ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ძლიერი ნისლია, ადგილობრივებსა და ტურისტებს მზე სანატრელი გაუხდათ.
მათ გასამხნევებლად ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ქალაქის ცენტრში ვირტუალურმა მზემ გამოანათოს. ბილბორდებზე მზის ამოსვლის ფოტოა აღბეჭდილი, რომელიც მოედანს ”ანათებს”. ექიმების რეკომენდაციით, ქუჩაში გასვლა მხოლოდ ნიღბებითაა უსაფრთხო.
ძლიერი ნისლის გამო პეკინის ავტომაგისტრალები დახურულია. პეკინში ჰაერის დაბინძურების ხარისხმა მაქსიმალურ დონეს მიაღწია.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.