სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

18

სექტემბერი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:44-ზე, მთვარე ქალწულში იქნება 16:26-დან – რეკომენდებულია: მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგება. აქტიური ორგანოები: საჭმლის მომნელებელი სისტემა, ნერვები, ელენთა, პანკრეასი, სისხლის მიმოქცევის სისტემა.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხალხში პანიკაა, ლარის შეჩერება ვერ ხერხდება! - მაღაზიებში ფასების შესაძლო გაძვირებაზე საუბრობენ
ხალხში პანიკაა, ლარის შეჩერება ვერ ხერხდება! - მაღაზიებში ფასების შესაძლო გაძვირებაზე საუბრობენ

ლა­რის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ვარ­დნა გრძელ­დე­ბა. გუ­შინ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა ლა­რის კურ­სმა მო­სახ­ლე­ო­ბა პა­ნი­კა­ში ჩა­აგ­დო. ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლელ პუნ­ქტებ­ში კი დო­ლა­რი 1,77-1,78 ლა­რად იყი­დე­ბა. ეკო­ნო­მის­ტე­ბის გათ­ვლე­ბით, ლა­რის "გა­უ­ფა­სუ­რე­ბის რე­ზერ­ვი" კი­დევ არ­სე­ბობს და ამ პრო­ცე­სის ერთ-ერთი მი­ზა­ნი ბი­უ­ჯეტ­ში შე­მო­სავ­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბაა.

ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის კურ­სის და­ცე­მა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და­ძა­ბუ­ლო­ბა­სა და შიშს აჩენს. არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის გან­ცდა და პა­ნი­კა ინფლა­ცი­ა­ზე და­მა­ტე­ბით მოქ­მე­დებს.

"ლა­რის მი­მართ ნდო­ბა ეცე­მა. ეროვ­ნულ ბანკს სა­ო­რი­ენ­ტა­ცი­ოდ ნიშ­ნუ­ლი აუ­ცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბა, თუ რა დი­ა­პა­ზო­ნის ფარ­გლებ­ში იმერ­ყე­ვებს ლარი და ამის შე­სა­ხებ მო­სახ­ლე­ო­ბას უნდა აუხ­სნას", - ამ­ბობს აკა­დე­მი­კო­სი ავთო სი­ლა­გა­ძე, რომ­ლის აზ­რი­თაც ეროვ­ნულ ბანკს აქვს იმის რე­ზერ­ვი, რომ კურ­სის ვარ­დნა დრო­უ­ლად შე­ა­ჩე­როს, მაგ­რამ თუკი და­აგ­ვი­ა­ნებს, პრო­ცე­სის სა­მარ­თა­ვად უფრო მეტი დო­ლა­რი დას­ჭირ­დე­ბა.

"გუდ­ვილ­ში", "კარ­ფურ­სა" და "ნი­კო­რა­ში" პრო­დუქ­ცი­ის შე­საძ­ლო გაძ­ვი­რე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ, შე­და­რე­ბით პა­ტა­რა სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსელ­ში კი პრო­დუქ­ტის გაძ­ვი­რე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია.

ექ­სპერ­ტის, სოსო არჩვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის კურ­სის და­ცე­მა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და­ძა­ბუ­ლო­ბა­სა და შიშს აჩენს. შე­სა­ბა­მი­სად, არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის გან­ცდა ინფლა­ცი­ა­ზე უფრო მეტ გავ­ლე­ნას ახ­დენს, ვიდ­რე რე­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ამი­ტომ, ექ­სპერტს მი­აჩ­ნია, რომ რო­გორც ეროვ­ნულ­მა ბან­კმა, ისე მთავ­რო­ბის წევ­რებ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას აღ­ნიშ­ნულ პრო­ცე­სებ­ზე უფრო მეტი გან­მარ­ტე­ბა უნდა მის­ცეს.

"ამ ეტაპ­ზე, მთავ­რო­ბის პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნაა, რომ "ეკო­ნო­მი­კუ­რი ნევ­რო­ზი" მოხ­სნას და ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა­ზე უფრო მეტი გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თოს", - ამ­ბობს არჩვა­ძე.

ექ­სპერ­ტის გან­მარ­ტე­ბით, ლა­რის კურ­სის და­ცე­მა ერთ-ერთი სა­შუ­ა­ლე­ბაა სა­ბი­უ­ჯე­ტო შე­მო­სავ­ლე­ბის ფორ­მი­რე­ბის­თვის. ხაზ­გა­სას­მე­ლია, რომ სხვა ეკო­ნო­მის­ტე­ბის აზ­რი­თაც, ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა ბი­უ­ჯე­ტის შე­მო­სავ­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა. სხვა­თა შო­რის, "რე­ზო­ნან­სი" ამის შე­სა­ხებ ნო­ემ­ბრის და­სა­წყის­ში წერ­და, როცა კურ­სის და­ცე­მის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბი გა­მოჩ­ნდა, თუმ­ცა მა­შინ ეს არ­გუ­მენ­ტი რა­ტომ­ღაც სარ­წმუ­ნოდ არა­ვინ მი­იჩ­ნია. თით­ქმის 3 თვის გას­ვლის შემ­დეგ კი დას­ტურ­დე­ბა, რომ "რე­ზო­ნან­სის" მო­საზ­რე­ბა სწო­რი აღ­მოჩ­ნდა და ლა­რის ვარ­დნა ბი­უ­ჯეტ­ში შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდას უკავ­შირ­დე­ბა.

აკა­დე­მი­კო­სი ავთო სი­ლა­გა­ძე ეროვ­ნუ­ლი ბან­კის­გან მო­ი­თხოვს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას გა­ნუ­მარ­ტოს, კურ­სი და­ახ­ლო­ე­ბით რა დი­ა­პა­ზო­ნის ფარ­გლებ­ში იმერ­ყე­ვებს, რათა ში­შის ფაქ­ტო­რი მო­იხ­სნას და ამ მი­ზე­ზით სა­მომ­ხმა­რებ­ლო ფა­სებ­ზე ზე­წო­ლა შემ­ცირ­დეს.

"არ ვი­ტყო­დი, რომ ლა­რის კურ­სი დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში კრი­ტი­კულ ზღვარ­ზეა, მაგ­რამ არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­დე­საც დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1,77 ლარს აჭარ­ბებს. გარ­კვე­ულ­წი­ლად ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის მი­მართ ნდო­ბა ეცე­მა. ეროვ­ნულ ბანკს სა­ო­რი­ენ­ტა­ცი­ოდ ნიშ­ნუ­ლი აუ­ცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბა თუ რა დი­ა­პა­ზო­ნის ფარ­გლებ­ში იმერ­ყე­ვებს ლარი და ამის შე­სა­ხებ მო­სახ­ლე­ო­ბას უნდა აუხ­სნას", - ამ­ბობს ავთო სი­ლა­გა­ძე. ეროვ­ნულ ბანკს აქვს იმის რე­ზერ­ვი, რომ ლა­რის კურ­სის ვარ­დნა დრო­უ­ლად შე­ა­ჩე­როს, მაგ­რამ თუკი და­აგ­ვი­ა­ნებს, პრო­ცე­სის სა­მარ­თა­ვად უფრო მეტი დო­ლა­რი და­სიჭრ­დე­ბა და შემ­დეგ მო­უ­წევს ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა, რა­ტომ არ გა­მო­ი­ყე­ნა დრო­უ­ლად რე­ზერ­ვი.

"ეროვ­ნულ ბანკს აქვს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ჩა­აქ­როს მცო­ცა­ვი კურ­სის უარ­ყო­ფი­თი ტენ­დენ­ცია. თუ ამას დრო­უ­ლად არ გა­ა­კე­თებს, შემ­დეგ­ში რე­ზერ­ვე­ბი­დან უფრო მეტი თან­ხის და­ხარ­ჯვა მო­უ­წევს და უკვე ეს იქ­ნე­ბა გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი ნა­ბი­ჯი. ცოტა ხნის წინ, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა და­მა­ჯე­რებ­ლად გა­ნა­ცხა­და, რომ ეს ტენ­დენ­ცია აღარ გაგ­რძელ­დე­ბო­და, თუმ­ცა ლარი დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში მას შემ­დეგ უფრო მე­ტად და­ე­ცა. ეს პრო­ცე­სი ავ­ნებს ქვე­ყა­ნა­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბა­საც რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ, მო­სახ­ლე­ო­ბის მსყიდ­ვე­ლუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა­ზე", - ამ­ბობს ავთო სი­ლა­გა­ძე.

"კო­მერ­სანტგე"-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, "გუდ­ვილ­სა" და "კარ­ფურ­ში" პრო­დუქ­ცი­ის შე­საძ­ლო გაძ­ვი­რე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ, შე­და­რე­ბით პა­ტა­რა სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსე­ლებ­ში კი პრო­დუქ­ტის გაძ­ვი­რე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია.

"კარ­ფურ­ში" აცხა­დე­ბენ, რომ ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბამ, შე­საძ­ლოა, გავ­ლე­ნა კარ­ფურ­ში არ­სე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზეც მო­ახ­დი­ნოს. "კარ­ფუ­რის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ჟან ლუი კლე­რის გან­ცხა­დე­ბით, "კარ­ფუ­რის" გუნ­დი მუ­შა­ობს, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლოს ის გავ­ლე­ნა, რო­მე­ლიც, შე­საძ­ლოა, ფა­სე­ბის მა­ტე­ბის კუ­თხით მომ­წო­დებ­ლე­ბის მხრი­დან წა­მო­ვი­დეს.

ფა­სე­ბის გაზ­რდას არ გა­მო­რი­ცხა­ვენ კომ­პა­ნია "გუდ­ვილ­შიც". მათი გან­ცხა­დე­ბით, იმ­პორ­ტი­ო­რებს პრო­დუქ­ცი­ის 5-10%-ით გაძ­ვი­რე­ბის სურ­ვი­ლი უკვე აქვთ, თუმ­ცა "გუდ­ვი­ლი" მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს ფა­სე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას და ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა მათ­თან წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ფა­სებ­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით არ ასა­ხუ­ლა.

"ლა­რის კურ­სის ვარ­დნა კომ­პა­ნი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა", - ასე შე­ა­ფა­სეს ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნია "ნი­კო­რა­ში" ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის პერ­მა­ნენ­ტუ­ლი გა­უ­ფა­სუ­რე­ბა.

"სხვა ქარ­თუ­ლი კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის კომ­პა­ნი­ე­ბის მსგავ­სად, "ნი­კო­რა" წარ­მო­ე­ბის­თვის იმ­პორ­ტი­რე­ბულ ნედ­ლე­ულს იყე­ნებს. უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბის­გან ნედ­ლე­უ­ლის შე­ძე­ნა კი, რა თქმა უნდა, უცხო­ურ ვუ­ა­ლუ­ტა­ში ხდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, კომ­პა­ნი­ას ად­გილ­ზე მა­ღა­ლი კურ­სით უწევს აღ­ნიშ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის შე­ძე­ნა, რაც მუდ­მი­ვი პრო­ცე­სია და, სა­ბო­ლო­ოდ, კომ­პა­ნი­ის მუ­შა­ო­ბა­ზე არა­სა­ხარ­ბი­ე­ლოდ აი­სა­ხე­ბა", - აცხა­დე­ბენ "ნი­კო­რა­ში".

კომ­პა­ნი­ა­ში იმა­საც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ლა­რის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა ბან­კე­ბის წი­ნა­შე აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ფარ­ვის წნეხს კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რებს, რად­გან კრე­დი­ტის მომ­სა­ხუ­რე­ბაც უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: თით­ქმის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბის რძის ნა­წარ­მი გაძ­ვირ­და - ლა­რის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ვარ­დნის შე­დე­გი

მაკა ხა­რა­ზიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

ხალხში პანიკაა, ლარის შეჩერება ვერ ხერხდება! - მაღაზიებში ფასების შესაძლო გაძვირებაზე საუბრობენ

ხალხში პანიკაა, ლარის შეჩერება ვერ ხერხდება! - მაღაზიებში ფასების შესაძლო გაძვირებაზე საუბრობენ

ლარის კატასტროფული ვარდნა გრძელდება. გუშინ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულმა ლარის კურსმა მოსახლეობა პანიკაში ჩააგდო. ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში კი დოლარი 1,77-1,78 ლარად იყიდება. ეკონომისტების გათვლებით, ლარის "გაუფასურების რეზერვი" კიდევ არსებობს და ამ პროცესის ერთ-ერთი მიზანი ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზებაა.

ეროვნული ვალუტის კურსის დაცემა მოსახლეობაში დაძაბულობასა და შიშს აჩენს. არასტაბილურობის განცდა და პანიკა ინფლაციაზე დამატებით მოქმედებს.

"ლარის მიმართ ნდობა ეცემა. ეროვნულ ბანკს საორიენტაციოდ ნიშნული აუცილებლად ექნება, თუ რა დიაპაზონის ფარგლებში იმერყევებს ლარი და ამის შესახებ მოსახლეობას უნდა აუხსნას", - ამბობს აკადემიკოსი ავთო სილაგაძე, რომლის აზრითაც ეროვნულ ბანკს აქვს იმის რეზერვი, რომ კურსის ვარდნა დროულად შეაჩეროს, მაგრამ თუკი დააგვიანებს, პროცესის სამართავად უფრო მეტი დოლარი დასჭირდება.

"გუდვილში", "კარფურსა" და "ნიკორაში" პროდუქციის შესაძლო გაძვირებაზე საუბრობენ, შედარებით პატარა სუპერმარკეტების ქსელში კი პროდუქტის გაძვირება უკვე დაწყებულია.

ექსპერტის, სოსო არჩვაძის განცხადებით, ეროვნული ვალუტის კურსის დაცემა მოსახლეობაში დაძაბულობასა და შიშს აჩენს. შესაბამისად, არასტაბილურობის განცდა ინფლაციაზე უფრო მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე რეალური ეკონომიკური მდგომარეობა. ამიტომ, ექსპერტს მიაჩნია, რომ როგორც ეროვნულმა ბანკმა, ისე მთავრობის წევრებმა მოსახლეობას აღნიშნულ პროცესებზე უფრო მეტი განმარტება უნდა მისცეს.

"ამ ეტაპზე, მთავრობის პირველი ამოცანაა, რომ "ეკონომიკური ნევროზი" მოხსნას და ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე უფრო მეტი განმარტება გააკეთოს", - ამბობს არჩვაძე.

ექსპერტის განმარტებით, ლარის კურსის დაცემა ერთ-ერთი საშუალებაა საბიუჯეტო შემოსავლების ფორმირებისთვის. ხაზგასასმელია, რომ სხვა ეკონომისტების აზრითაც, ლარის გაუფასურება ბიუჯეტის შემოსავლების მობილიზებასაც ემსახურება. სხვათა შორის, "რეზონანსი" ამის შესახებ ნოემბრის დასაწყისში წერდა, როცა კურსის დაცემის პირველი ნიშნები გამოჩნდა, თუმცა მაშინ ეს არგუმენტი რატომღაც სარწმუნოდ არავინ მიიჩნია. თითქმის 3 თვის გასვლის შემდეგ კი დასტურდება, რომ "რეზონანსის" მოსაზრება სწორი აღმოჩნდა და ლარის ვარდნა ბიუჯეტში შემოსავლების ზრდას უკავშირდება.

აკადემიკოსი ავთო სილაგაძე ეროვნული ბანკისგან მოითხოვს, რომ მოსახლეობას განუმარტოს, კურსი დაახლოებით რა დიაპაზონის ფარგლებში იმერყევებს, რათა შიშის ფაქტორი მოიხსნას და ამ მიზეზით სამომხმარებლო ფასებზე ზეწოლა შემცირდეს.

"არ ვიტყოდი, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში კრიტიკულ ზღვარზეა, მაგრამ არასასიამოვნოა, როდესაც დოლარის ღირებულება 1,77 ლარს აჭარბებს. გარკვეულწილად ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა ეცემა. ეროვნულ ბანკს საორიენტაციოდ ნიშნული აუცილებლად ექნება თუ რა დიაპაზონის ფარგლებში იმერყევებს ლარი და ამის შესახებ მოსახლეობას უნდა აუხსნას", - ამბობს ავთო სილაგაძე. ეროვნულ ბანკს აქვს იმის რეზერვი, რომ ლარის კურსის ვარდნა დროულად შეაჩეროს, მაგრამ თუკი დააგვიანებს, პროცესის სამართავად უფრო მეტი დოლარი დასიჭრდება და შემდეგ მოუწევს ახსნა-განმარტების გაკეთება, რატომ არ გამოიყენა დროულად რეზერვი.

"ეროვნულ ბანკს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩააქროს მცოცავი კურსის უარყოფითი ტენდენცია. თუ ამას დროულად არ გააკეთებს, შემდეგში რეზერვებიდან უფრო მეტი თანხის დახარჯვა მოუწევს და უკვე ეს იქნება გაუმართლებელი ნაბიჯი. ცოტა ხნის წინ, ფინანსთა მინისტრმა დამაჯერებლად განაცხადა, რომ ეს ტენდენცია აღარ გაგრძელდებოდა, თუმცა ლარი დოლართან მიმართებაში მას შემდეგ უფრო მეტად დაეცა. ეს პროცესი ავნებს ქვეყანაში ინვესტირებასაც რომ აღარაფერი ვთქვათ, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის გაუარესებაზე", - ამბობს ავთო სილაგაძე.

"კომერსანტგე"-ს ინფორმაციით, "გუდვილსა" და "კარფურში" პროდუქციის შესაძლო გაძვირებაზე საუბრობენ, შედარებით პატარა სუპერმარკეტების ქსელებში კი პროდუქტის გაძვირება უკვე დაწყებულია.

"კარფურში" აცხადებენ, რომ ლარის გაუფასურებამ, შესაძლოა, გავლენა კარფურში არსებული პროდუქციის ღირებულებაზეც მოახდინოს. "კარფურის" გენერალური დირექტორის, ჟან ლუი კლერის განცხადებით, "კარფურის" გუნდი მუშაობს, რათა თავიდან აიცილოს ის გავლენა, რომელიც, შესაძლოა, ფასების მატების კუთხით მომწოდებლების მხრიდან წამოვიდეს.

ფასების გაზრდას არ გამორიცხავენ კომპანია "გუდვილშიც". მათი განცხადებით, იმპორტიორებს პროდუქციის 5-10%-ით გაძვირების სურვილი უკვე აქვთ, თუმცა "გუდვილი" მაქსიმალურად ცდილობს ფასების შენარჩუნებას და ლარის გაუფასურება მათთან წარმოდგენილი პროდუქტების ფასებზე ჯერჯერობით არ ასახულა.

"ლარის კურსის ვარდნა კომპანიების საქმიანობაზე უარყოფითად აისახება", - ასე შეაფასეს ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანია "ნიკორაში" ეროვნული ვალუტის პერმანენტული გაუფასურება.

"სხვა ქართული კვების პროდუქტების კომპანიების მსგავსად, "ნიკორა" წარმოებისთვის იმპორტირებულ ნედლეულს იყენებს. უცხოელი პარტნიორებისგან ნედლეულის შეძენა კი, რა თქმა უნდა, უცხოურ ვუალუტაში ხდება. შესაბამისად, კომპანიას ადგილზე მაღალი კურსით უწევს აღნიშნული ვალუტის შეძენა, რაც მუდმივი პროცესია და, საბოლოოდ, კომპანიის მუშაობაზე არასახარბიელოდ აისახება", - აცხადებენ "ნიკორაში".

კომპანიაში იმასაც აღნიშნავენ, რომ ლარის გაუფასურება ბანკების წინაშე აღებული ვალდებულებების დაფარვის წნეხს კიდევ უფრო გააძლიერებს, რადგან კრედიტის მომსახურებაც უცხოურ ვალუტაში ხორციელდება.

ასევე დაგაინტერესებთ: თითქმის ყველა სახეობის რძის ნაწარმი გაძვირდა - ლარის კატასტროფული ვარდნის შედეგი

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია