ეკა ხოფერიას გადაცემის შემდეგ კინომცოდნე და რადიო "თავისუფლების" ბლოგერი გოგი გვახარია ნანუკა ჟორჟოლიანის საახალწლო შოუს აკრიტიკებს.
"საახალწლო გოლუბოი ოგონიოკი
ცხადია ადამიანის "პირადი შოუა" და ყველაფერს აკეთებს თავისი გემოვნების მიხედვით. მაგრამ როცა გადაცემაში "რუსთავი-2"-ის სახეები მონაწილეობენ, იქნებ გვაქვს უფლება დავუსვათ კითხვა ტელევიზიას - მხოლოდ გემოვნების საკითხია ეს თუ ფასეულობების? აგუტინის გასტროლებზე ვბრაზდებით და მთლად ამ უბედურების ქავერებს ვუმღერით მაყურებელს ახალ წელს?", - წერს გვახარია "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
პოსტან ერთად გვახარია ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ნანუკა ჟორჟოლიანი "ალილოს" წევრ ბექა ჩხაიძესთან ერთად აგუტინისა და ვარუმის სიმღერას плакать о тебе-ს ასრულებს.
გვახარიას პოსტს ტელეწამყვანები თამარა ჩერგოლეიშვილი და ეკა კვესიტაძე ეხმაურებიან. ვიდეოს ნახვის შემდეგ კვესიტაძეს დააინტერესა, რა ენაზე მღეროდნენ ბექა და ნანუკა. თამარა კი უფრო ლაკონური აღმოჩდა და შოუ ერთი სიტყვით შეაფასა: "ფუF".
ნანუკას შოუს საახალწლო გადაცემაში, რომელიც რესტორან "ფუნიკულიორში" გაიმართა, ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგელებმა სხვა უცხოენოვან სიმღერებთან ერთად, არაერთი რუსული ჰიტიც შეასრულეს.