პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თითქმის ყველა სახეობის რძის ნაწარმი გაძვირდა - ლარის კატასტროფული ვარდნის შედეგი
თითქმის ყველა სახეობის რძის ნაწარმი გაძვირდა - ლარის კატასტროფული ვარდნის შედეგი

თბი­ლი­სის სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ნა­წილ­ში რძის ნა­წარმ­ზე ფას­მა თვალ­სა და ხელს შუა მო­ი­მა­ტა. "სოფ­ლის ნო­ბა­თი", რო­მე­ლიც მა­ღა­ზი­ებ­ში 2,80 ლა­რამ­დე ღირ­და, 3,35 ლა­რამ­დე გაძ­ვირ­და. გაძ­ვირ­და "სან­ტეს" თით­ქმის ყვე­ლა და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ტიც.

"სან­ტე ჯი­ემ­თი პრო­დუქ­ტებ­ში" სა­ფა­სო ცვლი­ლე­ბას ნედ­ლე­უ­ლის გაძ­ვი­რე­ბას უკავ­ში­რე­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ ხა­ჭოს გარ­და, რძის პრო­დუქ­ტებ­ზე ფასი 2 პრო­ცენ­ტით გა­ი­ზარ­და. სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბი კი 10-პრო­ცენ­ტი­ან მა­ტე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ ფა­სე­ბის ზრდას ჯერ­ჯე­რო­ბით არ მო­უხ­დე­ნია გავ­ლე­ნა ამ პრო­დუქ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზე.

"არ­სე­ბუ­ლი ფასი ჯერ­ჯრე­ო­ბით ხა­ჭო­ზე შე­ნარ­ჩუნ­და, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი ნა­წარ­მის გაძ­ვი­რე­ბა უკი­დუ­რე­სი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის გამო გახ­და აუ­ცი­ლე­ბე­ლი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პრო­დუქტს უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ნედ­ლე­უ­ლის­გან ვამ­ზა­დებთ, მისი გაძ­ვი­რე­ბა ჩვე­ნი ნა­წარ­მის ფას­ზეც აი­სა­ხა.

არ­სე­ბი­თი გაძ­ვი­რე­ბა არ ყო­ფი­ლა, "სან­ტეს" პრო­დუქ­ტებ­ზე (ხა­ჭოს გარ­და) ფას­მა მხო­ლოდ 2 პრო­ცენ­ტით მო­ი­მა­ტა. გაგ­რძელ­დე­ბა თუ არა გაძ­ვი­რე­ბა, პროგ­ნო­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით რთუ­ლია. მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვეც­დე­ბით მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას და ფა­სებს მხო­ლოდ უკი­დუ­რე­სი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გავზრდით", - აცხა­დებს "ჯი­ემ­თი პრო­დუქ­ტე­ბის" დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ერეკ­ლე გამ­ყრე­ლი­ძე.

დიდი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რძის პრო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბელ და­ნარ­ჩენ კომ­პა­ნი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბა გაგ­ვი­ჭირ­და. ამი­ტომ შე­ვე­ცა­დეთ, რძის ნა­წარ­მის გაძ­ვი­რე­ბი­სას და მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­ში გა­დაგ­ვე­მოწ­მე­ბი­ნა.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, რძის პრო­დუქ­ტე­ბი "ნი­კო­რას" ქსელ­ში ჯერ­ჯრე­ო­ბით არ გაძ­ვი­რე­ბუ­ლა. იგი პრო­დუქტს კომ­პა­ნია "ჩვე­ნი ფერ­მე­რის" სა­ვაჭ­რო ნიშ­ნით აწარ­მო­ებს.

ამ ეტაპ­ზე "ჩვე­ნი ფერ­მე­რის" 1 ქილა მაწ­ვნის ფასი "ნი­კო­რას" ქსელ­ში 1,30 ლა­რია, 1 ქილა 400 გრა­მი მო­ცუ­ლო­ბის არა­ჟა­ნი 2,30 ლარი ღირს, ხოლო 1 კგ ასა­წო­ნი არა­ჟ­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 4,7 ლარს შე­ად­გენს. ნა­ღე­ბის კა­რა­ქის (200 გრ.) ფასი 3,30 ლა­რია, ხოლო ამა­ვე მო­ცუ­ლო­ბის ხა­ჭოს ფასი 2 ლარს შე­ად­გენს.

კომ­პა­ნი­ა­ში მო­სა­ლოდ­ნელ სა­ფა­სო ცვლი­ლე­ბებ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით არ სა­უბ­რო­ბენ.

თბი­ლი­სის ერთ-ერთ გა­რე­უ­ბან­ში მდე­ბა­რე სუ­პერ­მარ­კე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რძის ნა­წარ­მი და­ახ­ლო­ე­ბით 10 პრო­ცენ­ტამ­დე გაძ­ვირ­და. მი­სი­ვე თქმით, რძის გარ­და, ცვლი­ლე­ბა თით­ქმის ყვე­ლა და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქტს შე­ე­ხო.

"ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა, რძის ნა­წარ­მი და­ახ­ლო­ე­ბით 10 პრო­ცენ­ტით გაძ­ვირ­და. არ­სე­ბულ ფასს ინარ­ჩუ­ნებს "ში­რა­ქის ეკოპ­რო­დუქ­ტე­ბი" და რამ­დე­ნი­მე სხვაც, თუმ­ცა არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რამ­დე­ნი­მე დღე­ში მა­თაც გა­აძ­ვი­რონ. სამ­წუ­ხა­როდ, ცვლი­ლე­ბა მხო­ლოდ რძის პრო­დუქ­ტე­ბით არ მთავ­რდე­ბა. ამ ეტაპ­ზე სა­რე­ა­ლი­ზა­ციო პრო­დუქ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა გაძ­ვი­რე­ბუ­ლია. ლა­რის კურ­სის ვარ­დნამ ამ მხრივ სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია და არ გა­მოვ­რი­ცხავთ, ტენ­დენ­ცია ახლო მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დეს", - აცხა­დებს სუ­პერ­მარ­კე­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი.

ქარ­ხნუ­ლი ნა­წარ­მის გაძ­ვი­რე­ბის სა­პი­რის­პი­როდ, სოფ­ლის რძის ნა­წარ­მის ფასი დაბ­ლა იწევს. 1 კგ იმე­რუ­ლი ყვე­ლი 10 ლა­რი­დან 8 ლა­რამ­დე გა­ი­აფ­და, ხოლო ამა­ვე მო­ცუ­ლო­ბის სუ­ლუ­გუ­ნის ფასი 13 ლა­რამ­დე შემ­ცირ­და, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ, სე­ზო­ნუ­რი ცვლი­ლე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი.

წლის ამ პე­რი­ოდ­ში რძის პრო­დუქ­ტე­ბის ფასი ტრა­დი­ცი­უ­ლად დაბ­ლა იწყებს და­ცე­მას. ჯერ­ჯე­რო­ბით არ­სე­ბულ ფასს ინარ­ჩუ­ნებს სოფ­ლის რძე და ამ ეტაპ­ზეც 2 ლარი ღირს.

სა­ვაჭ­რო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა თქმით, გაძ­ვი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რძის ნა­წარ­მის რე­ა­ლი­ზა­ცია, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა.

სკან­და­ლუ­რი კვლე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ისევ პო­პუ­ლა­რუ­ლი რჩე­ბა ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის რძე და რძის პრო­დუქ­ტე­ბი. სა­ვაჭ­რო ქსელ "ვა­უ­ში" უამ­რა­ვი და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ცი­აა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად იყი­დე­ბა "სოფ­ლის ნო­ბა­თი", "სან­ტე", "ეკო­ფუ­დი", "ჩვე­ნი ფერ­მე­რი", "ამალ­თეა" და სხვ.

"მომ­ხმა­რებ­ლის დიდი ნა­წი­ლი კვლავ რჩე­ბა ეროვ­ნუ­ლი ნა­წარ­მის ერ­თგუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი. ზოგი ასეთ პრო­დუქტს უფრო ენ­დო­ბა, ვიდ­რე იმ­პორ­ტი­რე­ბულს. ზოგს აქვს გარ­კვე­უ­ლი ეჭ­ვე­ბი, ერთი შე­ხედ­ვით, ფრთხი­ლობს კი­დეც, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­ინც უწევს ყიდ­ვა. ვერ და­გი­სა­ხე­ლებთ გა­ყიდ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, ჩემს კომ­პე­ტენ­ცი­ას სცილ­დე­ბა, მაგ­რამ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ რე­ა­ლი­ზა­ცია ნორ­მა­ლუ­რია და საკ­მა­ოდ მომ­გე­ბი­ა­ნიც. თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად შე­მოგ­ვაქვს ახა­ლი პარ­ტია, რძე და რძის პრო­უდ­ქ­ტე­ბი კარ­გად გა­ყიდ­ვავ­დი ნა­წარ­მია", - ამ­ბობს სუ­პერ­მარ­კე­ტის გამ­ყიდ­ვე­ლი.

სურ­სა­თის ექ­სპერ­ტებს თუ ვერ­წმუ­ნე­ბით, ჩვენს მა­ღა­ზი­ებ­ში სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გა­მო­ტა­ნი­ლი რძის პრო­დუქ­ტე­ბის 90 პრო­ცენ­ტი ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. "სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის" ექ­სპერ­ტი, პრო­ფე­სო­რი ეთერ სარ­ჯვე­ლა­ძე ამ­ბობს, რომ ისე­თი პრო­დუქ­ტის ფალ­სი­ფი­კა­ცია, რო­გო­რიც რძეა, და­ნა­შა­უ­ლია, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ის ბავ­შვე­ბის მთა­ვა­რი საკ­ვე­ბია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ტი­პის საკ­ვე­ბი, მაგ­რამ ვერც ერთი პრო­დუქ­ტი ვერ ცვლის მას.

"ადა­მი­ა­ნი ხარ­ჯავს თან­ხას, ჰგო­ნია, რომ იძენს ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქტს და ამ დროს მის ნაც­ვლად სა­წამ­ლავს სთა­ვა­ზო­ბენ? სწო­რედ ამი­ტომ და­ვი­წყეთ ხელ­მო­წე­რა პე­ტი­ცი­ა­ზე, გვინ­და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს ვთხო­ვოთ მი­ი­ღონ კა­ნო­ნი, რომ­ლი­თაც აიკ­რძა­ლე­ბა რძის პრო­დუქ­ტის და­სა­ხე­ლე­ბით ისე­თი სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცია, რომ­ლის ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტე­ბი - ცხი­მი და ცილა ცხო­ვე­ლის რძი­სა­გან კი არა, სულ სხვა ნედ­ლე­უ­ლის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის ხარ­ჯზე ფუ­ლის კე­თე­ბა და­ნა­შა­უ­ლია!" - აცხა­დებს ეთერ სარ­ჯვე­ლა­ძე.

მარი ჩი­ტა­ია

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თითქმის ყველა სახეობის რძის ნაწარმი გაძვირდა - ლარის კატასტროფული ვარდნის შედეგი

თითქმის ყველა სახეობის რძის ნაწარმი გაძვირდა - ლარის კატასტროფული ვარდნის შედეგი

თბილისის სუპერმარკეტების ნაწილში რძის ნაწარმზე ფასმა თვალსა და ხელს შუა მოიმატა. "სოფლის ნობათი", რომელიც მაღაზიებში 2,80 ლარამდე ღირდა, 3,35 ლარამდე გაძვირდა. გაძვირდა "სანტეს" თითქმის ყველა დასახელების პროდუქტიც.

"სანტე ჯიემთი პროდუქტებში" საფასო ცვლილებას ნედლეულის გაძვირებას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ხაჭოს გარდა, რძის პროდუქტებზე ფასი 2 პროცენტით გაიზარდა. სავაჭრო ობიექტები კი 10-პროცენტიან მატებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ფასების ზრდას ჯერჯერობით არ მოუხდენია გავლენა ამ პროდუქტების რეალიზაციაზე.

"არსებული ფასი ჯერჯრეობით ხაჭოზე შენარჩუნდა, ხოლო დანარჩენი ნაწარმის გაძვირება უკიდურესი აუცილებლობის გამო გახდა აუცილებელი. მოგეხსენებათ, პროდუქტს უმაღლესი ხარისხის ნედლეულისგან ვამზადებთ, მისი გაძვირება ჩვენი ნაწარმის ფასზეც აისახა.

არსებითი გაძვირება არ ყოფილა, "სანტეს" პროდუქტებზე (ხაჭოს გარდა) ფასმა მხოლოდ 2 პროცენტით მოიმატა. გაგრძელდება თუ არა გაძვირება, პროგნოზი ჯერჯერობით რთულია. მაქსიმალურად შევეცდებით მომხმარებლების მდგომარეობის გათვალისწინებას და ფასებს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გავზრდით", - აცხადებს "ჯიემთი პროდუქტების" დირექტორის მოადგილე ერეკლე გამყრელიძე.

დიდი მცდელობის მიუხედავად, რძის პროდუქტების მწარმოებელ დანარჩენ კომპანიებთან დაკავშირება გაგვიჭირდა. ამიტომ შევეცადეთ, რძის ნაწარმის გაძვირებისას და მისი ღირებულების შესახებ ინფორმაცია სავაჭრო ობიექტებში გადაგვემოწმებინა.

როგორც აღმოჩნდა, რძის პროდუქტები "ნიკორას" ქსელში ჯერჯრეობით არ გაძვირებულა. იგი პროდუქტს კომპანია "ჩვენი ფერმერის" სავაჭრო ნიშნით აწარმოებს.

ამ ეტაპზე "ჩვენი ფერმერის" 1 ქილა მაწვნის ფასი "ნიკორას" ქსელში 1,30 ლარია, 1 ქილა 400 გრამი მოცულობის არაჟანი 2,30 ლარი ღირს, ხოლო 1 კგ ასაწონი არაჟნის ღირებულება 4,7 ლარს შეადგენს. ნაღების კარაქის (200 გრ.) ფასი 3,30 ლარია, ხოლო ამავე მოცულობის ხაჭოს ფასი 2 ლარს შეადგენს.

კომპანიაში მოსალოდნელ საფასო ცვლილებებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარე სუპერმარკეტის ადმინისტრატორის ინფორმაციით, რძის ნაწარმი დაახლოებით 10 პროცენტამდე გაძვირდა. მისივე თქმით, რძის გარდა, ცვლილება თითქმის ყველა დასახელების პროდუქტს შეეხო.

"ბოლო რამდენიმე დღეა, რძის ნაწარმი დაახლოებით 10 პროცენტით გაძვირდა. არსებულ ფასს ინარჩუნებს "შირაქის ეკოპროდუქტები" და რამდენიმე სხვაც, თუმცა არ არის გამორიცხული, რამდენიმე დღეში მათაც გააძვირონ. სამწუხაროდ, ცვლილება მხოლოდ რძის პროდუქტებით არ მთავრდება. ამ ეტაპზე სარეალიზაციო პროდუქტების უმეტესობა გაძვირებულია. ლარის კურსის ვარდნამ ამ მხრივ სერიოზული ცვლილება გამოიწვია და არ გამოვრიცხავთ, ტენდენცია ახლო მომავალშიც გაგრძელდეს", - აცხადებს სუპერმარკეტის თანამშრომელი.

ქარხნული ნაწარმის გაძვირების საპირისპიროდ, სოფლის რძის ნაწარმის ფასი დაბლა იწევს. 1 კგ იმერული ყველი 10 ლარიდან 8 ლარამდე გაიაფდა, ხოლო ამავე მოცულობის სულუგუნის ფასი 13 ლარამდე შემცირდა, რაც სავარაუდოდ, სეზონური ცვლილებითაა გამოწვეული.

წლის ამ პერიოდში რძის პროდუქტების ფასი ტრადიციულად დაბლა იწყებს დაცემას. ჯერჯერობით არსებულ ფასს ინარჩუნებს სოფლის რძე და ამ ეტაპზეც 2 ლარი ღირს.

სავაჭრო სექტორის წარმომადგენელთა თქმით, გაძვირების მიუხედავად, რძის ნაწარმის რეალიზაცია, ფაქტობრივად, არ შემცირებულა.

სკანდალური კვლევების მიუხედავად, მოსახლეობაში ისევ პოპულარული რჩება ქართული წარმოების რძე და რძის პროდუქტები. სავაჭრო ქსელ "ვაუში" უამრავი დასახელების პროდუქციაა წარმოდგენილი. განსაკუთრებით კარგად იყიდება "სოფლის ნობათი", "სანტე", "ეკოფუდი", "ჩვენი ფერმერი", "ამალთეა" და სხვ.

"მომხმარებლის დიდი ნაწილი კვლავ რჩება ეროვნული ნაწარმის ერთგული მომხმარებელი. ზოგი ასეთ პროდუქტს უფრო ენდობა, ვიდრე იმპორტირებულს. ზოგს აქვს გარკვეული ეჭვები, ერთი შეხედვით, ფრთხილობს კიდეც, მაგრამ აუცილებლობიდან გამომდინარე, მაინც უწევს ყიდვა. ვერ დაგისახელებთ გაყიდვების რაოდენობას, ჩემს კომპეტენციას სცილდება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ რეალიზაცია ნორმალურია და საკმაოდ მომგებიანიც. თითქმის ყოველდღიურად შემოგვაქვს ახალი პარტია, რძე და რძის პროუდქტები კარგად გაყიდვავდი ნაწარმია", - ამბობს სუპერმარკეტის გამყიდველი.

სურსათის ექსპერტებს თუ ვერწმუნებით, ჩვენს მაღაზიებში სარეალიზაციოდ გამოტანილი რძის პროდუქტების 90 პროცენტი ფალსიფიცირებულია. "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" ექსპერტი, პროფესორი ეთერ სარჯველაძე ამბობს, რომ ისეთი პროდუქტის ფალსიფიკაცია, როგორიც რძეა, დანაშაულია, თუნდაც იმიტომ, რომ ის ბავშვების მთავარი საკვებია, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ნებისმიერი სხვა ტიპის საკვები, მაგრამ ვერც ერთი პროდუქტი ვერ ცვლის მას.

"ადამიანი ხარჯავს თანხას, ჰგონია, რომ იძენს ძალიან სასარგებლო პროდუქტს და ამ დროს მის ნაცვლად საწამლავს სთავაზობენ? სწორედ ამიტომ დავიწყეთ ხელმოწერა პეტიციაზე, გვინდა საქართველოს პარლამენტს ვთხოვოთ მიიღონ კანონი, რომლითაც აიკრძალება რძის პროდუქტის დასახელებით ისეთი სასურსათო პროდუქტის რეალიზაცია, რომლის ძირითადი კომპონენტები - ცხიმი და ცილა ცხოველის რძისაგან კი არა, სულ სხვა ნედლეულისგან არის დამზადებული. ადამიანის ჯანმრთელობის ხარჯზე ფულის კეთება დანაშაულია!" - აცხადებს ეთერ სარჯველაძე.

მარი ჩიტაია

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია