სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ვიღაცისთვის ფოტოგრაფია შეჩერებული წამია, მე კი დაგეგმილ წამს ვიღებ...''
''ვიღაცისთვის ფოტოგრაფია შეჩერებული წამია, მე კი დაგეგმილ წამს ვიღებ...''

კოტე იანტბე­ლი­ძე "პა­ლიტ­რა მე­დი­ა­ში"მუ­შა­ობს. სა­ბავ­შვო წიგ­ნე­ბის ავ­ტო­რი და რე­დაქ­ტო­რია. მარ­თა­ლია, ერთ შე­ნო­ბა­ში ვმუ­შა­ობთ, მაგ­რამ არ ვი­ცო­დით, თუ ფო­ტოგ­რა­ფი­ი­თაც იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ მისი გა­და­ღე­ბა ყო­ველ­თვის და­გეგ­მი­ლია, რო­გორც მისი სხვა კო­ლე­გე­ბი, წამს არა­სო­დეს აჩე­რებს. არ უყ­ვარს სუ­ლი­ე­რის გა­და­ღე­ბა. მის ობი­ექ­ტივ­ში მოხ­ვედ­რის შან­სი მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ხე­ლით აწყო­ბილ კომ­პო­ზი­ცი­ებს და ხან­და­ხან ბავ­შვებ­საც აქვთ.

- ფი­ლო­ლო­გი გახ­ლა­ვართ, დე­დაც ფი­ლო­ლო­გია, მა­მაც და ჩემი დაც. ფო­ტოგ­რა­ფია ჩემ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდა და არა მი­ზა­ნი. წლე­ბის წინ მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი კომ­პო­ზი­ცია შევ­ქმე­ნი და ხალ­ხის­თვის მისი ჩვე­ნე­ბა მხო­ლოდ ფო­ტო­თი შე­მეძ­ლო. თუ ფოტო ტექ­ნი­კუ­რად ცუ­დად იქ­ნე­ბო­და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, კომ­პო­ზი­ცი­ას სა­თა­ნა­დოდ ვერ აღიქ­ვამ­დნენ, ამი­ტომ მო­მი­წია გა­და­ღე­ბის შეს­წავ­ლამ. მა­შინ პირ­ველ კურ­სზე ვი­ყა­ვი. თა­ვი­დან "ზე­ნი­ტით"ვი­ღებ­დი და დღემ­დე ვგიჟ­დე­ბი ფი­რით გა­და­ღე­ბა­ზე. გა­და­ღე­ბებ­მა გა­მი­ტა­ცა, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­ღე­ბა­ზე უარს ვამ­ბობ­დი. კომ­პო­ზი­ცი­ას დიდ­ხანს ვქმნი, საგ­ნე­ბი არ­სად გარ­ბი­ან. ადა­მი­ა­ნე­ბი კი ამ­დენ ხანს გა­და­ღე­ბის მო­ლო­დინ­ში ვერ ძლე­ბენ. ვხუმ­რობ კი­დეც - ვი­ღა­ცის­თვის ფო­ტოგ­რა­ფია შე­ჩე­რე­ბუ­ლი წა­მია, მე კი და­გეგ­მილ წამს ვი­ღებ.

- სად იღებ­დი ფო­ტო­ებს?

- სახ­ლში, დიდ ოთახ­ში მა­გი­და გვედ­გა, რო­მელ­ზეც კომ­პო­ზი­ცი­ებს ვა­გებ­დი და შემ­დეგ ფო­ტო­ებს ვუ­ღებ­დი. პირ­ვე­ლი გა­მო­ფე­ნა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წი­თე­ლი ჯვრის დე­ლე­გა­ცი­ის სტუმ­რო­ბი­სას მქონ­და. მე­ო­რედ, პატ­რი­არ­ქი იუ­ბი­ლეს აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ჩვენ­თან მობ­რძან­და. ჩარ­ჩო­ში ჩას­მის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მქონ­და და ფო­ტო­ე­ბი თო­კებ­ზე დავ­კი­დე. შემ­დეგ კი­დევ მქონ­და გა­მო­ფე­ნა თე­ატ­რა­ლურ სარ­დაფ­ში. ერთხელ კონ­კურ­სი ჩა­ტარ­და, თემა იყო "ხე­ლოვ­ნე­ბა მა­რა­დი­უ­ლია, ცხოვ­რე­ბა წარ­მა­ვა­ლი". ნაკ­ლე­ბად მიყ­ვარს ოთა­ხი­დან გას­ვლა, მთე­ლი დღე ვა­წყობ­დი კომ­პო­ზი­ცი­ას და ბო­ლოს ჩაპ­ლი­ნის თემა ავირ­ჩიე.

- შიშ­ველ ნა­ტუ­რა­ზე თუ გი­მუ­შა­ვია?

- დიახ, ოღონდ ამ შემ­თხვე­ვა­შიც კომ­პო­ზი­ცი­ას მი­ვა­დე­ქი, ე.წ. "ბო­დის­კე­იპს", რო­დე­საც სხე­უ­ლის რო­მე­ლი­მე დე­ტალს ნივთს ამა­ტებ და ამით ცდი­ლობ, სხვა ში­ნა­არ­სი შექ­მნა. ეს ფო­ტო­სე­სია ექ­ვსი წლის წინ გა­და­ვი­ღე. მე­გობ­რის მე­გო­ბარს ვთხო­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ხომ იცით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ქალ­ბა­ტო­ნის და­თან­ხმე­ბა რთუ­ლია. გე­კი­თხე­ბი­ან, ბო­ლომ­დე მი­თხა­რი, რა გინ­დაო (იღი­მის). ოდი­სევ­სის თემა ავი­ღე. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში იდაყ­ვი ჩან­და, ზოგ­ჯერ მკერ­დი, ზურ­გის ნა­წი­ლი. გო­გო­ნამ მთხო­ვა, რომ მისი ვი­ნა­ო­ბა არ გა­მეთ­ქვა, ცხა­დია, სა­ხეც არ უჩანს.

იხი­ლეთ ვრცლად

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

''ვიღაცისთვის ფოტოგრაფია შეჩერებული წამია, მე კი დაგეგმილ წამს ვიღებ...''

''ვიღაცისთვის ფოტოგრაფია შეჩერებული წამია, მე კი დაგეგმილ წამს ვიღებ...''

კოტე იანტბელიძე ''პალიტრა მედიაში''მუშაობს. საბავშვო წიგნების ავტორი და რედაქტორია. მართალია, ერთ შენობაში ვმუშაობთ, მაგრამ არ ვიცოდით, თუ ფოტოგრაფიითაც იყო გატაცებული. უცნაურია, მაგრამ მისი გადაღება ყოველთვის დაგეგმილია, როგორც მისი სხვა კოლეგები, წამს არასოდეს აჩერებს. არ უყვარს სულიერის გადაღება. მის ობიექტივში მოხვედრის შანსი მხოლოდ საკუთარი ხელით აწყობილ კომპოზიციებს და ხანდახან ბავშვებსაც აქვთ.

- ფილოლოგი გახლავართ, დედაც ფილოლოგია, მამაც და ჩემი დაც. ფოტოგრაფია ჩემთვის საშუალება აღმოჩნდა და არა მიზანი. წლების წინ მინიმალისტური კომპოზიცია შევქმენი და ხალხისთვის მისი ჩვენება მხოლოდ ფოტოთი შემეძლო. თუ ფოტო ტექნიკურად ცუდად იქნებოდა შესრულებული, კომპოზიციას სათანადოდ ვერ აღიქვამდნენ, ამიტომ მომიწია გადაღების შესწავლამ. მაშინ პირველ კურსზე ვიყავი. თავიდან ''ზენიტით''ვიღებდი და დღემდე ვგიჟდები ფირით გადაღებაზე. გადაღებებმა გამიტაცა, მაგრამ ადამიანების გადაღებაზე უარს ვამბობდი. კომპოზიციას დიდხანს ვქმნი, საგნები არსად გარბიან. ადამიანები კი ამდენ ხანს გადაღების მოლოდინში ვერ ძლებენ. ვხუმრობ კიდეც - ვიღაცისთვის ფოტოგრაფია შეჩერებული წამია, მე კი დაგეგმილ წამს ვიღებ.

- სად იღებდი ფოტოებს?

- სახლში, დიდ ოთახში მაგიდა გვედგა, რომელზეც კომპოზიციებს ვაგებდი და შემდეგ ფოტოებს ვუღებდი. პირველი გამოფენა უნივერსიტეტში წითელი ჯვრის დელეგაციის სტუმრობისას მქონდა. მეორედ, პატრიარქი იუბილეს აღსანიშნავად ჩვენთან მობრძანდა. ჩარჩოში ჩასმის საშუალება არ მქონდა და ფოტოები თოკებზე დავკიდე. შემდეგ კიდევ მქონდა გამოფენა თეატრალურ სარდაფში. ერთხელ კონკურსი ჩატარდა, თემა იყო ''ხელოვნება მარადიულია, ცხოვრება წარმავალი''. ნაკლებად მიყვარს ოთახიდან გასვლა, მთელი დღე ვაწყობდი კომპოზიციას და ბოლოს ჩაპლინის თემა ავირჩიე.

- შიშველ ნატურაზე თუ გიმუშავია?

- დიახ, ოღონდ ამ შემთხვევაშიც კომპოზიციას მივადექი, ე.წ. ''ბოდისკეიპს'', როდესაც სხეულის რომელიმე დეტალს ნივთს ამატებ და ამით ცდილობ, სხვა შინაარსი შექმნა. ეს ფოტოსესია ექვსი წლის წინ გადავიღე. მეგობრის მეგობარს ვთხოვე მონაწილეობა. ხომ იცით, საქართველოში ქალბატონის დათანხმება რთულია. გეკითხებიან, ბოლომდე მითხარი, რა გინდაო (იღიმის). ოდისევსის თემა ავიღე. ზოგ შემთხვევაში იდაყვი ჩანდა, ზოგჯერ მკერდი, ზურგის ნაწილი. გოგონამ მთხოვა, რომ მისი ვინაობა არ გამეთქვა, ცხადია, სახეც არ უჩანს.

იხილეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია