისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვის. საქართველოში მოიძებნა საყრდენი ძალა სააკაშვილის, მისი ბიძისა და "ნაციონალური მოძრაობის" სახით. ერიკ გუდისი ამ არხებზე იყო გასული. მოკლედ, სქემა მარტივად ააწყეს. ნუსხის მიხედვით დიდძალი სამხედრო ტექნიკა როცა დაგროვდა, რომელიც რეალურად იყო გადაყიდული მესამე ქვეყნებზე, რომ არ მომხდარიყო ინსპექტირება და შემოწმება იმისა, რამდენად რეალურად არსებობდა სამხედრო ტექნიკა თავდაცვის სამინისტროში და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სწორედ ამიტომ გაითამაშა სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს საბრძოლო მოქმედებები, რადგან მთლიანობაში მომხდარიყო მილიარდების ჩამოწერა.

- თქვენ გადმომეცით იარაღის ნუსხა, სადაც ვკითხულობთ, რომ "უკსპეცექსპორტიან" შეძენილი იარაღი შემოდიოდა საქართველოში რუსული დროშის ქვეშ მცურავი გემებით. ეს რას ნიშნავს? რუსები გვამარაგებდნენ იარაღით? ეს ხომ სკანდალია!.. გამოდის, რომ მათ თავიდან ბოლომდე იცოდნენ, რა შეიარაღებას ფლობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

- რუსებმა ისიც კარგად იცოდნენ, რა იარაღი შემოდიოდა და ზუსტი ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ის იარაღი რეალურად საქართველომ მესამე ქვეყნებზე გადაყიდა. დიახ, ეს იარაღი შემოდიოდა რუსული გემებით და არა უკრაინულით. "რუსვაარუჟენია" აწვდიდა "უკსპეცექსპორტს" იარაღს, რომელიც არის "რუსვაარუჟენიას" შვილობილი კომპანია და ის იარაღი შემოდიოდა საქართველოში. მაგალითად, 2008 წლის 12 ივნისს იარაღი "უკსპეცექსპორტიდან" შემოიტანა რუსულმა გემმა "გეროი პლავანი", ამავე გემს შემოტანილი აქვს იარაღი 2008 წლის 8 აგვისტოს. ამ გემს 2007 წელსაც აქვს შემოტანილი იარაღი, ეს არის რუსული კომპანია, რომელსაც შვილობილი კომპანიები ჰყავს, რომლის ორი ფილიალი არის საქართველოშიც, ერთი ფილიალის ხელმძღვანელია ვანო მერაბიშვილის ახლო ნათესავი, გვარად მერაბიშვილი, ხოლო მეორე ფილიალის ხელმძღვანელია ვინმე ფოჩხუა.

- ოდესიდან საქართველოში შემოდიოდა იარაღით დატვირთული გემები, მაგრამ საქართველოდან იარაღის მარშრუტი როგორი იყო და რა გზით აღწევდა შეიარაღება მესამე ქვეყნებში?

- ამ დაჯგუფებამ, კეზერაშვილის ხელმძღვანელობით, ხელში ჩაიგდო გადაზიდვების კომპანიები, ტერმინალი იყო საჰაერო კარიბჭე, აეროპორტში რომლის მეშვეობითაც საჰაერო გზით გადაჰქონდათ იარაღი, აეროპორტი იყო თემურ ალასანიასი. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჟვანია მოკლეს, ეს თემა გახლავთ. ზურაბ ჟვანია იყო წინააღმდეგი, რომ თემურ ალასანიას და ერიკ გუდისს ინტერესი ჰქონდათ საქართველოს აეროპორტში, რადგან მან იცოდა, რომ ამ ადამიანებს ინტერესი ჰქონდათ იარაღის ბიზნესში. ჟვანია ამბობდა, - ესენი არიან აფერისტებისა და თაღლითების ჯგუფი, სააკაშვილს მიაწვა ბიძამისი, გაეჩუმებინათ ჟვანია, მაგრამ მიშამ უთხრა, ამ საკითხზე ჟვანიას ვერ დავიყოლიებო, რაზეც თემურ ალასანიამ უპასუხა, შენ ვერ დაიყოლიებ, ჩვენ გავაჩუმებთ ერთ თვეშიო. ჟვანიაც მოიცილეს და აეროპორტიც ხელში ჩაიგდეს.

თურქული კომპანია "ტავი" - ეს არის შირმა, რეალურად კი ამ კომპანიის მიღმა დგას ალასანიას ინტერესები და ამ გზით აწარმოებდნენ იარაღის გადაზიდვას, რაც შეეხება საზღვოა და სახმელეთო გადაზიდვებს, ეს თემები კეზერაშვილმა წაიღო, ის იყო ბათუმის ტერმინალი, ფოთის ტერმინალი იყო კეზერაშვილის კონტროლქვეშ, ნავთობკომპანიას იყენებდა თავისი ინეტრესებისთვის და ბენზინის ცისტერნებით კეზერაშვილს იარაღი გადაჰქონდა, ეს იყო შირმა, თითქოს გარკვეული ტიპის ბიზნესებს ეწეოდნენ, მაგრამ რეალურად, ხშირად ბენზინის ნაცვლად ცისტერნები დატვირთული იყო იარაღით. ტვირთი იყო დალუქული და მას ვერავინ გახსნიდა, იარაღის მესამე ქვეყნებში გატანა ხდებოდა როგორც თურქეთიდან, ასევე აზერბაიჯანიდან, იმიტომ იყო სააკაშვილი ჩახუტებული აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, გადაწყვეტილი ჰქონდათ საქართველო და აზერბაიჯანი გახსნილი ყოფილიყო იარაღის გადაზიდვის კუთხით. მოგეხსენებათ, რომ აზერბაიჯანიდან, კასპიის ზღვით უმოკლესი გზა არის ირანი, საიდანაც ხდებოდა ირანის იარაღით მომარაგება. იმდენად მასშტაბური სახე მიიღო ამ ჯგუფის საქმიანობამ, რომ იყო ქვეყნები, რომლებთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, შენიღბვის მიზნით. მაგალითად, ჩადიოდნენ ლიბანში, სადაც მათ ეს ბიზნესი ჰქონდათ, უფრო ხშირად კი ჩადიოდნენ დუბაიში, მათ იქ ჰქონდათ ოფისები, დუბაი იყო იმიტომ შერჩეული, რომ ის სპეცსამსახურების მხრიდან ვერ კონტროლდება. მაგრამ ერთი რამ არ დაგავიწყდეს, ამ ბიზნესში ჩართულები იყვნენ რუსებიც, მათი წარმომადგენელი იყო თემურ ალასანია. მეტსაც გეტყვით, ჩემი ინფორმაციით, თემურ ალასანიამ დატოვა ამერიკის შეერთებული შტატები, რადგან მას გაუჩნდა შიში, რომ "ეფბიაის" არ დაეკავებინა, დღეს ის იმყოფება რუსეთში. იარაღით საერთაშორისო მოვაჭრის ვიქტორ ბუტის ოფისში კი, მიხეილ სააკაშვილი რამდენჯერმეა ნამყოფი. დანარჩენ დეტალებს ექსკლუზიურად მომდევნო ინტერვიუში გაგიმხელთ.

ნინო სამხარაძე

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა