ბერლინის მოდის კვირეულზე სტუმრები, ბაიერები და მოდის კრიტიკოსები დიზაინერებმა სკანდალური ჩვენებით გაანებივრეს.
დიზაინერებმა ნიკოლას კაუფელდმა და მატიას ჯანმა მსოფლიოში ყველაზე გულახდილი საქორწინო კაბა წარადგინეს. თეთრი კაბა სტანდარტული საქორწილო კაბისგან იმით გამოირჩევა, რომ მასში მკერდი მთლიანად შიშველი ჩანს და მხოლოდ თხელი გამჭირვალე ქსოვილითაა დაფარული. დიზაინერებმა კვირეულის ფარგლებში 2014-2015 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციები წარადგინეს.
კოლექციის მთავარი კაბის წარდგენის პატივი გერმანელ მოდელს მიკაელა შაეფერს ერგო.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.