პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკელი სამხედროები ერაყელ მებრძოლებს წვავენ - 7 შოკისმომგვრელი ფოტო
ამერიკელი სამხედროები ერაყელ მებრძოლებს წვავენ - 7 შოკისმომგვრელი ფოტო

აშშ-ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­ზღვაო ქვე­ით­თა კორ­პუ­სის პი­რა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა, უკა­ნას­კნელ წლებ­ში თავ­დაც­ვის უწყე­ბის გარ­შე­მო აგო­რე­ბულ ყვე­ლა­ზე მსხვილ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვია.

მოვ­ლე­ნა­თა დი­ნა­მი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა მინ­დი­ნა­რე წლის 15 დე­კემ­ბერს და­ი­წყო, რო­დე­საც ინ­ტერ­ნეტ გა­მო­ცე­მამ TMZ სა­კუ­თარ ვებ-გვერ­დზე შო­კის­მომ­გვრე­ლი კად­რე­ბი გა­ავ­რცე­ლა. ფო­ტო­ებ­ზე ამე­რი­კე­ლი სა­ზღვაო ქვე­ი­თე­ბის სამ­ხედ­რო უნი­ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი პი­რე­ბი, ერა­ყე­ლი მებ­რძო­ლე­ბის გვა­მებს წვა­ვენ. ფო­ტო­ე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ ელ-ფა­ლუ­ჯა­ში (ქა­ლა­ქი ბაღ­და­დინ 57 კმ-ის მო­შო­რე­ბით, ან­ვა­რის პრო­ვინ­ცი­ა­ში) 2004 წელ­საა გა­და­ღე­ბუ­ლი. არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დილ გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ა­ნებს შო­რის სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბიც იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც ამე­რი­კე­ლე­ბის მიერ ქა­ლა­ქის ერთ-ერთი უბ­ნის "წმენ­დი­სას" და­ი­ღუპ­ნენ.

შო­კის­მომ­გვრელ კად­რებ­ზე დე­ტა­ლუ­რა­დაა ასა­ხუ­ლი თუ რო­გორ ას­ხა­მენ ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი გარ­დაც­ვლილ­თა სხე­უ­ლებ­ზე საწ­ვავს (სა­ვა­რა­უ­დოდ, ბენ­ზინს) და შემ­დგომ რო­გორ უკი­დე­ბენ ცე­ცხლს. არ­სე­ბობს კად­რე­ბი, სა­დაც სამ­ხედ­რო­ე­ბი დამ­წვა­რი ცხედ­რე­ბის გვერ­დზე ია­რა­ღით ხელ­ში პო­ზი­რე­ბენ.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, TMZ-ს გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში მსგავ­სი ში­ნა­არ­სის 41 ფოტო მოხ­ვდა. თუმ­ცა ვებ-გვერ­დზე მხო­ლოდ 9 მათ­გა­ნი გან­თავ­სდა. და­ნარ­ჩენ ფო­ტო­ებ­ზე მოკ­ლუ­ლი ერა­ყე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ცხედ­რებ­ზე ძა­ლა­დო­ბის სცე­ნე­ბია ასა­ხუ­ლი.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­საძ­ლოა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა, სა­ზღვაო ქვე­ი­თე­ბის მიერ სამ­ხედ­რო და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ი­ძე­ბა და­ი­წყონ. ამ­ჟა­მად აშშ-ის თავ­დაც­ვის უწყე­ბა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბის უტყუ­ა­რო­ბას ამოწ­მებს და ფო­ტო­ებ­ზე ასა­ხუ­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნას ცდი­ლობს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არაა, რო­დე­საც ერაყ­სა და ავ­ღა­ნეთ­ში მოქ­მედ ამე­რი­კელ სამ­ხედ­რო­ებს, ად­გი­ლობ­რი­ვი მებ­რძო­ლე­ბის გვა­მე­ბის შე­ბღალ­ვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. უკა­ნას­კნე­ლი მსხვი­ლი ინ­ცინ­დენ­ტი 2012 წელს მოხ­და. მა­შინ გავ­რცე­ლე­ბულ სა­მოყ­ვა­რუ­ლო ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ზე, ავ­ღა­ნეთ­ში სა­ზღვაო ქვე­ი­თე­ბის მიერ მოკ­ლუ­ლი თა­ლი­ბე­ბის გვა­მებ­ზე მო­შარ­დვი­სა და ყუ­რა­ნის დაწ­ვა იყო აღ­ბეჭ­დი­ლი.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ ntv.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ამერიკელი სამხედროები ერაყელ მებრძოლებს წვავენ - 7 შოკისმომგვრელი ფოტო

ამერიკელი სამხედროები ერაყელ მებრძოლებს წვავენ - 7 შოკისმომგვრელი ფოტო

აშშ-ის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითთა კორპუსის პირადი შემადგენლობა, უკანასკნელ წლებში თავდაცვის უწყების გარშემო აგორებულ ყველაზე მსხვილ სკანდალში გაეხვია.

მოვლენათა დინამიური განვითარება მინდინარე წლის 15 დეკემბერს დაიწყო, როდესაც ინტერნეტ გამოცემამ TMZ საკუთარ ვებ-გვერდზე შოკისმომგვრელი კადრები გაავრცელა. ფოტოებზე ამერიკელი საზღვაო ქვეითების სამხედრო უნიფორმაში გამოწყობილი პირები, ერაყელი მებრძოლების გვამებს წვავენ. ფოტოები სავარაუდოდ ელ-ფალუჯაში (ქალაქი ბაღდადინ 57 კმ-ის მოშორებით, ანვარის პროვინციაში) 2004 წელსაა გადაღებული. არსებობს ვარაუდი, რომ ფოტოზე აღბეჭდილ გარდაცვლილ ადამიანებს შორის სამოქალაქო პირებიც იყვნენ, რომლებიც ამერიკელების მიერ ქალაქის ერთ-ერთი უბნის "წმენდისას" დაიღუპნენ.

შოკისმომგვრელ კადრებზე დეტალურადაა ასახული თუ როგორ ასხამენ ამერიკელი სამხედროები გარდაცვლილთა სხეულებზე საწვავს (სავარაუდოდ, ბენზინს) და შემდგომ როგორ უკიდებენ ცეცხლს. არსებობს კადრები, სადაც სამხედროები დამწვარი ცხედრების გვერდზე იარაღით ხელში პოზირებენ.

გავრცელებული ცნობით, TMZ-ს განკარგულებაში მსგავსი შინაარსის 41 ფოტო მოხვდა. თუმცა ვებ-გვერდზე მხოლოდ 9 მათგანი განთავსდა. დანარჩენ ფოტოებზე მოკლული ერაყელი მოქალაქეების ცხედრებზე ძალადობის სცენებია ასახული.

აღნიშნულთან დაკავშირებით შესაძლოა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, საზღვაო ქვეითების მიერ სამხედრო დანაშაულში მონაწილეობის ფაქტზე გამოიძება დაიწყონ. ამჟამად აშშ-ის თავდაცვის უწყება გავრცელებული ფოტოების უტყუარობას ამოწმებს და ფოტოებზე ასახული სამხედრო მოსამსახურეების ვინაობის დადგენას ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ერაყსა და ავღანეთში მოქმედ ამერიკელ სამხედროებს, ადგილობრივი მებრძოლების გვამების შებღალვაში ადანაშაულებენ. უკანასკნელი მსხვილი ინცინდენტი 2012 წელს მოხდა. მაშინ გავრცელებულ სამოყვარულო ვიდეოჩანაწერზე, ავღანეთში საზღვაო ქვეითების მიერ მოკლული თალიბების გვამებზე მოშარდვისა და ყურანის დაწვა იყო აღბეჭდილი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ნუკრი მგელაძემ ntv.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე