ბრიტანელ ჭარბწონიან პოლიტიკოსებს მკაცრად მოუწოდეს, რომ წონაში დაიკლონ.
ამ გზით, პოლიტიკოსებმა საკუთარ ერს მაგალითი უნდა მისცენ. შესაბამისი შინაარსის წერილი უკვე გაეგზავნა პარლამენტის ყველა წევრს. კამპანია ქვეყანაში ჯანსაღი კვების ფარგლებში მოქმედებს. მთავრობამ უკვე მიიღო გაფრთხილება, რომ აშშ-ს შემდეგ ბრიტანეთში სიმსუქნის მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა.
"მათ წერილი გავუგზავნე და ვთხოვე, რომ წელი და სიმაღლე გაეზომათ. მთელი ცხოვრება ამ პრობლემაზე ვსაუბრობ. მსუქანი პოლიტიკოსი ნამდვილად ვერ წაიკითხავს პუბლიკისთვის ლექციას", - ამბობს ქირურგი ლორდ მაკკოლი.
წერილი უკვე მოიწონა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა და პროექტის ორგანიზატორებს მხარი დაუჭირა.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.