პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაითხოვენ თუ არა მარტში თბილისის მერიასა და საკრებულოს
დაითხოვენ თუ არა მარტში თბილისის მერიასა და საკრებულოს

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი დაკ­ვე­თა აქვს მი­ღე­ბუ­ლი, თბი­ლი­სის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტი 3-ჯერ ზე­დი­ზედ ჩა­აგ­დოს და დე­და­ქა­ლაქ­ში ფე­დე­რა­ლუ­რი მმარ­თა­ვე­ლო­ბა შექ­მნას. საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში კი ამ­ბო­ბენ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" მე­რია სა­ბო­ტაჟს აწყობს და დე­ტა­ლუ­რად გა­წე­რილ ბი­უ­ჯეტს ითხოვს.

რო­გორც "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის - გა­ნახ­ლე­ბუ­ლი თბი­ლი­სის" თავ­მჯდო­მა­რე თა­მაზ შო­ში­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, საკ­რე­ბუ­ლოს და­თხოვ­ნი­სა და ფე­დე­რა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის შე­მო­ღე­ბა­ზე უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში მსჯე­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

"საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რეს, ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვილს დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უზურ­პა­ცია და ძა­ლა­უფ­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა სურს... შე­საძ­ლოა, გათ­ვლაა, რომ ში­ხი­აშ­ვილს სე­რი­ო­ზუ­ლი ფუნ­ქცია და­ა­კის­რონ, მაგ­რამ საქ­მე აქამ­დე არ უნდა მი­ვი­დეს. თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე დარ­ჩე­ნილ რამ­დე­ნი­მე თვე­ში საკ­რე­ბუ­ლოს და­თხოვ­ნა, ეს სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კრი­ზი­სია და ქვეყ­ნის იმიჯს და დე­და­ქა­ლაქს სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას შე­უქ­მნის", - აცხა­დებს შო­ში­აშ­ვი­ლი.

ცნო­ბი­სათ­ვის, თბი­ლი­სის 2014 წლის ბი­უ­ჯე­ტის მო­ცუ­ლო­ბა 785 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენს და ამ ბი­უ­ჯე­ტის გან­ხილ­ვა საკ­რე­ბუ­ლო­ში ერთხელ უკვე ჩა­ვარ­და. კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით კი, ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის სამ­ჯერ ჩა­ვარ­დნის შემ­თხვე­ვა­ში ფე­დე­რა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა უნდა შე­იქ­მნას, რაც საკ­რე­ბუ­ლოს და მე­რის და­თხოვ­ნას და მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის და­ნიშ­ვნას გუ­ლის­ხმობს.

რო­გორც გუ­შინ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა რე­ფორ­მა­ტო­რე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე თე­მურ გრი­გა­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი ში­ხი­აშ­ვი­ლი და უმ­რავ­ლე­სო­ბა არ აპი­რებს და­ამ­ტკი­ცოს 2014 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტი. გრი­გა­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ბი­უ­ჯე­ტის სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ზე­დი­ზედ სამ­ჯერ ჩა­ვარ­დნის შემ­თხვე­ვა­ში, კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, მოხ­დე­ბა საკ­რე­ბუ­ლოს დაშ­ლა და ფე­დე­რა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის დამ­ყა­რე­ბა.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტზე კონ­სულ­ტა­ცი­ას უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რე­ბი საკ­რე­ბუ­ლო­ში ხვა­ლი­დან და­ი­წყე­ბენ, პე­რი­ო­დუ­ლად შეხ­ვდე­ბი­ან მე­რი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს და პრო­ექ­ტის სა­კი­თხებ­ზე მათ­თან ერ­თად იმ­სჯე­ლე­ბენ.

საკ­რე­ბუ­ლოს უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბას საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე ჯაბა სა­მუ­შია გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ჯაბა სა­მუ­შია თბი­ლი­სის მე­რი­ას საკ­რე­ბუ­ლო­ში ჩაშ­ლი­ლი ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის წარ­მოდ­გე­ნას სთხოვს.

სა­მუ­ში­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს კი­დევ ერთხელ გა­აც­ნო საკ­რე­ბუ­ლოს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი წე­რი­ლი, რო­მე­ლიც მე­რი­ის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელს, სევ­დია უგ­რე­ხე­ლი­ძეს გა­და­ეგ­ზავ­ნა.

"მივ­მარ­თეთ ქალ­ბა­ტონ სევ­დი­ას, 2014 წლის ბი­უ­ჯე­ტი­სათ­ვის გა­წე­რი­ლი პრო­ექ­ტე­ბი ჩაშ­ლი­ლი სა­ხით წარ­მო­ად­გი­ნონ საკ­რე­ბუ­ლო­ში. ვიმ­სჯე­ლოთ, სად რა თან­ხა იხარ­ჯე­ბა და რა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი დევს აღ­ნიშ­ნულ დო­კუ­მენ­ტში. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვი­ცო­დეთ, სად მი­დის თი­თო­ე­უ­ლი თეთ­რი. ჩვენ აღარ და­ვუშ­ვებთ, რომ თბი­ლი­სე­ლე­ბის ბი­უ­ჯე­ტი მე­რი­ამ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის გა­ხარ­ჯოს", - აღ­ნიშ­ნავს სა­მუ­შია.

ჯაბა სა­მუ­შია: "ბი­უ­ჯე­ტის მი­ღე­ბა ნიშ­ნავს, რომ ჩვენ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვი­ღებთ. არ მინ­და გა­უმჭვირ­ვა­ლე ბი­უ­ჯეტ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა. მე რომ მქონ­დეს ბერ­კე­ტი, ბი­უ­ჯე­ტის მი­ღე­ბის შემ­დეგ ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბას და გამ­გებ­ლებს ვა­კონ­ტრო­ლებ­დე, მა­შინ ბი­უ­ჯეტს მი­ვი­ღებ­დი, მაგ­რამ სხვა ბერ­კე­ტი არ მაქვს, ამი­ტომ მის დამ­ტკი­ცე­ბას უარს ვე­უბ­ნე­ბი. მე­რი­ის შე­სა­ბა­მის კო­მი­ტე­ტებ­ში შე­სა­ბა­მის­მა სამ­სა­ხუ­რებ­მა წარ­მო­ად­გი­ნონ თი­თო­ე­უ­ლი თეთ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბა და ამის შემ­დეგ ქა­ლა­ქის საკ­რე­ბუ­ლო ადეკ­ვა­ტურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს. დღეს მე ბუნ­დო­ვა­ნი ციფ­რე­ბი და ბი­უ­ჯე­ტი მაქვს, ისევ იმ ძვე­ლი მე­თო­დით. სა­მუ­შაო ვა­რი­ან­ტე­ბი წარ­მო­მიდ­გი­ნონ, რომ ეს მი­ლი­ო­ნე­ბი კონ­კრე­ტუ­ლად რას უნდა მოხ­მარ­დეს. არ მინ­და, უბი­ნა­ოდ დარ­ჩე­ნი­ლი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლე­ბი­სათ­ვის 300 ათა­სი იყოს გა­მო­ყო­ფი­ლი და თბი­ლი­სის ან­ძის გა­ნა­თე­ბი­სათ­ვის ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი. ეს არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია. მო­სახ­ლე­ო­ბა და­ზა­რალ­დე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის წარ­მომ­და­გენ­ლე­ბი იმ გა­უმჭვირ­ვა­ლე ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის შე­მო­ტა­ნას გა­აგ­რძე­ლე­ბენ. ბი­უ­ჯე­ტის ჩა­ვარ­დნის შემ­თხვე­ვა­ში არა­ნა­ი­რი პრო­ექ­ტე­ბის შე­ჩე­რე­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა...

"გა­სულ წლებ­ში რომ თვით­ნე­ბუ­რად ხარ­ჯავ­დნენ თბი­ლი­სის ბი­უ­ჯეტს, დღეს ამას პრო­კუ­რა­ტუ­რა იძი­ებს და ახლა სი­ტყვა­ზე რა­ტომ უნდა ვენ­დო?! თუკი მე­რია კომ­პრო­მის­ზე არ წა­მო­ვა, ეს სა­ბო­ტა­ჟია. ქა­ლა­ქის მე­რი­ას არ უნდა ბი­უ­ჯე­ტი იყოს მი­ღე­ბუ­ლი და ის ცდი­ლობს ვა-ბანკზე წა­ვი­დეს".

მისი თქმით, გა­სულ წელს იმ პი­რო­ბებ­ში, რა პი­რო­ბე­ბიც არის ქა­ლაქ­ში შექ­მნი­ლი, დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით, თით­ქმის 100 მი­ლი­ო­ნი გა­უ­ხარ­ჯა­ვი თან­ხა იყო დარ­ჩე­ნი­ლი, აქი­დან 50 მი­ლი­ო­ნი წლის მი­წუ­რულს გა­და­ნა­წილ­და, 50 მი­ლი­ო­ნი კი ნაშ­თად დარ­ჩა. 740-მი­ლი­ო­ნი­ან ბი­უ­ჯეტ­ში 100 მი­ლი­ო­ნი გა­უ­ხარ­ჯა­ვი თან­ხა იყო და ამი­ტომ არის შე­კი­თხვე­ბი.

სა­მუ­ში­ას გან­ცხა­დე­ბით, თუკი სა­ბო­ტა­ჟი გაგ­რძელ­და, კა­ნო­ნით არ­სე­ბობს ნორ­მა, რომ ფე­დე­რა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა შე­მო­ვი­დეს, მაგ­რამ ეს უპირ­ვე­ლე­სად საკ­რე­ბუ­ლოს ლიკ­ვი­და­ცი­ას ნიშ­ნავს და მათ ხელს არ აძ­ლევს, მაგ­რამ იქვე დას­ძენს, რომ ისი­ნი უამ­რავ შავ­ხვრე­ლი­ან ბი­უ­ჯეტ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ აი­ღე­ბენ.

"თუ თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის მხრი­დან ადეკ­ვა­ტუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი არ გა­და­იდ­გმე­ბა, მე­რი­ას ამ ხის­ტი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო ბი­უ­ჯეტს ვერ და­ვუმ­ტკი­ცებთ. კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის­თვის მზად ვართ. გვი­თხრან, სად რა თან­ხა უნდა და­ი­ხარ­ჯოს. მე­რი­ას მო­ვუ­წო­დეთ, სა­ბო­ტაჟ­ზე ნუ წავ­ლენ. მათი ჩა­ნა­ფიქ­რია, რომ ფე­დე­რა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა შე­მო­ვი­დეს. ამას მთე­ლი რიგი პრო­ცე­დუ­რე­ბი სჭირ­დე­ბა და ასე ად­ვი­ლად არ ხდე­ბა. პარ­ლა­მენ­ტი იღებს სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, იმის მა­გივ­რად, რომ ნორ­მა­ლუ­რი ბი­უ­ჯე­ტი გა­ა­კე­თონ და სევ­დია უგ­რე­ხე­ლი­ძე ეპის­ტო­ლე­ე­ბით არ გვე­სა­უბ­როს, გვე­სა­უბ­რე­ბი­ან ფე­დე­რა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის შე­მო­ღე­ბა­ზე. ამა­ზე არა­ვინ არ იფიქ­როს, ჩვენ ნორ­მა­ლუ­რი ბი­უ­ჯე­ტი გვინ­და", - დას­ძენს სა­მუ­შია.

სა­მუ­ში­ას პა­სუ­ხად თა­მაზ შო­ში­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ბრალ­დე­ბა, თით­ქოს ბი­უ­ჯე­ტი გა­უმჭვირ­ვა­ლეა, და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია. ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ბი­უ­ჯე­ტი კო­დექ­სის შე­სა­ბა­მი­სად არის გა­წე­რი­ლი.

"თი­თო­ე­ულ სა­კი­თხზე დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა მათ გან­ხილ­ვე­ბის დროს შე­ეძ­ლოთ, მაგ­რამ დე­ტა­ლუ­რი გან­ხილ­ვე­ბი კო­მი­სი­ებ­ზე არ შემ­დგა­რა და ამის შემ­დეგ საკ­რე­ბუ­ლო­ში გარ­კვე­უ­ლი სპექ­ტაკ­ლი დად­გეს, ვი­თომ 6 სა­ა­თი იხი­ლავ­დნენ ბი­უ­ჯეტს. გა­ნა­ცხა­დეს, რომ მე­რი­ას ბი­უ­ჯე­ტი მათ მიერ და­ყე­ნე­ბუ­ლი 14 სა­კი­თხის გამო უნდა შე­ეც­ვა­ლა. მათ­გან 10 სა­კი­თხი უკვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია, დარ­ჩე­ნი­ლი 4 კი ისე­თია, რო­მელ­საც მე­რია ვერ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, რად­გან ნა­წი­ლი თვით­მმარ­თვლე­ო­ბას არ ეხე­ბო­და, ნა­წი­ლი კი გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი არ იყო. უმ­რავ­ლე­სო­ბამ ბი­უ­ჯე­ტი ჩა­აგ­დო, ამის შემ­დეგ ქა­ლა­ქის მე­რი­ას­თან არა­ნა­ი­რი კონ­სულ­ტა­ცია არ მიმ­დი­ნა­რე­ობს და არც მო­მა­ვალ­ში აპი­რე­ბენ. 785-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ბი­უ­ჯე­ტი უნდა დამ­ტკიც­დეს და ამ დროს ბა­ტო­ნი ში­ხი­აშ­ვი­ლი ორ­კვი­რი­ა­ნი მივ­ლი­ნე­ბით წა­ვი­და ჯერ ჩი­ნეთ­ში, შემ­დეგ აშშ-ში მი­ემ­გზავ­რე­ბა. მხო­ლოდ ის­ტო­რი­კოს ჯაბა სა­მუ­ში­ას კო­მენ­ტა­რე­ბი ის­მის, რო­მე­ლიც ბი­უ­ჯე­ტის მუხ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით აბ­სურ­დებს იძა­ხის. ჩემ­თვის გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ ის­ტო­რი­კო­სი ფი­ნან­სებ­ში ვერ ერ­კვე­ვა, მაგ­რამ ამის გამო იმის თქმა, რომ ბი­უ­ჯე­ტი გა­უმჭვირ­ვა­ლეა, აბ­სურ­დია", - ამ­ბობს შო­ში­აშ­ვი­ლი და დას­ძენს, რომ ბი­უ­ჯე­ტის ჩაგ­დე­ბა ეს პო­ლი­ტი­კუ­რი დაკ­ვე­თაა.

თა­მაზ შო­ში­აშ­ვი­ლი: "რე­ა­ლუ­რად ბი­უ­ჯე­ტის დამ­ტკი­ცე­ბის ვადა 11 მარ­ტამ­დეა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რებ­მა ამის გან­ხილ­ვა უნდა და­ი­წყონ. შე­საძ­ლოა, დე­და­ქა­ლაქს პრობ­ლე­მა შე­ექ­მნას, სა­მუ­შია კი გა­მო­დის და შეც­დო­მა­ში შეჰ­ყავს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ შე­იქ­მნე­ბაო. თუ თვის ბო­ლომ­დე ბი­უ­ჯე­ტი არ დამ­ტკიც­დე­ბა, შე­საძ­ლოა, სო­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით პრობ­ლე­მე­ბი შე­იქ­მნას. მე­რია არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შეა, რო­მე­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა შე­ა­ჩე­როს. კო­მუ­ნა­ლურ ვა­უ­ჩე­რებს, ტრან­სპორ­ტის შე­ღა­ვა­თებს, უფა­სო სა­სა­დი­ლო­ებს ერ­თად ვერ და­ა­ფი­ნან­სებს, ამათ­გან რო­მე­ლი­მე მსხვი­ლი პროგ­რა­მა უნდა ამო­აგ­დოს.

"ვი­ცით, რომ ისი­ნი მსჯე­ლო­ბენ ფე­დე­რა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის შე­მო­ღე­ბის ფორ­მა­ზე და ზუს­ტად ვერ გე­ტყვით, რას წყვეტს ეს დარ­ჩე­ნი­ლი ორი თვე. ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე საკ­რე­ბუ­ლოს და­თხოვ­ნა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კრი­ზისს ნიშ­ნავს და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ამის სურ­ვი­ლი არ აქვს. იმე­დი მაქვს, უმ­რავ­ლე­სო­ბა­საც ასე­თი­ვე საღი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს და ბი­უ­ჯეტს მხარს და­უ­ჭე­რენ".

ეკა ბა­სი­ლა­ია

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

დაითხოვენ თუ არა მარტში თბილისის მერიასა და საკრებულოს

დაითხოვენ თუ არა მარტში თბილისის მერიასა და საკრებულოს

თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებენ, რომ საკრებულოს უმრავლესობას პოლიტიკური დაკვეთა აქვს მიღებული, თბილისის ბიუჯეტის პროექტი 3-ჯერ ზედიზედ ჩააგდოს და დედაქალაქში ფედერალური მმართაველობა შექმნას. საკრებულოს უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ "ნაციონალური" მერია საბოტაჟს აწყობს და დეტალურად გაწერილ ბიუჯეტს ითხოვს.

როგორც "რეზონანსთან" საუბრისას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის - განახლებული თბილისის" თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილი ამბობს, მისი ინფორმაციით, საკრებულოს დათხოვნისა და ფედერალური მმართველობის შემოღებაზე უმრავლესობაში მსჯელობა მიმდინარეობდა.

"საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი შიხიაშვილს დედაქალაქის მერიაში ხელისუფლების უზურპაცია და ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურს... შესაძლოა, გათვლაა, რომ შიხიაშვილს სერიოზული ფუნქცია დააკისრონ, მაგრამ საქმე აქამდე არ უნდა მივიდეს. თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩენილ რამდენიმე თვეში საკრებულოს დათხოვნა, ეს სახელისუფლებო კრიზისია და ქვეყნის იმიჯს და დედაქალაქს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის", - აცხადებს შოშიაშვილი.

ცნობისათვის, თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის მოცულობა 785 მილიონ ლარს შეადგენს და ამ ბიუჯეტის განხილვა საკრებულოში ერთხელ უკვე ჩავარდა. კანონის მიხედვით კი, ბიუჯეტის პროექტის სამჯერ ჩავარდნის შემთხვევაში ფედერალური მმართველობა უნდა შეიქმნას, რაც საკრებულოს და მერის დათხოვნას და მთავრობის წარმომადგენლის დანიშვნას გულისხმობს.

როგორც გუშინ თბილისის საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა რეფორმატორების" თავმჯდომარე თემურ გრიგალაშვილმა განაცხადა, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი და უმრავლესობა არ აპირებს დაამტკიცოს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი. გრიგალაშვილის განცხადებით, ბიუჯეტის სამი თვის განმავლობაში ზედიზედ სამჯერ ჩავარდნის შემთხვევაში, კანონის თანახმად, მოხდება საკრებულოს დაშლა და ფედერალური მმართველობის დამყარება.

პრესკონფერენციის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ბიუჯეტის პროექტზე კონსულტაციას უმცირესობის წევრები საკრებულოში ხვალიდან დაიწყებენ, პერიოდულად შეხვდებიან მერიის თანამშრომლებს და პროექტის საკითხებზე მათთან ერთად იმსჯელებენ.

საკრებულოს უმცირესობის წევრების განცხადებას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია გამოეხმაურა. ჯაბა სამუშია თბილისის მერიას საკრებულოში ჩაშლილი ბიუჯეტის პროექტის წარმოდგენას სთხოვს.

სამუშიამ ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ გააცნო საკრებულოს მიერ მომზადებული წერილი, რომელიც მერიის მოვალეობის შემსრულებელს, სევდია უგრეხელიძეს გადაეგზავნა.

"მივმართეთ ქალბატონ სევდიას, 2014 წლის ბიუჯეტისათვის გაწერილი პროექტები ჩაშლილი სახით წარმოადგინონ საკრებულოში. ვიმსჯელოთ, სად რა თანხა იხარჯება და რა პრიორიტეტები დევს აღნიშნულ დოკუმენტში. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, სად მიდის თითოეული თეთრი. ჩვენ აღარ დავუშვებთ, რომ თბილისელების ბიუჯეტი მერიამ "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული ინტერესებისთვის გახარჯოს", - აღნიშნავს სამუშია.

ჯაბა სამუშია: "ბიუჯეტის მიღება ნიშნავს, რომ ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ. არ მინდა გაუმჭვირვალე ბიუჯეტზე პასუხისმგებლობის აღება. მე რომ მქონდეს ბერკეტი, ბიუჯეტის მიღების შემდეგ ქალაქის მთავრობას და გამგებლებს ვაკონტროლებდე, მაშინ ბიუჯეტს მივიღებდი, მაგრამ სხვა ბერკეტი არ მაქვს, ამიტომ მის დამტკიცებას უარს ვეუბნები. მერიის შესაბამის კომიტეტებში შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ თითოეული თეთრის მიმართულება და ამის შემდეგ ქალაქის საკრებულო ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს. დღეს მე ბუნდოვანი ციფრები და ბიუჯეტი მაქვს, ისევ იმ ძველი მეთოდით. სამუშაო ვარიანტები წარმომიდგინონ, რომ ეს მილიონები კონკრეტულად რას უნდა მოხმარდეს. არ მინდა, უბინაოდ დარჩენილი სოციალურად დაუცველებისათვის 300 ათასი იყოს გამოყოფილი და თბილისის ანძის განათებისათვის ნახევარი მილიონი. ეს არაადეკვატურია. მოსახლეობა დაზარალდება იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მთავრობის წარმომდაგენლები იმ გაუმჭვირვალე ბიუჯეტის პროექტის შემოტანას გააგრძელებენ. ბიუჯეტის ჩავარდნის შემთხვევაში არანაირი პროექტების შეჩერებას საფრთხე არ ემუქრება...

"გასულ წლებში რომ თვითნებურად ხარჯავდნენ თბილისის ბიუჯეტს, დღეს ამას პროკურატურა იძიებს და ახლა სიტყვაზე რატომ უნდა ვენდო?! თუკი მერია კომპრომისზე არ წამოვა, ეს საბოტაჟია. ქალაქის მერიას არ უნდა ბიუჯეტი იყოს მიღებული და ის ცდილობს ვა-ბანკზე წავიდეს".

მისი თქმით, გასულ წელს იმ პირობებში, რა პირობებიც არის ქალაქში შექმნილი, დეკემბრის ჩათვლით, თითქმის 100 მილიონი გაუხარჯავი თანხა იყო დარჩენილი, აქიდან 50 მილიონი წლის მიწურულს გადანაწილდა, 50 მილიონი კი ნაშთად დარჩა. 740-მილიონიან ბიუჯეტში 100 მილიონი გაუხარჯავი თანხა იყო და ამიტომ არის შეკითხვები.

სამუშიას განცხადებით, თუკი საბოტაჟი გაგრძელდა, კანონით არსებობს ნორმა, რომ ფედერალური მმართველობა შემოვიდეს, მაგრამ ეს უპირველესად საკრებულოს ლიკვიდაციას ნიშნავს და მათ ხელს არ აძლევს, მაგრამ იქვე დასძენს, რომ ისინი უამრავ შავხვრელიან ბიუჯეტზე პასუხისმგებლობას არ აიღებენ.

"თუ თბილისის მთავრობის მხრიდან ადეკვატური ნაბიჯები არ გადაიდგმება, მერიას ამ ხისტი დამოკიდებულების გამო ბიუჯეტს ვერ დავუმტკიცებთ. კონსულტაციებისთვის მზად ვართ. გვითხრან, სად რა თანხა უნდა დაიხარჯოს. მერიას მოვუწოდეთ, საბოტაჟზე ნუ წავლენ. მათი ჩანაფიქრია, რომ ფედერალური მმართველობა შემოვიდეს. ამას მთელი რიგი პროცედურები სჭირდება და ასე ადვილად არ ხდება. პარლამენტი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმის მაგივრად, რომ ნორმალური ბიუჯეტი გააკეთონ და სევდია უგრეხელიძე ეპისტოლეებით არ გვესაუბროს, გვესაუბრებიან ფედერალური მმართველობის შემოღებაზე. ამაზე არავინ არ იფიქროს, ჩვენ ნორმალური ბიუჯეტი გვინდა", - დასძენს სამუშია.

სამუშიას პასუხად თამაზ შოშიაშვილი ამბობს, რომ ბრალდება, თითქოს ბიუჯეტი გაუმჭვირვალეა, დაუსაბუთებელია. ირწმუნება, რომ ბიუჯეტი კოდექსის შესაბამისად არის გაწერილი.

"თითოეულ საკითხზე დეტალური ინფორმაციის მიღება მათ განხილვების დროს შეეძლოთ, მაგრამ დეტალური განხილვები კომისიებზე არ შემდგარა და ამის შემდეგ საკრებულოში გარკვეული სპექტაკლი დადგეს, ვითომ 6 საათი იხილავდნენ ბიუჯეტს. განაცხადეს, რომ მერიას ბიუჯეტი მათ მიერ დაყენებული 14 საკითხის გამო უნდა შეეცვალა. მათგან 10 საკითხი უკვე გათვალისწინებულია, დარჩენილი 4 კი ისეთია, რომელსაც მერია ვერ გაითვალისწინებდა, რადგან ნაწილი თვითმმართვლეობას არ ეხებოდა, ნაწილი კი გასათვალისწინებელი არ იყო. უმრავლესობამ ბიუჯეტი ჩააგდო, ამის შემდეგ ქალაქის მერიასთან არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს და არც მომავალში აპირებენ. 785-მილიონიანი ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს და ამ დროს ბატონი შიხიაშვილი ორკვირიანი მივლინებით წავიდა ჯერ ჩინეთში, შემდეგ აშშ-ში მიემგზავრება. მხოლოდ ისტორიკოს ჯაბა სამუშიას კომენტარები ისმის, რომელიც ბიუჯეტის მუხლებთან დაკავშირებით აბსურდებს იძახის. ჩემთვის გასაკვირი არ არის, რომ ისტორიკოსი ფინანსებში ვერ ერკვევა, მაგრამ ამის გამო იმის თქმა, რომ ბიუჯეტი გაუმჭვირვალეა, აბსურდია", - ამბობს შოშიაშვილი და დასძენს, რომ ბიუჯეტის ჩაგდება ეს პოლიტიკური დაკვეთაა.

თამაზ შოშიაშვილი: "რეალურად ბიუჯეტის დამტკიცების ვადა 11 მარტამდეა და "ქართული ოცნების" წევრებმა ამის განხილვა უნდა დაიწყონ. შესაძლოა, დედაქალაქს პრობლემა შეექმნას, სამუშია კი გამოდის და შეცდომაში შეჰყავს თანამოქალაქეები, რომ არანაირი პრობლემა არ შეიქმნებაო. თუ თვის ბოლომდე ბიუჯეტი არ დამტკიცდება, შესაძლოა, სოციალური მიმართულებით პრობლემები შეიქმნას. მერია არჩევანის წინაშეა, რომელი სოციალური პროგრამა შეაჩეროს. კომუნალურ ვაუჩერებს, ტრანსპორტის შეღავათებს, უფასო სასადილოებს ერთად ვერ დააფინანსებს, ამათგან რომელიმე მსხვილი პროგრამა უნდა ამოაგდოს.

"ვიცით, რომ ისინი მსჯელობენ ფედერალური მმართველობის შემოღების ფორმაზე და ზუსტად ვერ გეტყვით, რას წყვეტს ეს დარჩენილი ორი თვე. ადგილობრივ არჩევნებამდე საკრებულოს დათხოვნა სახელისუფლებო კრიზისს ნიშნავს და "ნაციონალურ მოძრაობას" ამის სურვილი არ აქვს. იმედი მაქვს, უმრავლესობასაც ასეთივე საღი დამოკიდებულება აქვს და ბიუჯეტს მხარს დაუჭერენ".

ეკა ბასილაია

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა