პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ქუჩაში ვცხოვრობდი, ტილი არ მყოლია, ახლა მყავს" - რე­პორ­ტა­ჟი უსახ­ლ­კა­რო­თა თავ­შე­საფ­რი­დან
"როცა ქუჩაში ვცხოვრობდი, ტილი არ მყოლია, ახლა მყავს" - რე­პორ­ტა­ჟი უსახ­ლ­კა­რო­თა თავ­შე­საფ­რი­დან

თბი­ლი­სის გა­რე­უ­ბან­ში, მოს­კო­ვის გამ­ზი­რის და­სა­წყის­ში, რამ­დე­ნი­მე ათას კვად­რა­ტულ მეტ­რ­ზე სამ­ხედ­რო კარ­ვე­ბია გან­ლა­გე­ბუ­ლი. ტე­რი­ტო­რია შე­მო­ღო­ბი­ლია, ეზო­ში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას, მედ­პერ­სო­ნალ­სა და სამ­ხედ­რო­ფორ­მი­ან მა­მა­კა­ცებს შე­ამ­ჩ­ნევთ. ეს თბი­ლი­სის უსახ­ლ­კა­რო­თა თავ­შე­სა­ფა­რია.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, 2013 წლის ბო­ლოს ქუ­თა­ის­ში, გორ­სა და თბი­ლის­ში შექ­მ­ნილ სპე­ცი­ა­ლუ­რ თავ­შე­საფ­რებ­ში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას უსახ­ლ­კა­რო ადა­მი­ა­ნე­ბი ქუ­ჩი­დან გად­მოჰ­ყავს. თავ­შე­სა­ფა­რი ღია ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა, სა­ი­და­ნაც მი­უ­სა­ფარ ადა­მი­ა­ნებს გა­რეთ გას­ვ­ლა თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლი­ათ. შე­სა­ბა­მი­სად ხდე­ბა მა­თი ყო­ველ­დღი­უ­რი აღ­რიცხ­ვა. რე­პორ­ტა­ჟის მო­სამ­ზა­დებ­ლად მი­სულს იქ 180 ადა­მი­ა­ნი დამ­ხ­ვ­და. თავ­შე­სა­ფარ­ში ღა­მის გა­თე­ვა 228 ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, ამას ემა­ტე­ბა 12-ად­გი­ლი­ა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო კა­რა­ვი, სა­დაც ისი­ნი ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ მკურ­ნა­ლო­ბენ. რო­გორც გა­ვარ­კ­ვი­ეთ, ზო­გი მათ­გა­ნი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მუ­შა­ოდ გა­დის თავ­შე­საფ­რი­დან, ზო­გი კი - მო­წყა­ლე­ბის სა­თხოვ­ნე­ლად.

გე­ზი # 6 კარ­ვის­კენ ავი­ღე, მეგ­ზუ­რო­ბას კა­თარ­ზი­სის თა­ნამ­შ­რო­მე­ლი ქ-ნ ელი­სო მი­წევს. კა­რავ­ში შე­შის ღუ­მე­ლი დგას, სიგ­რ­ძე­ზე ჩამ­წ­კ­რი­ვე­ბულ ორ­სარ­თუ­ლი­ან სა­წო­ლებს შო­რის სი­ვიწ­რო­ვეა, თუმ­ცა რო­გორც ჩე­მი მას­პინ­ძ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, კა­რა­ვი ქუ­ჩას ნამ­დ­ვი­ლად სჯობს. აქ ტე­ლე­ვი­ზო­რი და ჭა­ღიც აქვთ. ტე­ლე­ვი­ზო­რი ერთ-ერთ მი­უ­სა­ფარს მო­უ­ტა­ნია. "ჟურ­ნა­ლის­ტი მო­გიყ­ვა­ნეთ, შე­გიძ­ლი­ათ თქვე­ნი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ უამ­ბოთ", - წარ­მად­გი­ნა კა­თარ­ზი­სის თა­ნამ­შ­რო­მელ­მა.

"ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან რომ ვი­წყებ­დე, ბევრ რა­მეს შევ­ც­ვ­ლი­დი"- და­ნა­ნე­ბით ამ­ბობს 57 წლის მა­მა­კა­ცი. ბა­ტო­ნი ვა­ჟა, ხუ­თი შვი­ლის მა­მა, წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი ვა­კის პარ­კ­ში ცხოვ­რობ­და, დღეს უსახ­ლ­კა­რო­თა თავ­შე­სა­ფარ­შია და დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებ­ზე ბევ­რს ფიქ­რობს. ამ­ბობს, რომ ცოლ­მა მი­სი ნდო­ბით ისარ­გებ­ლა და ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა: "5 შვი­ლის მა­მა ვარ, ცოლს გა­ცი­ლე­ბუ­ლი, მე­უღ­ლეს­თან პრობ­ლე­მე­ბი რამ­დე­ნი­მე წლის წინ შე­მექ­მ­ნა და ოჯა­ხი­დან წა­მო­ვე­დი. 23 წე­ლი­წა­დი მზა­რე­უ­ლად ვი­მუ­შა­ვე, ახ­ლა 57 წლის ვარ, მაგ­რამ ჩე­მი პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ო­ბას ვერ შევ­ძ­ლებ, რად­გან ტრავ­მის გა­მო ფე­ხე­ბი მა­წუ­ხებს, ამი­ტო­მაც მო­მი­შო­რეს ოჯა­ხი­დან. უფ­რო­სი გო­გო გერ­მა­ნი­ა­ში სწავ­ლობს. ერ­თი გა­თხო­ვი­ლია, ერ­თი გაშ­ვი­ლე­ბუ­ლია კოჯ­რის სახ­ლი­დან, ორი დე­დას­თან არის. რო­დე­საც ვა­კის პარ­კ­ში ვცხოვ­რობ­დი, ჩე­მი შვი­ლი მო­დი­ო­და ხოლ­მე სა­ნა­ხა­ვად და თუ რა­მე მქონ­და, ვა­ტან­დი. საჭ­მე­ლი სულ მქონ­და კე­თი­ლი ხალ­ხის დახ­მა­რე­ბით. ხში­რად ვა­კე­ლე­ბის­გან ვის­კი, სი­გა­რე­ტი და საჭ­მელ- სას­მე­ლიც დამ­ხ­ვედ­რია. ვა­კე­ლებს ათას რა­მე­ში ვეხ­მა­რე­ო­ბო­დი, რა­საც ისი­ნი თა­კი­ლობ­დ­ნენ, მე ვა­კე­თებ­დი და სი­გა­რე­ტის ფულს ვშო­უ­ლობ­დი.

ზვი­ა­დი, 38 წლის: - ჩემს სახ­ლ­ში ლტოლ­ვი­ლე­ბი არი­ან შე­სახ­ლე­ბუ­ლი, ვე­რაფ­რით გა­მოვ­რე­კე იქი­დან და ხან ცი­ხე­ში ვარ, ხან აქ. ცოლს დი­დი ხა­ნია გავ­შორ­დი. ვიდ­რე აქ მოვ­ხ­ვ­დე­ბო­დი, მოს­კოვ­ში, უკ­რა­ინა­ში, თურ­ქეთ­ში ვმოგ­ზა­უ­რობ­დი.

მად­ლე­ნა, 39 წლის - სად აღარ მძი­ნე­ბია, ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხიდ­ზე, ხუ­და­დო­ვის აუზ­ში, სწო­რედ იქ გა­ი­ყი­ნა ჩე­მი მე­უღ­ლე, ჯერ ორ­მო­ციც არაა გა­სუ­ლი. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თავს მა­თხოვ­რო­ბით ვირ­ჩენ­დით. მე­უღ­ლე სპი­ლენძს აგ­რო­ვებ­და და აბა­რებ­და. სა­მი შვი­ლი მყავს, ერ­თი გა­თხო­ვი­ლია. და­ნარ­ჩენ ორს დე­დო­ბილ-მა­მო­ბი­ლე­ბი უვ­ლი­ან რუს­თავ­ში. პა­ტა­რა 7 წლი­საა, შუ­ა­თა­ნა 16-ის. სა­ხელ­მ­წი­ფო დახ­მა­რე­ბაც მაქვს, 156 ლა­რი, იმ თან­ხას დე­და იღებს და ავად­მ­ყოფ ძმას უვ­ლის. ისი­ნი ერ­თად ცხოვ­რო­ბენ ნა­ქი­რა­ვებ­ში. ვოც­ნე­ბობ, ბავ­შ­ვებს ჩე­ვე­ხუ­ტო და მათ­თან ერ­თად და­ვი­ძი­ნო, იქ­ნებ მთავ­რო­ბამ მოგ­ვ­ცეს ბი­ნა, რომ იქ მშვი­დად ვი­ცხოვ­რო. ბი­ნა კი მქონ­და, მაგ­რამ იპო­თე­კა­რებ­მა მო­მა­ტყუ­ეს და ქუ­ჩა­ში დავ­რ­ჩი.

ეკა­ტე­რი­ნა თავ­შე­სა­ფარ­ში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პაჟ­მა დე­კემ­ბერ­ში მო­იყ­ვა­ნა. მო­ხუ­ცი ქა­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქუ­ჩა­ში ცხოვ­რობ­და და თავს მო­წყა­ლე­ბით ირ­ჩენ­და. ამ­ბობს, რომ ბევ­რ­ჯერ გა­ქურ­დეს. მო­ჰპა­რეს პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თე­ბი, ტან­საც­მე­ლი, ფეხ­საც­მე­ლი, საკ­ვე­ბი. თავ­შე­სა­ფარ­ში გად­მოყ­ვა­ნას ასე იხ­სე­ნებს: "იმ ღა­მეს ძა­ლი­ან ცი­ო­და, ერ­თი­ა­ნად გა­ყი­ნუ­ლი ვი­ყა­ვი, მა­ღა­ზი­ას­თან ვი­დე­ქი, რო­დე­საც ერ­თი ბი­ჭი მო­მი­ახ­ლოვ­და და და­ლე­ვა შე­მომ­თა­ვა­ზა, დავ­თან­ხ­მ­დი. არა­ყი ავი­ღეთ და ის იყო, სმა და­ვი­წყეთ, რომ პატ­რუ­ლი დაგ­ვად­გა თავს. ჩაგ­ვ­ს­ვეს მან­ქა­ნა­ში და წა­მოგ­ვიყ­ვა­ნეს. გვითხ­რეს, იქ გექ­ნე­ბათ სით­ბო და საჭ­მე­ლიო. თა­ვი­დან მე­ში­ნო­და, რად­გან ნას­ვა­მი ვი­ყა­ვი. მომ­წონს აქ, საჭ­მე­ლია და სით­ბო. ყო­ჩაღ, ბი­ძი­ნა! ახ­ლა ფე­ხებ­ზე მმ­კურ­ნა­ლო­ბენ და სხვა რა მინ­და?"

თავ­შე­სა­ფარ­ში ჩვენს სტუმ­რო­ბას ერთ-ერ­თი იქ მცხოვ­რე­ბის, პა­ა­ტას და­ბა­დე­ბის დღე და­ემ­თხ­ვა. პა­ა­ტა ახ­ლად­შე­ძე­ნილ მე­გობ­რე­ბთან ერ­თად 49 წლის იუბი­ლეს აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ემ­ზა­დე­ბო­და. ამა­ვე კარ­ვის ბი­ნა­და­რი ნი­კა ხა­ჭა­პურს აცხობს და თან თა­ვის სატ­კი­ვარ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა. თურ­მე წლე­ბის წინ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობ­და, დღეს კი უსახ­ლ­კა­რო­დაა დარ­ჩე­ნი­ლი...

პა­ა­ტა:

- ამ­ბო­ბენ, რა­ღა­ცე­ბი არ თქვა­თო, მე ყვე­ლა­ფერს გეტყ­ვით, იმი­ტომ, რომ ჩე­მი შე­ში­ნე­ბა არც ისე ად­ვი­ლია.

გაგ­ვარ­კი­ონ, რას გვთა­ვა­ზო­ბენ. თუ არა­და, პირ­ვე­ლი მე წა­ვალ აქე­დან და ისევ ისე ვი­ცხოვ­რებ, რო­გორც ვცხოვ­რობ­დი. საჭ­მე­ლი არას­დ­როს მი­ჭირ­და. ბოთ­ლებს, ათას რა­ღა­ცას ვპო­უ­ლობ­დი და ისე გამ­ქონ­და თა­ვი. ეკ­ლე­სია მეხ­მა­რე­ბო­და, მაჭ­მევ­და, მას­მევ­და, ახ­ლაც მეხ­მა­რე­ბა. არც საჭ­მე­ლი გვინ­და, არც სას­მე­ლი და ტან­საც­მე­ლი, ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­რი­სია. მაგ­რამ აქ რა პი­რო­ბე­ბია? რო­ცა ქუ­ჩა­ში ვცხოვ­რობ­დი, ტი­ლი არ მყო­ლია, ახ­ლა მყავს, ესაა საქ­მე? საჭ­მე­ლი რომ არ გვი­ჭირს, კი ხე­დავთ, სუფ­რა სავ­სეა სა­ნო­ვა­გით. ბი­ნე­ბი მოგ­ვ­ცენ და ჩვენს თავს თა­ვად მივ­ხე­დავთ.

- სად ცხოვ­რობ­დით, ვიდ­რე აქ მოხ­ვ­დე­ბო­დით?

- ერთ-ერ­თი სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს ნან­გ­რე­ვებ­ში, მაგ­რამ შე­ნო­ბის მე­პატ­რო­ნემ გამ­ძარ­ც­ვა და გა­რე­თაც გა­მო­მაგ­დო. სულ ასე კი არ ვი­ყა­ვი, კარ­გი სამ­სა­ხუ­რიც მქონ­და, სახლ-კა­რიც. შვილს და­ვუ­ტო­ვე ყვე­ლა­ფე­რი, მე­რე ცო­ლი გახ­და პირ­ვე­ლი რი­გის მე­ურ­ვე და გა­ყი­და სახ­ლი, არ ვი­ცი, სად არის ჩე­მი ოჯა­ხი. აღარც არა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებს...

ქალ­ბა­ტონ­მა, რო­მე­ლიც ჩვენს იქ ყოფ­ნა­ში თავ­შე­სა­ფარ­ში დაბ­რუნ­და, ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა, თუმ­ცა თა­ვი­სი გა­სა­ჭი­რი კი გაგ­ვი­ზი­ა­რა: "ოჯახ­მა არ იცის, აქ რომ ვარ, შვილ­მა - მით უმე­ტეს, ვმა­თხოვ­რობ და ფულს პა­ტა­რას ვუგ­ზავ­ნი, მა­ნამ­დე ქუ­ჩა­ში ხან სად მე­ძი­ნა, ხან სად, მეტს ნუ­რა­ფერს მკი­თხავთ!.. სა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­ცა სა­ღა­მოს ცხელ კერძს მი­ი­ღებ და ლო­გინ­ში დაწ­ვე­ბი, მაგ­რამ ზოგ­ჯერ აქ სა­ში­ნე­ლი უსუფ­თა­ო­ბაა. კა­რავ­ში ბევ­რ­ნი ვართ, უსი­ა­მოვ­ნო სუ­ნი დგას, ჭუ­ჭყის, სას­მ­ელის, სი­გა­რე­ტის კვამ­ლია. ტუ­ა­ლე­ტი სა­ერ­თოა, მაგ­რამ რას იზამ, ყვე­ლა­ფერს უნ­და შე­ე­გუო, აბა "დუშ-კა­ბი­ნას" აქ ვინ და­გიდ­გამს?"

"ყვე­ლა სი­ახ­ლე" კა­თარ­ზი­სის პრე­ზი­დენ­ტის მო­ად­გი­ლეს, ქალ­ბა­ტონ ნა­ნა მუს­ხე­ლიშ­ვილს ესა­უბ­რა:

"აქ მცხოვ­რებ­თა 90% ალ­კო­ჰოლ­და­მო­კი­დე­ბუ­ლია, 50-60% კი ნა­სა­მარ­თ­ლე­ვი. კა­რავ­ში და­ლე­ვა კა­ტე­გო­რი­უ­ლად იკ­რ­ძა­ლე­ბა, მაგ­რამ, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ მათ ტე­რი­ტო­რი­ი­დან გას­ვ­ლა არ ეკ­რ­ძა­ლე­ბათ. რომ გა­ვიდ­ნენ და უკან ნას­ვა­მე­ბი დაბ­რუნ­დ­ნენ, ვე­რა­ფერს ვი­ღო­ნებთ. უმ­რავ­ლე­სო­ბა მა­თხოვ­რო­ბით შო­უ­ლობს ალ­კო­ჰო­ლის ფულს. ვა­კონ­ტ­რო­ლებთ, რომ სას­მე­ლი არ მოხ­ვ­დეს კა­რავ­ში, მაგ­რამ ჩხრე­კის უფ­ლე­ბა ხომ არ გვაქვს? ალ­კო­ჰოლ­და­მო­კი­დე­ბუ­ლებს შარ­დის შე­უ­კა­ვებ­ლო­ბა აქვთ, ბუნ­კე­რე­ბი სავ­სეა ტან­საც­მ­ლით. ჩას­ვე­ლე­ბუ­ლე­ბი იც­ვ­ლი­ან და ყრი­ან საც­ვ­ლებს, ზო­გი არც იც­ვ­ლის, ზედ აშ­რე­ბათ და შემ­დეგ სუ­ნი დგას კა­რავ­ში. ვინც გვაც­ვ­ლე­ვი­ნებს, გვა­ბა­ნი­ნებს, მათ ვუ­კე­თებთ პამ­პერსს, ვბანთ, ვუვ­ლით. თავ­შე­საფ­რის ახ­ლოს აბა­ნოა, ვი­საც სურს, შე­უძ­ლია და­ი­ბა­ნოს".

10 და 11 იან­ვარს გო­რი­სა და თბი­ლი­სის თავ­შე­სა­ფარ­ში ორი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ქალ­ბა­ტონს, რო­მე­ლიც მოს­კო­ვის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე თავ­შე­სა­ფარ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და...

ორი სა­ა­თი გა­ვა­ტა­რე უსახ­ლ­კა­რო­თა თავ­შე­სა­ფარ­ში, წა­მოს­ვ­ლი­სას ერთ-ერ­თ­მა ბი­ნა­დარ­მა ელ­დარ მა­მე­დოვ­მა მთხო­ვა, იქ­ნებ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სთხო­ვოთ, სამ­სა­ხუ­რი და­მა­წყე­ბი­ნოს, სხვა არა­ფე­რი მინ­დაო...

თა­მუ­ნა იმერ­ლიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"როცა ქუჩაში ვცხოვრობდი, ტილი არ მყოლია, ახლა მყავს" - რე­პორ­ტა­ჟი უსახ­ლ­კა­რო­თა თავ­შე­საფ­რი­დან

"როცა ქუჩაში ვცხოვრობდი, ტილი არ მყოლია, ახლა მყავს" - რე­პორ­ტა­ჟი უსახ­ლ­კა­რო­თა თავ­შე­საფ­რი­დან

თბი­ლი­სის გა­რე­უ­ბან­ში, მოს­კო­ვის გამ­ზი­რის და­საწყის­ში, რამ­დე­ნი­მე ათას კვად­რა­ტულ მეტ­რ­ზე სამ­ხედ­რო კარ­ვე­ბია გან­ლა­გე­ბუ­ლი. ტე­რი­ტო­რია შე­მო­ღო­ბი­ლია, ეზო­ში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას, მედ­პერ­სო­ნალსა და სამ­ხედ­რო­ფორ­მი­ან მა­მა­კა­ცებს შე­ამ­ჩ­ნევთ. ეს თბი­ლი­სის უსახ­ლ­კა­რო­თა თავ­შე­სა­ფა­რია.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, 2013 წლის ბო­ლოს ქუ­თა­ის­ში, გორ­სა და თბი­ლის­ში შექ­მ­ნილ სპე­ცი­ა­ლუ­რ თავ­შე­საფ­რებ­ში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას უსახ­ლ­კა­რო ადა­მი­ა­ნე­ბი ქუ­ჩი­დან გად­მოჰ­ყავს. თავ­შე­სა­ფა­რი ღია ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა, სა­ი­და­ნაც მი­უ­სა­ფარ ადა­მი­ა­ნებს გა­რეთ გას­ვ­ლა თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლი­ათ. შე­სა­ბა­მი­სად ხდე­ბა მა­თი ყო­ველ­დღი­უ­რი აღ­რიცხ­ვა. რე­პორ­ტა­ჟის მო­სამ­ზა­დებ­ლად მი­სულს იქ 180 ადა­მი­ა­ნი დამ­ხ­ვ­და. თავ­შე­სა­ფარ­ში ღა­მის გა­თე­ვა 228 ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, ამას ემა­ტე­ბა 12-ად­გი­ლი­ა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო კა­რა­ვი, სა­დაც ისი­ნი ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ მკურ­ნა­ლო­ბენ. რო­გორც გა­ვარ­კ­ვი­ეთ, ზო­გი მათ­გა­ნი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მუ­შა­ოდ გა­დის თავ­შე­საფ­რი­დან, ზო­გი კი - მოწყა­ლე­ბის სათხოვ­ნე­ლად.

გე­ზი # 6 კარ­ვის­კენ ავი­ღე, მეგ­ზუ­რო­ბას კა­თარ­ზისის თა­ნამ­შ­რო­მე­ლი ქ-ნ ელი­სო მი­წევს. კა­რავ­ში შე­შის ღუ­მე­ლი დგას, სიგ­რ­ძე­ზე ჩამ­წ­კ­რი­ვე­ბულ ორ­სარ­თუ­ლი­ან სა­წო­ლებს შო­რის სი­ვიწ­რო­ვეა, თუმ­ცა რო­გორც ჩე­მი მას­პინ­ძ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, კა­რა­ვი ქუ­ჩას ნამ­დ­ვი­ლად სჯობს. აქ ტე­ლე­ვი­ზო­რი და ჭა­ღიც აქვთ. ტე­ლე­ვი­ზო­რი ერთ-ერთ მი­უ­სა­ფარს მო­უ­ტა­ნია. "ჟურ­ნა­ლის­ტი მო­გიყ­ვა­ნეთ, შე­გიძ­ლი­ათ თქვე­ნი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ უამ­ბოთ", - წარ­მად­გი­ნა კა­თარ­ზი­სის თა­ნამ­შ­რო­მელ­მა.

"ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან რომ ვიწყებ­დე, ბევრ რა­მეს შევ­ც­ვ­ლი­დი"- და­ნა­ნე­ბით ამ­ბობს 57 წლის მა­მა­კა­ცი. ბა­ტო­ნი ვა­ჟა, ხუ­თი შვი­ლის მა­მა, წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი ვა­კის პარ­კ­ში ცხოვ­რობ­და, დღეს უსახ­ლ­კა­რო­თა თავ­შე­სა­ფარ­შია და დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებ­ზე ბევრს ფიქ­რობს. ამ­ბობს, რომ ცოლ­მა მი­სი ნდო­ბით ისარ­გებ­ლა და ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა: "5 შვი­ლის მა­მა ვარ, ცოლს გა­ცი­ლე­ბუ­ლი, მე­უღ­ლეს­თან პრობ­ლე­მე­ბი რამ­დე­ნი­მე წლის წინ შე­მექ­მ­ნა და ოჯა­ხი­დან წა­მო­ვე­დი. 23 წე­ლი­წა­დი მზა­რე­უ­ლად ვი­მუ­შა­ვე, ახ­ლა 57 წლის ვარ, მაგ­რამ ჩე­მი პრო­ფე­სი­ით მუ­შა­ო­ბას ვერ შევ­ძ­ლებ, რად­გან ტრავ­მის გა­მო ფე­ხე­ბი მა­წუ­ხებს, ამი­ტო­მაც მო­მი­შო­რეს ოჯა­ხი­დან. უფ­რო­სი გო­გო გერ­მა­ნი­ა­ში სწავ­ლობს. ერ­თი გათხო­ვი­ლია, ერ­თი გაშ­ვი­ლე­ბუ­ლია კოჯ­რის სახ­ლი­დან, ორი დე­დას­თან არის. რო­დე­საც ვა­კის პარ­კ­ში ვცხოვ­რობ­დი, ჩე­მი შვი­ლი მო­დი­ო­და ხოლ­მე სა­ნა­ხა­ვად და თუ რა­მე მქონ­და, ვა­ტან­დი. საჭ­მე­ლი სულ მქონ­და კე­თი­ლი ხალ­ხის დახ­მა­რე­ბით. ხში­რად ვა­კე­ლე­ბის­გან ვის­კი, სი­გა­რე­ტი და საჭ­მელ- სას­მე­ლიც დამ­ხ­ვედ­რია. ვა­კე­ლებს ათას რა­მე­ში ვეხ­მა­რე­ო­ბო­დი, რა­საც ისი­ნი თა­კი­ლობ­დ­ნენ, მე ვა­კე­თებ­დი და სი­გა­რე­ტის ფულს ვშო­უ­ლობ­დი.

ზვი­ა­დი, 38 წლის: - ჩემს სახ­ლ­ში ლტოლ­ვი­ლე­ბი არი­ან შე­სახ­ლე­ბუ­ლი, ვე­რაფ­რით გა­მოვ­რე­კე იქი­დან და ხან ცი­ხე­ში ვარ, ხან აქ. ცოლს დი­დი ხა­ნია გავ­შორ­დი. ვიდ­რე აქ მოვ­ხ­ვ­დე­ბო­დი, მოს­კოვ­ში, უკ­რა­ინა­ში, თურ­ქეთ­ში ვმოგ­ზა­უ­რობ­დი.

მად­ლე­ნა, 39 წლის - სად აღარ მძი­ნე­ბია, ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხიდ­ზე, ხუ­და­დო­ვის აუზ­ში, სწო­რედ იქ გა­ი­ყი­ნა ჩე­მი მე­უღ­ლე, ჯერ ორ­მო­ციც არაა გა­სუ­ლი. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თავს მათხოვ­რო­ბით ვირ­ჩენ­დით. მე­უღ­ლე სპი­ლენძს აგ­რო­ვებ­და და აბა­რებ­და. სა­მი შვი­ლი მყავს, ერ­თი გათხო­ვი­ლია. და­ნარ­ჩენ ორს დე­დო­ბილ-მა­მო­ბი­ლე­ბი უვ­ლი­ან რუს­თავ­ში. პა­ტა­რა 7 წლი­საა, შუ­ა­თა­ნა 16-ის. სა­ხელ­მ­წი­ფო დახ­მა­რე­ბაც მაქვს, 156 ლა­რი, იმ თან­ხას დე­და იღებს და ავად­მ­ყოფ ძმას უვ­ლის. ისი­ნი ერ­თად ცხოვ­რო­ბენ ნა­ქი­რა­ვებ­ში. ვოც­ნე­ბობ, ბავ­შ­ვებს ჩე­ვე­ხუ­ტო და მათ­თან ერ­თად და­ვი­ძი­ნო, იქ­ნებ მთავ­რო­ბამ მოგ­ვ­ცეს ბი­ნა, რომ იქ მშვი­დად ვიცხოვ­რო. ბი­ნა კი მქონ­და, მაგ­რამ იპო­თე­კა­რებ­მა მო­მატყუ­ეს და ქუ­ჩა­ში დავ­რ­ჩი.

ეკა­ტე­რი­ნა თავ­შე­სა­ფარ­ში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეკი­პაჟ­მა დე­კემ­ბერ­ში მო­იყ­ვა­ნა. მო­ხუ­ცი ქა­ლი წლების გან­მავ­ლო­ბა­ში ქუ­ჩა­ში ცხოვ­რობ­და და თავს მოწყა­ლე­ბით ირ­ჩენ­და. ამ­ბობს, რომ ბევ­რ­ჯერ გა­ქურ­დეს. მო­ჰპა­რეს პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თე­ბი, ტან­საც­მე­ლი, ფეხ­საც­მე­ლი, საკ­ვე­ბი. თავ­შე­სა­ფარ­ში გად­მოყ­ვა­ნას ასე იხ­სე­ნებს: "იმ ღა­მეს ძა­ლი­ან ცი­ო­და, ერ­თი­ა­ნად გა­ყი­ნუ­ლი ვი­ყა­ვი, მა­ღა­ზი­ას­თან ვი­დე­ქი, რო­დე­საც ერ­თი ბი­ჭი მო­მი­ახ­ლოვ­და და და­ლე­ვა შე­მომ­თა­ვა­ზა, დავ­თან­ხ­მ­დი. არა­ყი ავი­ღეთ და ის იყო, სმა და­ვიწყეთ, რომ პატ­რუ­ლი დაგ­ვად­გა თავს. ჩაგ­ვ­ს­ვეს მან­ქა­ნა­ში და წა­მოგ­ვიყ­ვა­ნეს. გვითხ­რეს, იქ გექ­ნე­ბათ სით­ბო და საჭ­მე­ლიო. თა­ვი­დან მე­ში­ნო­და, რად­გან ნას­ვა­მი ვი­ყა­ვი. მომ­წონს აქ, საჭ­მე­ლია და სით­ბო. ყო­ჩაღ, ბი­ძი­ნა! ახ­ლა ფე­ხებ­ზე მმკურ­ნა­ლო­ბენ და სხვა რა მინ­და?"

თავ­შე­სა­ფარ­ში ჩვენს სტუმ­რო­ბას ერთ-ერ­თი იქ მცხოვ­რე­ბის, პა­ა­ტას და­ბა­დე­ბის დღე და­ემ­თხ­ვა. პა­ა­ტა ახ­ლად­შე­ძე­ნილ მე­გობ­რე­ბთან ერ­თად 49 წლის იუბი­ლეს აღ­სა­ნიშ­ნავად ემ­ზა­დე­ბო­და. ამა­ვე კარ­ვის ბი­ნა­და­რი ნი­კა ხა­ჭა­პურს აცხობს და თან თა­ვის სატ­კი­ვარ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა. თურ­მე წლე­ბის წინ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობ­და, დღეს კი უსახ­ლ­კა­რო­დაა დარ­ჩე­ნი­ლი...

პაატა:

- ამბობენ, რა­ღა­ცე­ბი არ თქვათო, მე ყვე­ლა­ფერს გეტყ­ვით, იმი­ტომ, რომ ჩე­მი შე­ში­ნე­ბა არც ისე ად­ვი­ლია.

გაგ­ვარ­კი­ონ, რას გვთა­ვა­ზო­ბენ. თუ არადა, პირ­ვე­ლი მე წა­ვალ აქე­დან და ისევ ისე ვიცხოვ­რებ, რო­გორც ვცხოვ­რობ­დი. საჭ­მე­ლი არას­დ­როს მი­ჭირ­და. ბოთ­ლებს, ათას რა­ღა­ცას ვპო­უ­ლობ­დი და ისე გამ­ქონ­და თა­ვი. ეკ­ლე­სია მეხ­მა­რე­ბო­და, მაჭ­მევ­და, მას­მევ­და, ახ­ლაც მეხ­მა­რე­ბა. არც საჭ­მე­ლი გვინ­და, არც სას­მე­ლი და ტან­საც­მე­ლი, ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­რი­სია. მაგ­რამ აქ რა პი­რო­ბე­ბია? რო­ცა ქუ­ჩა­ში ვცხოვ­რობ­დი, ტი­ლი არ მყო­ლია, ახ­ლა მყავს, ესაა საქ­მე? საჭ­მე­ლი რომ არ გვი­ჭირს, კი ხე­დავთ, სუფ­რა სავ­სეა სა­ნო­ვა­გით. ბი­ნე­ბი მოგ­ვ­ცენ და ჩვენს თავს თა­ვად მივ­ხე­დავთ.

- სად ცხოვ­რობ­დით, ვიდ­რე აქ მოხ­ვ­დე­ბო­დით?

- ერთ-ერ­თი სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს ნან­გ­რე­ვებ­ში, მაგ­რამ შე­ნო­ბის მე­პატ­რო­ნემ გამ­ძარ­ც­ვა და გა­რე­თაც გა­მო­მაგ­დო. სულ ასე კი არ ვი­ყა­ვი, კარ­გი სამ­სა­ხუ­რიც მქონ­და, სახლ-კა­რიც. შვილს და­ვუ­ტო­ვე ყვე­ლა­ფე­რი, მე­რე ცო­ლი გახ­და პირ­ვე­ლი რი­გის მე­ურ­ვე და გა­ყი­და სახ­ლი, არ ვი­ცი, სად არის ჩე­მი ოჯა­ხი. აღარც არა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებს...

ქალბატონმა, რო­მე­ლიც ჩვენს იქ ყოფ­ნა­ში თავ­შე­სა­ფარ­ში დაბ­რუნ­და, ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა, თუმ­ცა თა­ვი­სი გა­სა­ჭი­რი კი გაგ­ვი­ზი­ა­რა: "ოჯახ­მა არ იცის, აქ რომ ვარ, შვილ­მა - მით უმე­ტეს, ვმათხოვ­რობ და ფულს პა­ტა­რას ვუგ­ზავ­ნი, მა­ნამ­დე ქუ­ჩა­ში ხან სად მე­ძი­ნა, ხან სად, მეტს ნუ­რა­ფერს მკითხავთ!.. სა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­ცა სა­ღა­მოს ცხელ კერძს მი­ი­ღებ და ლო­გინ­ში დაწ­ვე­ბი, მაგ­რამ ზოგ­ჯერ აქ სა­ში­ნე­ლი უსუფ­თა­ო­ბაა. კა­რავ­ში ბევ­რ­ნი ვართ, უსი­ა­მოვ­ნო სუ­ნი დგას, ჭუჭყის, სას­მ­ელის, სი­გა­რე­ტის კვამ­ლია. ტუ­ა­ლე­ტი სა­ერ­თოა, მაგ­რამ რას იზამ, ყვე­ლა­ფერს უნ­და შე­ე­გუო, აბა "დუშ-კა­ბი­ნას" აქ ვინ და­გიდ­გამს?"

"ყვე­ლა სი­ახ­ლე" კა­თარ­ზი­სის პრე­ზი­დენ­ტის მო­ად­გი­ლეს, ქალ­ბა­ტონ ნა­ნა მუს­ხე­ლიშ­ვილს ესა­უბ­რა:

"აქ მცხოვ­რებ­თა 90% ალ­კო­ჰოლ­და­მო­კი­დე­ბუ­ლია, 50-60% კი ნა­სა­მარ­თ­ლე­ვი. კა­რავ­ში და­ლე­ვა კა­ტე­გო­რი­უ­ლად იკ­რ­ძა­ლე­ბა, მაგ­რამ, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ მათ ტე­რი­ტო­რი­ი­დან გას­ვ­ლა არ ეკ­რ­ძა­ლე­ბათ. რომ გა­ვიდ­ნენ და უკან ნას­ვა­მე­ბი დაბ­რუნ­დ­ნენ, ვე­რა­ფერს ვი­ღო­ნებთ. უმ­რავ­ლე­სო­ბა მათხოვ­რო­ბით შო­უ­ლობს ალ­კო­ჰო­ლის ფულს. ვა­კონ­ტ­რო­ლებთ, რომ სას­მე­ლი არ მოხ­ვ­დეს კა­რავ­ში, მაგ­რამ ჩხრე­კის უფ­ლე­ბა ხომ არ გვაქვს? ალ­კო­ჰოლ­და­მო­კი­დე­ბუ­ლებს შარ­დის შე­უ­კა­ვებ­ლო­ბა აქვთ, ბუნ­კე­რე­ბი სავ­სეა ტან­საც­მ­ლით. ჩას­ვე­ლე­ბუ­ლე­ბი იც­ვ­ლი­ან და ყრი­ან საც­ვ­ლებს, ზო­გი არც იც­ვ­ლის, ზედ აშ­რე­ბათ და შემ­დეგ სუ­ნი დგას კა­რავ­ში. ვინც გვაც­ვ­ლე­ვი­ნებს, გვა­ბა­ნი­ნებს, მათ ვუ­კე­თებთ პამ­პერსს, ვბანთ, ვუვ­ლით. თავ­შე­საფ­რის ახ­ლოს აბა­ნოა, ვი­საც სურს, შე­უძ­ლია და­ი­ბა­ნოს".

10 და 11 იან­ვარს გო­რი­სა და თბი­ლი­სის თავ­შე­სა­ფარ­ში ორი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ქალ­ბა­ტონს, რო­მე­ლიც მოს­კო­ვის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე თავ­შე­სა­ფარ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და...

ორი სა­ა­თი გა­ვა­ტა­რე უსახ­ლ­კა­რო­თა თავ­შე­სა­ფარ­ში, წა­მოს­ვ­ლი­სას ერთ-ერ­თ­მა ბი­ნა­დარ­მა ელ­დარ მა­მე­დოვ­მა მთხო­ვა, იქ­ნებ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სთხო­ვოთ, სამ­სა­ხუ­რი და­მაწყე­ბი­ნოს, სხვა არა­ფე­რი მინ­დაო...

თამუნა იმერლიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია