Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სანახაობა, რომელიც დასახიჩრებითა და ფატალური შედეგებით სრულდება - კრწანისში დაანონსებული დაუნდობელი "ძაღლური ჩხუბი"
სანახაობა, რომელიც დასახიჩრებითა და ფატალური შედეგებით სრულდება - კრწანისში დაანონსებული დაუნდობელი "ძაღლური ჩხუბი"

სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხო­ვე­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია გა­აქ­ტი­ურ­დნენ, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ოთხფე­ხა მე­გობ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი და სხვა­დას­ხვა ინ­ტერ­ნეტ-პორ­ტა­ლე­ბი აჭ­რე­ლე­ბუ­ლია ძაღ­ლე­ბის და­უნ­დო­ბე­ლი და სის­ხლი­ა­ნი ორ­თაბ­რძო­ლის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლით, სა­დაც ოთხფე­ხა მე­გობ­რებს სა­კუ­თა­რი პატ­რო­ნე­ბი არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, სა­სიკ­ვდი­ლო­დაც კი იმე­ტე­ბენ. ამ ყვე­ლა­ფერს, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ერ­თგვა­რი აზარ­ტიც თან ახ­ლავს ფუ­ლა­დი ფსო­ნე­ბის სა­ხით.

"ახალ­გაზ­რდა მწვა­ნე­ე­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ე.წ. ძაღ­ლე­ბის მო­რი­გი მას­შტა­ბუ­რი ჩხუ­ბი იან­ვრის ბო­ლოს კრწა­ნი­სის რა­ი­ონ­ში იგეგ­მე­ბა. ცხო­ველ­თა დაც­ვი­სა და გა­დარ­ჩე­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მო­ლაშ­ქრე­თა ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცია და ახალ­გაზ­რდა მწვა­ნე­ე­ბი და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მო­ბი­ლი­ზე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

ცხო­ველ­თა დაც­ვი­სა და გა­დარ­ჩე­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრე­ზი­დენ­ტი თე­ი­მუ­რაზ წი­ქო­რი­ძე გა­სულ წელს თბი­ლი­სის ზღვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­გეგ­მილ მას­შტა­ბურ ძაღ­ლე­ბის ჩხუბს იხ­სე­ნებს:

"სხვა­დას­ხვა მა­ღალმთი­ა­ნი რე­გი­ო­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი 3 ათა­სი მე­ცხვა­რე და არა მარ­ტო ისი­ნი, კავ­კა­სი­უ­რი ნა­გა­ზე­ბის სა­ტეს­ტო შე­ჯიბ­რე­ბას გეგ­მავ­დნენ, თუმ­ცა ცხო­ველ­თა დაც­ვი­სა და გა­დარ­ჩე­ნის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ხელი შე­უ­შა­ლა. მი­ზე­ზად ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა და­სა­ხელ­და. ძაღ­ლე­ბის პატ­რო­ნე­ბი კი თავს იმით იმარ­თლებ­დნენ, რომ მე­ცხვა­რე ძაღ­ლის­თვის მსგავ­სი ტეს­ტი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რათა გა­ირ­კვეს, რამ­დე­ნად მა­მა­ცია იგი და შე­უძ­ლია თუ არა ცხვრის დაც­ვა. და­გეგ­მი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა იმ დღეს მა­ინც ჩა­ტარ­და, თუმ­ცა არა ისე­თი ფარ­თო მას­შტა­ბე­ბით, რო­გორც და­გეგ­მი­ლი იყო."

სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხო­ვე­ლი­სად­მი სას­ტი­კი მო­პყრო­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი და მას იცავს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 159-ე მუხ­ლი: კერ­ძოდ, "ცხო­ვე­ლი­სად­მი სას­ტი­კი მო­პყრო­ბა, მისი და­ღუპ­ვა ან და­სა­ხიჩ­რე­ბა, აგ­რეთ­ვე ცხო­ვე­ლის წვა­ლე­ბა ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით ან გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი სა­მუ­შა­ოს ვა­დით ერთ წლამ­დე, ხოლო ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი იგი­ვე ქმე­დე­ბა არა­ერ­თგზის მცი­რე­წლო­ვა­ნის თან­დას­წრე­ბით ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ორ წლამ­დე."

თე­ი­მუ­რაზ წი­ქო­რი­ძე პრობ­ლე­მის მთა­ვარ მი­ზე­ზად ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ლი­ბე­რა­ლურ კა­ნონს მი­იჩ­ნევს და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის უმოქ­მე­დო­ბა­ზე სა­უბ­რობს:

"შარ­შან თბი­ლი­სის ზღვა­ზე და­გეგ­მი­ლი ძაღ­ლე­ბის შე­ჯიბ­რის დროს პო­ლი­ცი­ამ არ გა­ა­ტა­რა სა­თა­ნა­დო ზო­მე­ბი. არა­ვის­თვის ჩა­მო­ურ­თმე­ვი­ათ ხელ­წე­რი­ლი პი­რო­ბით, რომ მსგავ­სი შე­ჯიბ­რი აღარ ჩა­ტარ­დე­ბო­და, ძაღ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას გა­და­იყ­ვა­ნეს და მა­ინც აჩხუ­ბეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, რომ საკ­მა­ოდ ბევ­რმა ძაღ­ლმა ჩხუ­ბის შემ­დეგ სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო.

ამის შემ­დეგ სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში და­ი­გეგ­მა ძაღ­ლე­ბის ჩხუ­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შსს-ს მივ­წე­რეთ წე­რი­ლი ამის შე­სა­ხებ, ჩხუ­ბე­ბი მა­ინც ჩა­ტარ­და და ეს თა­ვად შსს-მ გვაც­ნო­ბა", - ამ­ბობს თე­ი­უ­მაზ წი­ქო­რი­ძე.

კა­ნო­ნის ძა­ლით სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­დროს არა­ვინ დას­ჯი­ლა. აშშ-სა და ევ­რო­პა­ში საკ­მა­ოდ მკაც­რი კა­ნო­ნია ცხო­ვე­ლი­სად­მი სას­ტი­კი მო­პყრო­ბის შე­სა­ხებ - ზოგ შტატ­ში ასე­თი ქმე­დე­ბა ის­ჯე­ბა 100 ათა­სი დო­ლა­რით ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით, ვა­დით ათ წლამ­დე. გარ­და ამი­სა, ძაღ­ლის მფლო­ბელს ცხო­ვე­ლი ჩა­მო­ერ­თმე­ვა.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხო­ვე­ლი­სად­მი სას­ტი­კი მო­პყრო­ბა წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლიც კი არის, - ამ­ბობს თე­ი­მუ­რაზ წი­ქო­რი­ძე, -სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ხში­რად მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ცვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია და­დე­ბით კონ­ტექ­სტში ვრცელ­დე­ბა. ერ­თვა­რი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აც კი ხდე­ბა სხვა­დას­ხვა რი­ტუ­ა­ლე­ბის, ცხო­ვე­ლე­ბის დაკ­ვლის, ნა­დი­რო­ბის. წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბაა ისიც, რომ ხში­რად ძაღ­ლებს ფუ­ლის გამო აჩხუ­ბე­ბენ და საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ფსო­ნე­ბი იდე­ბა ხოლ­მე. არის ქვეყ­ნე­ბი, მა­გა­ლი­თად ია­პო­ნია, სა­დაც ძაღ­ლე­ბის შე­ჯიბ­რი სპორ­ტულ სა­ნა­ხა­ო­ბად არის აღი­ა­რე­ბუ­ლი და მას ოფი­ცი­ა­ლუ­რი სახე აქვს, თუმ­ცა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ იქ შე­ჯიბ­რის მო­ნა­წი­ლე ძაღ­ლე­ბი ალი­კა­პე­ბის გა­რე­შე არ და­იშ­ვე­ბი­ან, რაც მათი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტია."

ცხო­ველ­თა დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და "ახალ­გაზ­რდა მწვა­ნე­ე­ბი" კრწა­ნის­ში და­გეგ­მილ ძაღ­ლე­ბის ჩხუბს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში აქ­ცი­ის გა­მარ­თვა­საც გეგ­მა­ვენ.

ცნო­ბის­თვის: ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბებს მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში იცავს "ცხო­ველ­თა დაც­ვის მსოფ­ლიო დეკ­ლა­რა­ცია", რო­მე­ლიც 1977 წლის 23 სექ­ტემ­ბერს ლონ­დონ­ში მი­ი­ღეს, 1990 წელს კი მსოფ­ლი­ომ აღი­ა­რა. კონ­ვენ­ცი­ის მე-6 მუხ­ლის მი­ხედ­ვით, და­უშ­ვე­ბე­ლია ცხო­ვე­ლებ­ზე ისე­თი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც იწ­ვე­ვენ მათ ფი­ზი­კურ, ან ფსი­ქო­ლო­გი­ურ ტან­ჯვას, არ­ღვე­ვენ ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბებს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ამ დეკ­ლა­რა­ცი­ის ხელ­მომ­წე­რი არ არის.

ასე­ვე იხი­ლეთ: კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლა ძაღ­ლის პატ­რონ­მა უნდა იცო­დეს

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

სანახაობა, რომელიც დასახიჩრებითა და ფატალური შედეგებით სრულდება - კრწანისში დაანონსებული დაუნდობელი "ძაღლური ჩხუბი"

სანახაობა, რომელიც დასახიჩრებითა და ფატალური შედეგებით სრულდება - კრწანისში დაანონსებული დაუნდობელი "ძაღლური ჩხუბი"

საქართველოში ცხოველების უფლებების დამცველი ორგანიზაციები ბოლო რამდენიმე წელია გააქტიურდნენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოთხფეხა მეგობრების უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში გარანტირებულია. სოციალური ქსელები და სხვადასხვა ინტერნეტ-პორტალები აჭრელებულია ძაღლების დაუნდობელი და სისხლიანი ორთაბრძოლის ამსახველი ვიდეომასალით, სადაც ოთხფეხა მეგობრებს საკუთარი პატრონები არც მეტი, არც ნაკლები, სასიკვდილოდაც კი იმეტებენ. ამ ყველაფერს, ხშირ შემთხვევაში ერთგვარი აზარტიც თან ახლავს ფულადი ფსონების სახით.

"ახალგაზრდა მწვანეების" ინფორმაციით, ე.წ. ძაღლების მორიგი მასშტაბური ჩხუბი იანვრის ბოლოს კრწანისის რაიონში იგეგმება. ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება, მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია და ახალგაზრდა მწვანეები დაგეგმილ ღონისძიებას აპროტესტებენ და სამართალდამცავებს მობილიზებისკენ მოუწოდებენ.

ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების პრეზიდენტი თეიმურაზ წიქორიძე გასულ წელს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილ მასშტაბურ ძაღლების ჩხუბს იხსენებს:

"სხვადასხვა მაღალმთიანი რეგიონიდან ჩამოსული 3 ათასი მეცხვარე და არა მარტო ისინი, კავკასიური ნაგაზების სატესტო შეჯიბრებას გეგმავდნენ, თუმცა ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის ორგანიზაციამ ამ ღონისძიების ჩატარებას ხელი შეუშალა. მიზეზად ცხოველთა უფლებების დარღვევა დასახელდა. ძაღლების პატრონები კი თავს იმით იმართლებდნენ, რომ მეცხვარე ძაღლისთვის მსგავსი ტესტი აუცილებელია, რათა გაირკვეს, რამდენად მამაცია იგი და შეუძლია თუ არა ცხვრის დაცვა. დაგეგმილი ღონისძიება იმ დღეს მაინც ჩატარდა, თუმცა არა ისეთი ფართო მასშტაბებით, როგორც დაგეგმილი იყო."

საქართველოში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა სისხლის სამართლის დანაშაულადაა მიჩნეული და მას იცავს სისხლის სამართლის კოდექსის 159-ე მუხლი: კერძოდ, "ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, მისი დაღუპვა ან დასახიჩრება, აგრეთვე ცხოველის წვალება ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე, ხოლო ჯგუფურად ჩადენილი იგივე ქმედება არაერთგზის მცირეწლოვანის თანდასწრებით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე."

თეიმურაზ წიქორიძე პრობლემის მთავარ მიზეზად ქვეყანაში არსებულ ლიბერალურ კანონს მიიჩნევს და სამართალდამცავების უმოქმედობაზე საუბრობს:

"შარშან თბილისის ზღვაზე დაგეგმილი ძაღლების შეჯიბრის დროს პოლიციამ არ გაატარა სათანადო ზომები. არავისთვის ჩამოურთმევიათ ხელწერილი პირობით, რომ მსგავსი შეჯიბრი აღარ ჩატარდებოდა, ძაღლები სხვადასხვა ადგილას გადაიყვანეს და მაინც აჩხუბეს. მოგვიანებით გავიგე, რომ საკმაოდ ბევრმა ძაღლმა ჩხუბის შემდეგ სერიოზული დაზიანებები მიიღო.

ამის შემდეგ საგარეჯოს რაიონში დაიგეგმა ძაღლების ჩხუბი. მიუხედავად იმისა, რომ შსს-ს მივწერეთ წერილი ამის შესახებ, ჩხუბები მაინც ჩატარდა და ეს თავად შსს-მ გვაცნობა", - ამბობს თეიუმაზ წიქორიძე.

კანონის ძალით საქართველოში არასდროს არავინ დასჯილა. აშშ-სა და ევროპაში საკმაოდ მკაცრი კანონია ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის შესახებ - ზოგ შტატში ასეთი ქმედება ისჯება 100 ათასი დოლარით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ათ წლამდე. გარდა ამისა, ძაღლის მფლობელს ცხოველი ჩამოერთმევა.

"საქართველოში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა წახალისებულიც კი არის, - ამბობს თეიმურაზ წიქორიძე, -სოციალურ ქსელებში ხშირად მსგავსი ინფორმაციის შემცველი ინფორმაცია დადებით კონტექსტში ვრცელდება. ერთვარი პოპულარიზაციაც კი ხდება სხვადასხვა რიტუალების, ცხოველების დაკვლის, ნადირობის. წამახალისებელი გარემოებაა ისიც, რომ ხშირად ძაღლებს ფულის გამო აჩხუბებენ და საკმაოდ მაღალი ფსონები იდება ხოლმე. არის ქვეყნები, მაგალითად იაპონია, სადაც ძაღლების შეჯიბრი სპორტულ სანახაობად არის აღიარებული და მას ოფიციალური სახე აქვს, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ იქ შეჯიბრის მონაწილე ძაღლები ალიკაპების გარეშე არ დაიშვებიან, რაც მათი უსაფრთხოების გარანტია."

ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები და "ახალგაზრდა მწვანეები" კრწანისში დაგეგმილ ძაღლების ჩხუბს აპროტესტებენ და უახლოეს მომავალში აქციის გამართვასაც გეგმავენ.

ცნობისთვის: ცხოველთა უფლებებს მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში იცავს "ცხოველთა დაცვის მსოფლიო დეკლარაცია", რომელიც 1977 წლის 23 სექტემბერს ლონდონში მიიღეს, 1990 წელს კი მსოფლიომ აღიარა. კონვენციის მე-6 მუხლის მიხედვით, დაუშვებელია ცხოველებზე ისეთი ექსპერიმენტები, რომლებიც იწვევენ მათ ფიზიკურ, ან ფსიქოლოგიურ ტანჯვას, არღვევენ ცხოველთა უფლებებს. შეგახსენებთ, რომ საქართველო ამ დეკლარაციის ხელმომწერი არ არის.

ასევე იხილეთ: კანონი, რომელიც ყველა ძაღლის პატრონმა უნდა იცოდეს

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"