პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღარიბაშვილი ხადურის "4 000 ლარიან ჭამა-სმის სკანდალს" ეხმაურება
ღარიბაშვილი ხადურის "4 000 ლარიან ჭამა-სმის სკანდალს" ეხმაურება

ჩვენ არ ვაძ­ლევთ თავს უფ­ლე­ბას ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ვი­ცხოვ­როთ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ მე­დია ზედ­მე­ტად ახ­დენს სა­ხელ­მწი­ფო ტენ­დერებ­სა და შეს­ყიდ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხის აჟი­ტი­რე­ბას.

"ზედ­მე­ტად ახ­დენთ ამ სა­კი­თხის აჟი­ტი­რე­ბას და გას­კან­და­ლე­ბას ცდი­ლობთ. მეტი სა­სა­უბ­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ არ­სე­ბობს თუ რა ხდე­ბა? უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბი და ამის შემ­დეგ ყვე­ლა უწყე­ბა ამ სტან­დარ­ტებს და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ჩვენ არ ვაძ­ლევთ თავს უფ­ლე­ბას ფუ­ფუ­ნე­ბით ვი­ცხოვ­როთ - არც ერთი მი­ნის­ტრი და როცა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მარ­თულ წვე­უ­ლე­ბას ახ­სე­ნებთ, მინ­და გი­თხრათ, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ტო­კო­ლი, ეტი­კე­ტია, რომ როცა ევ­რო­კავ­ში­რი­დან, საფ­რან­გე­თი­დან ან სხვა ქვეყ­ნი­დან უცხო­უ­რი დე­ლე­გა­ცია ჩა­მო­დის, ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც კი არის, რომ ის წა­იყ­ვა­ნო და ავახ­შმო. არ შე­იძ­ლე­ბა ხა­დუ­რი გა­და­ა­ყო­ლოთ იმას, რომ 4 ათა­სი ლარი და­ხარ­ჯა, მით უმე­ტეს, რომ ის მარ­ტო არ წა­სუ­ლა და არ უქე­ი­ფია, მან წა­იყ­ვა­ნა საფ­რან­გე­თის დე­ლე­გა­ცია. ამა­ზე სირ­ცხვი­ლი­ცაა რომ ამ­დენს ვსა­უბ­რობთ", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ე­რის შე­ფა­სე­ბით, სა­კუ­თა­რი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ფიქ­რობ­და.

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და მის­მა მთავ­რო­ბამ უარი თქვა ფუ­ფუ­ნე­ბის საგ­ნებ­ზე, რაც დღე­საც გრძელ­დე­ბა - იგი­ვე პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში არ შე­ვი­და პრე­ზი­დენ­ტი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, მთავ­რო­ბა კან­ცე­ლა­რი­ა­ში მუ­შა­ობს და შე­გიძ­ლი­ათ მოხ­ვი­დეთ და ნა­ხოთ, რა პი­რო­ბებ­ში არი­ან მი­ნის­ტრე­ბი. მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, თუ რო­გო­რი მიდ­გო­მა ჰქონ­და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას - უხე­შად რომ და­ვი­ან­გა­რი­შოთ, 4-5 ობი­ექ­ტში მი­ლი­არდ 200 მი­ლი­ო­ნია და­ხარ­ჯუ­ლი და ამას ჩვენ კარ­გად შე­ვის­წავ­ლით.

საქ­მე ეხე­ბა პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ას, მა­შინ როცა ქვე­ყა­ნა­ში არის სი­ღა­რი­ბე, მა­შინ როცა რე­გი­ო­ნებ­ში, რა­ი­ო­ნებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა აქვს და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მათი ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა. გა­უმ­ჯო­ბეს­და პი­რო­ბე­ბი მხო­ლოდ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის, პირ­ველ რიგ­ში, ექს-პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მისი მი­ნის­ტრე­ბის­თვის. და­ახ­ლო­ე­ბით 500-600 მი­ლი­ო­ნი დაჯ­და პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცია, 360 მი­ლი­ო­ნი ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტი, 150 მი­ლი­ო­ნი დაჯ­და იუს­ტი­ცი­ის სახ­ლი და 60 მი­ლი­ო­ნი მთავ­რო­ბის სახ­ლი ქუ­თა­ის­ში. ესაა მი­ნი­მუმ მი­ლი­არ­დი ლარი. მა­ინ­ტე­რე­სებს, ამ შე­კი­თხვებს მა­შინ რა­ტომ არ სვამ­დით?", - მი­მარ­თა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ღარიბაშვილი ხადურის "4 000 ლარიან ჭამა-სმის სკანდალს" ეხმაურება

ღარიბაშვილი ხადურის "4 000 ლარიან ჭამა-სმის სკანდალს" ეხმაურება

ჩვენ არ ვაძლევთ თავს უფლებას ფუფუნებაში ვიცხოვროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ მედია ზედმეტად ახდენს სახელმწიფო ტენდერებსა და შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხის აჟიტირებას.

"ზედმეტად ახდენთ ამ საკითხის აჟიტირებას და გასკანდალებას ცდილობთ. მეტი სასაუბრო საზოგადოებაში არ არსებობს თუ რა ხდება? უახლოეს დღეებში წარმოდგენილი იქნება ახალი სტანდარტები და ამის შემდეგ ყველა უწყება ამ სტანდარტებს დაექვემდებარება. ჩვენ არ ვაძლევთ თავს უფლებას ფუფუნებით ვიცხოვროთ - არც ერთი მინისტრი და როცა ფინანსთა სამინისტროს მიერ გამართულ წვეულებას ახსენებთ, მინდა გითხრათ, რომ ჩვეულებრივი პროტოკოლი, ეტიკეტია, რომ როცა ევროკავშირიდან, საფრანგეთიდან ან სხვა ქვეყნიდან უცხოური დელეგაცია ჩამოდის, ვალდებულებაც კი არის, რომ ის წაიყვანო და ავახშმო. არ შეიძლება ხადური გადააყოლოთ იმას, რომ 4 ათასი ლარი დახარჯა, მით უმეტეს, რომ ის მარტო არ წასულა და არ უქეიფია, მან წაიყვანა საფრანგეთის დელეგაცია. ამაზე სირცხვილიცაა რომ ამდენს ვსაუბრობთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის შეფასებით, საკუთარი პირობების გაუმჯობესებაზე წინა ხელისუფლება ფიქრობდა.

"ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ უარი თქვა ფუფუნების საგნებზე, რაც დღესაც გრძელდება - იგივე პრეზიდენტის სასახლეში არ შევიდა პრეზიდენტი მარგველაშვილი, მთავრობა კანცელარიაში მუშაობს და შეგიძლიათ მოხვიდეთ და ნახოთ, რა პირობებში არიან მინისტრები. მინდა შეგახსენოთ, თუ როგორი მიდგომა ჰქონდა წინა ხელისუფლებას - უხეშად რომ დავიანგარიშოთ, 4-5 ობიექტში მილიარდ 200 მილიონია დახარჯული და ამას ჩვენ კარგად შევისწავლით.

საქმე ეხება პრეზიდენტის რეზიდენციას, მაშინ როცა ქვეყანაში არის სიღარიბე, მაშინ როცა რეგიონებში, რაიონებში მოსახლეობას მძიმე მდგომარეობა აქვს და წლების განმავლობაში მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის არაფერი გაკეთებულა. გაუმჯობესდა პირობები მხოლოდ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, პირველ რიგში, ექს-პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი მინისტრებისთვის. დაახლოებით 500-600 მილიონი დაჯდა პრეზიდენტის რეზიდენცია, 360 მილიონი ქუთაისის პარლამენტი, 150 მილიონი დაჯდა იუსტიციის სახლი და 60 მილიონი მთავრობის სახლი ქუთაისში. ესაა მინიმუმ მილიარდი ლარი. მაინტერესებს, ამ შეკითხვებს მაშინ რატომ არ სვამდით?", - მიმართა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა