სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით კეზერაშვილის ფრანგი ადვოკატები თავდაცვის ყოფილი მინისტრის სამართლებრივ დევნას უარყოფენ
დავით კეზერაშვილის ფრანგი ადვოკატები თავდაცვის ყოფილი მინისტრის სამართლებრივ დევნას უარყოფენ

და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ფრან­გი ად­ვო­კა­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის სა­მარ­თლებ­რივ დევ­ნას უარ­ყო­ფენ.

რო­გორც ფრან­გი ად­ვო­კა­ტე­ბი გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის საფ­რან­გეთ­ში და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი მხო­ლოდ მისი ექ­სტრა­დი­ცი­ის შე­სა­ხებ ქარ­თუ­ლი მხა­რის მო­თხოვ­ნაა.

"მზარ­დი შეშ­ფო­თე­ბით ვა­დევ­ნებთ თვალს ბოლო დღე­ე­ბის და კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცი­ლისმწა­მებ­ლურ ბრალ­დე­ბებს ჩვე­ნი კლი­ენ­ტის მი­მართ და საფ­რან­გე­თი­დან ექ­სტრა­დი­ცი­ის პრო­ცე­დუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას. თავს მო­ვა­ლედ მი­ვიჩ­ნევთ, გაც­ნო­ბოთ, რომ და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის საფ­რან­გეთ­ში და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი მხა­რის მო­თხოვ­ნაა მისი ექ­სტრა­დი­ცი­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ფრან­გულ მხა­რეს გა­უგ­ზავ­ნა. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებთ, რომ არა­ნა­ი­რი გა­მო­ძი­ე­ბა, მით უმე­ტეს დევ­ნა ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბის აბ­სურ­დულ ბრალ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კე­ზე­რაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ საფ­რან­გეთ­ში არ მიმ­დი­ნა­რე­ობს. ეს ინ­ფორ­მა­ცია არის ცი­ლის­წა­მე­ბა და იო­ლად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა გა­და­მოწ­მე­ბას საფ­რან­გე­თის შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებ­თან. ჩვენ არა­ერ­თი სენ­სი­ტი­უ­რი საქ­მე გვი­წარ­მო­ე­ბია, რო­გორც ფრან­გი, ისე უცხო­ე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი­სა და სა­ჯა­რო პერ­სო­ნე­ბის და­სა­ცა­ვად, მაგ­რამ უნდა გა­მოვ­ტყდეთ, რომ გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვართ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან კე­ზე­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი უპ­რე­ცე­დენ­ტო პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლით, რო­მე­ლიც და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ექ­სტრა­დი­რე­ბა­ზე საფ­რან­გე­თის სა­სა­მარ­თლოს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­თან­ხმე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად. გა­მუდ­მე­ბუ­ლი ზე­წო­ლა კი­დევ ერთი და­დას­ტუ­რე­ბაა იმი­სა, რომ ჩვე­ნი კლი­ენ­ტი­სად­მი წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლი და ექ­სტრა­დი­ცი­ის მო­თხოვ­ნა პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია. სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს ფრან­გუ­ლი სტან­დარ­ტის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის ნა­თე­ლი და­დას­ტუ­რე­ბაა ის ფაქ­ტიც, რომ ქარ­თულ მე­დი­ა­ში გა­ჟო­ნა სა­მუ­შაო დო­კუ­მენ­ტმა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი მო­თხოვ­ნით მომ­ზად­და და რომ­ლის სა­ბო­ლოო ვერ­სია ჩვენ წარ­ვუდ­გი­ნეთ სა­სა­მარ­თლოს. ეს დო­კუ­მენ­ტი სწო­რედ იმას ამ­ტკი­ცებს, რომ და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი სუფ­თა და კა­ნო­ნი­ერ ბიზ­ნესს აწარ­მო­ებ­და გა­სუ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და აქარ­წყლებს იმ ბრალ­დე­ბას, თით­ქოს ის კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით გამ­დიდ­რდა", - ნათ­ქვა­მია კე­ზე­რაშ­ვი­ლის ფრან­გი ად­ვო­კა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც "რუს­თა­ვი 2"-მა გა­ავ­რცე­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

დავით კეზერაშვილის ფრანგი ადვოკატები თავდაცვის ყოფილი მინისტრის სამართლებრივ დევნას უარყოფენ

დავით კეზერაშვილის ფრანგი ადვოკატები თავდაცვის ყოფილი მინისტრის სამართლებრივ დევნას უარყოფენ

დავით კეზერაშვილის ფრანგი ადვოკატები საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის სამართლებრივ დევნას უარყოფენ.

როგორც ფრანგი ადვოკატები განცხადებაში აღნიშნავენ, დავით კეზერაშვილის საფრანგეთში დაკავების მიზეზი მხოლოდ მისი ექსტრადიციის შესახებ ქართული მხარის მოთხოვნაა.

"მზარდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში ცილისმწამებლურ ბრალდებებს ჩვენი კლიენტის მიმართ და საფრანგეთიდან ექსტრადიციის პროცედურის განვითარებასთან დაკავშირებით დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებას. თავს მოვალედ მივიჩნევთ, გაცნობოთ, რომ დავით კეზერაშვილის საფრანგეთში დაკავების მიზეზი მხოლოდ ქართული მხარის მოთხოვნაა მისი ექსტრადიციის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ ფრანგულ მხარეს გაუგზავნა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არანაირი გამოძიება, მით უმეტეს დევნა იარაღით ვაჭრობის აბსურდულ ბრალდებასთან დაკავშირებით კეზერაშვილის წინააღმდეგ საფრანგეთში არ მიმდინარეობს. ეს ინფორმაცია არის ცილისწამება და იოლად ექვემდებარება გადამოწმებას საფრანგეთის შესაბამის ორგანოებთან. ჩვენ არაერთი სენსიტიური საქმე გვიწარმოებია, როგორც ფრანგი, ისე უცხოელი თანამდებობის პირებისა და საჯარო პერსონების დასაცავად, მაგრამ უნდა გამოვტყდეთ, რომ გაოგნებული ვართ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კეზერაშვილის საქმეში გამოვლენილი უპრეცედენტო პოლიტიკური ზეწოლით, რომელიც დავით კეზერაშვილის ექსტრადირებაზე საფრანგეთის სასამართლოს და ხელისუფლების დათანხმებას ისახავს მიზნად. გამუდმებული ზეწოლა კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენი კლიენტისადმი წარდგენილი ბრალი და ექსტრადიციის მოთხოვნა პოლიტიკურად მოტივირებულია. სამართლიანი სასამართლოს ფრანგული სტანდარტის უგულებელყოფის ნათელი დადასტურებაა ის ფაქტიც, რომ ქართულ მედიაში გაჟონა სამუშაო დოკუმენტმა, რომელიც ჩვენი მოთხოვნით მომზადდა და რომლის საბოლოო ვერსია ჩვენ წარვუდგინეთ სასამართლოს. ეს დოკუმენტი სწორედ იმას ამტკიცებს, რომ დავით კეზერაშვილი სუფთა და კანონიერ ბიზნესს აწარმოებდა გასული წლების განმავლობაში და აქარწყლებს იმ ბრალდებას, თითქოს ის კორუფციული სქემების მეშვეობით გამდიდრდა", - ნათქვამია კეზერაშვილის ფრანგი ადვოკატების განცხადებაში, რომელიც "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ