რა გარიგება შედგა პატარკაციშვილებსა და წინა მთავრობას შორის - წულუკიანმა დეტალები გაასაჯაროვა

რა გარიგება შედგა პატარკაციშვილებსა და წინა მთავრობას შორის - წულუკიანმა დეტალები გაასაჯაროვა

პატარკაციშვილების ოჯახსა და წინა მთავრობას შორის გაფორმებული დოკუმენტი უკვე საჯაროა. ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებით ბადრი პატარკაციშვილის ოჯახსა და წინა მთავრობას შორის გაფორმებულ დოკუმენტს გრიფი "საიდუმლო" მოეხსნა და მემორანდუმის ინგლისური ვერსია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც პატარკაციშვილის ადვოკატებთან ერთად დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, საქართველოს დღევანდელი მთავრობა როგორც მხარე და სახელმწიფოს წარმომადგენელი, შეთანხმდა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან, მათი ადვოკატების წარმომადგენლობით, რომ განსაჯაროვდეს მხარეებს შორის დადებული 2011 წლის 6 ივლისის მორიგების ხელშეკრულებები. თეა წულუკიანის განცხადებით, ამ დღეს დაიდო ორი ხელშეკრულება.

როგორც წულუკიანმა განმარტა, მაშინ მხარეები იყვნენ იუსტიციის სამინისტრო, მთავარი პროკურატურა, შს სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, ფინანსური პოლიცია, საგადასახადო დეპარტამენტი, ეროვნული მარეგულირებელი კომისია და თბილისის მუნიციპალიტეტი. მათი ყველას სახელით, მორიგების ხელშეკრეულებებს ხელი მოაწერა იუსტიციის მაშინდელი მინისტრის პირველმა მოადგილემ, თინა ბურჯალიანმა. მეორე მხარეს კი წარმოადგენდა ადვოკატების სახით პატარკაციშვილის ქვრივი, დედა და ოჯახის სხვა წევრები.

"ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, როდესაც 7 ნოემბრის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ წინა ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, ტერორი აწარმოა, აღძრა დაუსაბუთებელი სისხლის სამართლის საქმეები და მისი ბიზნესის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა.

გარდაცვალების შემდეგ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა დაიწყო სამართლებრივი დავა და 2008 წელს საარბიტრაჟო წესით მოხდა საქმის ინიცირება ქალბატონი გუდავაძის მხრიდან საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში. ქალბატონი ინა და ოჯახი მიზნად ისახავდნენ "ტელეიმედის" დაბრუნებას და თბილისის მუნიციპალიტეტსა და შპს "ლინკს" შორის მთაწმინდის პარკთან დაკავშირებული იჯარის ხელშეკრულების აღდგენას ან ან 400 მლნ ზიანის ანაზაღაურებას", - განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, წინა ხელისუფლებამ შეხედა, რომ მეორე მხარეს იდგა ბიზნესი, რომელსაც სამართლებრივი წესით საკუთარი ინტერესის დაცვა შეეძლო, დაიწყო ოჯახთან მოლაპარაკება.

"შედგა მორიგება, რომლის პირობები იყო შემდეგი: გაფორმდა 17 საწარმოსთან მიმართებაში საგადასახადო დავალიანებაზე უარის თქმის მიზნით საგადასახადო შეთანხმებები; მთაწმინიდს პარკთან დაკავშირებით თავიდან გაფორმდა თბილისის მუნიციპალიტეტთან იჯარის ხელშეკრულება; პატარკაციშვილის ოჯახს გადაეცა ყოფილი რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მთლიანი ქონება; ხელშეკრულების პირობად განისაზღვრა, რომ ეკონომიკის სამინისტრო გააფორმებდა ოჯახთან ხელშეკრულებას, რომ მაუდის ფაბრიკასთან დაკავშირებული საინვესტიციო ვალდებულებების კუთხით სახელმწიფო იტყოდა უარს და ეს ქონება გახდებოდა შესაბამისი შპს-ს კომპანიის ქონება. მხოლოდ და მხოლოდ ამის სანაცვლოდ ოჯახმა შეწყვიტა საარბიტრაჟო დავა, მათ შორის "იმედთან" დაკავშირებითაც, რომლის დაბრუნებაზეც ოჯახმა იძულების გზით თქვა უარი. ოჯახი ასევე იძულებული გახდა უარი ეთქვა სხვადასხვა კომპანიასთან დაკავშირებული ინტერესების დარღვევის მიზნით დავაზე, ხელსეკრულებაში მოხსენიებულია როგორც "აგარის" შაქრის ქარხანა, ასევე სხვა კომპანიები.

ყველა პირობა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში ითვლება, რომ წინა ხელისუფლებამ შეასრულა. თქვენ გახსოვთ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, სექტებერში, ამ ხელშეკრულებებს და დანართებს მოეხსნა გრიფი საიდუმლო, მაგრამ ვერ განსაჯაროვდა დღემდ, რადგან ხელშეკრულებები იყო დაცული სპეციალური მუხლით კონფიდენციალობის შესახებ",- განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ოჯახს, რომ მზაობა გამოთქვეს მოეხსნათ ეს კონფიდენციალობის მუხლი, რაც იყო განსაჯაროებისთვის ბოლო ბარიერი.

ასევე დაგაინტერესებთ: "ნაციონალების" პირველი კომენტარი პატარკაციშვილებთან გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროების შემდეგ

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია