პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაკის პარკში დაგეგმილი სასტუმროს ნახაზი და პარკის ტერიტორიის კლების დინამიკა ბოლო ათწლეულის მანძილზე
ვაკის პარკში დაგეგმილი სასტუმროს ნახაზი და პარკის ტერიტორიის კლების დინამიკა ბოლო ათწლეულის მანძილზე

ვნე­ბა­თა­ღელ­ვა ვა­კის პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­გეგ­მი­ლი სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ გრძელ­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ "პარ­ტი­ზან­მა მე­ბა­ღე­ებ­მა", მუ­სი­კო­სებ­მა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა წევ­რებ­მა და­გეგ­მი­ლი მშე­ნებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მე­რი­ის წინ მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცია-კონ­ცერ­ტი გა­მარ­თეს. ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა სევ­დია უგ­რე­ხე­ლი­ძემ კი გა­ნა­ცხა­და, რომ ვა­კე­ში სას­ტუმ­რო აუ­ცი­ლებ­ლად აშენ­დე­ბა.

"აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი არა­ინ­ფორ­მი­რე­ბულ­ნი არი­ან, ვი­ნა­ი­დან სას­ტუმ­რო, რო­მე­ლიც რეს­ტო­რან "ბუ­და­პეშ­ტის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უნდა აშენ­დეს, პარკს არ მი­ე­კუთ­ვნე­ბა და სას­ტუმ­რო ცხრა­სარ­თუ­ლი­ა­ნის ნაც­ვლად, ხუთ­სარ­თუ­ლი­ა­ნი იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და თბი­ლი­სის მე­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა.

ვა­კის პარ­კის და­სა­ცა­ვად მოძ­რა­ო­ბა "პარ­ტი­ზა­ნი მე­ბა­ღე­ე­ბი" და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი ბოლო დროს გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აქ­ტი­ურ­დნენ. ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცეს კი კი­დევ ერთი ბლო­გი შე­ე­მა­ტა, სა­დაც ვა­კის პარკში არ­სე­ბულ სა­და­ვო ნაკ­ვეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით მა­სა­ლე­ბი არის გან­თავ­სე­ბუ­ლი.

ამა­ვე ბლოგ­ზე ქვეყ­ნდე­ბა სას­ტუმ­როს ნა­ხა­ზი, რომ­ლის აშე­ნე­ბაც ვა­კის პარკშია და­გეგ­მი­ლი.

გარ­და ამი­სა, ბლოგ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი­დან ვი­გებთ, რომ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს მიერ 2009 წელს დამ­ტკი­ცე­ბულ "თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის წე­სის მი­ხედ­ვით, "სა­რეკ­რე­ა­ციო ზონა 2" -ის სტა­ტუ­სის მქო­ნე ტე­რი­ტო­რი­ებ­ში სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლი იყო, თუმ­ცა 2011 წლის 25 ნო­ემ­ბერს მას­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ტე­რი­ტო­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის და­საშ­ვებ სა­ხე­ო­ბებს სას­ტუმ­როც და­ე­მა­ტა. 2013 წლის 24 ივ­ლისს კი თბი­ლი­სის მერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ გა­მოს­ცა ბრძა­ნე­ბა, რომ­ლის პირ­ველ პუნ­ქტშიც ვკი­თხუ­ლობთ: "ქ. თბი­ლის­ში, ი. ჭავ­ჭა­ვა­ძის N68-ში არ­სე­ბულ მი­წის ნაკ­ვეთ­ზე სას­ტუმ­როს გან­თავ­სე­ბის მიზ­ნით, გა­ი­ცეს სპე­ცი­ა­ლუ­რი (ზო­ნა­ლუ­რი) შე­თან­ხმე­ბა საპ­რო­ექ­ტო წი­ნა­და­დე­ბით, წარ­მოდ­გე­ნი­ლი პა­რა­მეტ­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად და გა­ნი­სა­ზღვროს კ1=0.5″, რაც ნიშ­ნავს, რომ რ-2 სა­რეკ­რე­ა­ციო სტა­ტუ­სის მი­უ­ხე­და­ვად, მერ­მა გას­ცა ექ­სკლუ­ზი­უ­რი ნე­ბარ­თვა ნაკ­ვეთ­ზე სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბის­თვის.

რაც შე­ე­ხე­ბა ვა­კის პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ის კლე­ბის დი­ნა­მი­კას 2002-2012 წლე­ბის მან­ძილ­ზე, ის ამ ფო­ტო­ზე ნათ­ლად არის გა­მო­სა­ხუ­ლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია vakisparki.wordpress.com-ის მი­ხედ­ვით.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

ვაკის პარკში დაგეგმილი სასტუმროს ნახაზი და პარკის ტერიტორიის კლების დინამიკა ბოლო ათწლეულის მანძილზე

ვაკის პარკში დაგეგმილი სასტუმროს ნახაზი და პარკის ტერიტორიის კლების დინამიკა ბოლო ათწლეულის მანძილზე

ვნებათაღელვა ვაკის პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილი სასტუმროს მშენებლობის შესახებ გრძელდება. რამდენიმე დღის წინ "პარტიზანმა მებაღეებმა", მუსიკოსებმა და საზოგადოების სხვა წევრებმა დაგეგმილი მშენებლობის წინააღმდეგ მერიის წინ მშვიდობიანი აქცია-კონცერტი გამართეს. ქალაქ თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ კი განაცხადა, რომ ვაკეში სასტუმრო აუცილებლად აშენდება.

"აქციის ორგანიზატორები არაინფორმირებულნი არიან, ვინაიდან სასტუმრო, რომელიც რესტორან "ბუდაპეშტის" ტერიტორიაზე უნდა აშენდეს, პარკს არ მიეკუთვნება და სასტუმრო ცხრასართულიანის ნაცვლად, ხუთსართულიანი იქნება", - განაცხადა თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა.

ვაკის პარკის დასაცავად მოძრაობა "პარტიზანი მებაღეები" და საზოგადოების ცნობილი სახეები ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდნენ. ინტერნეტსივრცეს კი კიდევ ერთი ბლოგი შეემატა, სადაც ვაკის პარკში არსებულ სადავო ნაკვეთთან დაკავშირებით მასალები არის განთავსებული.

ამავე ბლოგზე ქვეყნდება სასტუმროს ნახაზი, რომლის აშენებაც ვაკის პარკშია დაგეგმილი.

გარდა ამისა, ბლოგზე განთავსებული დოკუმენტებიდან ვიგებთ, რომ თბილისის საკრებულოს მიერ 2009 წელს დამტკიცებულ "თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის მიხედვით, "სარეკრეაციო ზონა 2“ -ის სტატუსის მქონე ტერიტორიებში სასტუმროს მშენებლობა დაუშვებელი იყო, თუმცა 2011 წლის 25 ნოემბერს მასში შეტანილი ცვლილების მიხედვით, ტერიტორიის გამოყენების დასაშვებ სახეობებს სასტუმროც დაემატა. 2013 წლის 24 ივლისს კი თბილისის მერმა გიგი უგულავამ გამოსცა ბრძანება, რომლის პირველ პუნქტშიც ვკითხულობთ: “ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის N68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს განთავსების მიზნით, გაიცეს სპეციალური (ზონალური) შეთანხმება საპროექტო წინადადებით, წარმოდგენილი პარამეტრების შესაბამისად და განისაზღვროს კ1=0.5″, რაც ნიშნავს, რომ რ-2 სარეკრეაციო სტატუსის მიუხედავად, მერმა გასცა ექსკლუზიური ნებართვა ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობისთვის.

რაც შეეხება ვაკის პარკის ტერიტორიის კლების დინამიკას 2002-2012 წლების მანძილზე, ის ამ ფოტოზე ნათლად არის გამოსახული.

მომზადებულია vakisparki.wordpress.com-ის მიხედვით.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია