პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიბლუსის" სამკითხველო დარბაზში ირაკლი კაკაბაძის "მარგინალური ბოდვების" პრეზენტაცია გაიმართა
"ბიბლუსის" სამკითხველო დარბაზში ირაკლი კაკაბაძის "მარგინალური ბოდვების" პრეზენტაცია გაიმართა

ვაჟა-ფშა­ვე­ლა­ზე, "ბიბ­ლუ­სის" სამ­კი­თხვე­ლო დარ­ბაზ­ში ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძის წიგ­ნის "მარ­გი­ნა­ლუ­რი ბოდ­ვე­ბი" პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. წიგ­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-მა გა­მოს­ცა.

პრე­ზენ­ტა­ცი­ას ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძის მე­გობ­რე­ბი და წიგ­ნის შე­ძე­ნის მსურ­ვე­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. პრე­ზენ­ტა­ცი­ას გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი და წიგ­ნის რე­დაქ­ტო­რი ნინო დე­კა­ნო­სი­ძე უძღვე­ბო­და.

რო­გორც ნინო დე­კა­ნო­სი­ძემ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე აღ­ნიშ­ნა, ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძის "მარ­გი­ნა­ლუ­რი ბოდ­ვე­ბი" სუ­ლაც არ არის ბოდ­ვე­ბი. ნინო დე­კა­ნო­სი­ძემ ისა­უბ­რა, თუ რო­გორ მი­ვი­და ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში და წიგ­ნის გა­მო­ცე­მის იდეა შეს­თა­ვა­ზა. მისი თქმით, წიგ­ნი არის ეკ­ლექ­ტი­კუ­რი ჟან­რი­სა, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია და დღი­უ­რის ფორ­მი­საა.

წიგ­ნი მოგ­ვი­თხრობს, თუ რო­გორ აღ­მოჩ­ნდა ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე ტრა­გე­დი­ის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე. კერ­ძოდ, მან ერთ დღეს გა­იც­ნო ია­რა­ღით მო­ვაჭ­რე ადა­მი­ა­ნე­ბი. ეს მა­ფი­ო­ზუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია გარ­კვე­ულ­წი­ლად სა­ქარ­თვე­ლოს­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ნინო დე­კა­ნო­სი­ძემ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ წიგ­ნი თა­ვი­სი დი­ზა­ი­ნი­თაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. დღი­ურს ხელ­ნა­წე­რის სა­ხეც შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი აქვს და ავ­ტო­რის კა­ლიგ­რა­ფი­ის მო­ხა­ზუ­ლო­ბა­ში მისი გან­ცდაც ჩანს.

ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძემ გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ში თა­ვი­სი წიგ­ნის ელექტრო­ნუ­ლი ვერ­სია მი­ი­ტა­ნა. წიგ­ნის წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბა მწე­რალ ნა­ი­რა გე­ლაშ­ვილს ეკუთ­ვნის.

ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძის გან­ცხა­დე­ბით კი, მისი დღი­უ­რი სავ­სეა ფოტო და დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლით. მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ წიგნს დღი­უ­რის სახე ჰქო­ნო­და და ამ სა­ხით და­ბეჭ­დი­ლი­ყო. მას­ში დო­კუ­მენ­ტუ­რად არის აღ­წე­რი­ლი 2004 წლი­დან მო­გო­ნე­ბე­ბი. მი­სი­ვე თქმით, მკი­თხველ­მა თა­ვად გან­სა­ზღვროს, სად არის მწერ­ლის რე­ა­ლო­ბა და გა­მო­ნა­გო­ნი.

ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძის "მარ­გი­ნა­ლუ­რი ბოდ­ვე­ბი" 2008 წლის 11 სექ­ტემ­ბრის ჩა­ნა­წე­რით იწყე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"ბიბლუსის" სამკითხველო დარბაზში ირაკლი კაკაბაძის "მარგინალური ბოდვების" პრეზენტაცია გაიმართა

"ბიბლუსის" სამკითხველო დარბაზში ირაკლი კაკაბაძის "მარგინალური ბოდვების" პრეზენტაცია გაიმართა

ვაჟა-ფშაველაზე, "ბიბლუსის" სამკითხველო დარბაზში ირაკლი კაკაბაძის წიგნის "მარგინალური ბოდვები" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი გამომცემლობა "პალიტრა L"-მა გამოსცა.

პრეზენტაციას ირაკლი კაკაბაძის მეგობრები და წიგნის შეძენის მსურველები ესწრებოდნენ. პრეზენტაციას გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი და წიგნის რედაქტორი ნინო დეკანოსიძე უძღვებოდა.

როგორც ნინო დეკანოსიძემ პრეზენტაციაზე აღნიშნა, ირაკლი კაკაბაძის "მარგინალური ბოდვები" სულაც არ არის ბოდვები. ნინო დეკანოსიძემ ისაუბრა, თუ როგორ მივიდა ირაკლი კაკაბაძე გამომცემლობაში და წიგნის გამოცემის იდეა შესთავაზა. მისი თქმით, წიგნი არის ეკლექტიკური ჟანრისა, მრავალფეროვანია და დღიურის ფორმისაა.

წიგნი მოგვითხრობს, თუ როგორ აღმოჩნდა ირაკლი კაკაბაძე ტრაგედიის თანამონაწილე. კერძოდ, მან ერთ დღეს გაიცნო იარაღით მოვაჭრე ადამიანები. ეს მაფიოზური ორგანიზაცია გარკვეულწილად საქართველოსთან იყო დაკავშირებული. ნინო დეკანოსიძემ ასევე აღნიშნა, რომ წიგნი თავისი დიზაინითაც განსხვავებულია. დღიურს ხელნაწერის სახეც შენარჩუნებული აქვს და ავტორის კალიგრაფიის მოხაზულობაში მისი განცდაც ჩანს.

ირაკლი კაკაბაძემ გამომცემლობა "პალიტრა L"-ში თავისი წიგნის ელექტრონული ვერსია მიიტანა. წიგნის წინასიტყვაობა მწერალ ნაირა გელაშვილს ეკუთვნის.

ირაკლი კაკაბაძის განცხადებით კი, მისი დღიური სავსეა ფოტო და დოკუმენტური მასალით. მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ წიგნს დღიურის სახე ჰქონოდა და ამ სახით დაბეჭდილიყო. მასში დოკუმენტურად არის აღწერილი 2004 წლიდან მოგონებები. მისივე თქმით, მკითხველმა თავად განსაზღვროს, სად არის მწერლის რეალობა და გამონაგონი.

ირაკლი კაკაბაძის "მარგინალური ბოდვები" 2008 წლის 11 სექტემბრის ჩანაწერით იწყება.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს