პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ბარბაქაძე ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' განაწყენებული დატოვეს
გიორგი ბარბაქაძე ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' განაწყენებული დატოვეს

თა­ნა­მედ­რო­ვე ცეკ­ვე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, 30 წლის გი­ორ­გი ბარ­ბა­ქა­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი­დან" გა­იც­ნო, სა­დაც პარტნი­ო­რო­ბას ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­ურ გო­გო­ნებს უწევ­და. წელს კი, ქეთი ხა­ტი­აშ­ვილ­თან ერ­თად, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მე­სა­მე სე­ზო­ნი მო­ი­გო. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი თავ­და­პირ­ვე­ლად ამ თე­მით და­ვი­წყეთ და შემ­დეგ ჩვენს რეს­პონ­დენტს პი­რა­დულ სა­კი­თხებ­ზეც ვე­სა­უბ­რეთ.

- გი­ორ­გი, გი­ლო­ცავ გა­მარ­ჯვე­ბას...

- დიდი მად­ლო­ბა. მთე­ლი სამი თვე ვშრო­მობ­დით და ვიბ­რძო­დით იმის­თვის, რომ ხალ­ხთან ვყო­ფი­ლი­ყა­ვით მარ­თა­ლი და ყვე­ლა ცეკ­ვა, რო­მელ­საც ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბი გვიდ­გამ­დნენ, კარ­გად მიგ­ვე­ტა­ნა მა­ყუ­რებ­ლამ­დე. სა­ოც­რად გა­მი­ხარ­და, რომ გა­ვი­მარ­ჯვეთ და გა­ვა­მარ­თლე ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი, ასე­ვე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მე­წყვი­ლის მი­მართ, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მე არ გახ­ლა­ვართ ლა­თი­ნუ­რი ცეკ­ვე­ბის მო­ცეკ­ვა­ვე, ამის გამო უფრო მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ­დი და ბო­ლომ­დე ვი­ხარ­ჯე­ბო­დი, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­მოგ­ვსვლო­და.

- გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის და­სა­ხე­ლე­ბის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ შენ პრი­ზის გა­რე­შე დარ­ჩი... ალ­ბათ, გა­გა­ნა­წყე­ნა ამან..

- ჩვენ თა­ვი­დან­ვე ვი­ცო­დით, რომ მთა­ვა­რი პრი­ზი – ბინა, გა­და­ე­ცე­მო­და ვარ­სკვლავს, მაგ­რამ სა­უ­ბა­რი იყო სხვა სა­ჩუქ­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც უნდა გა­დას­ცე­მო­და მე­წყვი­ლეს, თუმ­ცა ასე არ მოხ­და და ალ­ბათ, გა­საკ­ვი­რი არ არის, რომ მე და გაგა თო­დუა გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი დავ­რჩით. მა­შინ, როცა შენ ზურგს უკან ხალ­ხი ჯილ­დოვ­დე­ბა, შენ კი დგა­ხარ წინ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის სტა­ტუ­სით და არ გა­ფა­სე­ბენ, ეს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­წყე­ნია, აქ სა­ჩუ­ქარ­სა და მა­ტე­რი­ა­ლურ მხა­რე­ზე კი არაა ლა­პა­რა­კი, არა­მედ და­ფა­სე­ბა­ზე....

- თუ გახ­სოვს, წინა სე­ზონ­ზე რა ერ­გოთ ფი­ნა­ლის­ტე­ბის მე­წყვი­ლე­ებს?

- რო­გორც ჩემ­თვი­საა ცნო­ბი­ლი, პირ­ველ სე­ზონ­ზე ნათ­ქვა­მი იყო, რომ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის მე­წყვი­ლეს გა­და­ე­ცე­მო­და 5000 ლარი, შე­სა­ბა­მი­სად, ლიკა ლა­ბა­ძე და­სა­ჩუქრდა ამ თან­ხით, მე­ო­რე სე­ზონ­ში მე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­მი­ღია, მაგ­რამ რამ­დე­ნა­დაც ვიცი, პირ­ვე­ლი-მე­ო­რე ად­გი­ლის მფლო­ბე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის მე­წყვი­ლე­ებ­მა სპონ­სო­რე­ბის­გან 5000-5000 ლარი მი­ი­ღეს. ინ­ფორ­მა­ცი­ის დო­ნე­ზე ვი­ცო­დით, რომ ამ სე­ზონ­ზეც უნდა გა­მო­ყო­ფი­ლი­ყო მი­ზე­რუ­ლი თან­ხა ფი­ნა­ლის­ტი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის წა­სა­ხა­ლი­სებ­ლად... აქ თან­ხა­ზე არ არის ლა­პა­რა­კი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან უკვე ძა­ლი­ან ბევ­რი კი­თხვა ის­მის ამ სა­კი­თხზე და რა პა­სუ­ხი გავ­ცეთ, არ ვი­ცით. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, უმ­თავ­რე­სი არის ის, რომ ჩვენ მო­ვი­გეთ ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი, მაგ­რამ ჩვე­ნი შრო­მაც უნდა და­ფა­სე­ბუ­ლი­ყო.

- სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზე, რომ მო­ცეკ­ვა­ვე­ებს პრო­ექ­ტის მსვლე­ლო­ბის დროს უხ­დიდ­ნენ ხელ­ფასს, მარ­თა­ლია?

- კი. ხელ­ფასს ვი­ღებ­დით ყო­ველ­თვი­უ­რად, თუ ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში დავ­რჩე­ბო­დით პრო­ექ­ტში, ანა­ზღა­უ­რე­ბას გვაძ­ლევ­დნენ, მაგ­რამ მინ­და გი­თხრათ, რომ ეს არ ყო­ფი­ლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თან­ხა, და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ, მაგ­რამ გე­ტყვით, რომ ეს იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ერთი თვის ხელ­ფა­სი, რაც შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ანს ჰქონ­დეს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

გიორგი ბარბაქაძე ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' განაწყენებული დატოვეს

გიორგი ბარბაქაძე ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' განაწყენებული დატოვეს

თანამედროვე ცეკვების შემსრულებელი, 30 წლის გიორგი ბარბაქაძე საზოგადოებამ ''ცეკვავენ ვარსკვლავებიდან'' გაიცნო, სადაც პარტნიორობას ძალიან სიმპათიურ გოგონებს უწევდა. წელს კი, ქეთი ხატიაშვილთან ერთად, ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მესამე სეზონი მოიგო. რასაკვირველია, ჩვენი საუბარი თავდაპირველად ამ თემით დავიწყეთ და შემდეგ ჩვენს რესპონდენტს პირადულ საკითხებზეც ვესაუბრეთ.

- გიორგი, გილოცავ გამარჯვებას...

- დიდი მადლობა. მთელი სამი თვე ვშრომობდით და ვიბრძოდით იმისთვის, რომ ხალხთან ვყოფილიყავით მართალი და ყველა ცეკვა, რომელსაც ქორეოგრაფები გვიდგამდნენ, კარგად მიგვეტანა მაყურებლამდე. საოცრად გამიხარდა, რომ გავიმარჯვეთ და გავამართლე ხალხის სიყვარული, ასევე პასუხისმგებლობა მეწყვილის მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე არ გახლავართ ლათინური ცეკვების მოცეკვავე, ამის გამო უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და ბოლომდე ვიხარჯებოდი, რომ ყველაფერი კარგად გამოგვსვლოდა.

- გამარჯვებულის დასახელების შემდეგ აღმოჩნდა, რომ შენ პრიზის გარეშე დარჩი... ალბათ, გაგანაწყენა ამან..

- ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ მთავარი პრიზი – ბინა, გადაეცემოდა ვარსკვლავს, მაგრამ საუბარი იყო სხვა საჩუქრებზე, რომლებიც უნდა გადასცემოდა მეწყვილეს, თუმცა ასე არ მოხდა და ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ მე და გაგა თოდუა განაწყენებული დავრჩით. მაშინ, როცა შენ ზურგს უკან ხალხი ჯილდოვდება, შენ კი დგახარ წინ გამარჯვებულის სტატუსით და არ გაფასებენ, ეს, რასაკვირველია, საწყენია, აქ საჩუქარსა და მატერიალურ მხარეზე კი არაა ლაპარაკი, არამედ დაფასებაზე....

- თუ გახსოვს, წინა სეზონზე რა ერგოთ ფინალისტების მეწყვილეებს?

- როგორც ჩემთვისაა ცნობილი, პირველ სეზონზე ნათქვამი იყო, რომ გამარჯვებულის მეწყვილეს გადაეცემოდა 5000 ლარი, შესაბამისად, ლიკა ლაბაძე დასაჩუქრდა ამ თანხით, მეორე სეზონში მე მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ რამდენადაც ვიცი, პირველი-მეორე ადგილის მფლობელი ვარსკვლავების მეწყვილეებმა სპონსორებისგან 5000-5000 ლარი მიიღეს. ინფორმაციის დონეზე ვიცოდით, რომ ამ სეზონზეც უნდა გამოყოფილიყო მიზერული თანხა ფინალისტი მოცეკვავეების წასახალისებლად... აქ თანხაზე არ არის ლაპარაკი, საზოგადოების მხრიდან უკვე ძალიან ბევრი კითხვა ისმის ამ საკითხზე და რა პასუხი გავცეთ, არ ვიცით. მიუხედავად ყველაფრისა, უმთავრესი არის ის, რომ ჩვენ მოვიგეთ ხალხის სიყვარული, მაგრამ ჩვენი შრომაც უნდა დაფასებულიყო.

- საუბარი იყო იმაზე, რომ მოცეკვავეებს პროექტის მსვლელობის დროს უხდიდნენ ხელფასს, მართალია?

- კი. ხელფასს ვიღებდით ყოველთვიურად, თუ ერთი თვის განმავლობაში დავრჩებოდით პროექტში, ანაზღაურებას გვაძლევდნენ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს არ ყოფილა განსაკუთრებული თანხა, დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ გეტყვით, რომ ეს იყო ჩვეულებრივი ერთი თვის ხელფასი, რაც შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება