მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თაკო ოქროპირიძემ შესაძლოა, მაია დარსმელიძესთან პირადი მიმოწერა გაასაჯაროოს: "მაია ამბობდა, ჩემსას გავიტანო"
თაკო ოქროპირიძემ შესაძლოა, მაია დარსმელიძესთან პირადი მიმოწერა გაასაჯაროოს: "მაია ამბობდა, ჩემსას გავიტანო"

სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუ "ახა­ლი ხმა" დას­რულ­და. შო­უმ ბევ­რი რა­მით დაგ­ვა­მახ­სოვ­რა თა­ვით, მათ შო­რის იმი­თაც, რომ ერთ-ერ­თ­მა მწვრთნელ­მა, მაია დარ­ს­მე­ლი­ძემ სა­კუ­თა­რი გუნ­დის წევრ თა­კო ოქ­რო­პი­რი­ძეს პრო­ცენ­ტუ­ლი შე­ფა­სე­ბის დროს 1% და­უ­წე­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ თუ­კი ის ფი­ნალ­ში გა­და­ვი­დო­და, სა­კუ­თარ გა­მარ­ჯ­ვე­ბას არ აღი­ა­რებ­და. რო­გორც თა­კო ოქრო­პი­რი­ძე ამ­ბობს, მა­სა და მწვრთნელს შო­რის უთან­ხ­მო­ე­ბა არ არ­სე­ბობ­და და ეს ამ­ბა­ვი მის­თ­ვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. სა­უბ­რი­სას თა­კომ სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბი გა­იხ­სე­ნა და გვითხ­რა, რომ პრო­ექ­ტი­დან გა­მოს­ვ­ლას არ გა­ნიც­დის, პი­რი­ქით - კმა­ყო­ფი­ლია, ასე რომ მო­უ­წია "ა­ხა­ლი ხმის" და­ტო­ვე­ბამ:

- ჩვენ შო­რის ცუ­დი არა­ფე­რი მომ­ხ­და­რა. პი­რი­ქით - ძა­ლი­ან დი­დი სით­ბო­თი და სიყ­ვა­რუ­ლით მექ­ცე­ო­და. იმ დღეს რა მოხ­და - მი­ჭირს პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას თვალს ადევ­ნებ­და ყვე­ლა კონ­კურ­სან­ტი, ბენ­დის წევ­რე­ბი და ისი­ნიც და­მე­თან­ხ­მე­ბი­ან, რომ ასეთ რა­მეს არა­ვინ ელო­და. მაია ამ ყვე­ლა­ფერს იმით ხსნის, რომ არ მი­ჯე­რებ­დაო. თუმ­ცა მე შე­ნა­ხუ­ლი მაქვს ჩვე­ნი მი­წერ-მო­წე­რა, სა­დაც კარ­გად ჩანს, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფერ­ში ვე­თან­ხ­მე­ბი. პი­რი­ქით - მეხ­ვე­წე­ბა: თა­კო, გა­მი­ზი­ა­რე შე­ნი იდეა და მი­თხა­რი, რა მოგ­წონს. იქ­ნებ ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნი არ არის მი­სა­ღე­ბი შენ­თ­ვი­სო. მე კი ვპა­სუ­ხობ­დი: მე შენ გენ­დო­ბი, ჩე­მი მწვრთნე­ლი ხარ და ბო­ლომ­დე მოგ­ყ­ვე­ბი-მეთ­ქი. ყვე­ლა სიტყ­ვა, გაც­ნო­ბის დღი­დან ამ არა­სა­სი­ა­მოვ­ნო ამ­ბამ­დე, შე­ნა­ხუ­ლი მაქვს "ფე­ის­ბუქ­სა" და ტე­ლე­ფონ­ში. თუ­კი სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, აუცი­ლებ­ლად გა­ვა­სა­ჯა­რო­ებ.

- მა­ი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ მის მი­ერ არ­ჩე­უ­ლი სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბა ბო­ლო წუთს გა­და­ი­ფიქ­რე.

- ეს სიმ­ღე­რა არა ჩე­მი, არა­მედ პრო­ექ­ტის პრო­დი­უ­სერ და­თო იმე­დაშ­ვი­ლის, და არა მხო­ლოდ მი­სი და­წუ­ნე­ბუ­ლია. და­ი­წუ­ნა პრო­ექ­ტის მთა­ვარ­მა ჰო­ლან­დი­ელ­მა პრო­დი­უ­სერ­მაც. მან წე­რი­ლიც გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა, სა­დაც ამ­ბობ­და, ეთ­ნო- ჯა­ზი არაო. ეს ყვე­ლა­ფე­რი ბენ­დის ხელმ­ძღ­ვა­ნელ­მა და­ვით მა­ზა­ნაშ­ვილ­მა მითხ­რა, რო­მე­ლიც ასე­ვე აღ­ნიშ­ნავ­და, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ეს სიმ­ღე­რა "ა­ხა­ლი ხმის" სცე­ნა­ზე გაჟ­ღერ­დე­სო. ეს იყო მა­ი­ას არ­ჩე­უ­ლი სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც, რო­გორც აგ­ვიხ­ს­ნეს, უბ­რა­ლოდ არ მო­ერ­გო "ა­ხა­ლი ხმის" ფორ­მატს. მაია კი ამ­ბობ­და, აუცი­ლებ­ლად იმ­ღე­რე­ბო და მეც ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი, მაგ­რამ იმის შე­მე­შინ­და, სცე­ნა­ზე გას­ვ­ლის წინ არ ეთ­ქ­ვათ, თა­კო, ხომ გა­გაფ­რ­თხი­ლეთ, ამ სიმ­ღე­რას არ იმ­ღე­რე­ბო... რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ად­რე რომ მითხ­რან, ახა­ლი სიმ­ღე­რა შე­არ­ჩიეო, მე­რე რა ვქნა-მეთ­ქი. ეს მა­ი­ა­საც ვუ­თხა­რი, მან კი მი­პა­სუ­ხა, თუ ასე მოხ­და, დიდ აჟი­ო­ტაჟს ავ­ტეხ და შე­იძ­ლე­ბა პრო­ექ­ტიც დავ­ტო­ვოო. ყვე­ლა მი­დას­ტუ­რებ­და, რომ ამ სიმ­ღე­რას ვერ ვიმ­ღე­რებ­დი და სხვა უნ­და შე­მერ­ჩია. ამის შემ­დეგ შევ­თა­ვა­ზე მა­ი­ას ჩე­მი ვერ­სია და მა­საც ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. რე­პე­ტი­ცი­ა­ზე ცრემ­ლე­ბი წა­მო­უ­ვი­და, სკა­მი­დან წა­მოხ­ტა, მე­ფე­რა და მე­ხუ­ტე­ბო­და, ამა­ში ბენ­დის წევ­რე­ბიც და­მე­მოწ­მე­ბი­ან.

- ხომ არ ფიქ­რობ, რომ ის პრო­დიუ­სე­რე­ბის მი­ერ სიმ­ღე­რის და­წუ­ნე­ბამ გა­ა­ღი­ზი­ა­ნა?

- შე­იძ­ლე­ბა! და ჩემ­ზე გად­მო­ან­თხია ეს ბრა­ზი. სა­ბო­ლო­ოდ გვითხ­რეს, ეს სიმ­ღე­რა და­წუ­ნე­ბუ­ლიაო. მაია მა­ინც ამ­ბობ­და, ჩემ­სას გა­ვი­ტა­ნო. ეს სიმ­ღე­რა იყო აზი­ზა მუს­ტა­ფა- ზა­დეს ერთ-ერ­თი კომ­პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ მუ­სი­კა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის. რად­გან ფორ­მა­ტი მხო­ლოდ ე.წ. პაპ­სა სიმ­ღე­რებს ით­ვა­ლის­წი­ნებს, ამი­ტო­მაც და­ი­წუ­ნეს. ეს იყო აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ეთ­ნო-ჯა­ზი. ამე­რი­კულ ჯაზ­საც იწუ­ნებ­დ­ნენ, რომ გა­და­ხე­დოთ, არა­ვის შე­უს­რუ­ლე­ბია ჯა­ზი.

- მა­ი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ შე­ში­ნე­ბუ­ლი სა­ხით ითხო­ვე სიმ­ღე­რის შეც­ვ­ლა.

- რო­გორც და­სჭირ­და, ისე თქვა. მთე­ლი ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა ამ­ბობ­და, ეს სიმ­ღე­რა არ გა­ვა და დრო­უ­ლად უნ­და შე­არ­ჩი­ოთ სხვაო. მაია კი ამ­ბობ­და, ჩემ­სას გა­ვი­ტან, ყან­ჩე­ლის მუ­სი­კას მი­ვა­ბა­მო... შე­ში­ნე­ბუ­ლი სა­ხე ალ­ბათ იმი­ტომ მქონ­და, რომ სა­ერ­თოდ არ დამ­რ­ჩა დრო ახა­ლი სიმ­ღე­რის შე­სარ­ჩე­ვა­დაც კი. თა­ნაც მა­ი­ას ვერ­სი­აც კი არ ჰქონ­და მო­ტა­ნი­ლი, სად უნ­და მი­ე­ბა ყან­ჩე­ლის მუ­სი­კა, ვის უნ­და შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა...

- გუ­ლი არ გწყდე­ბა, ასე რომ და­ტო­ვე შოუ?

- ის, რომ მწვრთნე­ლე­ბი პრო­ცენ­ტებს უწერ­დ­ნენ კონ­კურ­სან­ტებს, ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე გა­ვი­გე. მა­შინ ვი­ვა­რა­უ­დე, რომ მაია ერთ პრო­ცენტს და­მი­წერ­და და ვთქვი, თუ მა­ინც უნ­და დავ­ტო­ვო პრო­ექ­ტი, მინ­და, მა­ი­ამ 1% და­მი­წე­როს-მეთ­ქი. ორი პრო­ცენ­ტიც კი არ მინ­დო­და. ყვე­ლა კონ­კურ­სანტს, მათ შო­რის თი­კოს, წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ. ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ნა­კა­დი იყო და ყვე­ლა იმ­სა­ხუ­რებ­და ფი­ნალ­ში გა­დას­ვ­ლას, ნამ­დ­ვი­ლად ყვე­ლას ეკუთ­ვ­ნო­და, სხვა სა­კი­თხია, ვის გა­უ­მარ­თ­ლა პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში თა­ვის მწვრთნელ­თან და ვის - არა. მინ­და, თქვე­ნი მეშ­ვე­ო­ბით "ა­ხა­ლი ხმის" შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფს დი­დი მად­ლო­ბა ვუთხ­რა გვერ­დ­ში დგო­მის­თ­ვის. ყვე­ლა ხე­დავ­და, ვინ იყო მარ­თა­ლი და ვინ მტყუ­ა­ნი...

რაც შე­ე­ხე­ბა მაია დარ­ს­მე­ლი­ძეს, მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შემ­დე­გი კო­მენ­ტა­რი და­ტო­ვა:

"ძა­ლი­ან არ მინ­დო­და, ასე დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო ჩე­მი და თა­კოს ურ­თი­ერ­თო­ბა. მა­ი­ძუ­ლა, ასე მოვ­ქ­ცე­უ­ლი­ყა­ვი, რად­გან თი­კოს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ნა­ი­რად მირ­ჩევ­ნია, ვერ გავ­წი­რავ­დი. ჩემ­თ­ვის ეს იქ­ნე­ბო­და უფ­რო დი­დი უსა­მარ­თ­ლო­ბა".

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას მაია დარ­ს­მე­ლი­ძე მხო­ლოდ მცი­რე კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გ­ლა: "ეს გო­გო ყვე­ლა­ფერს იტყუ­ე­ბა, პრო­ექ­ტი რომ ჩამ­თავ­რ­დე­ბა, ყვე­ლას თა­ვის ად­გილ­ზე მოვ­ს­ვამ".

ქეთი სა­გი­ნაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

თაკო ოქროპირიძემ შესაძლოა, მაია დარსმელიძესთან პირადი მიმოწერა გაასაჯაროოს: "მაია ამბობდა, ჩემსას გავიტანო"

თაკო ოქროპირიძემ შესაძლოა, მაია დარსმელიძესთან პირადი მიმოწერა გაასაჯაროოს: "მაია ამბობდა, ჩემსას გავიტანო"

სატელევიზიო შოუ "ახალი ხმა" დასრულდა. შო­უმ ბევრი რამით დაგვამახსოვრა თავით, მათ შორის იმითაც, რომ ერთ-ერ­თ­მა მწვრთნელ­მა, მაია დარ­ს­მე­ლი­ძემ სა­კუ­თა­რი გუნ­დის წევრ თა­კო ოქ­რო­პი­რი­ძეს პრო­ცენ­ტუ­ლი შე­ფა­სე­ბის დროს 1% და­უ­წე­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ თუ­კი ის ფი­ნალ­ში გა­და­ვი­დო­და, სა­კუ­თარ გა­მარ­ჯ­ვე­ბას არ აღი­ა­რებ­და. რო­გორც თა­კო ოქრო­პი­რი­ძე ამ­ბობს, მა­სა და მწვრთნელს შო­რის უთან­ხ­მო­ე­ბა არ არ­სე­ბობ­და და ეს ამ­ბა­ვი მის­თ­ვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. სა­უბ­რი­სას თა­კომ სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბი გა­იხ­სე­ნა და გვითხ­რა, რომ პრო­ექ­ტი­დან გა­მოს­ვ­ლას არ გა­ნიც­დის, პი­რი­ქით - კმა­ყო­ფი­ლია, ასე რომ მო­უ­წია "ა­ხა­ლი ხმის" და­ტო­ვე­ბამ:

- ჩვენ შო­რის ცუ­დი არა­ფე­რი მომ­ხ­და­რა. პი­რი­ქით - ძა­ლი­ან დი­დი სით­ბო­თი და სიყ­ვა­რუ­ლით მექ­ცე­ო­და. იმ დღეს რა მოხ­და - მი­ჭირს პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას თვალს ადევ­ნებ­და ყვე­ლა კონ­კურ­სან­ტი, ბენ­დის წევ­რე­ბი და ისი­ნიც და­მე­თან­ხ­მე­ბი­ან, რომ ასეთ რა­მეს არა­ვინ ელო­და. მაია ამ ყვე­ლა­ფერს იმით ხსნის, რომ არ მი­ჯე­რებ­დაო. თუმ­ცა მე შე­ნა­ხუ­ლი მაქვს ჩვე­ნი მი­წერ-მო­წე­რა, სა­დაც კარ­გად ჩანს, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფერ­ში ვე­თან­ხ­მე­ბი. პი­რი­ქით - მეხ­ვე­წე­ბა: თა­კო, გა­მი­ზი­ა­რე შე­ნი იდეა და მითხა­რი, რა მოგ­წონს. იქ­ნებ ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნი არ არის მი­სა­ღე­ბი შენ­თ­ვი­სო. მე კი ვპა­სუ­ხობ­დი: მე შენ გენ­დო­ბი, ჩე­მი მწვრთნე­ლი ხარ და ბო­ლომ­დე მოგ­ყ­ვე­ბი-მეთ­ქი. ყვე­ლა სიტყ­ვა, გაც­ნო­ბის დღი­დან ამ არა­სა­სი­ა­მოვ­ნო ამ­ბამ­დე, შე­ნა­ხუ­ლი მაქვს "ფე­ის­ბუქ­სა" და ტე­ლე­ფონ­ში. თუ­კი სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, აუცი­ლებ­ლად გა­ვა­სა­ჯა­რო­ებ.

- მა­ი­ამ გა­ნაცხა­და, რომ მის მი­ერ არ­ჩე­უ­ლი სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბა ბო­ლო წუთს გა­და­ი­ფიქ­რე.

- ეს სიმ­ღე­რა არა ჩე­მი, არა­მედ პრო­ექ­ტის პრო­დი­უ­სერ და­თო იმე­დაშ­ვი­ლის, და არა მხო­ლოდ მი­სი და­წუ­ნე­ბუ­ლია. და­ი­წუ­ნა პრო­ექ­ტის მთა­ვარ­მა ჰო­ლან­დი­ელ­მა პრო­დი­უ­სერ­მაც. მან წე­რი­ლიც გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა, სა­დაც ამ­ბობ­და, ეთ­ნო- ჯა­ზი არაო. ეს ყვე­ლა­ფე­რი ბენ­დის ხელმ­ძღ­ვა­ნელ­მა და­ვით მა­ზა­ნაშ­ვილ­მა მითხ­რა, რო­მე­ლიც ასე­ვე აღ­ნიშ­ნავ­და, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ეს სიმ­ღე­რა "ა­ხა­ლი ხმის" სცე­ნა­ზე გაჟ­ღერ­დე­სო. ეს იყო მა­ი­ას არ­ჩე­უ­ლი სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც, რო­გორც აგ­ვიხ­ს­ნეს, უბ­რა­ლოდ არ მო­ერ­გო "ა­ხა­ლი ხმის" ფორ­მატს. მაია კი ამ­ბობ­და, აუცი­ლებ­ლად იმ­ღე­რე­ბო და მეც ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი, მაგ­რამ იმის შე­მე­შინ­და, სცე­ნა­ზე გას­ვ­ლის წინ არ ეთ­ქ­ვათ, თა­კო, ხომ გა­გაფ­რ­თხი­ლეთ, ამ სიმ­ღე­რას არ იმ­ღე­რე­ბო... რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ად­რე რომ მითხ­რან, ახა­ლი სიმ­ღე­რა შე­არ­ჩიეო, მე­რე რა ვქნა-მეთ­ქი. ეს მა­ი­ა­საც ვუთხა­რი, მან კი მი­პა­სუ­ხა, თუ ასე მოხ­და, დიდ აჟი­ო­ტაჟს ავ­ტეხ და შე­იძ­ლე­ბა პრო­ექ­ტიც დავ­ტო­ვოო. ყვე­ლა მი­დას­ტუ­რებ­და, რომ ამ სიმ­ღე­რას ვერ ვიმ­ღე­რებ­დი და სხვა უნ­და შე­მერ­ჩია. ამის შემ­დეგ შევ­თა­ვა­ზე მა­ი­ას ჩე­მი ვერ­სია და მა­საც ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. რე­პე­ტი­ცი­ა­ზე ცრემ­ლე­ბი წა­მო­უ­ვი­და, სკა­მი­დან წა­მოხ­ტა, მე­ფე­რა და მე­ხუ­ტე­ბო­და, ამა­ში ბენ­დის წევ­რე­ბიც და­მე­მოწ­მე­ბი­ან.

- ხომ არ ფიქ­რობ, რომ ის პრო­დიუ­სე­რე­ბის მი­ერ სიმ­ღე­რის და­წუ­ნე­ბამ გა­ა­ღი­ზი­ა­ნა?

- შე­იძ­ლე­ბა! და ჩემ­ზე გად­მო­ან­თხია ეს ბრა­ზი. სა­ბო­ლო­ოდ გვითხ­რეს, ეს სიმ­ღე­რა და­წუ­ნე­ბუ­ლიაო. მაია მა­ინც ამ­ბობ­და, ჩემ­სას გა­ვი­ტა­ნო. ეს სიმ­ღე­რა იყო აზი­ზა მუს­ტა­ფა- ზა­დეს ერთ-ერ­თი კომ­პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ მუ­სი­კა­ლუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის. რად­გან ფორ­მა­ტი მხო­ლოდ ე.წ. პაპ­სა სიმ­ღე­რებს ით­ვა­ლის­წი­ნებს, ამი­ტო­მაც და­ი­წუ­ნეს. ეს იყო აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ეთ­ნო-ჯა­ზი. ამე­რი­კულ ჯაზ­საც იწუ­ნებ­დ­ნენ, რომ გა­და­ხე­დოთ, არა­ვის შე­უს­რუ­ლე­ბია ჯა­ზი.

- მა­ი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ შე­ში­ნე­ბუ­ლი სა­ხით ითხო­ვე სიმ­ღე­რის შეც­ვ­ლა.

- რო­გორც და­სჭირ­და, ისე თქვა. მთე­ლი ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა ამ­ბობ­და, ეს სიმ­ღე­რა არ გა­ვა და დრო­უ­ლად უნ­და შე­არ­ჩი­ოთ სხვაო. მაია კი ამ­ბობ­და, ჩემ­სას გა­ვი­ტან, ყან­ჩე­ლის მუ­სი­კას მი­ვა­ბა­მო... შე­ში­ნე­ბუ­ლი სა­ხე ალ­ბათ იმი­ტომ მქონ­და, რომ სა­ერ­თოდ არ დამ­რ­ჩა დრო ახა­ლი სიმ­ღე­რის შე­სარ­ჩე­ვა­დაც კი. თა­ნაც მა­ი­ას ვერ­სი­აც კი არ ჰქონ­და მო­ტა­ნი­ლი, სად უნ­და მი­ე­ბა ყან­ჩე­ლის მუ­სი­კა, ვის უნ­და შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა...

- გუ­ლი არ გწყდე­ბა, ასე რომ და­ტო­ვე შოუ?

- ის, რომ მწვრთნე­ლე­ბი პრო­ცენ­ტებს უწერ­დ­ნენ კონ­კურ­სან­ტებს, ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე გა­ვი­გე. მა­შინ ვი­ვა­რა­უ­დე, რომ მაია ერთ პრო­ცენტს და­მი­წერ­და და ვთქვი, თუ მა­ინც უნ­და დავ­ტო­ვო პრო­ექ­ტი, მინ­და, მა­ი­ამ 1% და­მი­წე­როს-მეთ­ქი. ორი პრო­ცენ­ტიც კი არ მინ­დო­და. ყვე­ლა კონ­კურ­სანტს, მათ შო­რის თი­კოს, წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ. ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ნა­კა­დი იყო და ყვე­ლა იმ­სა­ხუ­რებ­და ფი­ნალ­ში გა­დას­ვ­ლას, ნამ­დ­ვი­ლად ყვე­ლას ეკუთ­ვ­ნო­და, სხვა სა­კითხია, ვის გა­უ­მარ­თ­ლა პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში თა­ვის მწვრთნელ­თან და ვის - არა. მინ­და, თქვე­ნი მეშ­ვე­ო­ბით "ა­ხა­ლი ხმის" შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფს დი­დი მად­ლო­ბა ვუთხ­რა გვერ­დ­ში დგო­მის­თ­ვის. ყვე­ლა ხე­დავ­და, ვინ იყო მართალი და ვინ მტყუ­ა­ნი...

რაც შე­ე­ხე­ბა მაია დარ­ს­მე­ლი­ძეს, მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შემ­დე­გი კო­მენ­ტა­რი და­ტო­ვა:

"ძა­ლი­ან არ მინ­დო­და, ასე დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო ჩე­მი და თა­კოს ურ­თი­ერ­თო­ბა. მა­ი­ძუ­ლა, ასე მოვ­ქ­ცე­უ­ლი­ყა­ვი, რად­გან თი­კოს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ნა­ი­რად მირ­ჩევ­ნია, ვერ გავ­წი­რავ­დი. ჩემ­თ­ვის ეს იქ­ნე­ბო­და უფ­რო დი­დი უსა­მარ­თ­ლო­ბა".

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას მაია დარ­ს­მე­ლი­ძე მხო­ლოდ მცი­რე კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გ­ლა: "ეს გო­გო ყვე­ლა­ფერს იტყუ­ე­ბა, პრო­ექ­ტი რომ ჩამ­თავ­რ­დე­ბა, ყვე­ლას თა­ვის ად­გილ­ზე მოვ­ს­ვამ".

ქეთი საგინაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება