16 იანვარს ორთაჭალაში, გორგასლის 61-ში "ფრესკოს" მესამე სუპერმარკეტი გაიხსნა, რომელიც 5500 კვ. მეტრ ფართობზეა განთავსებული. "ფრესკოს" ახალი მაღაზია, ისევე როგორც ვარკეთილის და მუხიანის, მომხმარებლებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება და 25 000-ზე მეტი სახეობის მაღალი ხარისხის პროდუქციას შესთავაზებს სტანდარტულად დაბა ფასებში, რამდენადაც "ფრესკოს", სუპერმარკეტების საშუალო ჩეკი ყველაზე დაბალია საქართველოში არსებულ სუპერმარკეტებს შორის.
მაღაზიაში განთსებულია თონე, საცხობი, სამზარეულო, თვითმომსახურე კაფე "FRESCO" საბავშო კუთხე პატარების გასართობად აფთიაქი, ბანკი და სხვა საყოფაცხოვრებო ობიექტები.
ტერიტორია სრულად არის აღჭურვილი უფასო Wi-Fi ინტერნეტით, მაღაზიის ტერიტორიაზე განთავსებულია ავტოსადგომი 80 მანქანაზე.
სავაჭრო ცენტრ "ფრესკოს" პირველი ობიექტი 2012 წლის იანვარში, ვარკეთილში, კალოუბნის ქ. N9 ში გაიხსნა ობიექტი 4500 კვ.მეტრ ფართობზეა განთავსებული, მეორე სუპერმარკეტი 2012 წლის დეკემბერში მუხიანში გაიხსნა რომელიც 5000 კვადარტულ მეტრზეა განთავსებული. ორივე ფრესკოს ტერიტორიაზე მოწყობილია პარკირების ადგილები, რაც მაღაზიებში სტუმრობას უფრო კომფორტულს ხდის.
"ფრესკოს" ქსელში ამჟამად 300 ამდე ადამიანია დასაქმებული, ხოლო წლის ბოლომდე კომპანია დამატებით 200-მდე ახალ სამუშო ადგილს შექმნის რადგან 2014 წლის ბოლომდე ფრესკოს სუპერმარეტების ქსელს კიდევ 2 ახალი სავაჭრო ცენტრი შეემატება საბურთალოზე და ჩუღურეთში.
სტაბილურად დაბალი ფასები, მაღალი დონის მომსახურება, პროდუქციის ფართო არჩევანი, სასიამოვნო გარემო - ეს ის ძირითადი უპირატესობებია, რაც გამოარჩევს "ფრესკოს" და მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მომხმარებელთა კმაყოფილებისათვის.
კომპანიის სტრატეგია მოიცავს ქსელის გაფართოებას მთელი თბილისის მაშტაბით ეს ხელს შეუწყობს ქალაქის განვიათრებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
R