პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონება შეიძინა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და რისთვის დაასაჩუქრეს "ნაციონალებმა"
რა ქონება შეიძინა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და რისთვის დაასაჩუქრეს "ნაციონალებმა"

რა ქო­ნე­ბა შე­ი­ძი­ნა თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვილ­მა და რის­თვის და­ა­სა­ჩუქ­რეს ის უხ­ვად "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა"? ვის­ზე გა­და­ა­ფორ­მა ქო­ნე­ბა და რა­ტომ არ სა­უბ­რობს აქ­ტი­უ­რად "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" და­ნა­შა­უ­ლებ­ზე"?

"ალი­ას" ესა­უბ­რე­ბა იუ­რის­ტი ირაკ­ლი ღლონ­ტი:

- პი­რად სა­უ­ბარ­ში მი­თხა­რით, რომ სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბის ფაქ­ტე­ბი გა­მომ­ჟღავ­ნდა, მაგ­რამ აქე­დან ბევ­რიც მი­იჩ­ქმა­ლა, რად­გან ზო­გი­ერ­თი მიმ­თვი­სე­ბე­ლი ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შიც გრძნობს თავს კომ­ფორ­ტუ­ლად და ძი­ლის დაფრ­თხო­ბა არ სურს, ამი­ტომ ჩუ­მა­დაა. რას გუ­ლის­ხმობთ კონ­კრე­ტუ­ლად?

- დიახ, სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბა არის ხალ­ხის ქო­ნე­ბა, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­კუთ­რე­ბა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვცდი­ლობთ თვალ­ყუ­რი ვა­დევ­ნოთ ამ ქო­ნე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბი­სა და გან­კარ­გვის პრო­ცესს. პრი­ვა­ტი­ზე­ბის პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ რთუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუმ­ცა მას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან აქ­ტი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გი სჭირ­დე­ბა, იქ ბევ­რი ხარ­ვე­ზი და პრობ­ლე­მაა.

- რა ხარ­ვე­ზე­ბია?

- დიდი პრობ­ლე­მაა, როცა სამ­სა­ხუ­რი ქო­ნე­ბას ყო­ველ­გვა­რი გათ­ვლე­ბის გა­რე­შე მო­ცე­მუ­ლი დრო­ის მი­ხედ­ვით გან­კარ­გავს და არ ფიქ­რობს იმა­ზე, რა შე­დე­გი მოჰ­ყვე­ბა მის პრი­ვა­ტი­ზე­ბას, ან რა ზა­რა­ლი ად­გე­ბა ბი­უ­ჯეტ­სა და სა­ხელ­მწი­ფოს მარ­კე­ტინ­გუ­ლი ანა­ლი­ზის გა­რე­შე გან­კარ­გვი­სას. სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის პრი­ვა­ტი­ზე­ბა მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­სია, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის პრო­ცე­სი, აქ სა­უ­ბა­რია ხალ­ხის ქო­ნე­ბა­ზე, აქ სა­უ­ბა­რია იმ ზა­რალ­ზე, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ ზო­გი­ერ­თი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო, ნაკ­ლე­ბად კომ­პე­ტენ­ტუ­რი ან კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რის და­უ­დევ­რო­ბის, ან გან­ზრახ ბრა­ლე­უ­ლო­ბის გამო. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე გვაქვს კო­რუმ­პი­რე­ბულ-კლა­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის სის­ტე­მის მო­ნა­წი­ლე­ებ­თან.

მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გან­კარ­გვა ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და "სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, სა­დაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გან­კარ­გვის 2 სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მა, ერთი, ეს გახ­ლავთ ინ­ტერ­ნეტ-აუქ­ცი­ო­ნი, ხოლო მე­ო­რე არის პირ­და­პი­რი გან­კარ­გვის წესი, როცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ქო­ნე­ბის გან­კარ­გვა­ზე იღებს ქო­ნე­ბის განმკარ­გვე­ლი ორ­გა­ნო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პირ­ვე­ლი პი­რის თან­ხმო­ბით.

ცნო­ბი­ლია, რომ არა­ერ­თი ქო­ნე­ბა არის გან­კარ­გუ­ლი ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ხელ­მო­წე­რით, მათ შო­რის სიმ­ბო­ლურ ფა­სად - 1 ლა­რა­დაც კი. მა­გა­ლი­თად მინ­და მო­ვიყ­ვა­ნო თბი­ლის­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რის #60-ში მდე­ბა­რე 2579 კვ.მ. მი­წის ნაკ­ვე­თი და მას­ზე მდე­ბა­რე 3754,15 კვ.მ. შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა (სა­კა­დას­ტრო კოდი: 01.14.11.003.025). ეს ქო­ნე­ბა 20112 წლის 2 მარტს "სა­წარ­მო­თა მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს" #1-3/184 ბრძა­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე აღი­რი­ცხა სა­ხელ­მწი­ფო სა­წარ­მოს შპს "სა­ხელ­მწი­ფო მომ­სა­ხუ­რე­ბის ბი­უ­როს" სა­კუთ­რე­ბა­ში, რომ­ლის­გა­ნაც ის გა­ნი­კარ­გა და 4 მარტს აღი­რი­ცხა ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­წარ­მო "ეკ­რა­ნის" სა­კუთ­რე­ბა­ში, 3 აგ­ვის­ტოს კი ის იპო­თე­კით და­იტ­ვირ­თა ბანკ "ქარ­თუ­ში". და­ახ­ლო­ე­ბით 4 თვე­ში, 28 დე­კემ­ბერს ქო­ნე­ბა იძუ­ლე­ბი­თი აღ­სრუ­ლე­ბის წე­სით მო­ექ­ცა ისევ სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში.

- ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, იქ­ნებ ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ცე­სია და საქ­მე არ გვაქვს კო­რუფ­ცი­ას­თან? სა­პი­რის­პი­როდ რა არ­გუ­მენ­ტე­ბი გაქვთ?

- და­ვას­რუ­ლებ ამ პრო­ცე­სის აღ­წე­რას, მინ­და მკი­თხველ­მა ად­ვი­ლად გა­მო­ი­ტა­ნოს აზრი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­მინ­დვია შემ­დგო­მი შე­ფა­სე­ბის გა­კე­თე­ბა. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რაც არის, 2012 წლის 3 თე­ბერ­ვალს ეს მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბა სიმ­ბო­ლურ ფა­სად შე­ი­ძი­ნა შპს "კო­ლო­სი-XXI"-მა, ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით კი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის პი­რო­ბა, ანუ ქო­ნე­ბა გა­ნი­კარ­გა ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით. კერ­ძოდ, უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი. ქო­ნე­ბა გა­ნი­კარ­გა სიმ­ბო­ლურ ფა­სად, თუ არ მეშ­ლე­ბა, ეს იყო 1 ლარი. რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, ამ ქო­ნე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი გახ­ლდათ დღეს დე­და­ქა­ლა­ქის­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი "პო­ლი­ტი­კუ­რი" ფი­გუ­რა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" პორ­ტი­რე­ბუ­ლი საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე, ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვი­ლი და მისი მე­გობ­რე­ბი.

- ანუ, ამ­ბობთ, რომ მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბა სიმ­ბო­ლურ ფა­სად ში­ხი­აშ­ვილ­მა კო­რუფ­ცი­უ­ლი გზით შე­ი­ძი­ნა? ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლეა. გაქვთ ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი?

- ეს ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და რამ­დე­ნი­მე თვის წინ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დე, გა­მერ­კვია, რას­თან გვქონ­და საქ­მე და მი­ვე­დი იქამ­დე, რომ ეს მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ქო­ნე­ბა ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ხელ­მო­წე­რით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის დროს სიმ­ბო­ლურ ფა­სად გა­და­ე­ცა ადა­მი­ანს, რო­მელ­საც სა­კუთ­რე­ბა­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლიც კი არ გა­აჩ­ნია და რამ­დე­ნა­დაც ვფლობ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ის ცხოვ­რობს მოს­კო­ვის გამ­ზირ­ზე ქი­რით. რა დამ­სა­ხუ­რე­ბის გამო, ან რა ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მო­ლო­დი­ნი ჰქონ­და მა­შინ­დელ ხე­ლი­სუ­უფ­ლე­ბას იმ ადა­მი­ა­ნის­გან, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად უც­ნო­ბია სა­მე­წარ­მეო სფე­რო­ში და მისი ერ­თა­დერ­თი "პრი­ვი­ლე­გია" ის გახ­ლავთ, რომ ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რია და ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, გარ­კვე­უ­ლი დრო­ის მან­ძილ­ზე ის ას­რუ­ლებ­და პი­რა­დი მძღო­ლის ფუნ­ქცი­ას?

- მისი "ოც­ნე­ბა­ში" გა­და­ბარ­გე­ბაც შე­იძ­ლე­ბა ამ ქო­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა იყო...

- ში­ხი­აშ­ვი­ლი არის კაცი, რო­მე­ლიც მზად არის, უარი თქვას სა­კუ­თარ პრინ­ცი­პებ­ზე და სა­კუ­თა­რი კე­თილ­დღე­ო­ბის სა­ნაც­ვლოდ სა­კუ­თარ თავ­თან წა­ვი­დეს კომ­პრო­მის­ზე, მე ვერ გე­ტყვით, რა პა­სუხს გას­ცემს ის ამ ამ­ბე­ბის გახ­მა­უ­რე­ბას, მაგ­რამ ჩვენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად ვნა­ხეთ მისი და მისი ძვე­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლი" მე­გობ­რე­ბის, ასე­ვე ახა­ლი, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი­დან" "ოც­ნე­ბა­ში" პორ­ტი­რე­ბუ­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის, თევ­დო­რა­ძის, ქავ­თა­რა­ძის, ხა­ჩი­რაშ­ვი­ლის, "შონ­ზოს" და სხვე­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბა, ჩვენ კარ­გად ვნა­ხეთ კარ­ვე­ბის იმე­დად მყოფ დე­და­ქა­ლაქ­ში საკ­რე­ბუ­ლოს ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯზე 8800-ლა­რით და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი "თბი­ლი­სო­ბის" სუფ­რა რეს­ტო­რან "წის­ქვილ­ში" და "ჯეკ და­ნი­ელ­სებ­ში" და­ხარ­ჯუ­ლი დე­და­ქა­ლა­ქე­ლე­ბის ფული, რო­მელ­საც და­ჟი­ნე­ბით მი­მარ­თლებ­და ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო დე­ბატ­ში ზაზა გა­ბუ­ნია. ისი­ნი არაფ­რით არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბი­ან დე­და­ქა­ლა­ქის მერს, რო­მელ­საც ვე­და­ვე­ბით ჩვე­ნი სა­კუ­თა­რი ფუ­ლის გაფ­ლან­გვას.

რა თქმა უნდა, შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­რი­გე­ბუ­ლი იყოს ში­ხი­აშ­ვი­ლი მოქ­მედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, რომ ამ ქო­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის სა­ნაც­ვლოდ მზად არის ემ­სა­ხუ­როს მათ ინ­ტე­რე­სებს და და­უ­პი­რის­პირ­დეს ძველ თა­ნა­გუნ­დე­ლებს, რო­მელ­თა ხელ­შე­წყო­ბი­თაც იგი მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ქო­ნე­ბის მე­სა­კუთ­რედ იქცა.

მინ­და "ალი­ას" სა­შუ­ა­ლე­ბით მივ­მარ­თო ში­ხი­აშ­ვილს და ვუ­თხრა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ არის ბრიყ­ვი და მოგ­ვბეზ­რდა თვალ­ში ნაც­რის შეყ­რა, რო­მელ­საც მო­უ­რი­დებ­ლად აგ­რძე­ლებს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც, ყვე­ლამ კარ­გად იცის ყვე­ლა­ფე­რი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად, რამ­დე­ნი­მე თვე­ში ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე ჩვენ გა­ვა­კე­თებთ ღირ­სე­ულ არ­ჩე­ვანს, ღირ­სე­უ­ლი მო­მავ­ლის­თვის, სა­დაც აღარ იქ­ნე­ბი­ან ში­ხი­აშ­ვი­ლის, თევ­დო­რა­ძი­სა და მათი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის მსგავ­სი უპ­რინ­ცი­პო პო­ლი­ტი­კო­სე­ბი.

ბა­ტო­ნი ში­ხა­იშ­ვი­ლის გარ­და, მე მინ­და მივ­მარ­თო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" იმ ლი­დე­რებს, ვინც ხელს უწყობ­და მსგავს ავის­მო­მას­წა­ვე­ბე­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რომ თი­თო­ე­უ­ლი საქ­მე თა­ვის დრო­ზე იქ­ნე­ბა შეს­წავ­ლი­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად იქ­ნე­ბა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი. თუ ამას ამ­ჟა­მად მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ აკე­თებს, არ­სე­ბო­ბენ. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ხვალ-ზეგ ჩვენ­თან ერ­თად გა­და­ი­ბა­რე­ბენ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბის მე­ნე­ჯმენტს და და­ი­წყე­ბენ ნა­ნატ­რი "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას," იქ ვიქ­ნე­ბი მეც ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად და ვიზ­რუ­ნებ თი­თო­ე­უ­ლი ფაქ­ტის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა­სა და კა­ნო­ნი­ე­რე­ბის დაც­ვა­ზე.

ვი­ნა­ი­დან ში­ხი­აშ­ვი­ლი ჩი­ნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა ვი­ზი­ტით, "ალი­ამ" საქ­მის კურ­სში ჩა­ა­ყე­ნა საკ­რე­ბუ­ლოს პრეს­სამ­სა­ხუ­რი და სთხო­ვა, ში­ხი­აშ­ვი­ლის ან მისი მძღო­ლის კო­მენ­ტა­რე­ბის მო­პო­ვე­ბა­ში დაგ­ვხმა­რე­ბოდ­ნენ. გვი­პა­სუ­ხეს, რომ საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე და მისი მძღო­ლი გელა დე­ვა­ძე ში­ხი­აშ­ვი­ლის შემ­დეგ გა­და­წყვე­ტენ, უპა­სუ­ხონ თუ არა ბრალ­დე­ბებს.

ჟანა ასა­ნი­ძე

გა­ზე­თი "ალია"

რა ქონება შეიძინა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და რისთვის დაასაჩუქრეს "ნაციონალებმა"

რა ქონება შეიძინა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და რისთვის დაასაჩუქრეს "ნაციონალებმა"

რა ქონება შეიძინა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა და რისთვის დაასაჩუქრეს ის უხვად "ნაციონალებმა"? ვისზე გადააფორმა ქონება და რატომ არ საუბრობს აქტიურად "ნაციონალების" დანაშაულებზე"?

"ალიას" ესაუბრება იურისტი ირაკლი ღლონტი:

- პირად საუბარში მითხარით, რომ სახელმწიფო ქონების მითვისების ფაქტები გამომჟღავნდა, მაგრამ აქედან ბევრიც მიიჩქმალა, რადგან ზოგიერთი მიმთვისებელი ამ ხელისუფლებაშიც გრძნობს თავს კომფორტულად და ძილის დაფრთხობა არ სურს, ამიტომ ჩუმადაა. რას გულისხმობთ კონკრეტულად?

- დიახ, სახელმწიფო ქონება არის ხალხის ქონება, ჩვენი საზოგადოების საკუთრება და აქედან გამომდინარე ვცდილობთ თვალყური ვადევნოთ ამ ქონების მოვლა-პატრონობისა და განკარგვის პროცესს. პრივატიზების პროცესი საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანია, თუმცა მას ხელისუფლებისგან და საზოგადოებისგან აქტიური მონიტორინგი სჭირდება, იქ ბევრი ხარვეზი და პრობლემაა.

- რა ხარვეზებია?

- დიდი პრობლემაა, როცა სამსახური ქონებას ყოველგვარი გათვლების გარეშე მოცემული დროის მიხედვით განკარგავს და არ ფიქრობს იმაზე, რა შედეგი მოჰყვება მის პრივატიზებას, ან რა ზარალი ადგება ბიუჯეტსა და სახელმწიფოს მარკეტინგული ანალიზის გარეშე განკარგვისას. სახელმწიფო ქონების პრივატიზება მეტად მნიშვნელოვანი პროცესია, ვიდრე ჩვეულებრივი ყიდვა-გაყიდვის პროცესი, აქ საუბარია ხალხის ქონებაზე, აქ საუბარია იმ ზარალზე, რომელიც შეიძლება მივიღოთ ზოგიერთი უპასუხისმგებლო, ნაკლებად კომპეტენტური ან კორუმპირებული საჯარო მოსამსახურის დაუდევრობის, ან განზრახ ბრალეულობის გამო. ხშირ შემთხვევაში საქმე გვაქვს კორუმპირებულ-კლანური წარმოშობის სისტემის მონაწილეებთან.

მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო ქონების განკარგვა ხორციელდება და ხორციელდებოდა "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, სადაც გათვალისწინებულია სახელმწიფო ქონების განკარგვის 2 საინტერესო ფორმა, ერთი, ეს გახლავთ ინტერნეტ-აუქციონი, ხოლო მეორე არის პირდაპირი განკარგვის წესი, როცა გადაწყვეტილებას ქონების განკარგვაზე იღებს ქონების განმკარგველი ორგანო ხელისუფლების პირველი პირის თანხმობით.

ცნობილია, რომ არაერთი ქონება არის განკარგული ექსპრეზიდენტის ხელმოწერით, მათ შორის სიმბოლურ ფასად - 1 ლარადაც კი. მაგალითად მინდა მოვიყვანო თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის #60-ში მდებარე 2579 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე 3754,15 კვ.მ. შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი: 01.14.11.003.025). ეს ქონება 20112 წლის 2 მარტს "საწარმოთა მართვის სააგენტოს" #1-3/184 ბრძანების საფუძველზე აღირიცხა სახელმწიფო საწარმოს შპს "სახელმწიფო მომსახურების ბიუროს" საკუთრებაში, რომლისგანაც ის განიკარგა და 4 მარტს აღირიცხა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საწარმო "ეკრანის" საკუთრებაში, 3 აგვისტოს კი ის იპოთეკით დაიტვირთა ბანკ "ქართუში". დაახლოებით 4 თვეში, 28 დეკემბერს ქონება იძულებითი აღსრულების წესით მოექცა ისევ სახელმწიფო საკუთრებაში.

- ბატონო ირაკლი, იქნებ ეს ჩვეულებრივი პროცესია და საქმე არ გვაქვს კორუფციასთან? საპირისპიროდ რა არგუმენტები გაქვთ?

- დავასრულებ ამ პროცესის აღწერას, მინდა მკითხველმა ადვილად გამოიტანოს აზრი და საზოგადოებისთვის მიმინდვია შემდგომი შეფასების გაკეთება. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, 2012 წლის 3 თებერვალს ეს მრავალმილიონიანი სახელმწიფო ქონება სიმბოლურ ფასად შეიძინა შპს "კოლოსი-XXI"-მა, ნასყიდობის ხელშეკრულებით კი გათვალისწინებული იყო ვალდებულებების შესრულების პირობა, ანუ ქონება განიკარგა ვალდებულებებით. კერძოდ, უნდა განხორციელებულიყო ინვესტიციები. ქონება განიკარგა სიმბოლურ ფასად, თუ არ მეშლება, ეს იყო 1 ლარი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ ქონებით დაინტერესებული გახლდათ დღეს დედაქალაქისთვის კარგად ნაცნობი "პოლიტიკური" ფიგურა, "ნაციონალური მოძრაობიდან" "ქართულ ოცნებაში" პორტირებული საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შიხიაშვილი და მისი მეგობრები.

- ანუ, ამბობთ, რომ მრავალმილიონიანი სახელმწიფო ქონება სიმბოლურ ფასად შიხიაშვილმა კორუფციული გზით შეიძინა? ეს ძალიან საინტერესო სიახლეა. გაქვთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტები?

- ეს ჩემთვის ცნობილი გახდა რამდენიმე თვის წინ, მაქსიმალურად ვეცადე, გამერკვია, რასთან გვქონდა საქმე და მივედი იქამდე, რომ ეს მრავალმილიონიანი ქონება ექსპრეზიდენტის ხელმოწერით, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს სიმბოლურ ფასად გადაეცა ადამიანს, რომელსაც საკუთრებაში საცხოვრებელი სახლიც კი არ გააჩნია და რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, ის ცხოვრობს მოსკოვის გამზირზე ქირით. რა დამსახურების გამო, ან რა ინვესტიციების განხორციელების მოლოდინი ჰქონდა მაშინდელ ხელისუუფლებას იმ ადამიანისგან, რომელიც აბსოლუტურად უცნობია სამეწარმეო სფეროში და მისი ერთადერთი "პრივილეგია" ის გახლავთ, რომ ირაკლი შიხიაშვილის მეგობარია და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, გარკვეული დროის მანძილზე ის ასრულებდა პირადი მძღოლის ფუნქციას?

- მისი "ოცნებაში" გადაბარგებაც შეიძლება ამ ქონების შენარჩუნება იყო...

- შიხიაშვილი არის კაცი, რომელიც მზად არის, უარი თქვას საკუთარ პრინციპებზე და საკუთარი კეთილდღეობის სანაცვლოდ საკუთარ თავთან წავიდეს კომპრომისზე, მე ვერ გეტყვით, რა პასუხს გასცემს ის ამ ამბების გახმაურებას, მაგრამ ჩვენ, საზოგადოებამ კარგად ვნახეთ მისი და მისი ძველი "ნაციონალი" მეგობრების, ასევე ახალი, "ნაციონალებიდან" "ოცნებაში" პორტირებული თანაგუნდელების, თევდორაძის, ქავთარაძის, ხაჩირაშვილის, "შონზოს" და სხვების საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობა, ჩვენ კარგად ვნახეთ კარვების იმედად მყოფ დედაქალაქში საკრებულოს ბიუჯეტის ხარჯზე 8800-ლარით დაფინანსებული "თბილისობის" სუფრა რესტორან "წისქვილში" და "ჯეკ დანიელსებში" დახარჯული დედაქალაქელების ფული, რომელსაც დაჟინებით მიმართლებდა ერთ-ერთ სატელევიზიო დებატში ზაზა გაბუნია. ისინი არაფრით არ ჩამოუვარდებიან დედაქალაქის მერს, რომელსაც ვედავებით ჩვენი საკუთარი ფულის გაფლანგვას.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია გარიგებული იყოს შიხიაშვილი მოქმედ ხელისუფლებასთან, რომ ამ ქონების შენარჩუნების სანაცვლოდ მზად არის ემსახუროს მათ ინტერესებს და დაუპირისპირდეს ძველ თანაგუნდელებს, რომელთა ხელშეწყობითაც იგი მრავალმილიონიანი ქონების მესაკუთრედ იქცა.

მინდა "ალიას" საშუალებით მივმართო შიხიაშვილს და ვუთხრა, რომ საზოგადოება არ არის ბრიყვი და მოგვბეზრდა თვალში ნაცრის შეყრა, რომელსაც მოურიდებლად აგრძელებს ახალი ხელისუფლებაც, ყველამ კარგად იცის ყველაფერი და დემოკრატიულად, რამდენიმე თვეში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენ გავაკეთებთ ღირსეულ არჩევანს, ღირსეული მომავლისთვის, სადაც აღარ იქნებიან შიხიაშვილის, თევდორაძისა და მათი თანაგუნდელების მსგავსი უპრინციპო პოლიტიკოსები.

ბატონი შიხაიშვილის გარდა, მე მინდა მივმართო "ნაციონალური მოძრაობის" იმ ლიდერებს, ვინც ხელს უწყობდა მსგავს ავისმომასწავებელი ინიციატივების განხორციელებას, რომ თითოეული საქმე თავის დროზე იქნება შესწავლილი და საზოგადოება მაქსიმალურად იქნება ინფორმირებული. თუ ამას ამჟამად მოქმედი ხელისუფლება ვერ აკეთებს, არსებობენ. ადამიანები, რომლებიც ხვალ-ზეგ ჩვენთან ერთად გადაიბარებენ სახელისუფლებო ორგანოების მენეჯმენტს და დაიწყებენ ნანატრი "სამართლიანობის აღდგენას," იქ ვიქნები მეც ჩემს მეგობრებთან ერთად და ვიზრუნებ თითოეული ფაქტის გასაჯაროებასა და კანონიერების დაცვაზე.

ვინაიდან შიხიაშვილი ჩინეთში იმყოფება ვიზიტით, "ალიამ" საქმის კურსში ჩააყენა საკრებულოს პრესსამსახური და სთხოვა, შიხიაშვილის ან მისი მძღოლის კომენტარების მოპოვებაში დაგვხმარებოდნენ. გვიპასუხეს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მძღოლი გელა დევაძე შიხიაშვილის შემდეგ გადაწყვეტენ, უპასუხონ თუ არა ბრალდებებს.

ჟანა ასანიძე

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა